"არავის აქვს პირადი ანგარიშსწორებისა და დანაშაულის საპასუხოდ ახალი დანაშაულის ჩადენის უფლება"

სამართალი

"არავის აქვს პირადი ანგარიშსწორებისა და დანაშაულის საპასუხოდ ახალი დანაშაულის ჩადენის უფლება"

14 ნოე. 2013, 12:19:02

"გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქე კახა გულორდავამ ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, გოგა ანჩაბაძე, ცემა, ყური მოაჭრა, საპატრულო პოლიციის ფორმა გახადა და ზუგდიდში კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვა.

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოაღნიშნულის მოტივი ანჩაბაძის მიერ გულორდავას ფეხმძიმე მეუღლის გაუპატიურების მცდელობა იყო. როგორც ირკვევა ანჩაბაძე გულორდავას ბავშვობის მეგობარი და მეჯვარეა. გოგა ანჩაბაძე მოთავსებულ იქნა ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მას ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და მძიმე მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანეს ქუთაისში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომხდარის შემდეგ გულორდავას ფეხმძიმე მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და იგი ასევე გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. კახა გულორდავა იმავე საღამოს თავად გამოცხადდა პოლიციაში და აღიარა ჩადენილი დანაშაული. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება).

ზემოთაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გვსურს გავაკეთოთ რამდენიმე განმარტება: დასაწყისშივე გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერ ადამიანზე, მათ შორის, პოლიციის თანამშრომელზე, ძალადობა აკრძალულია და ისჯება კანონით. როგორი მძიმე დანაშაულიც უნდა ჩაიდინოს სხვამ, არავის აქვს პირადი ანგარიშსწორებისა და დანაშაულის საპასუხოდ ახალი დანაშაულის ჩადენის უფლება. სახელმწიფო ვალდებულია მსგავსი რამ არ დაუშვას, რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კახა გულორდავას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას გულისხმობს. აქვე გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფოს ადექვატური და სამართლიანი რეაგირება ასევე გულისხმობს არა მხოლოდ გულორდავას, არამედ პოლიციის თანამშრომელ ანჩაბაძის ქმედებების სრულყოფილ, სწრაფ, მიუკერძოებელ გამოძიებას და, დანაშაულის დადგენის შემთხვევაში, მის დასჯას კანონით გათვალისწინებული წესით. ამავე დროს, აუცილებელია, გამოძიების პროცესში გოგა ანჩაბაძეს შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება.

აღნიშნული საქმის გამოძიებისა თუ სასამართლოში საქმის განხილვისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მთელი რიგი გარემოებები. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, გულორდავას ქმედება იყო რეაქცია ანჩაბაძის მხრიდან არა მხოლოდ სისხლის სამართლის კანონის, არამედ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივი ნორმების სრულ უგულვებელყოფაზე; ასევე, გულორდავა თავად ჩაბარდა პოლიციას და აღიარა ჩადენილი. როგორც ცნობილია, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში "სსკ") 118-ე მუხლით. სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გაარკვიონ სსკ-ს 118-ე მუხლის ნაცვლად მოცემულ შემთხვევაში ხომ არ არის სხვა მუხლით განსაზღვრული დანაშაულის შემადგენლობა.

კერძოდ, სსკ-ს 121-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია "ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დაზარალებულის მიერ მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ..." სსკ-ს 121-ე მუხლი 118-ე მუხლთან შედარებით უფრო მსუბუქ სანქციას ითვალისწინებს. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში სამართლებრივად არასწორი იქნება გულორდავასათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად  "პატიმრობა, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული: ა) ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა; ბ) ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა; გ) ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა." თუ გავითვალისწინებთ საქმის გარემოებებს და განსაკუთრებით იმას, რომ კ.გულორდავა ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციაში და ჩადენილი დანაშაული აღიარა, ცხადი ხდება რომ პატიმრობის გამოყენება კანონით დადგენილ წესთან წინააღმდეგობაში მოვა. საგულისხმოა, რომ თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, გულორდავას, ისევე როგორც მის ფეხმძიმე მეუღლეს, ესაჭიროება ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, რასაც პატიმრობა მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ როგორც 118-ე ასევე 121-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ნაკლებად მძიმე კატეგორიას განეკუთვნებიან და თავისუფლების აღკვეთის გარდა, უფრო მსუბუქ სასჯელთა სახეებსაც ითვალისწინებენ", _ ნათქვამია განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • ფოთში ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა- სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობსსუიციდის ფაქტი ფითში - გვიან ღამით, ცოტნე დადიანის ხიდიდან ახალგაზრდა გოგო მდინარეში  გადახტა.  სამძებრო  ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები. დამატებით დეტალებს "გურია ნიუსი"შსს-ში ... ...
  • მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ 13 წლის მოზარდსუკვე მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ მესტიაში,სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს. ილია ფილფანის სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 80-მდე მაშველი და ერთი ვერტმფრენი. შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...