საფერფლის სროლა და წყლის მისხმა _ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში

პოლიტიკა

საფერფლის სროლა და წყლის მისხმა _ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში

2019 აპრ 20 10:26:24

ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტს დაბადებიდანვე ერთი ჭირი შეუჩნდა _ დეპუტატების ნაწილს შორის მუდმივი ფიზიკური დაპირისპირება და მუშტის დახმარებით ანგარიშის სწორება. ამ კუთხით არაერთი „სისხლიანი ფაქტი“ გაგვაჩნია და დღევანდელ წერილში ზოგიერთი, განსაკუთრებით „ხმაურიანი ამბავის“ გახსენებას შევეცდებით.

დამოუკიდებელი ქართული პარლამენტის ერთ-ერთი „თვალსაჩინო ინციდენტი“ ნოდარ ნათაძესა და რომან გოცირიძეს „შეემთხვათ“. ალბათ, გახსოვთ ე. წ. „კარვის ქალები“ და საქმენი მათ საგმირონი.

ბატონი თემურ მირიანაშვილი ამ ამბავს შემდეგნაირად იხსენებდა.

„ერთხელ გულდაწყვეტილმა რომან გოცირიძემ შემომჩივლა, სირბილში მარცხი ვიწვნიე, ნოდარ ნათაძემ თავი მომჭრაო. გამიკვირდა, შენ ახალგაზრდა კაცი ხარ და ნათაძემ სირბილში როგორ გაჯობა-მეთქი. იმ დროს პარლამენტის შენობა ქალებს ჰქონდათ ბლოკირებული, აქციებს მართავდნენ, შიგნით არავის უშვებდნენ. არადა, რომანს და ნოდარს იქ უნდოდათ თურმე შესვლა. მერე როგორღაც, შეძვრნენ და კუთხის შესასვლელიდან შეიპარნენ. მათი შესვლა ქალებს შეუმჩნეველი არ დარჩათ. ჯერ ბუზღუნი დაიწყეს და მერე უფრო გაავდნენ. ამ დროს რომანი წინ გარბოდა, ნოდარი კი უკან მისდევდა. აქციის მონაწილეები გაკაპასდნენ და იყვირეს: მოდით, ამათ ვაჩვენოთ ახლა სეირი და ნათაძეს შარვალი ჩავხადოთო. ეს რომ გაიგო ნოდარმა, თურმე, ისეთი მტვრის ბუღი დაუყენებია შენობაში, ხალხს თვალებზე ბინდი გადაეკრა. ნათაძემ გოცირიძე ხომ ჩამოიტოვა უკან და შემფასებლები რომ ყოფილიყვნენ, ნოდარი ჩქაროსნულ სირბილში რეკორდს მოხსნიდა ნამდვილად“.

ბატონი ნოდარი შარვლის ჩახდას გადაურჩა, თუმცა ფილმი „რეკორდის“ მთავარი გმირისა არ იყოს, მისი სპორტული მიღწევაც დაუფიქსირებელი აღმოჩნდა.

შემდეგი „გმირი“ ყოფილი დისიდენტი ირაკლი წერეთელი აღმოჩნდა.1993 წლის 2 ივნისის სხდომაზე ირაკლი წერეთელმა პარლამენტს აცნობა, რომ დილით დაუდგენელი პირი თავს დაესხა. მაგრამ, როგორც ჩანს, თავდასხმა წარმატებით იქნა მოგერიებული, რადგან წერეთლის თქმით, იმ ნაძირალას საკადრისი მიუზღო და მოძალადის თავდასხნა საკუთარი ძალებით მოიგერია. ვინ იყო ეს ადამიანი და რა ვერ გაიყო წერეთელთან, ეს დღემდე არავინ იცის.

გამოხდა ხანი. პარლამენტში ახალი „კადრები“ გამოჩნდნენ, მათ შორის განთქმული „ჩხუბისთავებიც“. ამ კატეგორიის ლიდერის „ყვითელი მაისური“ უპირობოდ ვახტანგ რჩეულიშვილს ეკუთვნოდა.

ბატონი ვახტანგის პირველი „მსხვერპლი“  პოლიტიკოსი-მორბენალი, შარვლის ჩახდას გადარჩენილი ნოდარ ნათაძე აღმოჩნდა. 1992-95 წლების პარლამენტში ყოფნისას, შევარდნაძის გვერდით გამოჯგიმულმა რჩეულიშვილმა „ბორჯომი“ მშვიდად ჩაისხა ჭიქაში და ნოდარ ნათაძეს სახეში „ვაჟკაცურად“ შეასხა.

რჩეულიშვილის მორიგი დაპირისპირებები უფრო „მძაფრი“ გამოდგა.

ყველაზე სკანდალური რჩეულიშვილი-მაჭავარიანის ჩხუბი აღმოჩნდა. „ვინ არის, ბიჭო, შენი პიდარასტი, მე ვარ, ბიჭო, ცისფერი?“ - გაჰკიოდა მიშა. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მაჭავარიანმა საფერფლე ესროლა რჩეულიშვილს და თავი გაუტეხა.

ერთი პერიოდი ვახტანგ რჩეულიშვილი პარლამენტში ყელშეხვეული დადიოდა და ამბობდა, უწყლო აუზში ჩავხტიო... თუმცა, მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის სცემეს. სხვათა შორის, როცა პარლამენტს სოცლიდერის გალახვის ფაქტი მოედო, თითქმის ყველა ერთხმად აცხადებდა: ახია რჩეულიშვილზე, დიდი ხნის წინათ უნდა ეცემათო...

ნოდარ გრიგალაშვილი ბორჯომის მაჟორიტარი იყო. სამცხე-ჯავახეთში ვახტანგ რჩეულიშვილის სიმამრმა რამდენიმე ჰესი ოფიციალურად შეისყიდა. გრიგალაშვილსა და რჩეულიშვილის სიმამრს შორის ინტერესთა კონფლიქტი სწორედ აქ გაჩნდა. ამით გაღიზიანებულმა გრიგალაშვილმა ერთხელ, სხვა ნაციონალებთან ერთად განაცხადა, რჩეულიშვილი თბილისიდან უნდა გავასახლოთ, ეგ და მისი სიმამრი კონტრაბანდისტები არიანო. ეს იყო და ეს. მეორე დღეს  პარლამენტში მისულ გრიგალაშვილს რჩეულიშვილისგან თავში მუშტი მოხვდა. მაშინ პირველი სოციალისტი გამწარებული გაიძახოდა, მე „კარენნოი“ თბილისელი ვარ, ამ მათხოვარმა ეს რა მაკადრაო. ასე შერჩა გრიგალაშვილს თავში თხლეჩა.

გრიგალაშვილმა, თავის მხრივ, გია ბარამიძეს საქვეყნოდ უთხრა, შენ კი ხარ კაი ბიჭი, მაგრამ ჟვანია და მისთანები არაპოპულარულ განცხადებებს შენ გაკეთებინებენ და ვისაც როგორ უნდა, ისე გიყენებსო. ამის გამო გრიგალაშვილმა ბარამიძეს „ლეღვის ფოთოლი“ შეარქვა. შეარქვა და მოხვდა კიდეც.

საერთოდ, პარლამენტში მოჩხუბრები ორ ჯგუფად იყოფოდნენ: ცემა-ტყეპის მოყვარულნი და ინტელიგენტურად დედის მაგინებლები. ვახტანგ რჩეულიშვილი  და ახალგაზრდა პეტრე ცისკარიშვილი ჩხუბში პირველობას არავის  უთმობდნენ.

ის თუ გახსოვთ, დავით კერესელიძემ პეტრე ცისკარიშვილს ლოყაზე რომ „მოუთათუნა“. მაშინ კერესელიძემ სააკაშვილს პატარა შევარდნაძე უწოდა. ბოსის შეურაცხყოფით შეურაცხყოფილმა  ცისკარიშვილმა კერესელიძეს ხურდა დაუბრუნა. ვალში არც კერესელიძე დარჩა და ცისკარიშვილს საყელოში წვდა, მიკროფონს მოსწყვიტა და გარეთ გაათრია. მერე ცისკარიშვილს, მოწინააღმდეგეთა მთელი ფრაქცია შეესია და, ჯამში, დაჭრილ-დაკაწრული აღმოჩნდა. ორ დღეში ცისკარიშვილი კერესელიძეს ღიმილით მიუახლოვდა და კაი გემრიელი ალიყური აჭამა, იმანაც ცისკარიშვილს ლოყაზე ჩამოფხაჭნა.

ამ დღიდან არ გასულა დიდი ხანი და ცისკარიშვილი ისევ გაეხვია დავიდარაბაში. მთელმა საქართველომ ტელევიზიით იხილა - როგორ გაათრია ფოიეში კერესელიძემ მიკროფონთან მდგარი ცისკარიშვილი, ამ გაწევ-გამოწევაში კი ცისკარიშვილს ვიღაცამ სახე დანით დაუსერა. ცისკარიშვილმა თქვა, რომ ეს დავით საგანელიძემ ჩაიდინა. რამდენიმე დღეში ცისკარიშვილმა საგანელიძეს კასტეტი ჩაარტყა. მაშინ ის პროკურატურამ ლამის დაიჭირა, მაგრამ სამართალდამცავებს წინ დეპუტატის იმუნიტეტი გადაეღობათ.

შევეშვათ ცისკარიშვილი-რჩეულიშვილის „დუეტს“ და იმ დეპუტატების „საქმენი“ გავიხსენოთ, რომლებიც ჩხუბისთავთა კატეგორიას ნამდვილად არ მიეკუთვნებოდნენ.

თურმე, ედვარდ სურმანიძესაც შეძლებია კონტროლის დაკარგვა. მისი დამრტყმელი ძალა ძირითადად, ფეხები ყოფილა. პარლამენტის ერთ-ერთ სხდომაზე სურმანიძემ კაკუბავას რუსეთის აგენტი უძახა, ამაზე კაკუბავამ სურმანიძეს გვარიანად შეუკურთხა და საპასუხოდ გვარიანი წიხლიც მოხვდა. მერე კაკუბავა იძახდა, სურმანიძეს ის ფეხი უნდა მოვაჭრა, რომლითაც ჩამარტყაო.

ყველაზე „სასაცილო“ ვიტალი ხაზარაძის და გიორგი გულიაშვილის ჩხუბი ყოფილა. გულიაშვილმა თავის დროზე პარლამენტში ასლან აბაშიძე ჩაანაცვლა, ის ადრე პრეზიდენტის დაცვაში მუშაობდა და ფიზიკურადაც კარგი ნავარჯიშები გახლდათ.  ხაზარაძემ კი გაიწია გულიაშვილისკენ, მაგრამ მას სწორედ გულიაშვილის ფიზიკური მონაცემების შეეშინდა და მისი პათოსიც ისეთი იყო: „დამიჭირეთ, არ მიმიშვათო“.

ჯემალ გოგიტიძესა და თამაზ ნადარეიშვილს შორის თითქმის მთელი პარლამენტი ჩადგა და ყველაფერი დედის გინებით დასრულდა. გოგიტიძემ ნადარეიშვილს რუსეთის აგენტი ეძახა: „შენ არ გინდა აფხაზეთში დაბრუნება, იმიტომ, რომ აქ შენი ფრაქციით მშვენივრად გრძნობ თავს“. „ვის არ უნდა დაბრუნება, შე ნაძირალა, ეს ასლანი აფინანსებს აფხაზებს და აგენტი შენ თვითონ ხარ“. დაახლოებით, ასეთი გადაძახილი გაიმართა მათ შორის, მერე კი ერთმანეთზე გაიწიეს.

გაგიკვირდებათ და მოჩხუბართა კატეგორიაში სანდრო ბრეგაძეც მოხვდა. ერთ-ერთი სხდომის დასრულების შემდეგ ბრეგაძეს „უწყინარ“ კობა დავითაშვილთან შეკამათება მოუვიდა. როდესაც საკუთარი სიმართლე ვერ დაამტკიცა, დეპუტატი სანდრო კოლეგა კობას კატასავით ზურგზე შეახტა და რამდენჯერმე თავში ხელი ჩაარტყა...




 ახალი ამბები
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 25-27 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. 24-25 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, ხოლო 26-27 მაისს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში, ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.     ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...