მასმედია და სამართალდამცავი ორგანოები

სამართალი

მასმედია და სამართალდამცავი ორგანოები

2011 ნოე 12 07:46:47
ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში სიმართლის დადგენის საბოლოო ინსტანცია სასამართლოა _ მან ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელზეც ადამიანის ბედია დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, მასმედია ყოველთვის ინტერესდება სისხლის სამართალში მიცემულ პირთა ბედით, საპროცესო გარიგებებით და გამამართლებელი განაჩენების აღრიცხვიანობით, თუმცა მსგავსი ინფორმაციების მიღება, ვერ მოვახერხეთ.

ამჯერად ჩვენ უცვლელად გთავაზობთ^"გურია ნიუსის" მიერ მოთხოვნილი ინფორმაციების ჩამონათვალს და სასამართლოსა და პროკურატურის მიერ მოცემულ ოფიციალურ პასუხებს.

"გურია ნიუსი": "ოზურგეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ ლევან ნუცუბიძეს.

გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია 2010 წელს და 2011 წლის 1 იანვრიდან დღემდე ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში შემოსული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ, რომელიც დამთავრდა საპროცესო გარიგებით და რა რაოდენობის ფულადი ჯარიმა დაეკისრათ ბრალდებულებს.

ასევე გთხოვთ, მოგვაწოდოთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების სტატისტიკა 2011 წლის 1 იანვრიდან დღემდე და დაკისრებული ჯარიმების რაოდენობა."

სასამართლოს პასუხი ასეთია: "თქვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციასთან დაკავშირებულ სტატისტიკას სასამართლო არ აწარმოებს. გამოთხოვილი მასალების მოძიებისთვის საჭიროა საქმეების სისტემატიზაცია და საარქივო დამუშავება, რაც მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს. ამასთან, მოგახსენებთ, რომ სასამართლო თავის საქმიანობას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. შესაბამისად, სასამართლოს აპარატი დაკავებულია სასამართლოსთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების შესრულებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ ტიპის საქმეების დამუშავება და ამ მიზნით სასამართლოს ადმინისტრაციული პერსონალის ძირითადი რესურსების მობილიზება არ წარმოადენს სასამართლოსთვის აუცილებელ საჭიროებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოკლებული ვართ თქვენი თხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

ამასთან გაცნობებთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეგიძლიათ, გაასაჩივროთ მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში ზემდგომ თანამდებობის პირთან." წერილს მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად მახარაძე აწერს ხელს.

ამის შემდეგ, ისევ მივმართეთ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ ლევან ნუცუბიძეს:

"1. ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენი გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ და კონკრეტულად, ვის მიმართ.

2. პროკურატურის მიერ მოთხოვნილი აღმკვეთი ღონისძიებების სახით, ბრალდებულის მოთხოვნების შესაბამისად რამდენი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

პასუხი: "თქვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ბოლო ორი წლის განმავლობაში დადგენილი იქნა ერთი ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი.

პროკურატურის მიერ აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების შესახებ შემოტანილ 41 შუამდგომლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა მოთხოვნის შესაბამისად".

ოფიციალურ წერილს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნ. სიხარულიძე აწერს ხელს.

"გურია ნიუსის" კიდევ ერთი ოფიციალური განცხადება ოზურგეთის რაიონულ პროკურატურის სახელზე გაიგზავნა:

"2010-2011 წლის განმავლობაში, პროკურატურის მიერ წარმოებულ საქმეებზე რამდენი გამამართლებელი განაჩენი დადგა და კონკრეტულად ვის მიმართ?"

პროკურატურის პასუხი ასეთია: "გაცნობებთ, რომ თქვენი 2011 წლის 19 სექტემბრით დათარიღებული განცხადება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას, საიდანაც უმოკლეს ვადაში მიიღებთ პასუხს".

ამ წერილს ხელს ოზურგეთის რაიონული პროკურატურის მოადგილე მალხაზ სირაძე აწერს, მასში დაპირებული პასუხი კი ამ დრომდე არ მიგვიღია.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში _ არიან დაშავებულებიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. 2 მსუბუქი ავტოანქანის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით ... ...
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...

არქივი

ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...