"მერაბიშვილმა ორგანიზება გაუკეთა გირგვლიანის საქმის მტკიცებულებების გაყალბებას და დაფარა დავით ახალაიას მონაწილეობა"


სამართალი

"მერაბიშვილმა ორგანიზება გაუკეთა გირგვლიანის საქმის მტკიცებულებების გაყალბებას და დაფარა დავით ახალაიას მონაწილეობა"

20 ოქტ. 2014, 19:11:51

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და  საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბისთვის, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 341-ე მუხლით.

"სასამართლოს მიერ უკვე დადასტურებულია, რომ ივანე მერაბიშვილმა ორგანიზება გაუკეთა სანდრო გირგვლიანის საქმის მტკიცებულებების გაყალბებას და დაფარა დავით ახალაიას მონაწილეობა ამ დანაშაულში, კერძოდ:

 2006 წლის 27 იანვარს,  ქ. თბილისში,  კაფე-ბარ ,,შარდენბარში", სანდრო გირგვლიანს სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა თამარ მერაბიშვილის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას სუფრის წევრ თათია მაისურაძესთან, რის გამოც დავით ახალაიას დავალებით, ადგილზე გამოძახებულმა კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომლებმა  სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე.

გამტაცებლებმა სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი გააშიშვლეს ძლიერ ყინვაში და სასტიკად სცემეს. ნაწამები სანდრო გირგვლიანის გვამი ნანახი იქნა ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

ამ ფაქტიდან მეორე დღეს,  ქ.თბილისის შ.ს. მთავარი სამმართველოს მაშინდელი უფროსის მერაბ ბაღათურიას მიერ მოხდა შინაგან საქმეთა მინისტრ ი. მერაბიშვილის ინფორმირება, როგორც სუფრის წევრების შემადგენლობის, ასევე გირგვლიანის გამტაცებლების, "კუდი"-ს თანამშრომლების ვინაობის თაობაზე, შესაბამისად, ი. მერაბიშვილმა დადასტურებულად იცოდა, რომ დანაშაულის ორგანიზატორი იყო  დავით ახალაია, ხოლო შელაპარაკების ადგილას - ,,შარდენბარში" იმყოფებოდა მისი მეუღლე თამარ მერაბიშვილი.

იმის გამო, რომ ხსენებული ფაქტის გამოაშკარავებით ივანე მერაბიშვილს მოუწევდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარება და თანამდებობის დატოვება, იგი დავით ახალაიასთან ერთად შეუდგა საქმის გაყალბებას და დანაშაულის დაფარვას.

გამოძიების ფალსიფიკაციის გეგმის ფარგლებში შედგა დავით ახალაიას  "საიდუმლო"  წერილი ი. მერაბიშვილისადმი,  თავის მხრივ, ი. მერაბიშვილის "საიდუმლო" წერილი საქართველოს იმჟამინდელი გენერალური პროკურორის - ზურაბ ადეიშვილისადმი, რომ თითქოს დავით ახალაიას ძალისხმევის შედეგად გამოაშკარავებულ იქნენ სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე  კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები: გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა, რომლებიც  2006 წლის 6 მარტს მიეცნენ ბრალდებულად პასუხისგებაში.

ხსენებულ პირებს, სასჯელის მოხდის საფასურად, ასევე დუმილისა და დანაშაულში უფრო მაღალი თანამდებობის პირების, კერძოდ, დავით ახალაიას ორგანიზატორობის არ განთქმის სანაცვლოდ, ივანე მერაბიშვილმა და დავით ახალაიამ შესთავაზეს და გადასცეს ფინანსური საზღაური 100-100 ათასი ამერიკული დოლარი და აღუთქვეს სასჯელისაგან ვადაზე ადრე გათავისუფლება, რითაც ხელი დააფარეს ამ დანაშაულის ორგანიზატორებს და გააყალბეს საქმის გამოძიება. 

აღნიშნული დანაშაულისთვის, სასამართლომ "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ივანე მერაბიშვილს მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით და ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლის და 3 თვის ვადით.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ივანე მერაბიშვილისთვის ეს უკვე მესამე გამამტყუნებელი განაჩენია. იგი ამჟამად სასჯელს იხდის კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის დარღვევის, დიდი ოდენობით ფულადი თანხების გაფლანგვის, ამომრჩევლის მოსყიდვის და 2011 წლის 26 მაისს,  მოქალაქეთა მასობრივი დაკავებისა და დარბევის ბრძანების გაცემისთვის.

ასევე, სასამართლომ ივანე მერაბიშვილის დამნაშავეობის საკითხთან ერთად იმსჯელა საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ ვამეხი აბულაშვილის და კახა დაბრუნდაშვილის ეპიზოდებზეც და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების ვალერიან მეტრეველის და გერონტი ალანიას მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი თავისუფლების უკანონო აღკვეთის და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით.

შეგახსენებთ, რომ 2005 წლის 5 ოქტომბერს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დავით ახალაიასთან სიტყვიერი შელაპარაკების გამო,  ვამეხი აბულაშვილი და კახა დაბრუნდაშვილი გაიტაცეს და წაიყვანეს სოფელ ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დავით ახალაიამ, გერონტი ალანიამ, ვალერიან მეტრეველმა და კუდის სხვა თანამშრომლებმა  ისინი უმოწყალოდ სცემეს.

გერონტი ალანიას და ვალერიან მეტრეველს სასჯელად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით, ჯარიმა თითოეულს 2000 ლარი და ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლის და 3 თვის ვადით.

სანდრო გირგვლიანის, ვამეხი აბულაშვილის და კახა დაბრუნდაშვილის ეპიზოდებზე, ბრალდების მხარე ასევე მოითხოვს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას დამნაშავედ ცნობას, მას შემდეგ რაც განახლდება სასამართლოში მისი საქმის განხილვა.

რაც შეეხება ოლეგ მელნიკოვს, ხსენებულ ფაქტებზე მის მიმართ უკვე არსებობს გამატყუნებელი განაჩენი, მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე განესაზღვრა 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და იგი სასჯელს იხდის საპატიმრო დაწესებულებაში."




 ახალი ამბები
  • ახმეტაში 22 წლის კაცმა სიცოცლხე თვითმკვლელობით დაასრულაახმეტაში,სოფელ მატანში 22 წლის კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სუიციდის ფაქტი "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა, დავით მამუკელაშვილმა დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით,მამაკაცი გარდაცვლილი დღეს დილით,საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა ნახეს. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით ... ...
  • სპეცოპერაცია კასპში- ყოფილმა პოლიციელმა მძევლები აიყვანაშინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში ერთ-ერთი საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით 1 პირი - 1993 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა. ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა. თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება, პოლიციამ მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრა ტერიტორია და დაიწყო სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები. ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ ბორცვაძე ჩავიდა, რომელიც საპოლიციო ღონისძიებებს პირადად ხელმძღვანელობდა. სამართალდამცველების მხრიდან გ.მ.-სთან რამდენიმესაათიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების უვნებლად გათავისუფლდნენ, რომლებიც პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების შემდეგ პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "ი" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს. დაკავებული პოლიციის ყოფილი თანამშრომელია როგორც ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: “პოლიციაში მუშაობდა და სამართდალდამცველთა რიგებიდან 2018 წელს წავიდა“. ბორცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ დაკავებულმა ცოტა ხნის წინ პოლიციას მიმართა და განუცხადა, რომ ემუქრებოდნენ. თუმცა, ხორციელდებოდა თუ არა მასზე მუქარა, გამოძიების ... ...
  • „ქართული ოცნება“ 3 მთავარ რამეში გამოიხატება"- კობახიძემინდა, ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით ბიძინა ივანიშვილის მიმართ. მან 2012 წელს დაამარცხა სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი და საფუძველი ჩაუყარა ახალ დემოკრატიულ წესრიგს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას თავისუფლება, მშვიდობა და უსაფრთხოება მოუტანა, - ასე დაიწყო ირაკლი კობახიძემ საკუთარი სიტყვა პარტიის ყრილობაზე. „დღემდე, ის იყო თავისუფლების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი გუნდისთვის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა, რა თქმა უნდა, სერიოზულ გამოწვევას ნიშნავს. ამ გამოწვევაზე პასუხი უნდა იყოს გუნდის სიმტკიცე, ერთიანობა, კიდევ უფრო მეტი შემართება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. ასევე, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა, მადლობა გადავუხადო 2014 წლიდან, პირადად ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობას ვუხდი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს, პარტიის თავმჯდომარეს წარდგენისთვის, განსაკუთრებული მადლობა პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური გუნდის თითოეულ წევრს.  „ქართული ოცნება“ 3 მთავარ რამეში გამოიხატება, პირველი ეს არის ერთიანი საქართველო, ფიზიკურად და სულიერად, ფიზიკურად ერთიანი საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებითა და ოსებით, სულიერად ერთიანი საქართველო, სადაც ადამიანებს არ აქვთ სიძულვილი, არამედ აერთიანებს სიყვარული. ჩვენ ვართ გაერთიანებული „ქართული ოცნების“ გარშემო. „ქართული ოცნება“ 3 მთავარ რამეში გამოიხატება, პირველი ეს არის ერთიანი საქართველო, ფიზიკურად და სულიერად, ფიზიკურად ერთიანი საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებითა და ოსებით, სულიერად ერთიანი საქართველო, სადაც ადამიანებს არ აქვთ სიძულვილი, არამედ აერთიანებს სიყვარული. ჩვენი ქართული ოცნებაა საქართველო კეთილდღეობის ევროპული დონით, ძლიერი ქალაქებითა და სოფლებით, ძლიერი და წელში გამართული ოჯახებით, საქართველო, სადაც ერთი ადამიანიც აღარ ცხოვრობს სიღარიბეში, ჩვენი ქართული ოცნებაა საქართველო, რომელიც არის მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების თანამეგობრობის, ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი. სწორედ ამ ოცნებით გაერთიანდა ქართული საზოგადოება 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილისა და ჩვენი პარტიის გარშემო, სწორედ ამ ოცნებამ, ღირებულებებმა და შემართებამ მისცა ჩვენს ხალხსა და პარტიას შესაძლებლობა, რომ საფუძველი ჩაეყარა დემოკრატიული გარდატეხისთვის, რამაც შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად“, - განაცხადა ... ...
  • "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდაპარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობამ, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩია ყრილობამ კობახიძის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი  ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს დატოვა და პოლიტიკიდან ... ...
  • "ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა აირჩია პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა აირჩია.  პარტიის გენერალური მდივანი კვლავ კახა კალაძე იქნება, პარტიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას კი ვასილ მაღლაფერიძე დაიკავებს. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა ასეთია: კახა კალაძე ვასილ მაღლაფერიძე გიორგი გახარია არჩილ თალაკვაძე მაია ცქიტიშვილი გიორგი ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილი თეა წულუკიანი მამუკა მდინარაძე კახაბერ კუჭავა ვახტანგ გომელაური ეკატერინე ტიკარაძე ივანე მაჭავარიანი მაკა ბოჭორიშვილი შალვა პაპუაშვილი მარიამ ქვრივიშვილი ნიკოლოზ სამხარაძე სოზარ სუბარი დიმიტრი სამხარაძე თორნიკე რიჟვაძე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....