„ვინმე ირაკლი კობახიძე თავს უფლებას აძლევს, ვენეციის კომისიის რევიზია მოახდინოს“_ ალაფიშვილი

პოლიტიკა

„ვინმე ირაკლი კობახიძე თავს უფლებას აძლევს, ვენეციის კომისიის რევიზია მოახდინოს“_ ალაფიშვილი

2019 აპრ 17 15:12:24

„მსურს, მთავრობას მოვუწოდო, რომ ვენეციის კომისიასთან ასეთი არაჯანსაღი დამოკიდებულებით საქართველოს სახელმწიფოს იმიჯს დაანგრევენ.  ვინმე ირაკლი კობახიძე, რომელსაც ევროპელ ექსპერტებზე ნაკლები კომპეტენცია გააჩნია, თავს უფლებას აძლევს, ვენეციის კომისიის რევიზია მოახდინოს, რაც ძალიან სასაცილოა“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ იურისტმა ლევან ალაფიშვილმა.

ალაფიშვილი მიიჩნევს, „ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში სხვადასხვა კანონპროექტთან მიმართებით ვენეციის კომისია უფრო და უფრო კრიტიკული იქნება, რასაც ეს პარლამენტი იმსახურებს“.

_ ბატონო ლევან, პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპრექტი, რომელიც უზენა სასმართლოში მოსმართლეთა უვდოდ განმწესების პროცედურებს ითვალისწინებს, ვენეციის კომისიამ უარყოფითად  შეაფასა და მმართველ პარტიას  რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაციის გათვალისინება ურჩია. რამდენად მწვავედ აღიქვით აღნიშნული დასკვნა? და, ასევე, როგორ ფიქრობთ, „ქართულმა ოცნებამ“ უხეხულ მდგომარეობაში ხომ არ იგ თავი მაშინ, როცა კანონპრექტი კომისიის დასკვნის გასაჯაროებამდე პირველი მოსმენით მიიღო და მეორე მოსმენით განიხილა?

_ ვენეციის კომისიის  დასკვნა ისეთი კრიტიკულია, რომ თავად მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც კი აღნიშნულის შესახებ საუბრისგან თავს იკავებენ და ამბობენ, რომ ევროპელი ექსპერტების იმ რეკომენდაციებს, რომელთა ნაწილი პოლიტიკურია, არ გავითვალისწინებთო, რაც სასაცილოა. რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნის გასაჯაროებამდე კანონპროექტის განხილვას, “ქართული ოცნება“ კონსტიტუციის განხილვების პროცესშიც  ანალოგიურად მოიქცა.  მმართველი პარტია პროექტს განსახილველად ვენეციის კომისიასთან აგზავნის, მაგრამ განხილვას ისე იწყებს, რომ დასკვნას არ ელოდება, რაც სახელმწიფოს აზიანებს. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში სხვადასხვა კანონპროექტთან მიმართებით ვენეციის კომისია უფრო და უფრო კრიტიკული იქნება, რასაც ეს პარლამენტი იმსახურებს.

_ ვენეციის კომისია იუტიციის უმაღლეს საბჭოსა და მმართველ პარტიას უნდობლობას უცხადე და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს მე-9 მოწვევის პარლამენტმა თანამდებობებზე უზენეს სასმართლოში  გასამწესებელ მოსამართთა რაოდენობის მხოლოდ ნაწილი დანიშნოს, რასაც პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე პოლიტიკურს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს რეკომენდაცია ორგანულ კანონში არ აისახება. როგორ ფიქრობთ, კომისიის აღნიშნული რჩევა ირაკლი კობახიძემ, ე.წ. პოლიტიკურ რეკომენდაციად რატომ წარმოაჩინა?

_ ირაკლი კობახიძე საკითხს პოლიტიკურად წარმოაჩენს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს აპრავებს. საქართველოში ევროპელ ექსპერტებთან ურთიერთობის საკმაოდ სახიფათო და შემაშფოთებელი ტენდენცია ყალიბდება. 2012 წლის შემდეგ ხელისუფლება ვენეციის კომისიასთან კურიოზულად თანამშრომლობს. აღნიშნულ რეკომანდაციაში ვენეციის კომისია პირდაპირ ამბობს, წერტილი არ დაუსვათ ქართულ დემოკრატიას და დაუტოვეთ შანსი მომდევნო პარლამენტს შეცდომების გამოსწორებისთვისო. აღნიშნულის გათვალისწინება მხოლოდ ირაკლი კობახიძეს კი არა, მთელ პარლამენტს მოეთხოვება.

_ ევროპელი ექსპერტები, ასევე, იუტიციის უმაღლეს საბჭოში ფარული კენჭისყრის გაუქმებას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა კვალიფიკაციის გასაჯარებასა და ბოლო ინსტანციის სასამართლოს თავმჯომარის თანამდებობაზე ყოფნის 10-წლიანი ვადის შემცირებას ითხოვენ. სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების ფონზე, აღნიშნული რეკომნდაციების გათვალისწინება რამდენად მნიშვნელოვანია?

_ ბუნებრივია, თითოეული რეკომენდაციის გათვალისწინება სასიცოცხლოდ აუცილებელია. დღეს მმართველი პოლიტიკური ძალა მაქსიმალურად მარგინალიზებული და საზოგადოებისგან გამიჯნულია. მსურს, მთავრობას მოვუწოდო, რომ ვენეციის კომისიასთან ასეთი არაჯანსაღი დამოკიდებულებით საქართველოს სახელმწიფოს იმიჯს დაანგრევენ.  ვინმე ირაკლი კობახიძე, რომელსაც ევროპელ ექსპერტებზე ნაკლები კომპეტენცია გააჩნია, თავს უფლებას აძლევს, ვენეციის კომისიის რევიზია მოახდინოს, რაც ძალიან სასაცილოა.  

_ იმ ფონზე, როცა „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ოდიოზურ მოსამართლეებს ნდობა საჯაროდ გამოუცხადა,  გაქვთ მოლოდინი იმისა, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვენეციის კომისიის  რეკომენდაციებს გაითვალისწინებს?

_ მოლოდინი იმისა, რომ მმართველი პარტია აღნიშნულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, აქ მაქვს. ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ პარტიულ კანონს მიიღებს. მმართველმა პარტიამ მხოლოდ, შესაძლოა, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გააჭიანუროს, რათა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საზოგადოების მღელვარება შემცირდეს. პარტია თავზე რომ არ ჩამოეშალოთ, კანონს მიიღებენ და გარკვეული პროცედურების აღსრულებას დროში გაწელავენ.




 ახალი ამბები
  • ლაგოდეხში მდინარეში ჩავარდნილი მოსწავლის ცხედარი იპოვესლაგოდეხში მდინარეში ჩავარდნილი მოსწავლის ცხედარი იპოვეს. მას მეორე დღეა, რაც ეძებდნენ.  „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი მდინარეში გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • 16 წლის გოგონას სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენლაგოდეხში, 16 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ. ექსკურსიაზე მყოფ მოსწავლეს, რომელსაც გურგენიანის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხი დაუცდა და ხევში გადავარდა, მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. რეინჯერების ინფორმაციით, ცნობილია მისი ადგილსამყოფელი, თუმცა, რთული მდებარეობის გამო, ადგილამდე მიღწევა ვერ ხერხდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ სამძებრო სამუშაოების დასასრულებლად მდინარეს კალაპოტი უნდა შეუცვალონ. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. კერძო სკოლა "ალბიონის" მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც 16 წლის მოზარდს ფეხი დაუცდა და დინებამ წაიღო. ექსკურსიაზე მყოფი მოსწავლეები და მშობლები ლაგოდეხის პოლიციაში წუხელვე გამოჰკითხეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა დაცული ტერიტორიების სააგენტომ. მასში ნათქვამია, რომ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, „ნინოს ხევის ჩანჩქერის" მარშრუტზე ადიდებულია მდინარე, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ვიზიტორებს ალტერნატიული ტურისტული ბილიკებით სარგებლობისკენ და წესების მკაცრად დაცვისკენ ... ...
  • ოზურგეთში დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენოზურგეთის ჭადრების ბაღში დილიდანვე საზეიმო განწყობა სუფევს.  ხალხმრავლობაა სამხედრო მოსამსახურეებთან. აქ წარმოდგენილია ქუთაისის 32-ე ბატალიონი. როგორც სამხედრო მოსამსხურეებს, ტექნიკას ინტერესით  ეცნობიან, როგორც დიდები, ისე პატარები. იღებენ ამახსოვრო ფოტოებს.  12 საათისთვის აქ გურიის  გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და გარემოს დაცვის  და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მოვიდნენ. _მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. წელს წილად გვხვდა ბედნიერება ოზურგეთში ვუმასპინძლოთ გამოფენას. აქ ნახავთ კულინარიულ გამოფენას, ქართული ღვინის გმოფნა-გაყიდვას, გაეცნობით წარმატებულ ადაიანებს ,- თქვა მან. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მინისტრის მოადგილესთან ერთად, ტერიტორიული მტლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ზეიმი ამ წუტებშიც ... ...
  • ყაჩაღობა ოზურგეთში - უცნობმა პირებმა დისტრიბუციის მანქანა დააყაჩაღესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის და სოფელ ცხემლისხიდის საზღვარზე ყაჩაღობის ფაქტს ჰქონდა ადგილი. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დისტრიბუციის მანქანა უცნობმა პირებმა დააყაჩაღეს. ყაჩაღობის ფაქტი დღის საათებში მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, წაღებულია 20 000 ლარის  საქონელი. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით ორი მუხლით მიმდინარეობს: სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და  236-ე მუხლებით,  რაც გულისხმობს ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება. ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხადარის შედეგად დაშავებული ან რაიმე სახის დაზიანებებით არავინ არ ... ...
  • რატომ არ ჩატარდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელიც 26 მაისს ლანჩხუთის კულტურის სახლში უნდა გამართულიყო, გაუქმეულია _ ამის მიზეზი 23 მაისს, სოფელ სუფსაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რა დროსაც ოთხი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მათ შორის, ლანჩხუთის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრისა და სასწარაფო დახმარების ექიმი, არჩილ კვაჭაძე. როგორც ლანჩხუთის მერიაში გვითხრეს, 26 მაისს დაგეგმილი ყველა სხვა სახის ღონისძიება დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით გაიმართება, გარდა კონცერტისა. „23 მაისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამიდან ამოღებულია და აღარ ჩატარდება  საზეიმო კონცერტი, რომელიც კულტურის სახლში იყო დაგეგმილი“, _ გვითხრა მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა ... ...

არქივი

ზაფრანი

ნივთების ისტორიიდან - ტუნიკა

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა,...

როდის ხდება წყლის დალევა ორგანიზმისთვის მავნებელი

არ შეიძლება ნებისმიერი სითხის სულმოუთქმელად...

ნუ დანებდებით

ვის არ უჩხუბია და უკამათია......

ნაბახუსევზე მარილიანი ყავა სასარგებლოა

ნებისმიერ ადამიანს ხშირად ერთი პრობლემა...

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...