ნანუაშვილმა უსუფაშვილს კანონპროექტების განხილვის შეჩერების წინადადებით მიმართა

სამართალი

ნანუაშვილმა უსუფაშვილს კანონპროექტების განხილვის შეჩერების წინადადებით მიმართა

2013 ნოე 23 10:36:34

"გურია"ნიუსი" მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს მთავრობის ინიციატივით გათვალისწინებულია ცვლილებების შეტანა რიგ საკანონმდებლო აქტებში. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონში, "საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ" კანონში, "ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონში, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში, "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონში, "სამხედრო პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში", "ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონში, "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონში და "სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში.

ინიცირებული კანონპროექტების ძირითადი არსით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლს (პირი, რომელიც არ არის ვალდებული, იყოს მოწმე) ემატება მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების ცალკეულ ქვეპუნქტებში აღნიშნულ პირებზე აღარ ვრცელდება პრივილეგია - არ მისცენ ჩვენება არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულებთან დაკავშირებით. აღნიშნულ საგამონაკლისო ჩამონათვალში მოხვდა საქართველოს სახალხო დამცველი, სახალხო დამცველთან არსებული სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი და სახალხო დამცველის სპეციალური რწმუნების მქონე პირი.

სახალხო დამცველთან მიმართებით დაგეგმილ ცვლილებას, კანონპროექტის ავტორები ხსნიან "სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენციის მე-12 მუხლის იმპლემენტაციის აუცილებლობით.

საქართველოს სახალხო დამცველი გაკვირვებას გამოხატავს, რომ იმ ცვლილების შესახებ, რომელიც პირდაპირ ახდენს გავლენას მის მანდატზე, მისთვის მხოლოდ მიმდინარე წლის ნოემბერში გახდა ცნობილი. არც სახალხო დამცველი და არც მისი აპარატი, სამწუხაროდ, ჩართული არ ყოფილან კანონპროექტის მომზადების პროცესში.

კანონპროექტს პირველი მოსმენით უკვე ეყარა ეყარა 20 ნოემბერს. სახალხო დამცველს ამგვარი ცვლილება მიუღებლად მიაჩნია და საქართველოს მოუწოდებს პარლამენტს შეაჩეროს კანონის განხილვა შემდეგი გარემოებების გამო:

ა) სახალხო დამცველისთვის გაუგებარია "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ინიცირებული ცვლილებების განმარტებით ბარათში აღნიშნული ე.წ. "ლეგიტიმური მიზანი", რომლის თანახმად, "...კანონპროექტის მიზანია "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისობაში მოყვანა "სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენციის მე–12 მუხლის მოთხოვნასთან, რომელიც შეეხება ქვეყანაში არსებულ იმ სამართლებრივ მექანიზმებს, რომლებიც გარკვეული პროფესიის პირებს (მათ შორის, სახალხო დამცველს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველთან შექმნილი სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს), აძლევს უფლებას, არ მიაწოდონ სამართალდამცავ ორგანოებს მის ხელთ არსებული ინფორმაცია."

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველი "პროფესიას" არ წარმოადგენს, როგორც ეს განმარტებით ბარათშია აღნიშნული. სახალხო დამცველი საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სახელმწიფო თანამდებობაა. უფრო მეტიც, კანონპროექტის ავტორებმა მხედველობაში არ მიიღეს ევროპის საბჭოს აღნიშნული კონვენციის განმარტებითი ბარათი. კერძოდ, განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კონვენციის მე-12 მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებულ პროფესიებში ძირითადად ექიმები და ფსიქიატრები იგულისხმება.

გარდა ამისა, კონვენციის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი არ წარმოადგენს კონვენციის იმპერატიულ მოთხოვნას. კოდექსის დღეს მოქმედი რედაქცია წინააღმდეგობაში არ მოდის კონვენციის მე-12 მუხლის მოთხოვნასთან, ვინაიდან იგი სახალხო დამცველს კი არ უკრძალავს საგამოძიებო ორგანოებისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდებას, არამედ შესაძლებლობას აძლევს მას, თავისი განსაკუთრებული კონსტიტუციური ფუნქციიდან გამომდინარე, თავად მიიღოს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა დაცვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობის პრაქტიკაში ადგილი არ ჰქონია ისეთ შემთხვევას, როცა საქართველოს სახალხო დამცველის ან მის წარმომადგენელის მიერ საგამოძიებო ორგანოებისთვის ჩვენების მიცემაზე უარის თქმით ხელი შეშლოდეს გამოძიების ინტერესებს.

ბ) განსახილველი კანონპროექტით, გათვალისწინებულია საქართველოს სახალხო დამცველისათვის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პრივილეგიის უპირობო ჩამორთმევა, როდესაც საქმე ეხება გარკვეულ დანაშაულებს. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ამგვარი ინფორმაცია სახალხო დამცველისათვის ცნობილი ხდება მისი განსაკუთრებული მანდატიდან გამომდინარე და ამ ინფორმაციას მას შესაბამისი პირები (მსხვერპლი, ბრალდებული და სხვა), სპეციალურად ანდობენ, რათა სახალხო დამცველმა, როგორც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სახელმწიფოებრივი გარანტიების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობის განმახორციელებელმა ინსტიტუტმა, უზრუნველყოს მათი უფლებების დაცვა. ამ ცვლილებით კი, ხდება კონკრეტული დანაშაულების და მათ ჩადენაში ბრალდებული პირების გაყვანა სახალხო დამცველის საქართველოს კომპეტენციისა და დაცვის სფეროდან. ამრიგად, ეს ცვლილებები, გარკვეულ პირებს უსპობს შესაძლებლობას, ისარგებლონ სახალხო დამცველის დახმარებით, როდესაც მათი უფლებები ირღვევა სახელმწიფოს მხრიდან.

გ) სახალხო დამცველისთვის ასევე თანაბრად მიუღებელია კანონპროექტით შემოთავაზებული შეზღუდვების გავრცელება საქართველოს სახალხო დამცველთან შექმნილ სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებსა და სახალხო დამცველის სპეციალური რწმუნების მქონე პირებზე, ვინაიდან აღნიშნული პირები მოქმედებენ როგორც საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები.

დ) აღნიშნული ცვლილება პრობლემურია ასევე სახალხო დამცველის მიერ ამ დანაშაულთა მსხვერპლის უფლებების დაცვის თვალსაზრისითაც და ის წინააღმდეგობაში მოდის თვითონ ორგანული კანონის სხვა დებულებებთან. კერძოდ, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საქართველოს სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი ვალდებული არიან, არ გაამჟღავნონ საიდუმლო და კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაცია, აგრეთვე, პირის მკაფიოდ გამოხატული თანხმობის გარეშე – მისი წამებისა და მის მიმართ სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ ინფორმაცია.“ ორგანული კანონის ამ დებულებაში გათვალისწინებული არ არის ცვლილების შეტანა, ხოლო ცვლილებათა წარმოდგენილი რედაქცია კი აშკარა წინააღმდეგობაშია მასთან", _ ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





 ახალი ამბები
  • ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ,,საზღვრის" გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებსცხინვალის იზოლატორში მოთავსებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ,,საზღვრის" გადაკვეთას არ აღიარებს, - ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს. ამის შესახებ ყოფილი პატიმრები ყვებიან, რომლებიც 14 ნოემბერს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. ყოფილმა პატიმრებმა ახალგორის იზოლატორში 3 დღე გაატარეს. ისინი 11 ნოემბერს დააკავეს, ხოლო ვაჟა გაფრინდაშვილი - 9 ნოემბერს. საქართველოს მოქალაქეები (სულ 4-ნი) ერთმანეთს საპატიმროში შეხვდნენ. 14 ნოემბერს 3 მოქალაქე ერგნეთის გამშვებ პუნქტზე საქართველოს ხელისუფლებას გადასცეს. 15 ნოემბერს ექიმებმა მოინახულეს. ,,პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მოგვიწია ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულ ადამიანებთან გასაუბრება. მათი თქმით, საქმე არის შემდეგში: ერთადერთ რამეს ითხოვენ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან - აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზედაც ბატონი ვაჟა კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ",  - აღნიშნავს ექიმი დავით ღვინიაშვილი. ყოფილმა პატიმრებმა qartli.ge- სთან საუბარში განაცხადეს, რომ ექიმი თავს კარგად ... ...
  • საქართველო ენერგეტიკაში კანონების მიღებას აგვიანებს - ევროპის ენერგოგაერთიანების გაფრთხილებასაქართველო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრის სტატუსით აღებული ვალდებულებების შესრულებას აგვიანებს - ასეთია ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორის იანეზ კოპაჩის შეფასებებიდან ძირითადი დასკვნა.როგორც იანეზ კოპაჩიმ ამ თემაზე გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველომ დედლაინი დაარღვია. საუბარია, ენერგეტიკის სექტორში ახალი კანონების მიღების ვადებზე.„დარჩენილია, როგორც შედარებით პრიორიტეტული საკითხები, ასევე ისეთი ცვლილებებიც, რომელთა მნიშვნელობაც შედარებით ნაკლებია. ამ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჩქარო არის შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტურობის მიმართულებით შესაბამისი ზომების მიღება, ასევე ენერგოეფექტურობის ევროდირექტივასთან თავსებადობის უზრუნველყოფა.ასეთივე პრიორიტეტულია ჩვენთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრების ევროდირექტივის მოთხოვნებთან თავსებადობის შექმნა. ამ ცვლილებების შედეგად, საქართველომ ენერგობაზრებს გახსნის უფლება უნდა მისცეს. ეს არ არის მხოლოდ ენერგოგაერთიანების აღებული ვალდებულებაა, არამედ ის სასიკეთოა თავად საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბაზრის ლიბერალიზაცია და სხვა ვალდებულებების შესრულება სწრაფად მოხდება.მიზეზები, რომელთა გამოც ეს ცვლილებები გაიჭედა და გაჩერდა, სხვადასხვაა. ენერგოეფექტურობის ნორმების კუთხით, ჩვენ როგორც გვითხრეს, ცვლილების გაჭიანურების მიზეზი დროში გაწელილი და უშედეგო დისკუსია იყო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბებულიყო შესაბამისი მარეგულირებელი ორგანო - უნდა ყოფილიყო ის ცალკე არსებული სააგენტო, თუ - სამინისტროში შემავალი დეპარტამენტი. ეს თავის მხრივ. არც თუ ისე მნიშვნელოვანი საკითხი იყო, თუმცა როგორც ჩანს, ის იქცა ბარიერად, რის გამოც ქვეყანას ამ დრომდე არ აქვს შესაბამისი კანონმდებლობა.ბუნებრივი გაზის, წყლისა და ელექტროენერგიის ბაზრების ლიბერალიზაციის მიმართულებით, ჩვენ არ ვიცით რატომ არ არის ეს ცვლილებები მიღებული. მე ვიცი, რომ იყო დისკუსია იმის თაობაზე, თუ რა შედეგებს გამოიწვევდა მისი მიღება და ამოქმედება, როგორ შეცვლიდა ის ამ ბაზრებზე სამომხმარებლო ფასებს. იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით პოლიტიკოსთა შიშები დასრულებულია და ისიც მალევე იქნება მიღებული და ათვისებული“, - განაცხადა კოპაჩიმ.დღეის მდგომარეობით, "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" და განახლებადი ენერგიის თაობაზე კანონპროექტების განხილვა პარლამენტში, მეორე მოსმენის ეტაპზეა.შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების შესახებ ოქმით (2016 წლის 14 ოქტომბერი) გაწერილი ვალდებულებების შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ევროკავშირის სამართლებრივ ნორმებთან ჰარმონიზაციის მიზნით, ენერგეტიკის სექტორში რიგ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს. აღნიშნული პროცესი ისეთ საკითხებ მოიცავს, როგორიცაა ლიბერალიზებული ენერგეტიკული ბაზრის შექმნა, მიწოდების უსაფრთხოების ამაღლება, ენერგოეფექტურობის განვითარება, განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშეწყობა და ენერგეტიკული სტატისტიკის ნორმების გაუმჯობესება და სხვა. წყარო: ... ...
  • ქარელში 11 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვესქარელის მუნიციპალიეტეტის სოფელ ყინწვისში 11 წლის ბავშვი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ,,დიანიუსის" ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით ... ...
  • "ქარიშხალი ჭიქაში არ უნდა შეიქმნას" - ირაკლი კობახიძე ქარიშხალი ჭიქაში არ უნდა შეიქმნას, _ ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძე, შენობის გარეთ განვითარებულ მოვლენებს “მე ვუყურებდი ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერს და რეალურად, გარეთ იყო შეკრებილი პარტიის ოფისთან 2-3 ათეული ადამიანი და ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნებოდა ადამიანს, რომელიც არ იყო უშუალოდ ამ ყველაფრის მომსწრე, რომ იქ ხდებოდა რაღაც უბედურება. ქარიშხალი ჭიქაში არ უნდა შეიქმნას. ყველაფერი იქნება მშვიდად და ისინი თუ გააგრძელებენ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას, ჩვენი ოპონენტები, ისინი კიდევ უფრო მეტს წააგებენ შემდეგი არჩევნებისთვის... თუ ვინმე დაშავდა, ამით უნდა დავინტერესდეთ და ეს ძალიან სამწუხაროა. ერთი რესურსი გვაქვს და ამაში ყველა დარწმუნდება, როდესაც სამომავლოდ, კანდიდატები დასახელდება. ვიდრე რადიკალურ ნაბიჯებს გეგმავენ და ახორციელებენ ჩვენი ოპონენტები, ჩვენ ვესაუბრებით ხალხს. ჩვენ დამატებით ქულებს ვიწერთ არჩევნებისთვის და ისინი კარგავენ რესურსს არჩევნებისთვის. ამიტომ, მათ მოვუწოდებ, ისინიც დაკავდნენ ამით, ესაუბრონ ხალხს და ნუ ესაუბრებიან ერთმანეთს“, - აცხადებს ... ...
  • ეს გურიაა _ რეზო ცქვიტინიძის ფოტორეპორტაჟიგურული სული და გარემო, განსაკუთრებით, გურიის ბუნებისთვის, ადგილობრივ კოლორიტთათვის ფოტოობიექტივში ადგილის მიჩენა, რომ მერე ეს ყოველივე, ირგვლივ ყველას და ყველაფერს უკიდეგანო პოზიტივად მიმოაპნიოს _ ასეთია ოზურგეთელი პროფესიონალი ფოტოგრაფის, რევაზ ცქვიტინიძის მუშაობის სტილი, თითქმის 50 წლის მანძილზე. სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია გურია ბახმარო ბახმაროს იალაღებზე გაზაფხულია გურული მწყემსი ბახმაროს იალაღებზე ოზურგეთი, ექადია, წმიდა გიორგის ეკლესია მწყემსთა სახლები გომისმთაზე საყორნია ასკანა აცანის ჩანჩქერი ასკანელი გურულის ღობე მჭედელი მჭედლის კლიენტი ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?