ხელმოწერების შემგროვებელი პოლიციაში დაიბარეს

სამართალი

ხელმოწერების შემგროვებელი პოლიციაში დაიბარეს

15 ნოე. 2011, 06:06:57

(გურია ნიუსი) _ ჩვენი გაზეთი წერდა იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის ნათესავებზე სამართალდამცველები ძველი საქმეების "გამოჩხრეკას" ცდილობენ. მათ შორისაა გურიაში მომხდარი ფაქტები. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკაში წასული ბიზნესმენის ძმისშვილზე, რამაზ ივანიშვილზე "საქმეები იკერება". უმცროს ივანიშვილს, სავარაუდოდ, პროკურორის შვილის მიერ მოქალაქის დაჭრისას "დახმარებასა" და ავარიაში მონაწილეობას შეედავებიან. ამის გამო მაშინდელი პოლიცმაისტერი გია ურიდია დაკითხვაზე ჰყავდათ. სავარაუდოდ, მას გამოძიება ავარიის "ჩაფარცხვას" ედავება. შეგახსენებთ, რომ 4-5 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილი თავისივე მეგობარს დაეჯახა და შემთხვევა ხუმრობას მოჰყვა. მაშინ რამაზ ივანიშვილის მეგობარი კი დაშავდა, მაგრამ მას უპატრონეს, არც საჩივარი დაწერილა და რეალურად საქმის აღძვრის საფუძველიც ნაკლებად იყო.

მაშინ პოლიციის უფროსი გია ურიდია იყო. შეგახსენებთ, რომ ეს ის ურიდიაა, რომელმაც, "ნაციონალური პიარის" მიხედვით, ქურდული სამყაროს წარმომადგენლებისგან "არ აიღო" 500 ათასი დოლარი! სინამდვილეში კი მაშინ რეკლამა გაკეთდა და შაქრო კალაშოვს სახლი ჩამოართვეს ურეკში. როგორც მოგვიანებით გვითხრეს, სახლი ცნობილი კრიმინალის საკუთრება სულაც არ იყო და ოზურგეთელ ბიზნესმენს ეკუთვნოდა!

ჩვენთან საუბრის დროს ბიძინა ივანიშვილის ძმა, ადიკო ივანიშვილი შეშფოთებული იყო შვილთან დაკავშირებული ამბებით. მანვე გვთხოვა, გაგვერკვია ნამდვილად უთვალთვალებენ თუ არა შეკვეთილში ივანიშვილების მამულს სპეცსამსახურების წარმომადგენლები. წყაროს ინფორმაციით, სასტუმროებსა და ახლომდებარე ოჯახებში სტუმრები საეჭვოდ მომრავლდნენ და რეალურად ისინი სპეცსამსახურების წარმომადგენლები არიან. ჩვენ ჩავედით ურეკსა და შეკვეთილში და ვითარების გადამოწმება ვცადეთ. თუმცა, ივანიშვილის სახლთან მისვლა შეუძლებელია.

როცა გია ურიდია ბათუმის პროკურატურაში დაიბარეს, ითქვა, რომ ის დააკავეს, თუმცა, ასევე გავრცელებული ინფორმაციით, დაკითხეს და გირაოთი გამოუშვეს, სახელდება თანხა _ 10 000 ლარი.

ჩვენ გია ურიდიას დავუკავშირდით:

_ ბატონო გია, ბოლო დროს თქვენთან დაკავშირებით არა ერთი ინფორმაცია ვრცელდება და ერთ-ერთის დასაზუსტებლად გირეკავთ.

_ რაო, რა ინფორმაციებია?

_ დაკითხვაზე იყავით ივანიშვილების საქმესთან დაკავშირებით.

_ არა, კაცო, რა ივანიშვილი, რის ივანიშვილი?

_ ამბობენ, გირაოს სახით 10 ათასი გადაიხადეთ!

_ აუჰ, რას მეუბნებით?!

_ ტყუილია?

_ ნუ უსმენთ მაგ ჭორებს და ნუ ინერვიულებთ.

ჩვენ სანერვიულო ნამდვილად არაფერი გვაქვს, ეს იმ ყოფილმა პოლიცმაისტერმა უნდა იშალოს ნერვები, რომელსაც გმირად გამოაცხადებენ, პრეზიდენტი ღირსების მედალს გადასცემს, მერე კი უბოდიშოდ მოისვრიან სახლში და როცა დასჭირდებათ, მაშინ გამოიყენებენ. ბატონმა გიამ ჩვენზე უკეთ იცის ეს მეთოდები და როგორც თავად გახდა "გმირი", როცა ოზურგეთელი ბიზნესმენის სახლი, ზემოდან მოსული დირექტივის გამო, შაქრო კალაშოვისად გაასაღა, ახლა ისე შეიძლება თავად მოუხდეს იმის აღიარება, რასაც 4-5 წლის წინ ხელისუფლება და შს სამინისტრო არ გააკეთებდა _ ისინი, მაშინ არ დაუშვებდნენ, ბიზნესმენის ძმისშვილი ასეთ უბრალო საქმეზე დაეკავებინათ.

ჩვენი ინფორმაციით, ლანჩხუთში უკვე დაიწყო ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვება. მას ორგანიზებას შოთა ფირცხალაიშვილი უწევს. თუ ვის დაეყრდნობა ლანჩხუთში ივანიშვილის კოალიცია, ჯერ არ გაცხადებულა, თუმცა ჩვენი წყარო ფიქრობს, რომ ეს რომან ბიწაძე იქნება, მისი გამოცდილების გათვალისწინებით. გასულ კვირაში "რესპუბლიკელებს" ყრილობა ჰქონდათ, ამიტომაც გვაინტერესებდა ბატონმა რომანმა რაიმე დირექტივა ხომ არ მიიღო, მაგრამ გუშინ ოპოზიციონერმა ჩვენს ზარს არ უპასუხა.

ჩვენი წყაროს ბოლო ინფორმაციით, ზემოთ ნახსენები შოთა ფირცხალაიშვილი პოლიციაში დაიბარეს, თუმცა, ეს ინფორმაცია გადასამოწმებელია.




 ახალი ამბები
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...
  • “მაგნიტში“ მომხადარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირია მხილებულიდღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური ... ...
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?