ვინ და რომელ ოლქში წარადგინა “ლელომ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად

პოლიტიკა

ვინ და რომელ ოლქში წარადგინა “ლელომ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად

13 აგვ. 2020, 13:15:14

"ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:

1 . ბადრი ჯაფარიძე – საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

ბიზნესმენი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერი. თსუ-ს, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლონდონის პოლიტიკის მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული. არის თიბისი ჯგუფის დამფუძნებელი. არის ამერიკის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი საქართველოში. არის ასამდე წარმატებული კომპანიის დამფუძნებელი, როგორიცაა, „ბორჯომი“, შატო მუხრანი, ჩაი გურიელი, ლისი დეველოპმენტი, ამერიკული აკადემია, ანაკლია, თიბისი ბანკი და სხვა.

2. ანა ნაცვლიშვილი – ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

იურისტი, თსუ-ს, ბუდაპეშტისა და ესექსის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული. იყო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე; სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო კომისიის წევრი და საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. 2017 წელს მიენიჭა “წლის უფლებადამცველის” ჯილდო.

3. გრიგოლ გეგელია – რუსთავისა და გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

პოლიტიკური თეორიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტში; იდეების ისტორიის მაგისტრის წოდება – ლონდონის უნივერსიტეტში, ისტორიის ბაკალავრიატი დაამთავრა ბრისტოლის უნივერსიტეტში. არის კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, მიწვეული ლექტორი საქართველოს უნივერსიტეტში.

4. გიგლა მიქაუტაძე – გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

ეკონომისტი. განათლება მიიღო გერმანიაში. სტაჟირება გაიარა გერმანიის პარლამენტში. იყო გერმანული სავაჭრო კომპანიის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მკვლევარი. არის გადასახადის გადამხდელთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი.

5. ირაკლი კუპრაძე – ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

საჯარო სამართლის იურისტი.სამოქალაქო აქტივისტი. თსუ-სა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. წლების განმავლობაში იბრძოდა სხვადასხვა სოციალურ საკითხზე: შრომითი უფლებები, მწვანე პოლიტიკა. იყო სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და თანადამფუძნებელი.

 

6. ფიქრია ჩიხრაძე – სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

ფილოლოგი. პოლიტიკოსი. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს იყო სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ყოველდღიური გაზეთის “ივერია-ექსპრესის” მთავარი რედაქტორი; იყო საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი და საქართველოს IV პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი.

7. კახა კოჟორიძე – ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

იურისტი. ადვოკატი. არის თსუ-ს და GIPA-ს კურსდამთავრებული. სამართლის მაგისტრის ხარისხი მიიღო ლონდონში უნივერსიტეტში. იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი

8. მურად მურადოვი -მარნეულისა და გარდაბნის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

ქალაქ მარნეულში დაბადებული და გაზრდილი. დაამთავრა თსუ. გახლავთ პოლიტიკის მეცნიერების სპეციალისტი, მრავალი წელია იბრძვის ადამიანის უფლებების დასაცავად. დიდი წვლილი აქვს შეტანილი ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო-პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრირების პროცესში.

9. ლევან კობერიძე – ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

საქართველოს პარლამენტის მეცხრე მოწვევის დეპუტატი, ჯანდაცვისა და ეკონომიკისა კომიტეტების წევრი, ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების თავმჯდომარე. განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლაში. იყო პირველი ბრენდინგ კომპანიის დამფუძნებელი, კლუბ „რა სად როდის“ თანადამფუძნებელი და ქართული ღვინის მწარმობელთა კავშირის თავმჯდომარე.

10. ეკა ქვლივიძე – გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სამხედრო მფრინავი ქალი, თითქმის 12 წელიწადი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ბოლო დროს აქტიურად მოღვაწეობს სამოქალაქო ავიაციაში და ჩართულია მომავალი ავიატორების საგანმანათლებლო საქმიანობასა და აღზრდაში.

11. საბა ბუაძე – მთაწმინდა – კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

ახალი თაობის პოლიტიკოსი, იურისტი, საჯარო მმართველობის სპეციალისტი, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი. გრონინგენის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მუშაობდა იურიდიულ კომპანიაში ნიუ-იორკში; სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა სამოქალაქო ორგანიზაციების ანტიკორუფციულ პროგრამებს.

12. სოსო (მალხაზ) ვახტანგაშვილი – მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

დაიბადა ცხინვალში. არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი; საერო უნივერსიტეტის ლექტორი; მინისტრის მოადგილე კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში და შიდა ქართლის ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.

13. გიორგი სიორიძე – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

კონსტიტუციონალისტი. კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, გერმანიაში ფედერალური მასშტაბით ლიცენზირებული იურისტი. არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე. უკანასკნელ წლებში მუშაობდა ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ფონდში.

14. ლევან სამუშია -დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

იურისტი. ადვოკატი 16 წლიანი პროფესიული გამოცდილებით. 2005 წლიდან აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. თავისი პროფესიიდან გამომდინარე, წლების განმავლობაში იცავდა ადამიანის უფლებებს. ამჯერად „ლელოსთან“ ერთად იბრძოლებს ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო სისტემის დასამკვიდრებლად.

15. ალექსანდრე ახვლედიანი – ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებები და კორუფციასთან ბრძოლის“ დამფუძნებელი. იყო სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის პირველი მოადგილე. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს აქტიური მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის საქმეში.

16. ლანა გალდავა -ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

სამართლის დოქტორი. პროფესორი. საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. თსუ-ს, მოსკოვის დიპლომატიური აკადემიისა და ფრანკფუტის ვიადრინის უნივერისიტეტის კურსდამთავრებული. სხვადასხვა დროს იყო მართლმსაჯულების ომბუდსმენი, ,ციფრული ეკონომიკის ასოციაციის” დამფუძნებელი.

17. ჯამბულ ხოზრევანიძე – ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

ფრანკოს სახელობის ინსტიტუტის კურსდამთავრებული, იყო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე და კარგად იცნობს ლტოლვილებისა და ეკო-მიგრანტების პრობლემებს. იყო ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

18. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

პოეტი, სამოქალაქო აქტივისტი. მრავალი წლის განმავლობაში იბრძოდა სამათლიანობისა და ადამიანის უფლებებისთვის. არის ეკონომიკის მაგისტრი. არის არაერთი წიგნის ავტორი და ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული.

19. პაპუნა კობერიძე – გორისა და კასპის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

ინჟინერ-ეკონომისტი, სამართალმცოდნე. ეროვნული მოძრაობის აქტივისტი. იყო გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი და გორის საკრებულოს თავმჯდომარე, არის თვითმმართველობის რეალური დეცენტრალიზაციისთვის აქტიური მებრძოლი.

20. ანა ბიბილაშვილი – ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

არქიტექტორი და ურბანისტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ლისაბონის უნივერსიტეტში მუშაობდა სადოქტორო პროგრამაზე. არის ქალაქის გამწვანების აქტიური დამცველი. სტუდენტთა განვითარების ფონდის დამფუძნებელი.

21. გიორგი ბარამია – ფოთის, სენაკისა და ხობის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

დაიბადა სოხუმში. იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. მუშაობდა აფხაზეთის მთავრობასა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, არის დიპოლომატი და იყო საქართველოს კონსული საბერძნეთში. წლების მანძილზე იყო აფხაზებთან დიალოგის ინიციატორი.

22. თორნიკე ართქმელაძე – წყალტუბოს, ხონისა და ვანის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

სამართლის მაგისტრი, დოქტორანტი, ბიზნესის სამართლის ადვოკატი. იყო თსუ -ს მოწვეული ლექტორი და იურდიული მიმართულენის ტრენერი, იყო სტუდენტური მოძრაობის აქტიური წევრი. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

23. სოსო ლიპარტელიანი – ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

ქართველი ძიუდოისტი, სამბოს ეროვნული ფედერაციიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტი. პროფესიით მანქანათმშენებელი. პირველი სპორტსმენია, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველი ოლიმპიური მედალი მოიპოვა ოლიმპიურ თამაშებზე. არის მრავალგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი და ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

24. ანი მიროტაძე – ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

პოლიტიკოსი. ჟურნალისტი. სამოქალაქო აქტივისტი. ადამიანის უფლებების დამცველი. აქვს 20 წლიანი ჟურნალისტური გამოცდილება. იყო საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი.

25. პაატა ცივაძე – ქობულეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

იურისტი, სამართალმცოდნე. ტერტორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიტი. ამ კუთხით განათღლება აქვს მიღებული მსოფლიოს სხვადასხვა სასწავლებლებში. არის სახალხო მოძრაობის “იყავი აქტიური საქართველოში” დამფუძნებელი და თანამედროვე ტექნოლოგიების პროექტის გენერალური დირექტორი.




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან აღდგებაჩოხატაურის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან აღდგება, _ ამის შესახებ „გურია ნიუსს“  ა(ა)იპ ბაღების გაერთიანება "მომავალის" ხელმძღვანელმა ნინო ბარამიძემ განუცხადა. „როგორც დღეს გამოცხადდა და გაგვაგებინეს გუბერნიიდან, სააღმზრდელო პროცესი მუნიციპალიტეტის ბაღებში12 ოქტომბერს განახლდება“,_ გვითხრა ბარამიძემ. შეგახსენებთ, რომ სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში 1 ოქტომბერს უნდა განახლებულიყო, მაგრამ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აღსაზრდელებისთვის საბავშვო ბაღები 12 ოქტომბრიდან ... ...
  • ლანჩხუთის ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან განახლდებალანჩხუთის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან დაიწყება. ცენტრის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ბაგა-ბაღებში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჩატარდა გენერალური დეზინფექცია. "კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მსგავსი ღონისძიებები ეტაპობრივად გახორციელდება. ლანჩხუთის სკოლამდელი ცენტრის 21-ვე ბაგა-ბაღი ახალი მოქმედი რეგულაციების მიხედვით ახორციელებს შესაბამისს ღონისძიებებს ახალი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დასაწყებად", _ ამბობენ ცენტრში. მათივე ინფორმაციით, ადმინისტრაციის მიერ ბაგა-ბაღებისთვის შეძენილია საგანმანათლებლო რესურსები (ფერადი ფურცლები, მაკრატლები, ფერადი ფანქრები, ზეთოვანი პასტელები, გუაშისა და აკვარელის საღებავები, ფუნჯები, პლასტელინები და სხვა). "ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის შესაბამისად საგანმანათლებლო რესურსები უზრუნველყოფილი იქნება ბაგა-ბაღებში ინდივიდუალურად ბავშვებისთვის სახელოვნებო/გასართობი საქმიანობის დროს გამოსაყენებლად", _ ამბობენ სკოლამდელ სააღმზრდელო ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში ლოკოკინების ფერმა გაშენდასაქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ნახევარ ჰა-ზე  ლოკოკინების ფერმა გაშენდა.  ფერმა პირველ, 8-12 ტონამდე მოსავალს უკვე დეკემბერში ელოდება. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ევროპაში, კერძოდ კი  იტალიაში მოხდება.  პროექტის განსახორციელებლად ბანკის მიერ გამოყოფილი თანხა 68,000 ლარს შეადგენს. დღესდღეობით ფერმაში 15 ადამიანია დასაქმებული.  „მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ ისეთ წამოწყებებს რეგიონში, რომელიც ერთის მხრივ, ხელს უწყობს განსხვავებული და რეგიონისთვის უნიკალური ბიზნესების წახალისებას, მეორეს მხრივ კი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, მათი შემოსავლების ზრდასა და ზოგადად, რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენი ჩართულობით ზუგდიდის რაიონში ლოკოკინების ფერმა გაშენდა. ფერმა უკვე ფუნქციონირებს და მოსავლის მოლოდინის პროცესშია. პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ წარმოადგენს საექსპორტო პროდუქტიას, რაც ქვეყნისთვის, როგორც ექსპორტის ზრდის შესაძლებლობა, ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო განვითარების გზაზე“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...
  • "ჩანაწერი, ჩემი ნასამართლებობის შესახებ, არის ტყუილი!" _ გელა კვარაცხელია“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩანაწერი ჩემი ნასამართლებობის შესახებ, რის გამოც ცესკომ ჩემი 2020 წლის  არჩევნებიდან მოხსნა განიზრახა, არის ტყუილი! წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუთითონ სასამართლო, მოსამართლე, მუხლი, რომლითაც მე გამასამართლეს!“ _ აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა  “ტრიბუნას“ მაჟორიტარობის კანდიდატი სამცხე-ჯავახეში, გელა კვარაცხელია და საჯაროდ მიმართავს შსს-ს და ხელისუფლებას, რომ ცესკომ სასწრაფოდ გამოასწოროს ხარვეზი, უზრუნველყოს მისი, როგორც კანდიდატის რეპუტაციის აღდგენა და ხელი აღარ შეუშალონ საარჩევნო კამპანიაში. "როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილის დანაპირებს, რომ გელა კვარაცხელიას, ყოფილი გუბერნატორს,  არასოდეს მისცემდა სადმე მუშაობის უფლებას, ახლა „ქართული ოცნება“ ასრულებს  და საკმაოდ წარმატებულადაც!" _ განაცხადა დღეს ბრიფინგზე „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ. მისივე თქმით, გელა კვარაცხელიას გარდა, იგივე, ანუ არარსებული ნასამართლებობის მოტივით, „ტრიბუნას“ საარჩევნო სიიდან ასევე ამოღებული არიან: გარნიკ სიმონიანი, რომელიც თავის დროზე შევარდნაძის ცნობილი ტერაქტის საქმეში ერთ-ერთი იყო, ვინც პრეზიდენტი გადაარჩინა და ბორის მიქელაძე აჭარიდან, რომელიც 2012 წელს კანდიდატად იყო დარეგისტრირებული და მაშინ მსგავსი პრობლემა არ შექმნია. „ტრიბუნას“ ერთ-ერთი ლიდერის, ლია მუხაშავრიას განცხადებით კი: „ როგორც ჩანს, ეს ცესკოს ახალი „ტრენდია“ , თანაც უპრეცენდეტო, დაბლოკოს რეალური გამარჯვების მქონე ოპოზიციის ლიდერები.“  მისივე განცხადბით: „ცესკო არის ადმინისტრაციული ორგანო და ვალდებულია დაასაბუთოს გადაწყვეტილება არჩევნებზე არდაშვების შესახებ. ამ ადამიანებს კი, აქვთ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რაც ვერ ხერხდება, რადგან ცესკო არ იძლევა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ამ საქმეს მსვლელობა მიეცემა, მანამდე კი ვაცხადებთ, რომ მომხდარ განვიხილავთ  პოლიტიკური დევნის და „ტრიბუნას „ წინააღმდეგ სახელმწიფო აქტივობის გამოვლენის მცდელობად“. ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  28-30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსის ფარგლებში იქნება. 1 ოქტომბერს გაწვიმდება, ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls