ვისზე გადანაწილდება მანდატები _ რა წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში

პოლიტიკა

ვისზე გადანაწილდება მანდატები _ რა წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში

2017 ივნ 16 13:02:26

ვენეციის კომისიაში უკვე შედგა შეთანხმება პარლამენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, რა ჩანაწერი უნდა გაკეთდეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებელი აქვეყნებს.

შეთანხმების მიხედვით, ​დაწესდება გადაუნაწილებელი მანდატების ზედა ზღვარი, აგრეთვე, ვენეციის კომისია დადებით რეკომენდაციას აძლევს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წესს. ასევე, მითითებულია, რომ გადაუნაწილებელი მანდატები შესაძლოა, გადანაწილდეს იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც საარჩევნო 5 პროცენტიანი ბარიერი გადალახეს.

საზოგადოებრივის ინფორმაციით, საბოლოოდ, საკონსტიტუციო ცვლილებების პროქტში, 37-ე მუხლი - „პარლამენტის არჩევნები“ ასე ჩამოყალიბდება:
„1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნის შემდეგ პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი. რესპუბლიკის საბჭო შედგება პროპორციული წესით არჩეული წევრებისაგან. სენატი შედგება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან. პალატების შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და არჩევის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან.
3. პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათ დღეს. პარლამენტის დათხოვნის შემთხვევაში არჩევნები ტარდება პარლამენტის დათხოვნიდან არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს მე-60 დღისა. თუ არჩევნების თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს მე-60 დღისა.
4. პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 10 წელს მაინც. პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც სასამართლოს განაჩენით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა.

5. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ჰყავს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი არჩევნების დანიშვნის დროისათვის ან რომლის მხარდაჭერა ორგანული კანონით დადგენილი წესით დადასტურებულია 25000 ამომრჩევლის ხელმოწერით.
6. პარლამენტის წევრის მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით პარტიის მიერ მიღებული გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს მის მიერ მიღებული ძირითადი მანდატების 35 პროცენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის ძირითადი მანდატების 35 პროცენტზე მეტს გაუნაწილებელი მანდატების პროპორციული განაწილების პირობებში მიიღებდა. გაუნაწილებელი მანდატები, რომელიც არ ნაწილდება ამ პარტიაზე, პროპორციულად განაწილდება სხვა პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. თუ პარტია ძირითადი მანდატების 35 პროცენტზე მეტს გაუნაწილებელი მანდატების პროპორციული განაწილების პირობებში მიიღებდა, ყველა გაუნაწილებელი მანდატი პროპორციულად განაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღო.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით პარტია ვერ მიიღებს 89 მანდატზე მეტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის 89 მანდატზე მეტს გაუნაწილებელი მანდატების პროპორციული განაწილების პირობებში მიიღებდა. 90-ე და ყველა შემდეგი გაუნაწილებელი მანდატი, რომელსაც ვერ მიიღებს შესაბამისი პარტია, პროპორციულად განაწილდება სხვა პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. თუ პარტია 89 მანდატზე მეტს გაუნაწილებელი მანდატების პროპორციული განაწილების პირობებში მიიღებდა, ყველა გაუნაწილებელი მანდატი პროპორციულად განაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღო.

9. თუ ამ მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებით დადგენილი წესით პარტია ვერ მიიღებს 75 მანდატზე მეტს, ყველა გაუნაწილებელი მანდატი პროპორციულად განაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღო.

10. პარლამენტის არჩევის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით“, - აღნიშნულია პროექტში.

წყარო




 ახალი ამბები
  • ცქიტიშვილის თქმით, უმრავლესობა თამარ ჩუგოშვილმა და რამდენიმე დეპუტატმა დატოვადიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, უმრავლესობა და ფრაქცია რამდენიმე წევრმა დატოვა. მისი ინფორმაციით უმრავლესობა თამარ ჩუგოშვილმაც ... ...
  • "არავის სჯერა ქვეყანაში, რომ მაჟორიტარები ბიძინა ივანიშვილს არ ემორჩილებიან"დავით ბაქრაძის განცხადებით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჰქონდა მოლოდინი, რომ პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩააგდებდა. მისი თქმით, არავის სჯერა ქვეყანაში, რომ მაჟორიტარები ბიძინა ივანიშვილს არ ემორჩილებიან: “ამ გადაწყვეტილებით ქვეყანა მძიმე პოლიტიკურ კრიზისში შევიდა, ჩვენ კარგად გვახსოვს, რას უშვება ივანიშვილი და "ქართული ოცნება" იმ ადამიანებს, მათივე წევრებს, ვინც რამეში არ ეთანხმება. როგორც კი დათო ჭიჭინაძემ დაიწყო ირაკლი კობახიძის კრიტიკა, ის გარიცხეს უმრავლესობიდან და პარტიიდან, როგორც კი ეკა ბესელიამ დაიწყო მოსამართლეების სიის კრიტიკა, ის გარიცხეს უმრავლესობიდან და ამაზრზენად მოექცნენ... ჩვენ კარგად გვახსოვს და ვიცით, როგორ ექცევა ივანიშვილი და უმრავლესობა მისთვის არასასურველ დეპუტატებს... ეს იყო სპექტაკლი, ეს იყო ტყუილი და ამ ტყუილის ფასს დღეს გადაიხდის მთელი საქართველო,“ _ განაცხადა დავით ... ...
  • მიხეილ სააკაშვილი: "ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს, გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია”„როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილმა ყველა გადააგდო და გააცუცურაკა. ერთი რამე ვიცი _ მალე მოდის გიორგობის დღესასწაული, 23 ნოემბერი და ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს, გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია. ამ რეჟიმს აღარანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. ასე რომ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ძალა ერთობაშია, ყველაფერი გამოგვივა“, _ ასე ეხმარეუბა საქართველოს მესამე პრეზიდნეტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში მომხდარ მოვლენებს. წყარო: ... ...
  • „ბიძინა ივანიშვილმა მიიტაცა ხელისუფლება _ ეს არის განგაშის ზარი“„ბიძინა ივანიშვილმა მიიტაცა ხელისუფლება _ ეს არის განგაშის ზარი. ამას მოყვება მწვავე პროტესტი, გადაიკეტება ყველაფერი. ჩვენ მას არ მივცემთ უფლებას, მიიტაცოს ხელისუფლება. მან გვითხრა, არ მაინტერესებს ხალხის აზრი ამაზე კი ის მიიღებს პასუხს“, _ თქვა პარლამენტარმა ელენე ... ...
  • ეკა ბესელია: „სახიფათო პროცესი მიმდინარეობს“პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტის ჩავარდნის შემდგომ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ახლა სახიფათო პროცესი მიმდინარეობს: „უნდა იყოს პროტესტი, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ძალიან გონივრულად“, _ თქვა ეკა ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?