ვინ და რატომ ითხოვს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოზე ეკონომიკის სამინისტროს მოქმედებების შეფასებას

პოლიტიკა

ვინ და რატომ ითხოვს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოზე ეკონომიკის სამინისტროს მოქმედებების შეფასებას

2017 აპრ 10 16:21:29

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, სამართლიანობის აღდგენის პროცესში არსებული გახმაურებული საქმეების მიმართ, მთავრობის სამინისტროების მოქმედებებისა და პასუხისმგებლობის საკითხის დასმას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომის ფორმატში მოითხოვს. ორგანიზაციამ აღნიშნულის შესახებ წერილით მმართველი პარტიის პოლიტიკურ საბჭოს უკვე მიმართა. 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სისტემური დანაშაულებების პროცესში ჩადენილი უკანონო მოქმედებების აღმოფხვრა სასამართლო ხელისუფლებასთან ერთად, აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივაა.

„წარსულში საკუთრების უფლების შელახვისა და ქონებების დათმობის სამართალწარმოების პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებდდნენ სხვადასხვა სამინისტროს უფლებამოსილი პირები. დღეს ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე მოპასუხე მხარეს კვლავ აღნიშნული სამინისტროები წარმოადგენენ, მათი მიდგომები და იურიდიული პოზიციები კი პირდაპირ ეწინააღდმეგება მმართველი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამით მოსახლეობის მიმართ აღიარებულ ვალდებულებებს და პოლიტიკურ ნებას სამართლიანობის აღდგენის პროცესის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ორგანიზაცია მოითხოვს, ამ თვალსაზრისით, მმართველი პოლიტიკური პარტია დაინტერესდეს, თუ რა პოზიციები უჭირავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელის მოქმედებებიც პოლიტიკური საბოტაჟის ნიშნებს ატარებს“, _ აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე განცხადებით, მმართველი პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური საბჭოს განხილვის საგანი უნდა გახდეს მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ ქონებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მინისტრ გიორგი გახარიას და სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელთა პოზიციები.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პოლიტიკური საბჭოს განხილვის საგანი უნდა გახდეს, რატომ არ სრულდება საქმეზე საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის სამინისტროს მიმართ გაცემული მითითებები და საქმეში წარმოდგენილი მორიგების აქტის პროექტი.

„როლანდ ბლადაძემ სამართლებრივი მოქმედებებით სამინისტროსთან ვერც შეხვედრას მიაღწია და ვერც საკითხის გარკვევას, რატომ ილახება ადამიანის უფლებები წართმეული ქონების დაბრუნებაზე, რა პოლიტიკური მოსაზრებით არ ხდება სამინისტროს მზადყოფნა აღსრულდეს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომლითაც ქონება როლანდ ბლადაძის ოჯახს უნდა დაბრუნებოდა, რა მოსაზრებებით არ წარმართავს მოლაპარაკებას სამინისტრო დავის კიდევ ერთ მხარესთან - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან და მხედველობაში არ იღებს გარემოებას, როდესაც ბატონი გიორგი პაპუაშვილი და ბატონი როლანდ ბლადაძე, ერთობლივად და ცალკ-ცალკე, გამოთქვამენ ფაქტობრივ მზადყოფანს არსებულ საქმეზე საერთო ინტერესების მქონე გადაწყვეტილების მისაღებად“, _ აცხადებენ „ახალგაზრდა ადვოკატები“. 

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „ვინაიდან საქმეზე დასაძლევია პოლიტიკური კონტექსტი, რომლითაც მიზანმიმართულად ილახება ყველა მხარის საჯარო და კერძო ინტერესი, საკითხის სერიოზულობიდან გამომდინარე, სამინისტროს და მინისტრის არაორდინალური მიდგომები, განხილულ უნდა იქნეს მმართველი პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური საბჭოს ფორმატში“.

მათივე ცნობით, სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები.

„როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა. როლანდ ბლადაძე 2013 წლის აპრილში, აჭარის ა/რ პროკურატურამ უდანაშაულოდ სცნო, თუმცა საქართველოს მთავრობამ ამ დრომდე ვერ შეძლო მოქალაქის მიმართ სამართლიანობის აღდგენა, გიორგი პაპუაშვილის მიმართ ალტერნატიული ფართის შეთავაზება და ჩამორთმეული ქონების როლანდ ბლადაძისთვის დაბრუნება“,_ ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

 

ამავე თემაზე:

რა კითხვებს აჩენს გიორგი პაპუაშვილის სადაო ქონების საქმეზე გადაწყვეტილების გამოუცხადებლობა

„თუ სასამართლოზე ზეწოლა არ მოხდა, ჩემი ჩამორთმეული ქონება უნდა დამიბრუნდეს“ _ როლანდ ბლადაძის ექსკლუზიური ინტერვიუ

ყოფილი მოსამართლის სადაო ქონება _ მხარეები გადაწყვეტილების მოლოდინში

სასამართლომ გიორგი პაპუაშვილის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეს დაურთო _"ახალგაზრდა ადვოკატები"

"ეკონომიკის სამინისტრო უფრო ახლოს დგას გიორგი პაპუაშვილთან, ვიდრე სამართლიანობის აღდგენის პროცესთან"

სამ მოსამართლეს შესაძლო კორუფციულ სამართალდარღვევაში ადანაშაულებენ

რაზე უთხრა გიორგი პაპუაშვილს უარი თბილისის საქალაქო სასამართლომ

მორიგების აქტზე თანხმობას მხოლოდ გიორგი პაპუაშვილი აფერხებს -"ახალგაზრდა ადვოკატები"

გიორგი პაპუაშვილის სადაო ქონებაზე სახელმწიფოსთან მორიგება 8 ივლისამდე უნდა შედგეს

რა გარიგებას დებს გიორგი პაპუაშვილი სადაო ქონებასთან დაკავშირებით

"ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ არაფერი იცის"

გადაარჩინეთ ქართული მართლმსაჯულება! –"ახალგაზრდა ადვოკატები" ომბუდსმენს მიმართვენ

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს პროკურატურაში უჩივლეს

ვინ აწვდის ცალმხრივ ინფორმაციას საზოგადოებას პაპუაშვილის სადაო ქონებაზე

გიორგი პაპუაშვილის ქონება დააყადაღეს

პროკურატურაში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ქმედებაზე, გამოძიება მიმდინარეობს

"ამ ადამიანებმა უნდა უჩივლონ სახელმწიფოს და არა გიორგი პაპუაშვილს"

"ახალგაზრდა ადვოკატების" მიმართვა პრეზიდენტ მარგველაშვილს

ვენეციის კომისია "ახალგაზრდა ადვოკატების" კვლევას ეხმაურება

 




 ახალი ამბები
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...
  • შტორმი ზღვაზე _ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ზღვაზე დამსვენებლებს აფრთხილებსშავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიის და სამეგრელოს ტერიტორიაზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ზღვაზე გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ, რომ წყალში არ ჩავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ, არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე, არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს, მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში. „მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები“, - აცხადებენ ... ...
  • პრემიერმა ბახმაროში წასვლა გააუქმა _ ვინ ჩაანაცვლებს ბახტაძესპრემიერი მამუკა ბახტაძე, დღეს ბახმაროში ტრადიციულ დოღს არ დაესწრება. პრემიერის დაგეგმილი სტუმრობა ბახმაროში გუშინ საღამოს გაუქმდა, რისი მიზეზიც უცნობია. არაოფიციალური ინფორმაციით ბახმაროში პრემიერის ჩასვლის გაუქმება მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც მამუკა ბახტაძე პოსტს ტოვებს და მისი შემცვლელად ბიძინა ივანიშვილი ორ კანდიდატს შს მინისტრს გიორგი გახარიას და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილის კანდიდატურებს განიხილავს. იმ შემთხვევში თუ პრემიერის სავარძელში ვიცე-პრემიერი გახარია გადაინაცვლებს მისი პოსტი, შესაძლოა ალეკო ტაბატაძემ ან ირაკლი ღირბაშვილმა დაიკავოს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დღეს პრემიერი არც ფერიცვალების სადღესასწაულო წირვას არ ესწრება, რომლესაც მისი უწმინდესობა ილია მეორე აღავლენს. წყარო: ... ...
  • გედევან ფოფხაძემ პარტია დატოვა _ დაპირისპირება ბესელიას გუნდშიგავრცელებული ინფორმაციით, გედევან ფოფხაძემ ეკა ბესელიას პარტია “სამართლიანობისთვის” დატოვა. თუმცა, ინფორმაციას თავად ეკა ბესელია ამ ეტაპზე არ ადასტურებს. გუნდში შესაძლო დაპირისპირებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვა კი ბესელიამ უპასუხოდ დატოვა. შეგახსენებთ, რომ პარტია “სამართლიანობისთვის” ყრილობა 20 ივნისს გაიმართა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ - ეკა ბესელია, გენერალური მდივნად – გედევან ფოფხაძე, ხოლო პოლიტიკურ მდივნად ზვიად კვაჭანტირაძე ... ...
  • ბახმარო თანამედროვე მუსიკალურო ფესტივალის სამზადისში _ ის, რაც არ უნდა გამოტოვოთSunset Fest Bakhmaro 2019-ის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. უკვე მოწყობილია კარვების ქალაქი, მოსასვენებელი კუთხეები, კაფე-ბარები. ამ წუთებში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე საკონცერტო სცენის აწყობა მიმდინარეობს. ბახმაროში, ხვალ, 19 აგვისტოს ბევრი სიურპრიზი და დიდი მხიარულება გელით. ტრადიციული დოღის დასრულების შემდეგ, 17 საათზე, მზის ჩასავალი გორის მიმდებარედ (ასასვლელი ვერტოდრომიდან) თანამედროვე მუსიკის ფესტივალი გელოდებათ არაჩვეულებრივი შემსრულებლებით _ Bedford Falls, LOUD speakers, Kordz & Dro, Pitter J, Anushka Chkheidze, Lua და Kraumur თქვენს შესანიშნავ განწყობაზე დილამდე იზრუნებენ. შეაგროვე მთელი წლის სამყოფი ენერგია და მოგონებები. სუფთა ჰაერი, ნისლი, წიწვოვანი ტყე, კოცონები, ვარსკვლავებიანი ცა, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა, ზაფხულის მზესთან დამშვიდობება _ ეწვიეთ 19 აგვისტოს ბახმაროს! არ გამოტოვოთ დიდი მხიარულება. ფესტივალი „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება და მისი თანადამფინანსებელია საქართველოს განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტრო. გენერალური სპონსორია „წყალი მარგებელი“. სპონსორები და მხარდამჭერები არიან: „ზედაზენი“; “New Road”; „ორბი ჯგუფი“; „ვასაძის პური“; „სანდომი“; „თქვენი მარკეტი“ ასკანგელი“, ‘გზამშენი 18“, „ლიდერფუდი“, „ბითი ჩერითი ჯგუფი“, „ბახმარო ჰოტელი“; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია; „ენერგო პრო ჯორჯია“; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; ფესტივალის მედია პარტნიორი და საინფორმაციო მხარდამჭერია ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...