ელგუჯა ჩხაიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა

სამართალი

ელგუჯა ჩხაიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა

14 ნოე. 2013, 16:08:46

"2012 წლის 13 იანვარს აღძრული სისხლის სამართლის საქმე ჩემს წინააღმდეგ როგორც იქნა შეწყდა. მინდა ვთქვა, რომ ბოლო პერიოდში მიდიოდა საუბარი, თუ ვაღიარებდი, რომ იარაღი რომელიც ჩამიდეს და მართლაც იყო ჩემი თითების ანაბეჭდები, შემეხებოდა ამინისტია. თუმცა, ეს ღირსების საქმე იყო, მე ბოლომდე მივყევი საქმეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეეწყვიტათ ჩემი დევნა. სასამართლოზე ბოლოს ისიც განვაცხდე, რომ დაიწყო სამართლიანობის აღდგენა. ეს ალბათ პირველი ფაქტია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ".

როგორც ელგუჯა ჩხაიძემ განაცხადა, ის არ აპირებს შეჩერებას. აპირებს სარჩელი შეიტანს, რათა დაიწყოს ძიება თუ როგორ აღმოჩნდა მის ფერმაში ავტომატი და მასზე მისი თითების ანაბეჭდები.

"თუ დამტკიცდა, რომ ავტომატი ჩემი არ იყო, მაშინ ისიც საეჭვოა როგორ აღმოჩნდა ანაბეჭდები მჭიდზე. მოვითხოვ დადგენას, ბოლომდე მივყვები და არ შევეშვები სანამ სიმართლე არ გაირკვევა. ახლო მომავალში ვგეგმავ სარჩელი შევიტანო იმ ხალხის წინაამღდეგ, ვინც ეს საქმე ჩაიდინა. ძირითადად მაინტერესებს იარაღის ჩადება როგორ მოხდა, ან თითის ანაბეჭდები როგორ აღმოჩნდა მასზე. ვვარაუდობ, რომ წამაქციეს და ისე აიღეს ანაბეჭდები, მაგრამ მინდა ეს გამოძიებამ დადგინოს. აბსურდული ბრალდებებით 22 თვე გვაწვალეს და როგორც იქნა სამართლიანობა აღდგა", _ ამბობს ჩხაიძე.

შეგახსენებთ, რომ ეს საკმაოდ გახმაურებული საქმეა რომელიც 2012 წლის 13 იანვარს მოხდა. როგორც თავად ელგუჯა ჩხაიძე ყვება, სტუმრებთან ერთად ქეიფობდა, რა დროსაც მას პოლიციის უფროსმა დავით ინარიძემ დაურეკა და სთხოვა ფერმაზე წაყოლოდა. კარავში შევიდნენ და პირდაპირ იმ ადგილზე მივიდნენ, საიდანაც შემდეგ ავტომატი ამოიღეს.

"მე მაშინვე ვუთხარი, რომ ეს მათი გაკეთებული იყო. 22 თვე მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი, ცრუმოწმეები ჰყავდა პოლიციას ჩემს წინააღმდეგ შმაგი ურატაძისა და ემზარ ჩხაიძის სახით. საქმე იმაშია, რომ ის ყველა იარაღისა და ნარკოტიკის ჩამდები პოლიციელი ისევ სამართალდამცავ ოგანოებში მუშაობენ", _ იხსენებს "გურია ნიუსთან" საუბრისას ჩხაიძე.

 




 ახალი ამბები
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...
  • “მაგნიტში“ მომხადარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირია მხილებულიდღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური ... ...
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?