"ერთი წელია მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაიწყოს გადარიცხვების საკითხის გამოძიება"

სამართალი

"ერთი წელია მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაიწყოს გადარიცხვების საკითხის გამოძიება"

28 იან. 2014, 12:08:58

 

"ოქრუაშვილი-პატარკაციშვილისტანდემმა პანიკაში ჩააგდო სააკაშვილი-მერაბიშვილი-ადეიშვილისდაჯგუფება და დაიწყეს ყველას და ყველაფრის გაკონტროლება. ისინი ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ ყველა უნდა გაკონტროლებულიყო.ყველას ახსოვს ოპერაცია „მარცხენა ჯიბე“,რომლის დროს ბევრი უდანაშაულო ადამიანი დააპატიმრეს და მილიონები გამოსძალეს. მაგ დროისთვის საქართველოში არ რჩებოდა თავისუფალი ბიზნესმენი. ისინი თავიანთივე საწარმოებში დატოვეს უბრალო მენეჯერებად, ხოლო ყველა საკითხს წყვეტდა „ნაცისტური მოძრაობა“,ოპოზიციური პარტიებიც მათი შეხედულებით და დავალებით ფინანსდებოდნენ.  გვახსოვს იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, თუნდაც გავიხსენოთ ბოკერიას განცხადება, როცა თქვა, რომ ბენზინზე და საწვავზე ფასი შემომტანსა და ხელისუფლებას შორის გარიგების შედეგი იყო, რასაც მაშინვე მოჰყვა გამოხმაურება და შეფასებები, რომ გარიგება სისხლის სამართლის დანაშაულია. მთლიანად სქემა იყო დანაშაულებრივი".

მამრაძის განცხადებით, ის 13 წლის მანძილზე მუშაობდა კანცელარიის უფროსად და კოლეგებისგან ბევრი ინფორმაცია მისდიოდა. მისი თქმით, დღეს, როცა კეზერაშვილი საფრანგეთშია დაპატიმრებული და მის გარშემო ხმაური ატეხილია იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით, არ უნდა დაივიწყოს საზოგადოებამ, რომ კეზერაშვილი იყო დე-ფაქტო ფინანსური პოლიციის მმართველი, რომელიც აკონტროლებდა, რომ ყველა ბიზნესმენს შეეტანა წილი ხელისუფლების "ობშიაგში". მამრაძის თქმით, იმ პერიოდში ყველა ტენდერში იმარჯვებდნენ ის ადამიანები, რომლებიც თანხის ნახევარს ისევ ხელისუფლების "ობშიაგში" აბრუნებდნენ.

"მაშინ იქმნებოდა პატარა ფირმები, რომელიც მალევე მსხვილდებოდა და სახელმწიფოსგან იღებდა ტენდერებს.ეს არ ნიშნავს, რომ მილიონერები ხდებოდნენ. მათ ფულის გარკვეული ნაწილი "ობშიაგში" უნდა დაებრუნებინათ. პრესაში არაერთხელ გამოქვეყნდა ინფორმაცია ბაქრაძის სიმამრის შესახებ, რომელმაც გაიმარჯვა ტენდერში, მაგრამ დღემდე არც დაუწყია და არც დაუსრულებია სამუშაოები, გაიხსენეთ ხიდები ანაკლიაში,რომელიც მერე ჩაწვა. ელიტარული კორუფცია არასოდეს ტოვებს საბუთს. ერთი წელია მოვუწოდებ ხელისუფლებას დაიწყოს გადარიცხვებისსაკითხის შესწავლა. ჩემი კოლეგები ხშირად მეუბნებოდნენ, რომ საფუძვლის გარეშე ახდენდნენ გადარიცხვებს.აი, ეს საკითხია სასწრაფოდ შესასწავლი და ბევრ დახურულ საქმეს ახდის ფარდას".

მამრაძე აცხადებს, რომ რადგან ამ საქმეებში ხელისუფლება ჯერ არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ დანაშაულებრივ გარიგებებში მონაწილეობდნენ, ჯერ კიდევ მაღალ თანამდებობებზე არიან ან მოხდა სიმბიოზი-მოლაპარაკება.  მისი თქმით, ბიზნესმენები დაიყვნენ ჩახსნილებად და არაჩახსნილებად. თუ ბიზნესმენი თავისი ნება-სურვილით გადაწერდა ქონებას მავანის და მავანის სახელზე, ის იქნებოდა ჩახსნილი.

"მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელის თქმით, კანცელარიის უფროსად მუშაობის პერიოდში ვინმეს სამკაულის შესაძენად ან ბოტოქსის გასაკეთებლად ფული რომ გადაერიცხა, მეორე დღესვე "წასული იქნებოდა მისი საქმე". აქვე აღნიშნა, რომ დანაშაულებრივი სქემით ისე მდიდრდებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ ქაღალდიც არ რჩებოდა, მაგრამ შესაძლებელია საქმის ძიების პროცესში იმ ადამიანების სიის დადგენა, რომლებიც ძალდატანებით ასხვისებდნენ საკუთარ ქონებას.  მამრაძე თქმით, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ნება, უნდა დაუმტკიცოს ხალხს, რომ უნდა სამართლიანობის აღდგენს და ეკონომიკის აღმავლობა და დაიწყოს დანაშაულებრივი სქემის გამოძიება.




 ახალი ამბები
  • ფოთში ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა- სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობსსუიციდის ფაქტი ფითში - გვიან ღამით, ცოტნე დადიანის ხიდიდან ახალგაზრდა გოგო მდინარეში  გადახტა.  სამძებრო  ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები. დამატებით დეტალებს "გურია ნიუსი"შსს-ში ... ...
  • მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ 13 წლის მოზარდსუკვე მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ მესტიაში,სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს. ილია ფილფანის სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 80-მდე მაშველი და ერთი ვერტმფრენი. შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...