ნანუაშვილის მიმართვა ირაკლი ღარიბაშვილს

სამართალი

ნანუაშვილის მიმართვა ირაკლი ღარიბაშვილს

18 სექ. 2013, 14:01:52
უჩა ნანუაშვილი შესაბამისი მოთხოვნით შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს.

"სახალხო დამცველს 2013 წლის 1 აპრილს განცხადებით მიმართა ირინა ფირცხალავამ საქართველოს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-10 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით. ირინა ფირცხალავას განცხადებით, იგი თანამდებობიდან მისი ძმის - ირაკლი ფირცხალავას პოლიტიკური აქტივობის გამო გაათავისუფლეს. საქმის შესწავლის შედეგად, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ირინა ფირცხალავას თანამდებობიდან გათავისუფლებისას არ იყო დაცული კანონმდებლობის ნორმები. დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ირინა ფირცხალავა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან 2011 წლის 6 ოქტომბერს გენერალური ინსპექციის უფროსის დასკვნის საფუძველზე დაითხოვეს. დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად, მისი უშუალო უფროსის არაერთგზის სიტყვიერი გაფრთხილებისა, ირინა ფირცხალავა სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებს არაჯეროვნად, ხშირად აცდენს სამსახურს და არღვევს დეტექტივის ფორმის ტარების წესს. აღსანიშნავია, რომ პოლიციის უფროსი ლეიტენანტის ირინა ფირცხალავას სამსახურის გავლის ნუსხის მიხედვით, იგი მრავალჯერ არის წახალისებული და არ აქვს დაკისრებული არც ერთი დისციპლინური სახდელი", _ აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

მისივე ინფორმაციით ისანი-სამგორის სამმართველომ სახალხო დამცველს არ მოაწოდა გენერალური ინსპექციის დასკვნაში აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაციის ასლები.

"საქმეში არ ინახება არც დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა. შსს-ს გენერალური ინსპექციის დასკვნა და შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ბრძანება ირინა ფირცხალავას დათხოვნის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა წინამდებარე შემთხვევაში არ გამოიკვლიეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, საქმეში არ მოიპოვება არც ერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ირინა ფირცხალავას მიერ გადაცდომის ჩადენის ფაქტს", _ აღნიშნავს სახალხო დამცველი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, "ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები."

"მოცემულ შემთხვევაში, ირინა ფირცხალავას მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება უნდა მომხდარიყო ყველა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებისა და ფაქტის შესწავლის შედეგად და გადაწყვეტილების შესაბამის დასაბუთებულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებში ასახვით. შესაბამისად, შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსისა და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას არსებითად დაირღვა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც წარმოშობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობის საფუძველს. შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ბრძანება შინაგან საქმეთა ორგანოებიდან ირინა ფირცხალავას დათხოვნის შესახებ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს და არღვევს განმცხადებლის უფლებებს", _ ნათქვამია განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, რამდენიმე მგზავრი დააჯარიმეს ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მსდხომი რამდენიმე მგზავრი დაჯარიმდა. ინფორმაცია ამის შესახებ "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. "სამგზავრო მიკროავტობუსში ვისხედით და პატრულმა გაგვაჩერა. რამდენიმე მგზავრს პირბადე არ ეკეთა და დააჯარიმეს. სავარაუდოდ, მათ პირბადის არ ქონა, 20 ლარი დაუჯდათ", _ ამბობს ... ...
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...