"სიკვდილის ექსპორტი" ქართულ ციხეებში

სამართალი

"სიკვდილის ექსპორტი" ქართულ ციხეებში

2011 მაი 24 10:55:09
გადატვირთული ციხეები, პატიმრების არაადამიანური მოპყრობა, ცემისა და წამების ფაქტები, გახშირებული სიკვდილიანობა, _ ამ და სხვა პრობლემების გამო, ტერმინი "სიკვდილის ექსპორტი", პირველად საქართველოს სახალხო დამცველმა ციხეებში არსებული მდგომარეობის შესაფასებლად გამოიყენა. 2009 წელს პენიტენციალურ სისტემაში 91 პირი გარდაიცვალა, ხოლო 2010 წლის პირველ ნახევარში _ 57. როგორც მსჯავრდებულები ამბობენ, ისინი გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან, მათ ხშირად ფიზიკურადაც უსწორდებიან, ზოგს შიშის სინდრომს უნერგავენ, უმრავლესობა კი ზეწოლას განიცდის. ამ პრობლემებზე "გურია ნიუსს" ბოლო კვირის განმავლობაში ოთხი მსჯავრდებულის ოჯახის წევრები ესაუბრნენ. ჩვენ, მათი უსაფრთხოების მიზნით, პატიმრების ახლობლების იდენტიფიცირებას შეგნებულად არ ვახდენთ.

_ ყველა მათგანი ციხეებში არსებულ არაჰუმანურ მოპყრობაზე საუბრობს და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ისტორიები თითქმის იდენტურია. "უმიზეზოდ სცემა ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელმა ჩემი მეუღლე. ეს არც პირველად მომხდარა და დარწმუნებული ვარ, არც ბოლო იქნება. ამით ციხის ადმინისტრაცია ცდილობს, დააშინოს და მუდმივი ზეწოლის ქვეშ ჰყავდეს პატიმრები. ასევე ამ ქმედებით ცდილობენ, თავიდან აიცილონ ზედმეტი გართულებები", _ უყვება "გურია ნიუსს" 25 წლის მსჯავრდებულის ოჯახის წევრი. " გართულებებში იგულისხმება პრეტენზიები პატიმართა მხრიდან, რომელიც შეიძლება ეხებოდეს, როგორც არაადამიანურ პირობებს ციხეებში, გადატვირთულ ადგილებს, კანონით გათვალისწინებული მომსახურების არქონას და ასე შემდეგ. მათ შორის, ექიმთან ვიზიტის მოთხოვნის არდაკმაყოფილებას, რის გამოც რამდენჯერმე სცემეს პატიმარი. ერთხელ ეს უშუალოდ ექიმის დავალებით მოხდა, _ ასეთ ისტორიას ყვება ციხიდან მობრუნებული პატიმრის ახლობელი.

როგორც სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში აღნიშნავს, სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე სამედიცინო პერსონალი სერიოზულ გადამზადებას საჭიროებს, რადგანაც ხშირ შემთხვევებში აშკარაა მედპერსონალის არაკომპეტენტურობა ან ამ კომპეტენციის გამოყენების შეუძლებლობა.

შემზარავ ისტორიას გვიყვება 21 წლის მსჯავრდებულის მშობელიც. ის ამბობს, რომ მისი შვილი ციხეში მოხვედრისთანავე სცემეს: _ მერე ეგრეთწოდებულ კარანტინში მოათავსეს, რომელსაც პატიმრები "ბოქსებს" ეძახიან. იქ კი, დაახლოებით, 15 დღე ამყოფეს და შემდეგ გადაიყვანეს საკანში. ეს გადანაწილება, იმის მიხედვით ხდება, გაარკვიონ, ვის რა მენტალიტეტი აქვს, ანუ ,,ვინ რა სულით სუნთქავს" და ვის რამდენის ატანა შეუძლია. "ყველაზე საშინელი რამ უნდა მოგიყვეთ. ჩემს შვილს სასტიკად მაშინ სცემეს, მოსამართლის განჩინების გასაჩივრების გადაწყვეტილება რომ მიიღო და აიძულეს, გასაჩივრებაზე უარი ეთქვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრნენ. ვერაფრით დავარწმუნეთ, რომ ეს ყველაფერი საჯაროდ უნდა ეთქვა. ჩვენც ვერ წავედით მისი ინტერესების წინააღმდეგ, _ ამბობს პატიმრის მშობელი.

ასევე, ერთი რესპონდენტი, რომელმაც საპატიმრო რამდენიმე თვის წინ დატოვა, გვიყვება, რომ დაკავებისთანავე მასზე ზეწოლა გახორციელდა, დაემუქრნენ კიდეც და ვინაიდან ცოტა "ურჩი" აღმოჩნდა, ციხეში, სარდაფში, რამდენიმე დღე გაუსაძლის პირობებში ამყოფეს. მეტიც, როცა საპატიმროს ტოვებდა, სამართალდამცავებმა დააბარეს, რაც აქ ხდება ყველას მოუყევიო: _ ეს იმიტომ დამაბარეს, რომ ისედაც დაშინებულ ადამიანებში, შიში კიდევ უფრო დაინერგოს. იქ მოხვედრა მართლაც საშინელება. აბსოლუტურად დაუცველი და უსუსური ხარ. 10 ადამიანზე გათვლილ საკანში ლამის 10-ჯერ მეტი ვიყავით, საშინლად ცხელოდა, არც საჭმელი გვინდოდა და არც _ სასმელი. დასაჯდომი ადგილი არ გვქონდა. მიუხედავად ამისა, მე მაინც მოვახერხე, დამემტკიცებინა ჩემი უდანაშაულობა. ვფიქრობ, არ უნდა დაშინდე, ეგ საუკეთესო გამოსავალია, _ გვითხრა რესპონდენტმა.

როგორც სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ, წინასწარი დაკავების იზოლატორებშიც და სასჯელაღსრულების ადგილებზე კვლავ ხდება პატიმართა წამება. პრობლემად რჩება გადატვირთული ციხეები, რაც პატიმრებისთვის გაუსაძლის პირობებს ქმნის. ასევე, ანგარიშშია საუბარი, რომ "პატიმრებში გაჩნდა შიშის სინდრომი", რაც საგრძნობლად უშლის ხელს არასათანადო მოპყრობის ფაქტების აღმოჩენას. ხშირად მიმართავენ სახალხო დამცველს საჩივრით, შემდგომ კი საკუთარ ნათქვამს უარყოფენ და ამბობენ, რომ დაზიანებები თავად მიიყენეს ან უბედური შემთხვევის, მაგალითად, ლოგინიდან გადმოვარდნის შედეგად მიიღეს.

Hუმან ღიგჰტს ჭატცჰ-ის ანგარიშში ქართულ ციხეებში არსებული მდგომარეობა მოხვდა, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მთავარ პრობლემად კვლავ გადავსებული ციხეები რჩება, ამის მიზეზი კი იშვიათი გამამართლებელი განაჩენებია.

"ადამიანის უფლებები ევროკავშირისთვის წმიდათაწმიდა საკითხია", _ ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ფილიპ დიმიტროვმა დემოკრატიათა თანამეგობრობის საპარლამენტო ფორუმის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ევროკავშირის ელჩის თქმით, საქართველოს აქვს ხარვეზები ამ მიმართულებით. პირველ რიგში, ეს არის საპატიმროების გადატვირთვა, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა და ასევე, პრობლემად რჩება ის, რომ 99% განაჩენებისა, პროკურატურის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოდის, რაც გამართლებული არ არის.




 ახალი ამბები
  • კახა კუჭავა: მთავარია დებატებში დავარწმუნოთ საბჭოს უმრავლესობა“დღეს იქნება ძალიან მნიშნელოვანი დებატები ამ საკითხთან დაკავშირებით, არამხოლოდ ჩვენ და უკრაინის დელეგაცია, ბევრი სხვაც ცდილობს, რომ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა არ მოხდეს. ძალიან მნიშნელოვანია, რომ ამ კუთხით საბჭო იყოს პრინციპული და მიიღოს ეს გადაწყვეტილება",-ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის დაწყების წინ გააკეთა. კახა კუჭავას განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის მიზეზი ბევრია, მათ შორის, რუსეთის მხრიდან ყველანაირი შეთანხმების თუ საერთაშორისო ნორმების დარღვევა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული გაუსაძლისი მდგომარეობა, ყირიმის ანექსია და იმ ნორმების და წესების დარღვევა, რომელიც ევროპის საბჭოში მოქმედებს. „ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ ეს არის, რადგან დადგა საკითხი რუსეთის უფლებამოსილების არცნობის არა მხოლოდ შინაარსობრივ ნაწილში, არამედ პროცედურულ ნაწილშიც. მთავარია დებატებში დავარწმუნოთ საბჭოს უმრავლესობა, რომ მათ მხარი დაგვიჭირონ და არ მოხდეს რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობა. სამწუხაროდ, ყველა საბჭოს წევრი ქვეყანა არ იზიარებს ამ პოზიციას და იქნება ძალიან საინტერესო დებატები ამ კუთხით, რომ გადავარწმუნოთ სხვები, თუმცა, ფაქტი არის, რომ ეს ის საკითხებია, რომელიც ადარდებს საბჭოს ძალიან დიდ ნაწილს და ჩვენ ამ კუთხით ვიქნებით ძალიან პრინციპულები. დღეს იქნება, ხვალ თუ ნებისმიერ სხვა დღეს, ყოველთვის ვიქნებით იმის წინააღმდეგი, რომ რუსეთს მიეცეს საშუალება იფუნქციონიროს იმ ორგანოში, სადაც მისი ადგილი არ არის. გამომდინარე იქედან, თუ რამდენად არაეთიკურად და ყველანაირი სამართლებრივი ნორმების დარღვევით იქცევა არა მხოლოდ ამ უწყების, არამედ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართაც",-განაცხადა კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან საუბრისას. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს. საპარლამენტო დელეგაციას ირაკლი კობახიძე ... ...
  • დედაქალაქში უფასო ელექტროდამტენების მონტაჟის პროცესი გრძელდებადედაქალაქში უფასო ელექტროდამტენების მონტაჟის პროცესი გრძელდება. დამტენები უკვე დამონტაჟებულია გლდანში, საბურთალოზე, ნაძალადევში, დიდუბეში, ვაკეში, სამგორში, ჩუღურეთსა და ისანში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  მისი თქმით, ჩატარებული აუქციონის პირობების თანახმად, ჯამში, დედაქალაქის მასშტაბით, ორ ეტაპად, 60 ელექტროდამტენი უნდა დამონტაჟდეს. კალაძემ აღნიშნა ისიც, რომ ერთი წლის შემდეგ დამტენებით სარგებლობა ფასიანი გახდება. „ჩვენ შევქმენით სპეციალური ვებპლატფორმა - WWW.CHARGERS.TBILISI.GOV.GE, სადაც ელექტრომობილების მფლობელებს შეუძლიათ, რეგისტრაცია გაიარონ. დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში 118 მოთხოვნაა დაფიქსირებული. კონკრეტულ ადგილებზე უკვე დამონტაჟებულია 28 დამტენი, ასევე, 12 -ის მონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება. უნდა აღინიშნოს, რომ ერთი წლის შემდეგ, დამტენებით სარგებლობა ფასიანი იქნება. ფასი მას შემდეგ დადგინდება, რაც აუქციონს გამოვაცხადებთ და გამარჯვებული კომპანია გვეყოლება“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა ელექტრომობილების მფლობელებს აქტიურობისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ რეგისტრაციის შემდეგ, პრიორიტეტი იმ ადგილს ენიჭება, სადაც  მოსახლეობის მხრიდან მომართვიანობა მეტია.        ... ...
  • პიტ ოლსონი: ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი პუტინის მარიონეტიარესპუბლიკელმა  კონგრესმენმა პიტ ოლსონმა,  ბიძინა ივანიშვილს პუტინის მარიონეტი უწოდა. კონგრესმენმა  ივანიშვილი ტელესერიალ - "სეზამის ქუჩის" მარიონეტ თოჯინას შეადარა და განაცხადა, რომ  რუსეთის პრეზიდენტი ბედნიერია იმით, რომ საქართველოს რესურსებს აკონტროლებს. პიტერ ოლსონმა, კონგრესმენებს  საქართველოში საპროტესტო გამოსვლების ამსახველი ფოტო აჩვენა და ქართველი აქტივისტების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. კონგრესმენმა ბიძინა ივანიშვილი უცხოურ ინვესტიციებზე თავდასხმაში დაადანაშაულა, "ქალბატონო თავმჯდომარევ, კითხვა მაქვს: რა საერთო აქვთ გრაუჩ ოსკარს [ნაგვის ურნაში მცხოვრები თოჯინა ამერიკული სატელევიზიო შოუდან] და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს? პასუხი ასეთია, ორივენი მარიონეტები არიან, რომლებმაც ააოხრეს თავიანთი სახლები. ვლადიმერ პუტინის მარიონეტი თავს დაესხა უცხოურ ინვესტიციებს საქართველოში და გაანადგურა ადამიანის ძირითადი უფლებები. კომპანიამ ტეხასიდან შექმნა შესანიშნავი სამუშაო ადგილები ამერიკასა და საქართველოში. მათ შექმნეს თავისუფლება. ასე იყო, სანამ საქართველოს ხელისუფლებამ მათ არ წაართვა აღჭურვილობა. ახლა ისინი იქ საერთოდ ვერ ატარებენ ბურღვით სამუშაოებს. რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინი ბედნიერია, რომ აკონტროლებს საქართველოს ნავთობს. ეს მარიონეტი, ოლიგარქი ივანიშვილი, კიდევ უფრო მდიდრდება ქართველი ხალხის ხარჯზე. დროა, გამოვფხიზლდეთ. ეს ფოტო აჩვენებს, რომ საპროტესტო გამოსვლებს საქართველოში მხარდაჭერა სჭირდება. შემომიერთდით, ავიმაღლოთ ჩვენი ხმა საქართველოში თავისუფლებისთვის", - განაცხადა  პიტ ოლსონმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას. ... ...
  • კობახიძე: კონგრესმენ ოლსონის განცხადება ხელს ვლადიმერ პუტინს აძლევსირაკლი კობახიძის განცხადებით, კონგრესმენ ოლსონის მიერ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას გაკეთებული განცხადება ხელს ვლადიმერ პუტინს აძლევს. მან ასევე აღნიშნა, რომ კონგრესმენი იმ ტერმინოლოგიით არ უნდა საუბრობდეს, რაც კონგრესმენმა ოლსონმა გამოიყენა. „კონგრესმენ ოლსონს განცხადებაში ჰყავს ნახსენები პუტინი და თუ ვინმეს აძლევს ხელს კონკრეტული კონგრესემენის ასეთი განცხადება ეს არის სწორედ ვლადიმერ პუტინი. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმენი ასეთი ტერმინოლოგიით არ უნდა საუბრობდეს. ეს არის მიუღებელი და ასეთი რამ აზიანებს ზოგადად აღქმას საზოგადოებაში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუ ვინმეს აძლევს ეს ხელს, ეს არის ვლადიმერ პუტინი. მოვუწოდებ კონკრეტულ კონგრესმენს, რომ არ გააკეთოს პუტინის სასარგებლო განცხადებები“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, ამერიკელმა კონგრესმენმა პიტ ოლსონმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილი  რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მარიონეტად მოიხსენია. გარდა ამისა, ოლსონმა  კონგრესმენებს მოუწოდა, ხმა აიმაღლონ საქართველოში თავისუფლების დასაცავად. მმართველმა გუნდმა კონგრესმენებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით აშშ-ში შეხვედრები ... ...
  • ხმაური პარლამენტთან-მაჩალიკაშვილს პარლამენტის შენობაში შესვლის უფლება არ მისცესხმაური იყო ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობასთან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს თინა ბოკუჩავას და მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტში დღეს პრესკონფერენცია ჰქონდათ დაგეგმილი, მაგრამ  დაცვის სამსახურის თანამშრომლება მაჩალიკაშვილს არ მისცეს პარლამენტის შენობაში შესვლის უფლება, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. შეხლა-შემოხლის დროს შეუძლოდ გახდა მალხაზ მაჩალიკაშვილი და ის ადგილიდან ცოტა მოშორებით გაიყვანეს. საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მისვლაც. „ნაციონალური მოძრაობა“ და მალხაზ მაჩალიკაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...
ზაფრანი

იაპონელი ქალების სილამაზის საიდუმლო

იაპონელი ქალები დარწმუნებულები არიან, რომ...

მსმელი ადამიანები დიდხანს ცხოვრობენ

აშშ-ის, ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორების მიერ...

ვინ შეიძლება დაგინგრიოთ ოჯახი?

მორიელი მორიელი შურისმაძიებელია. ის დიდხანს...

როგორ ვიპოვოთ ნამდვილი სიყვარული

ქალი, რომელმაც იცის, როგორ იპოვოს...

მსუნაგი ადამიანები და...ასტროლოგია

კურო კუროებს ტკბილი უყვართ, მაგრამ...

ვანგას წინასწარმეტყველებები

2028 - ენერგიის ახალი წყაროს...