ლევან კორტავას ოჯახი ციხის ექიმის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

სამართალი

ლევან კორტავას ოჯახი ციხის ექიმის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

2013 დეკ 10 17:28:36

როგორც ხათუნა კორტავა "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებს, ციხის ექიმმა ლევან კორტავას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამალა.

"დღეს ვისაც ბრალი წაუყენა პროკურატურამ, ამათ რომ პასუხისგებაში მისცემდნენ, ვიცოდი. პროკურატურამ მართლა დაიწყო მუშაობა, თუმცა, არის კიდევ კითხვის ნიშნები და დრო გვიჩვენებს რას იზამენ. კიდევ არის რამდენიმე "მაყურებელი" ზვიად ბიწაძე და ძმები ონიანები, რომლებიც ამ საქმეზე ხმას არ იღებენ. როგორც მე მითხრეს, ონიანების გარეშე არაფერი კეთდება ციხეში. ამასთან, ვინ იყვნენ ამ საქმის დამკვეთები, ეგ არის მთავარი. "მაყურებელი" დამკვეთის გარეშე ამას ხომ ვერ გააკეთებდა? გოგიბერიძემ და შანშაშვილმა იცოდნენ, რომ ლევანს სცემდნენ. სიტუაცია რომ დაიძაბა მაშინ უთხრა შანშაშვილმა გოგიბერიძეს, მალხაზ სინაურიძეს უთხარი რაც ხდებაო, მაგრამ შანშაშვილმა ეს ამბავი სინაურიძემდე არ მიიტანა: არა უშავს, ცოტას წაუტყაპუნებენო. ასეთ ადამიანებს, რადგან ისინი პროკურატურასთან თანამშრომლობენ, საპროცესოს უთანხმებენ. სად არის სამართალი? ბოლომდე არ არის აღმკვეთი ღონისძიება ყველასთვის შეფარდებული, ველოდები პასუხს და მერე ვიმოქმედებ. გოგიბერიძეს და შანშაშვილს თუ საპროცესო გარიგება შეუფარდეს, შეიძლება ქვეყანა დავანგრიო.

ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ექიმის პასუხისმგებლობა ჯერ არ დამდგარა. მესმის, რომ შესაძლოა, ლევანი ვერ გადარჩენილიყო, მაგრამ როცა ეს ამბავი მოხდა, ექიმმა ორსაათნახევარი რატომ გააჩერა ციხის საავადმყოფოში, სანამ მას ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანდნენ? ციხის ექიმის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. ექთანს, რომელიც იმ დღეს იყო მორიგე, მანამდეც ვიცნობდი, კორუმპირებული პიროვნებაა. ლევანს პირველად ციხეში ჯანმრთელობის პრობლემა რომ შეექმნა, მაშინ მკურნალობდნენ. სადაც ვნახავ, თვალებს დავთხრი. როცა სინაურიძე ჩამოსულა ექიმს უთქვამს არაფერი სჭირს, დაბეჟილობა აქვსო, ლევანი თურმე ამ დროს უკვე ძალიან ცუდად ყოფილა. ვფიქრობ, რომ მან მიზანმიმართულად დამალა ლევანის მდგომარეობა. ვინც შვილი მომიკლა, იმაზე უარესი ჯალათი ექიმი და ექთანია. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს რომელი მთავრობა იქნება, თუ ჩემს სამართალს ვერ მივაღწიე? დამნაშავე დაისაჯოს, მეტს არაფერს ვითხოვ", - ამბობს ხათუნა კორტავა "გურია ნიუსთან" საუბრისას.

მისცემენ თუ არა პასუხისგებაში ციხის პირევლადი ჯანდაცვის დაწესებულების ექიმს, ჯერჯერობით უცნობია. "გურია ნიუსს" პროკურატურის პრესსამასხურში განუცხადეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ახალი დეტალების აღმოჩენისთანავე ეს ცნობილი საზოგადოებისთვისაც გახდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს კორტავას გარდაცვალების საქმეზე პასუხისგებაში ქურდული წესების მიმდევარი კრიმინალური ავტორიტეტები სოლომონ დაშნიანი, გელა უშხვანი და თეიმურაზ გურეშიძე მიეცნენ.

პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უშხვანის, დაშნიანისა და გურეშიძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით დღესვე მიმართავს.

აღსანიშნავია, რომ გარდა ზემოთ აღნიშნული პირებისა, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულები არიან სად-ის N14 დაწესებულების დირექტორი მალხაზ სინაურიძე, დირექტორის მოადგილე ივერი გოგიბერიძე, უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორები ილია შანშაშვილი და თენგიზ ნასარეია, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი ალექსანდრე ბაბუნაშვილი, სოციალური მუშაკი გიგა კოხოძე და ასევე, მსჯავრდებული გიორგი შემაზაშვილი.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში _ არიან დაშავებულებიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. 2 მსუბუქი ავტოანქანის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით ... ...
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...

არქივი

ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...