ოზურგეთის სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება


სამართალი

ოზურგეთის სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება

3 დეკ. 2013, 17:21:33
მას შემდეგ ის სხვადასხვა ინსტანციებში ეძებდა სამართალს, ითხოვდა სოციალური სააგენტოდან პასუხს, რის საფუძველზე მოეხსნა პენსიონერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ეკონომიურად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ პირს დახმარება, მაგრამ ამაოდ _ პასუხს ვერსად ვერ პოულობდა.

იურისტის ია მემარნიშვილის თქმით, ბეჟან ირემაძემ დახმარებისთვის სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურს მიმართა.

2013 წლის 31 ოქტომბერს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ზვიადაძემ გადაწყვიტა, რომ მოსარჩელე ბეჟან ირემაძის სარჩელი მოპასუხე სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონული განყოფილების მიმართ დაკმაყოფილდეს; სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის განყოფილებას კი დაევალოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების შესწავლის შემდეგ, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბეჟან ირემაძის მიმართ შეწყვეტილი შემწეობის (სოციალური დახმარების) ანაზღაურების თაობაზე.

_ ვცდილობდი, სასამართლოს გარეშე, მიმართვით გამერკვია სიტუაცია მაგრამ, უშედეგოდ _ კონკრეტულ პასუხს ,თუ რატომ მოხდა ბეჟან ირემაძის ოჯახის ხელმეორე გადამოწმება, ვერავინ მაძლევდა, _ ამბობს მემარნიშვილი "გურია ნიუსთან".

_ ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის #126 დადგენილების თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია მიღებული ან აღმოჩენილი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ ეკონომიური მდგომარეობის არსებით შეცვლას ან ოჯახის წევრის მიერ არასწორი ინფორმაციის მიწოდებას, მიიღოს გადაწყვეტილება სარეიტინგო ქულის არსებული წესით შეცვლაზე, რაც ეცნობება დაინტერესებულ მხარეს. სოციალური მომსახურების სააგენტოს დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე მიღებული ან აღმოჩენილი გამოვლენილი გარემოება, რომელიც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის, ამ შემთხვევაში ბეჟან ირემაძის ოჯახის სოციალურად ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლას ან ოჯახის წევრის (უფლებამოსილი პირის) მიერ არასწორი მონაცემის მიწოდების დახმარების შეწყვეტის მომენტისათვის, არ არსებობდა. ბეჟან ირემაძეს გააჩნდა შესაბამისი სარეიტინგო ქულა, რომლის არასწორად მიჩნევის ან შეცვლის დადასტურებული საფუძველი ადმინისტრაციული წარმოებისას არ გამოვლენილა.

კანონის თანახმად, სოცაგანტები ოჯახის მდგომარეობის გადამოწმებას უნდა ახდენდნენ ზემოთ ჩამოთვლილი გარემოების არსებობისას.

საბოლოოდ, მოქალაქესთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვემართა სასამართლოსთვის. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება. ასეთი პრეცედენტის შექმნა მისასალმებელია, რადგან ბევრი სოციალურად დაუცველი ოჯახია მსგავსს სიტუაციაში, მაგრამ თავს იკავებენ სასამართლოსთვის მიმართვისგან. იმედია, ამიერიდან ბევრი მათგანი შეეცდება სამართლებრივი გზით თავიანთი პრობლემის გადაჭრას.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 14 დღის ვადაში შევა კანონიერ ძალაში, თუ მას მხარეები არ გაასაჩივრებენ, _ ამბობს ია მემარნიშვილი.




 ახალი ამბები
  • თოვლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება _ როდიდან შეიცვლება ამინდი საქართველოშისაქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა , _ ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი - 19-20 იანვარს, უმეტესად თოვლის სახით, მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. 19-22 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები ... ...
  • მარინა ენდელაძე: ეს ერთადერთი გამოსავალიამსოფლიოში არცერთი ეპიდემია არ დამარცხებულა ვაქცინაციის გარეშე, შეუძლებელია ადამიანებმა მუდმივად რეგულაციების ქვეშ ვიცხოვროთ, ამდენად ერთადერთი საიმედო გამოსავალი - ვაქცინაციაა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ვაქცინაცია იქნება პირველ კვარტალში და პირველ ეტაპზე მცირე დოზა. „როგორც ვიცი, ქვეყანა ემზადება, რომ შემდეგ ვაქცინაცია მასიურად მოხდეს. პირველ რიგში რისკჯგუფები აიცრებიან. ვაქცინაცია ინფიცირებულთა შემთხვევებს შეამცირებს, მაგრამ პარალელურად, ჯერჯერობით, ისევ რეგულაციების დაცვა მოგვიწევს“, - განაცხადა ... ...
  • საქართველოს საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდასაქართველოს საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა, _ ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს: "რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ157 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ89-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, მოძრაობა განახლდა ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე - ამ დროისთვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • ხვალ დიდ ქალაქებში, ასევე, აჭარაში სკოლებში მეორე სემესტრი დისტანციურ ფორმატში განახლდებახვალ, 18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. აჭარისავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყვეს პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით. გარდა ამისა, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატიურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს. სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, დისტანციური სწავლების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი რესურსის „ტელესკოლის“ მეორე სემესტრის საგაკვეთილო პროცესიც გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი 18 იანვარს 9:00 საათიდან განახლდება. „პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან - სს „სილქნეტთან“, შპს „მაგთიკომთან“ და შპს „ვიონი საქართველოსთან“ (ბრენდი „ბილაინი“) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რის საფუძველზეც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები ივნისის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ. მობილური ინტერნეტ პაკეტის შეღავათიან ტარიფს ასევე მხარი დაუჭირა საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ“ - აცხადებენ განათლების სამინისტროში. დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და ტექნიკური საჭიროებების შესაბამისად, ინტერნეტ პროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. დარგის ექსპერტების რეკომენდაციით, 20GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტ რესურსების ... ...
  • პანკისის ხეობაში 40 წლამდე კაცი მოკლეს - ერთმანეთს ნათესავები დაუპირისპირდნენპანკისის ხეობაში ნათესავებს შორის  ურთიერთშელაპარაკება მკვლელობით დასრულდა - მოკლულია 40 წლამდე კაცი. შემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა. სავარაუდო დამნაშავეს, გავრცელებული ინფორმაციით, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. წყარო: მთავარი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....