მთავარი პროკურატურის განცხადება ივანე მერაბიშვილის საქმეზე

სამართალი

მთავარი პროკურატურის განცხადება ივანე მერაბიშვილის საქმეზე

2013 დეკ 26 10:11:35

"25 დეკემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ივანე მერაბიშვილის ბრალდების საქმის განხილვისას, აჭარის ა/რ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა თეიმურაზ პატარიძემ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ივანე მერაბიშვილისთვის ბრალად შერაცხული ფაქტობრივი გარემოებები და აჩვენა, რომ 2009 წლის მაისში მინისტრ ივანე მერაბიშვილის დავალებით დაიკავა კვარიათში მდებარე კერძო საკუთრებაში არსებული აგარაკი. ივანე მერაბიშვილის დავალებითვე მოძებნა აგარაკის მოსავლელად ორი სანდო პირი და მუდმივი მეთვალყურეობის განსახორციელებლად აგარაკს დასაცავად მიუჩინა ორი პოლიციის თანამშრომელი.

ამ ფაქტიდან დაახლოებით 2 კვირაში, აგარაკი პირადად მოინახულა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა, რომლის მითითებითაც სახელმწიფო, კერძოდ კი შსს აჭარის სამმართველოს ბიუჯეტიდან განხორციელდა ხსენებული აგარაკის რემონტი, სადაც მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაია კედლის ფერისა და ინტერიერის შერჩევაში უშუალოდ იყო ჩართული და სწორედ მისი გემოვნებით განხორციელდა აგარაკზე სარემონტო სამუშაოები.

მოწმემ მიცემულ ჩვენებაში ასევე ისაუბრა იმ გარემოებებზე, რომ წლების განმავლობაში აგარაკზე ისვენებდნენ როგორც მინისტრი, აგრეთვე მისი მეუღლე თაკო სალაყაია, შვილები და მისი ნათესავები. ამასთან მოწმემ დაადასტურა ფაქტი, რომ ივანე მერაბიშვილმა იცოდა, რომ აგარაკი არ იყო კონსპირაციული და იგი არ იყო აყვანილი შსს ბალანსზე.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოწმე თეიმურაზ პატარიძის დახურულ სასამართლო სხდომაზე დაკითხვა დაცვის მხარემ მოითხოვა და სასამართლომ დააკმაყოფილა ჯერ კიდევ 2013 წლის 07 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე. ბრალდებას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის რეალური მოტივი პროცესის დახურვასთან დაკავშირებით იყო ის გარემოება, რომ საზოგადოებას პირველწყაროდან არ გაეგო ივანე მერაბიშვილის მიერ პირადი მოტივებით ფიზიკური პირის საკუთრების აშკარა ხელყოფის ფაქტი."




 ახალი ამბები
  • “აუცილებელია, ბავშვმა გარეთ გაატაროს მინიმუმ 1-2 საათი დღეში, ამინდის მიუხედავად”ალერგოლოგო-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი რჩევას გვაძლევს, როგორ გავაძლიეროთ ბავშვებში იმუნური სისტემა. კულუმბეგოვის თქმით,  იმუნური სისტემა, -ამ თემის შესახებ ბავშვთა და მოზრდილთა  საჭირო რჩევებს იძლევა: “იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი პატარას იმუნური სისტემა მნიშვნელოვანია პატარების ფიზიკური დატვირთვა. აუცილებელია, ბავშვმა გარეთ გაატაროს მინიმუმ 1-2 საათი დღეში, ამინდის მიუხედავად. მნიშვნელოვანია, პატარები დაიტვირთონ ფიზიკურად, რაც გააუმჯობესებს მათ ფიზიოლოგიურ განვითარებას, გაავარჯიშებს გულსისხლძარღვთა და იმუნურ სისტემას.  საძინებელი უნდა იყოს განიავებული, მშვიდი, გრილი (მაქსიმალური ტემპერატურა 18 გრადუსი) თუ ატყობთ, რომ თქვენი პატარას იმუნიტეტი დასუსტებულია და ვერ უმკლავდება ინფექციებს, მიახმარეთ იმუნოკინდი – უსაფრთხო პრეპარატი, რომლის მიღებაც დაშვებულია დაბადებიდანვე”, – ... ...
  • „რა ქნან, გერმანული მოდელი უნდათ და!“ _ სალომე ზურაბიშვილი„რა ქნან, გერმანული მოდელი უნდათ და!“ — ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტს, სადაც იგი იმ ადამიანებს აკრიტიკებს, ვინც პარლამენტთან მიმდინარე აქციებს უერთდება. ფეისბუკის მომხმარებლის პოსტში, რომელიც 17 ნოემბერს, 14:44 საათზე არის გამოქვეყნებული, წერია: „ჩემი ახლობლების გასაგონად ვამბობ! არ გაბედოთ და აღარ მითხრათ, დღიდან ნაცების მოსვლისა, ვაპროტესტებდი მათ მმართველობასო… [გია] ბარამიძესთან ერთად რომ დადგებით და ერთად გააპროტესტებთ, არა აქვს მნიშვნელობა რას, ამის მერე აღარ დამელაპარაკოთ“. ამ პოსტის კომენტარებში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის პირადი გვერდიდან წერს: „რა ქნან, გერმანული მოდელი უნდათ ... ...
  • შემოქმედის ვარდები და 33 წლის მამაკაცის მოულოდნელად შეცვლილი პროფესიაპროფესიით გერმანისტია, მაგრამ,  ჯერჯერობით, ამ კუთხით არ უმუშავია. მუშაობდა ყაზტრანსგაზში, შემდეგ ერთ-ერთ ბანკში სესხის ოფიცერად, მოგვიანებით, ამავე ბანკის ბათუმის ფილიალის მმართველი იყო, თავისი ძალები, ასევე, მოსინჯა არქიტექტურულ კომპანიაში. ბოლო ორი წელია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის მკვიდრი, 33 წლის ალექსანდრე ფირცხალაიშვილი ვარდების გაშენებით და მოვლით არის დაკავებული. “ვარდების სათბურის იდეა გაჩნდა რამდენიმე გარემოების დამთხვევის გამო, მეგობართან საუბარში: მიყვებოდა სხვა სათბურის შესახებ, ოღონდ სხვა ყვავილები ჰქონდათ იქ. შემდეგ დამაინტერესა და ალეკოს შევთავაზე. თავიდან მას არ წარმოედგინა, როგორი იქნებოდა მეყვავილეობა. მუშაობდა ბანკის მენეჯერად ბათუმში და ასევე არქიტექტურული ბიზნესი ჰქონდა ახალ გახსნილი, მეც დავანებე თავი, რადგან გამოცდილება არც მე მქონდა და არც ფინანსები. სადღაც 1-2 თვის შემდეგ გავიგე სააგრანტო პროგრამის და იაფი კრედიტის შესახებ. თვითონ დამიკავშირდა სოფლის მეურნეობის სააგენტო და იმავე დღეებში  მეყვავილეობის შემსწავლელი კურსის  რეკლამა ვნახე, რომლიც  აგრარური უნივერსიტეტის და გარდენიის მიერ იყო გამოცხადებული.   მე რა თქმა უნდა, ორივე საშუალება გამოვიყენე, კურსები გავიარე,  რითაც წარმოდგენა შემექმნა რასთან შეიძლება საქმე მქონოდა და დაფინანსებაც მოვიპოვე,  ასევე შემთხვევით ამავე პერიოდში ტელეფონით გავიცანი ის ადამიანები, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ ზოგადად მესათბურეობაში და მათგან გადამწყვეტი ტექნიკური რჩევები მივიღეთ“, - გვიყვება ალექსანდრე ფირცხალაიშვილის ძმა,  დავით ფირცხალაიშვილი. “ძმის შემოთავაზებას დიდი ფიქრის შემდეგ დავთანხმდი. ბოლომდე არ ვიცოდით, რა გამოვიდოდა,  მაგრამ გვინდა დაწყებული საქმე წარმატებული გავხადოთ. ეს ორი წელიწადი ძალიან დაძაბული იყო, რადგან ბევრი შრომა სჭირდება ვარდების მოვლას, გახარებას და შემდეგ რეალიზაციას,“ _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ალექსანდრე ფირცხალაიშვილმა. მისივე ინფორმაციით, საქმის დაწყების პერიოდში იმყოფებოდნენ მეყვავილეობის სემინარებზე, სადაც მოწვეული იყო ჰოლანდიელი მეყვავილეები. “მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. ასევე, 2020 წლის თებერვალში ჩამოდიან ამერიკიდან მეყვავილეები, რომლებიც 3 დღე დარჩებიან ჩვენს ობიექტზე და ცოდნას გაგვიზიარებენ“, _ გვეუბნება ახალგაზრდა ფერმერი. ყვავილების მოვლა-პატრონობაში რამდენიმე ადგილობრივი არის დასაქმებული. “მეზობლები ყველაზე დიდი გულშემატკივარია ჩვენი ვარდების. ხშირად ახალგაზრდები უანგაროდ გვეხმარებოდნენ, რადგან სოფელში ვარდების სათბური ყოფილიყო,“ - აღნიშნა საუბრის დროს ალექსანდრე ფირცხალაიშვილმა. ამ ეტაპზე სარეალიზაციოდ 3 ჯიშის ვარდი, 2 წითელი და 1 თეთრი. ამის გარდა ვარდების ბაღში 20-ამდე სხვადასხვა ჯიშის ... ...
  • დავით მჟავანაძეს ოთხდღიანი პატიმრობა შეეფარდაოთხი დღით პატიმრობა შეეფარდა პატიმრობა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს დავით მჟავანაძეს. მისივე თანაგუნდელი ბესო ქათამაძე ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს წერს. “ბრალდების მხარის მტკიცებით, აქციაზე ბოროტული განზრახვით ყოფნის გამო მჟავანაძეს 4 დღით პატიმრობა შეეფარდა! სასამართლო არ არსებობს! სირცხვილია! ბიძინა უნდა დასრულდეს!“ - წერს ბესო ქათამაძემ. ინფორმაციისთვის ბოლო დროს ჩატარებული აქციების დროს 37 ადამიანი დააკავეს, მათ შორის არის დავით ... ...
  • ფაქტი, რომელიც ისტორიად დარჩება _ ოზურგეთელი ქალბატონი ფოტოგრაფის ობიექტივშიფოტოზე, რომელსაც ფოტოგრაფი რევაზ ცქვიტინიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს, ჩანს როგორ მიაქვს ოზურგეთში მცხოვრებ ქალს საკვები მიუსაფარი ძაღლისთვის. ცქვიტინიძე ფოტოზე მინაწერსაც აკეთებს _ „ქალბატონმა ქუჩაში ძაღლს პური მოუტანა, მას ღმერთი გადმოხედავს!“  “ძალიან გულისხმიერი და კეთილშობილი ადამიანი არის ეს ქალი. როგორც მითხრა, ყოველდღე აპურებს ძაღლებს. მეც ასე ვარ, ექვსი ძაღლი მყავს სახლში. ყველა მათგანი ქუჩიდან ავიყვანე. მიყვარს ძაღლები, ერთგული არსებები არიან“, _ გვითხრა რევაზ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?