იმერეთის ყოფილ გუბერნატორს პროკურატურაში ისევ დაიბარებენ

სამართალი

იმერეთის ყოფილ გუბერნატორს პროკურატურაში ისევ დაიბარებენ

2013 ივნ 20 21:59:39

მაქაცარიას გამოძიება თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. საუაბარია 2010 წელს ქუთაისის ბაღებიდან გათავისუფლებულ რამდენიმე მასწავლებელზე, რომლებიც სამსახურიდან მაქაცარიას ბრძანებით გაუშვეს. სწორედ ეს მასწავლებლები არიან იმ საჩივრების ავტორები, რომლის საფუძველზე იმერეთის ყოფილი გუბერნატორის წინააღმდეგ საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 332-ე მუხლის პირველი პუნქტით მიმდინარეობს.

მაქაცარიას თქმით, ის კორუფციას ებრძოდა და პროკურატურის ქმედება კომიკურია, რადგან მისივე განცხადებით, პროკურატურაში დღემდე მუშაობენ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი იყვნენ 2010 წელს ამ ფაქტის ძიებასა და კორუფციასთან ბრძოლაში და კარგად იციან, რა ხდებოდა მაშინ. იმერეთის ყოფილი გუბერნატორი მიიჩნევს, რომ პროკურატურაში მისი დაბარება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.

მაქაცარიას განცხადებით, კორუფციულ საქმიანობაში ბევრი ისეთი ადამიანია გარეული, რომლებიც დღეს ქუთაისში პოლიტიკურ ამინდს ქმნიან და ადგილობრივი ხელისუფლებასთან საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვთ. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ყველა ამ ფაქტზე პროკურატურას განუცხადა და საჭიროა იმ პირების დაკითხვა, ვინც უშუალოდ გარეული იყო 2010 წელს ქუთაისის ბაღების სკანდალით ცნობილ საქმეში.

"რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან ყველა სახის ინფორმაცია იქნება მათთვის მიწოდებული და მე გამოძიებასთან ვითანამშრომლებ. თუმცა, ერთი რამე შემიძლია ვთქვა _ ეს ნადვილად გახლდათ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს არის ის, რომ ადამიანი დაიბარო ერთი მიზეზით _ რატომ ებრძოდი კორუფციას ქუთაისში? ის ხალხი, რომლებიც ჩართულნი იყვნენ კორუფციაში, დღეს პოლიტიკას ქმნიან ქუთაისში _ ნიშნავენ ქალაქის მერებს და მჭიდრო კავშირი აქვთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან. მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს იმ ადამიანებთან, რომლებმაც ეს საჩივარი შეიტანეს პროკურატურაში, იმიტომ, რომ ვიცი შეატანინეს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის," _ განაცხადა ჟურნალისტებთან იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ.

ლაშა მაქაცარიას მხარდასაჭერად დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილიც იმყოფებოდა. მან მაქაცარიას პროკურატურაში დაბარება პოლიტიკურ დევნად შეაფასა და აღნიშნა, რომ ყოფილი გუბერნატორი პროკურატურაში კორუფციასთან ბრძოლისთვის დაიბარეს. მინაშვილი "ქართულ ოცნებას" კორუფციასთან ბრძოლაში უუნაროს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მაქაცარიას დაკითხვა ცუდი გზავნილია: "ეს ნიშნავს, რომ კორუფციასთან ბრძოლა ისჯება და ყველას ისევ თავისუფლად შეუძლია ქრთამის აღება," _ თქვა მინაშვილმა.

"რასაკვირველია, ეს არის პოლიტიკური დევნა. თვითონ "ქართულ ოცნებას" არ აქვს უნარი, ებრძოლოს კორუფციას და ეს გამოჩნდა. ერთის მხრივ, ისინი არიან ჩაფლული კორუფციაში და მეორეს მხრივ, ებრძვიან იმ ადამიანებს, ვინც ებრძოდა ამ სენს. ეს არის გზავნილი, რომ კორუფცია მათვის დაშვებულია, ამაში შეუძლიათ აიღონ ფული, ქრთამი და ამისთვის არ დაისჯებიან. ეს არის ძალიან ცუდი მაგალითი და ძალიან ცუდი გზავნილი. ლაშა მაქაცარია აქტიურად იბრძოდა და დაამარცხა კიდეც კორუფცია," _ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა.

"გურია ნიუსი" იმ პროკურორს დაუკავშირდა რომელიც 2010 წელს ქუათაისის ბაღებში მომხდარ ფაქტს იძიებს. გიორგი გვარაკიძე, მაქაცარიას პირდაპირ ბრალეულობას ამ საკითხზე ჯერჯერობით არ ადასტურებს და აღნიშნავს რომ გამოძიების დასრულებამდე ამაზე საუბარი რთულია. მისი განცხადებით, გამოძიების ეტაპზე დაიკითხა ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ საქმესთანაა კავშირში და ასევე ისინი, ვინც პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. პროკურორ გვარაკიძის განცხადებით, არაა გამორცხული, მაქაცარია კვლავ დაიბარონ დაკითხვაზე. მისივე თქმით,  ამ ფაქტის, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორების შეფასება, არასწორია, რადგან მაქაცარია თავად აღიარებს მედიასაშუალებებით, რომ ის ამ გათავისუფლებებთან დაკავშირებული იყო, როგორც გუბერნატორი და ამიტომ საჭირო იყო მისი დაკითხვაც," _ აღნიშნავს "დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის" მოადგილე გიორგი გვარაკიძე.

"მაქაცარიას ბრალეულობას რაც შეეხება, ამაზე ჯერ ადრეა საუბარია. მისი ბრალეულობა გამოკვეთილი არ არის. საქმის მიმდინარეიბა ასეთია _ დაკითხულია თითქმის ყველა განმცხადებელი. ისინი, ვინც თავის დროზე შემოიტანეს განცხადება. დაკითხული არიან საქმეზე ასევე მერიის თანამშრომლები. ჩატარებულია საკმაოდ მოცულობითი საგამოძიებო სამუშაოები, თუმცა, ჯერჯერობით საქმის ძიება დასრულებული არ არის. წინასწარ ვერ გეტყვით, განვიხილავთ თუ არა მაქაცარიას ჩვენებას საქმის სხვა მასალებთან ერთად და შესაძლოა ისევ დავიბაროთ. როგორც ჩანს, ცდილობენ პოლიტიზირება მოახდინონ ამ საქმის, თუმცა, მე ვერ დავეთანხმები ამას. ეს არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმე და არანაირად არ არის დაკაშირებული იმასთან, რომ მაქაცარია იყო გუბერნატორი. თუ პროკურატურას მასთან კითხვები აქვს, ეს არ შეიძლება პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მივიჩნიოთ. ვერ დავეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკურ ელფერს აძლევს ამ საქმეს, ვინაიდან გამოძიებას, მოგეხსენებათ, ხან გუბერნატორის დაკითხვა მოგვიწევს, ხან _ მასწავლებლის ხან _ დამლაგებლის და ამ საქმეში აუცილებელი იყო მაქაცარიას დაკითხვა. თვითონ ლაშა მაქაცარიას სატელევიზიო ინტერვიუები, საგაზეთო მასალები და საკუთარ გვერდზე ინტერნეტში გამოქვეყნებული ნააზრევი, იმის შესახებ, რომ დაკავშირებული იყო ამ გათავისუფლებებთან, როგორც გუბერნატორი.  გახდა იმის მიზეზი, რომვიბარეთ და დავკითხეთ. ასე რომ, ჰაერიდან არ მოგვიტანია მაქაცარიას დაკითხვა," _ განაცხადა "გურია ნიუსთან" საუბრისას პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ.

შეგახსენებთ რომ საქმე ეხება 2010 წელს ქუთაისის ბაღებში გახორციელებულ სპეცოპერაციას, რომელსაც სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლები შეეწირნენ _ ისინი კორუფციული სქემით მუშაობაში დაადანაშაულეს. მაშინდელმა გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე დაპატიმრებული მასწავლებლების გარდა, დანარჩენი 30 გამგისა და 27 ბუღალტრის სამსახურდან დათხოვნაც მოითხოვა. სწორედ ამ საქმეზე მიმდინარეობს საქმის ხელახალი ძიება. ჩათვლის თუ არა პროკურატურა საჭიროდ, მაქაცარიას კიდევ ერთხელ დაკითხვას და გამოიკვეთება თუარა მისი ბრალეულობა ამ საკითხში, გამოძიების საბოლოო დასრულებამდე უცნობია.




 ახალი ამბები
  • „დეპრესიას უმადურობა იწვევს“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა„აზროვნების აკადემია“,  პროექტ  „სალონური საუბრების” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ამჯერად ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას ლექციას აქვეყნებს, რომელიც დერპესიულ აშლილობას ეხება: “ფსიქიატრების აზრი ძალიან უახლოვდება რელიგიურ მოსაზრებას, რომ უმადურება უდრის დეპრესიას. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი გაქვს თუ ცოტა, ხახვის და პურის უმადური ხარ თუ სასახლეები გაქვს და ამის. ზოგადად, უმადურობა იწვევს დეპრესიას. აღმოჩნდა, რომ თავის ტვინში არის ოპიატური რეცეპტორები, სიამოვნების ჰორმონი, რომელიც თურმე გამომუშავდება მაშინ, როდესაც ხარ მადლიერი. როდესაც არ ხარ მადლიერი, ეს სიამოვნება დაკარგული გაქვს და მას ეძებ.  თუ ხარ მადლიერი იმის, რაც გაქვს, გაქვს სიმშვიდეც. სიმშვიდეც მადლიერებას მოაქვს და ანტიდეპრესანტიც ეგაა. ჩვენ კულტურალურად ძალიან დამძიმებულები და უმადურები ვართ. დაახლოებით 20 წლის წინ ამერიკელებთან ერთად ტრენინგზე ვისხედით და იქ იყო ასეთი სიტუაიცა. ყველა იწყებდა საუბარს ასე, გამარჯობა, მინდა მადლობა გადავუხადო ბებიას, რომელმაც ფუნთუშები დამიმზადა. მეორემ მადლობა მეზობელს გადაუხადა, რომელმაც გაუღიმა. მესამემ მადლობა გადაუხადა მზეს მზეს და მივხვდი, რომ აქ ხდება პოზიტივში საკუთარი თავის ამოქოქვა. ანუ დღეს ვიწყებთ პოზიტიურად იმით, რომ მადლობას ვუხდით ვინმეს და ეს თურმე ჩვენთვისვე არის კარგი. მადლობელი რომ ხარ უკვე ეს ჩემთვისაა კარგი და არა მისთვის, მისაც ... ...
  • მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე 18 წლის უნდა იყოს, რათა მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. „მთავარი ის კი არ არის, 17 წლისა აიღებს მართვის მოწმობას ადამიანი, 37 წლისა თუ 57-ის, არამედ ის, თუ რა ცოდნის საფუძველზე იღებს ის მართვის მოწმობას. დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ ე.წ. ავტოსკოლებში მოქალაქეებს კოდირების გზით მართვის მოწმობის აღებას ასწავლიან. გამოცდაზე ადამიანები გადიან ცოდნის გარეშე, დაზეპირებული კოდებით, რის გამოც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელმაც საგზაო მოძრაობის შესახებ საერთოდ არაფერი იცის“, - ამბობს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ... ...
  • "2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას მოსახლეობა გადაწყვეტს და არა გიგა ბოკერია" _ კალაძე2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა გიგა ბოკერია, - ასე ეხმიანება დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას. მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაა და ამის ნათელი მაგალითი ოპონენტების განცხადებებია. „მე შემიძლია კიდევ ერთხელ მოვიშველიო ჩვენი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ჩვენ მოვექცევით ჩვენს ოპონენტებს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება და არა ისე, რასაც ისინი იმსახურებენ. თუმცა, ამ წლების განმავლობაში ისინი შეეცადნენ, რომ ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება ჩვენ წინააღმდეგ გამოეყენებინათ“, - განაცხადა კახა ... ...
  • „ტურიზმის განვითარების მიმართულებაში მთავარი „ჩაის გზაა“ _ კარლ ჰარცელი გურულ სოფელშიევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ევროპის დღეებთან დაკავშირებული ვიზიტის   ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში მეწარმე ლიკა მეგრელაძის საოჯახო სასტუმრო „კომლი“ დაათვალიერა. სახლის მფოლობელმა ლიკა მეგრელაძემ  ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის, “მონაწილეობითი პრონციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის”, მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში, მოახდინა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია და გაფართოება, განაახლა ტრადიციული ჩაის ჯიშები. საპატიო სტუმართან ტურიზმის განვითარების მიმართულებებში ერთ-ერთ უმთავრესზე, „ჩაის გზის“ შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა ისაუბრა: _  ბევრი ვიფიქრეთ, რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რაც გურიას  საქართველოს სხვა  რეგიონებისგან განასხვავებდა და ეს არის სწორედ, „ჩაის გზა“. ასე დავიწყეთ ამ პროექტის შექმნა.  ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი არის ის, რომ ტურისტების 70% ყოფილი საბჭოთა კქვეყნებიდან შემოდის და  კარგად ახსოვთ ქართული ჩაის გემო. ამიტომ ნაკლები რეკლამა სჭირდება ამ საქმეს. გვაქვს ოთხი ძირითადი ლოკაცია. ასევე, ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ბალნეოლოგიური ტურიზმი, _ უთხრა სტუმრებს მამეშვილმა და გააცნო მათ ინფორმაცია ნასაკირალის სამკურნალო წყლების შესახებ,  უთხრა, რომ აქ 1930 წელს გაიხსნა ბალნეოლოგიური კურორტი. კარლ ჰარცელმა ინტრესით   დაათვალიერა იქვე, სახელდახელო მოწყობილი გამოფენა, სადაც ვიზუალურად, ფოტოებით იყო ნაჩვენები 1930 წელს ნასაკირაში ბალნეოლოგიური კურრორტის გახსნა და თანმხლები ... ...
  • სისხლიანი გარჩევა ლისის ტბაზე - ექიმებმა ვეფხვაძის გადარჩენა ვერ შესძლესგოჩა ვეფხვაძე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მძიმე დაზიანებებით 41 წლის მამაკაცი საავადმყოფოში 6 ოქტომბერს მოათავსეს, თუმცა ერთ კვირიანი მცდელობის მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ვეფხვაძეს გულ-მკერდის მარცხენა მხარეს, ასევე ბარძაყის ქვედა კიდურზე და წვივებზე 4 მძიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 41 წლის მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია 3 საათის განმავლობაში უტარდებოდა. არსებული ინფორმაციით, ვეფხვაძეს დაპირისპირება, სავარაუდოდ, ძველ მეგობრებთან – ძმებ ფეიქრიშვილებთან და ნოდარ ნიშნიანიძესთან მოუვიდა, რომლებთანაც კონფლიქტი წლების განმავლობაში ჰქონდა. ვეფხვაძე 6 ოქტომბერს ლისის ტბაზე დაჭრეს, თუმცა, დაჭრილი კაცი შარტავას ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მანქანით ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩაის რეცეპტი, რომელიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქრობს

თუ სიგარეტისთვის თავის დანებება გინდათ,...

რომელი პროდუქტი არ უნდა შეინახოთ საყინულეში

მაცივრის საყინულეში ბევრ საკვებ პროდუქტებს...

როგორ ამოვიცნოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი

საზიანოა თუ არა გენმოდიფიცერებული საკვები...

მარტივი მეთოდები ჯანმრთელობის შესამოწმებლად

თვალები _ მოშორდით მონიტორს 4-5 ნაბიჯით,...

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...

მკურნალი ყველი

რამდენი თვის წინ დანიელმა მეცნიერებმა...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...