საია – სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებაში პატიმრები ღირსების შემლახავ საცხოვრებელ პირობებში იმყოფებიან

სამართალი

საია – სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებაში პატიმრები ღირსების შემლახავ საცხოვრებელ პირობებში იმყოფებიან

21 ოქტ. 2014, 15:25:09
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში მოშიმშილე მსჯავრდებულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი არასათანადო და ღისრების შემლახავ პირობებში იმყოფებიან.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ერთობლივი განცხადებით მომართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულებაში მოთავსებულმა მსჯავრდებულებმა: ა.ს.-მ, რ.ბ.-მ, მ.გ.-მ, გ.ჩ.-მ და ტუბერკულოზით დაავადებული მსჯავრდებულის ბ.პ.-ს დედამ. სახელმწიფოსგან ადამიანური ღირსების შესაფერისი პატიმრობის პირობებით უზრუნველყოფის მოთხოვნით აღნიშნული მსჯავრდებულები შიმშილობენ 2014 წლის 18 სექტემბრიდან დღემდე.
საია-სთვის ცნობილი გახდა, რომ შიმშილობის შედეგად შეუძლოდ გახდა მსჯავრდებული ბ.დ., რომელიც ჯანმრთელობის გაუარესების გამო მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს გადაყვანილ იქნა  ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, სადაც მოინახულა საია-ს იურისტმა, ხოლო 17 ოქტომბერს ბ.დ. დააბრუნეს N7 დაწესებულებაში.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ N7 დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრები იმყოფებიან მათთვის ღირსების შემლახავ საცხოვრებელ პირობებში. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, 2014 წლის 26 თებერვალს სახალხო დამცველმა მიმართა რეკომენდაციით, სადაც აღნიშნავს, რომ N7 დაწესებულების საკნებში: არ არსებობს სათანადო ვენტილაცია და განათება; ბუნებრივი სინათლე არ აღწევს სასეირნო ადგილებზეც კი, შესაბამისად პატიმრები მუდმივად განიცდიან ჟანგბადის უკმარისობას; რიგი საკნების ფართობი არ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს; არ არსებობს ხანგრძლივი პაემნისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა; პატიმრებს საკანშივე უხდებათ ტანსაცმლის გარეცხვა და გაშრობა, ვინაიდან არ არსებობს სამრეცხაო; კვლავ პრობლემატურია ჰიგიენის დაცვა და იქმნება გადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხე. საპყრობილე არის ცივი, ბნელი, უჰაერო, ნესტიანი და უსუფთაო. ჩვენს წინაშე წარმოდგენილ   განცხადებაში მსჯავრდებულები დამატებით აღნიშნავენ, რომ საპირფარეშოებში არ არის წყლის ავზი და გამწოვი სისტემა  (საპირფარეშო მოთავსებულია საკანში).
მსჯავრდებულთა მიერ წარმოდგენილი ერთობლივი განცხადების, ახსნა-განმარტებებისა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგის დასკვნებზე დაყრდნობით, მიგვაჩნია, რომ N7 დაწესებულებაში უხეშად ირღვევა პატიმართა უფლებები, რომელიც გარანტირებულია ეროვნული კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით.
ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი ნებისმიერ შემთხვევაში აკისრებს სახელმწიფოებს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყონ თავისუფლებააღკვეთილ პირთათვის საჯელის მოხდის სათანადო საყოფაცხოვრებო პირობები. საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ არაერთ გადაწყვეტილებაში ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს მიუთითა, რომ ლოგისტიკური და ფინანსური პრობლემების მიუხედავად ის ვალდებულია მოაწყოს თავისი პენიტენციალური სისტემა ისე, რომ უზრუნველყოს პატიმრების  ღირსების პატივისცემა (იხ. ღავთაძე საქართველოს წინააღმდეგ, პ.76-77; პოღოსიანი საქართველოს წინააღმდეგ, პ.48; ალიევი საქართველოს წინააღმდეგ, პ.71; გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ, პ.41).
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა, საკნების სათანადო ვენტილაციისა და ბუნებრივი განათების გათვალისწინებით", _  აღნიშნულია განცხადებაში.
საია გამოთქვამს მზადყოფნას, სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს და წარმოადგინოს N7 დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულთა ინტერესები, როგორც ეროვნულ, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს წინაშე.



 ახალი ამბები
  • პატრიარქის სამადლობელი წერილი და პრეზიდენტის სტუმრობა ზემო აკეთშიქვეყნის  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლები დღეს ლანჩხუთში, ზემო აკეთს სტუმრობდნენ. საქმე ისაა, რომ ივნისს–ივლისის თვეში, ლანჩხუთში, საექსპედიციო ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ანსამბლ ,,შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე და ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სახელობის სკოლის ხელმძღვანელი ავთანდილ თურქია ედგა, აკეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, ცნობილი მომღერლების საფლავების აღმოჩენა-რესტავრაცია განახორციელეს. დღეს უკვე აღმოჩენილია ცნობილი გვარის - ხუხუნაიშვილების ანსამბლის წევრების 6 საფლავი, ხოლო ცარიზმის დროს ხელყუმბარით დაზიანებული ტაძარი, მზად არის რესტავრაციის დასაწყებად. სწორედ ეს  რესტავრირებულ საფლავები და რესტავრაციაში მყოფი ტაძარი მოინახულეს სტუმრებმა. მიღების მეორე ნაწილს კი სოფელმა აცანამ საკონცერტო ფორმატითა და კულტურული ნიმუშების წარდგენით უმასპინძლა. პრეზიდენტმა ცანაში სტუმრობისას გამოჩენილი მომღერალი, ლოტბარი, კომპოზიტორი, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი, ანზორ ერქომაიშვილი, რომელსაც 80 წელი 10 აგვისტოს უსრულდება,  გაწეული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. დღევანდელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ლანჩხუთში სამადლობელი წერილი გამოგზავნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც. „ჩვენი ქვეყნის დიდი სიმდიდრე ჩვენი კულტურაა და მასში მარგალიტადაა ჩასმული ჩვენი მრავალხმიანობა. იგი ჯვარია ჩვენი ხალხისა. გალობა ჯვრის ვერტიკალური სვეტია ღვთისკენ მიმართული, ხოლო ჯვრის ჰორიზონტალური ნაწილი სიმღერაა - ხალხში გაბნეული, როგორც სიყვარული მოყვასისა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ისტორიას ახსოვს გამორჩეული და დიდი ღვაწლის მქონე გვარები: დუმბაძეები, კარბელაშვილები, ერქომაიშვილები, კავსაძეები, ბერძენიშვილები, ჩავლეიშვილები და სხვანი. მათ მუსიკალურ რანგს მიეკუთვნება ხუხუნაიშვილებიც, რომელთა ნიჭი მსოფლიომ აღიარა და მათ საქართველო წარმოაჩინეს, როგორც მუსიკალურად მაღალი აზროვნების მქონე ქვეყანა. ზემო აკეთის მომღერალთა შესაძლებლობები ყველა დონის მუსიკოსს ქედს ახრევინებს მათი გენიის წინაშე. ხოლო ალმასხან ხუხუნაიშვილის იმპროვიზაცია დღემდე აოცებს თანამედროვე მუსიკოსებს თავისუფლების შეგრძნებით.“ _ წერს პატრიარქი და მადლობას უხდის ამ საქმის ინიციატორებს: „მადლობა მინდა ვუთხრა ექსპედიტორთა ჯგუფს: მამა მიქაელის (მახარაძის), დავით ცინცაძის, ავთანდილ და მერაბ თურქიების თაოსნობით, რომელთაც დიდად იშრომეს წინაპართა პატივსაგებად”. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაცი საქმით იცნობა და რომ გარდაცვლილი წინაპრები გვეხმარებიან ცოცხლებს.“ საქართველოს პატრიარქი თავის წერილში იუბილეს ულოცავს ანზორ ერქომაიშვილს. „დღეს, საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან კულტურას ჰყავს გამორჩეული პატრონი, რომლის გვარმაც განსაკუთრებულად იღვაწა ერისა და ბერის წინაშე. მადლობა ღმერთს, რომ მეტად რთულ დროს ჩვენ ქვეყანას მოუვლინა ანზორ ერქომაიშვილი - ტრადიციული მუსიკის პატრიარქი და დიდი საგვარეულო კულტურის გზის გამგრძელებელი. ვულოცავ მას 80 წლის იუბილეს და მინდა გითხრათ, რომ მე მადლიერი ვარ მისი ფასდაუდებელი ღვაწლისა, რომელიც მან გასწია ჩვენი ქვეყნის წინაშე. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“ -წერს ილია ... ...
  • ჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვესჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრნენ და ადგილზე მყოფ ოპერატორს მუქარის ძალით თანხა მოსთხოვეს. წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას ... ...
  • იმერეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლესტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით ქალაქის ცენტრში ორი მამაკაცი ერთმანეთს დაუპირისპირდა, კონფლიქტის დროს კი ერთმა მეორეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილი მამაკაცი თერჯოლის მკვიდრია. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ... ...
  • რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდარუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდა. ის უგონო მდგომარეობაში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლაფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმციას ,,ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც „ტავ ჯორჯია“-ში აცხადებენ, პარიზიდან თბილისში უკვე 178 მგზავრი ჩამოფრინდა. ავიაკომპოანია Air France  ფრენებს ,,ეარბას“ A320 და A321  ტიპის ხომალდებით კვირაში ორი სიხშირით იფრენს, რომელიც  შემდეგი განრiგით შეასრულებს ავიამიმოსვლას:  პარიზი(შარლ დე გოლის აეროპორტი)  - თბილისის მიმართულებით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს; თბილისი-პარიზის (შარლ დე გოლის აეროპორტი) მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.   ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...