ავსტრიიდან საქართველოში დავით ჩაგინავას ექსტრადიცია განხორციელდა

სამართალი

ავსტრიიდან საქართველოში დავით ჩაგინავას ექსტრადიცია განხორციელდა

2013 ნოე 7 17:38:36

გამოძიებამ დაადგინა, რომ მეგის ქარდავამ შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, მისადმი დაქვემდებარებული, შს სამინისტროს თანამშრომლებისა და სხვა პირებისგან შექმნა სტრუქტურული ფორმის მქონე, მყარად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანი იყო სხვადასხვა დანაშაულის ჩადენა. დავით ჩაგინავა წარმოადგენდა ამ დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთ წევრს. მეგის ქარდავას უშუალო დავალებით ჯგუფის წევრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით, ტყის მასივებში, კონკრეტულ პირთა წამების, დაშინების და სხვა უკანონო ქმედებების ჩასადენად მოწყობილი ჰქონდათ ე.წ. "მიწურები" და ხის სადგომები.

2011 წლის განმავლობაში, აღნიშნული ადგილების გამოყენებით, დავით ჩაგინავა სხვადასხვა დროს, თანამზრახველებთან ერთად, მეგის ქარდავას დავალებით, უშუალოდ მონაწილეობდა ორი პიროვნების გატაცებაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ცემაში, წამებაში, არაადამიანურ მოპყრობასა და გაუპატიურებაში. ზემოხსენებულ ქმედებებს ჯგუფის წევრები ახორციელებდნენ, რათა უდანაშაულო პირებისგან მიეღოთ აღიარებითი ჩვენებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ივლისის განჩინებით დავით ჩაგინავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

ამჟამად დავით ჩაგინავა გადაყვანილი და მოთავსებულია რუსთავის N9 საპყრობილეში.




 ახალი ამბები
  • ჩემპიონატი "მთის ეტლი თხილამურებით - ბაკურიანი 2020" გაიმართა(R)პროექტის "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" ფარგლებში, მიმდინარე წლის 17 თებერვალს, დაბაბაკურიანში პირველად საქართველოს ისტორიაში გაიმართა ჩემპიონატი "მთის ეტლი თხილამურებით - ბაკურიანი 2020", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილ–დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა და ვეტერანებმა. ჩემპიონატი ჩატარდა ოლიმპიური სისტემით, რომელშიც  19–მა მონაწილემ იასპარეზა თბილისის, გორის, ქუთაისისადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან.   ინდივიდუალურ ასპარეზობაში გამოვლინდა სამიგამარჯვებული: რეზო გორგაძე, ალიკა გითოლენდია და ვეფხვია გელაშვილი, ხოლო გუნდურ შეჯიბრში პირველობა არავის დაუთმო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სამეულმა, რომლის შემადგენლობაშიც ასპარეზობდნენ: ლადო შონია, პაპუნა სულუხია და თემურ იზორია. ჩემპიონატის ინდივიდუალურ გამარჯვებულებს გადაეცათ გარდამავალი თასები, მედლები, დიპლომები დაპროექტის სპონსორების მიერ დაწესებული ფულადი პრიზები. ჩემპიონატი სისტემატურ ხასიათს მიიღებს და მასში სულ უფრო და უფრო მეტი მონაწილე ჩაერთვება საქართველოს მასშტაბით. ახალგაზრდული მედია-კავშირი და ჩემპიონატის მონაწილეები მადლობას უხდიან პროექტის მხარდამჭერებს თბილისის, გორის, ქუთაისისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს,  ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურსა და კომპანიებს: „ევროპაბეთს", „სოკარს"," ტოიოტა კავკასიას", რომლებმაც ჩემპიონატში ასპარეზობის საშუალება მისცეს საქართველოს სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს. პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთაუფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით და შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარ უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება. (R)   ... ...
  • თალაკვაძე: "მათი მთავარი ამოცანა დესტაბილიზაციაა"ვანო მერაბიშვილის განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ნაციონალურ მოძრაობას და ოპოზიციის ამ ნაწილს აქვს დესტრუქციული დღის წესრიგი - არჩევნები მათ არ სურთ,_ ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ვანო მერაბიშვილის მიერ ციხის დატოვებისას გაკეთებულ განცხადებას.  „მისმა განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ნაციონალურ მოძრაობას და ოპოზიციის ამ ნაწილს აქვს დესტრუქციული დღის წესრიგი. მათი მიზანი არ არის დემოკრატიული არჩევნები და შეთანხმება რაიმეზე, მათი მთავარი მიზანი, პოლიტიკური სურვილი და მთავარი ამოცანა არის დესტაბილიზაცია და რაიმე ცვლილებების მოპოვება საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით",_ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლება არავის მისცემს დესტაბილიზაციის საშუალებას და მომავალთან დაკავშირებით მოქალაქეები მიიღებენ გადაწყვეტილებას დემოკრატიული და  თავისუფალი არჩევნების გზით. „მე  მოვისმინე ბატონი რომან გოცირიძის საოცარი განცხადება, სადაც, მან თქვა, რომ "დამხობა" არის მხატვრული სიტყვა, არ გამოვრიცხავ, რომ უკვე ხვალ თქვან, რომ "დამხობა" არის მერიონ რასელის  ნახატი. ასე ეცდებიან ეს ადამიანები, რომ თავისი უპასუხისმგებლობა აჩვენონ სახელმწიფო ინტერესების მიმართ. რეალურად, ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნას. ჩვენ გვჯერა ჩვენი საზოგადოების, ვენდობით ჩვენს მოქალაქეებს და პატივს ვცემთ  გადაწყვეტილებას, რომელსაც ისინი მიიღებენ დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების გზით",_ განაცხადა არჩილ ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბობოყვათში - არის მსხვერპლი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • „ან ბოდიში მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს ვის ემუქრები?“_ ხიდაშელი მერაბიშვილსვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გამოსვლას სოციალურ ქსელში  ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი. „ქალაქში ახალი ცირკი ჩამოდგება დღეიდან. ყოველ ჯერზე როდესაც დღეს ციხიდან გამოსულ კაცზე ისაუბრებთ, ან ეთერში გეყოლებათ ან მის გმირად და რეჟიმის მსხვერპლად წარმოჩენას შეეცდებით ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამით გმირულ საქციელად მიიჩნევთ: პოლიციურ რეჟიმს, რეპრესიებს, დემონსტრაციის შემდეგ დატოვებულ გვამებს, მოპარულ არჩევნებს, ასობით გადამალულ და სასტიკად ნაცემ დემონტრანტს. ნუ დაგავიწყდებათ რომ სწორედ ეს კაცია შემოქმედი ქვეყანაში იმ ბოროტების მანქანის რომელიც დღემდე ვერ მოვიცილეთ. PS ან ბოდიში, მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს  ვის ემუქრები? შენ რომ დაამხობ და მერე დაბრუნდები, ის ხელისუფლება ისევ დასამხობი, რომ იქნება კი უნდა ხვდებოდე უკვე “ – წერს თინა ხიდაშელი. ... ...
  • იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო იაპონიის საელჩოშისტუმართა შორისაა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, რომელიც შეხვედრაზე მიტოიოს მერიამ ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...