ოზურგეთის სასამართლო დათვზე ნადირობის საქმეს განიხილავს

სამართალი

ოზურგეთის სასამართლო დათვზე ნადირობის საქმეს განიხილავს

10 თებ. 2015, 23:22:10

ხვალ, ოზურგეთის რაიონული სასამართლოში განიხილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე თენგიზ ყაზაიშვილის მიმართ.

როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ყაზაიშვილს უკანონო ნადირობას ედავებიან. ამ ინფორმაციას არ ადასტურებს თენგიზ ყაზაიშვილი და ის სასამართლოს დასკვნას ელოდება. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბოლო დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დათვი, მგელი და ტურა ხშირად ესხმის თავს შინაურ ცხოველებს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დათვის და მგლის მოკვლის შესახებაც საუბრობენ, მაგრამ ამის დამადასტურებელი ინფორმაცია არ არსებობს.

"გარემოს დაცვის ინსპექცია მედავება  უკანონო ნადირობას. ჩემს საკარმიდამო ნაკვეთში ამოღებულია ხაფანგი. ეს ხაფანგი უმოქმედო იყო და ზუსტად არც ვიცი როგორ მოხდა იქ. ვიღაცამ მომპარა ეს ხაფანგი და ამის გამო შემექმნა პრობლემები. ნამდვილად ასეა, სამი დღის განმავლობაში ვარკვევდი ხაფანგის ამბებს სოფელში და დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში.

არ ვიცი ვინ დარეკა გარემოს დაცვის ინსპექციაში, მაგრამ ქუთაისიდან იყვნენ ჩამოსულები. ისე მოხდა ჩემს კარმიდამო ნაკვეთიდან ხაფანგის ამოღება, რომ არავის არაფერი არ უთქვამს და არც ვესწრებოდით ამოღების პროცესს", _ გვითხრა თენგიზ ყაზაიშვილმა.

ნელი კორკოტაძე გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი, "გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბარში აღნიშნავს:

"2014 წლის 25 ნოემბერს, პიროვნებას სოფელ შემოქმედის ტერიტორიაზე, დათვის დაჭერის მიზნით,   ტყეში  დაგებული ჰქონდა ხაფანგი. მას ჩამოერთვა ეს ხაფანგი, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

ეს სამართალდარღვევა  უნდა დაადასტუროს სასამართლომ. სასამართლომ უნდა ცნოს პირი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და მანვე უნდა დააკისროს სახდელი, ან არ დააკისროს და შეწყვიტოს საერთოდ საქმის წარმოება.

ჩვენ მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდამღვევის ოქმს ვადგენთ, ვურთავთ ყველა იმ ნივთმტკიცებას, რაც მათ ხელთაა არსებული და ა.შ.

ოზურგეთის რაიონული სასამართლო მსჯელობს იმაზე ნამდვილად იყო თუ არა ჩადენილი სამართალდარღვევა და მათ შორის აკრძალული იარაღის გამოყენება. ყაზაიშვილის თქმით, დათვი ხშირად ესხმოდა თავს შინაურ ცხოველებს და მის საკარმიდამოში არსებულ მეურნეობას.

ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს სხვადასხვა რეგულაციებს და მათ შორის ასეთ შემთხვევასაც, როდესაც ხდება გარეული ცხოველის თავდასხმა ადამიანის საცხოვრებელ სახლებზე ან მეურნეობაზე და პირდაპირ არის გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ეს რეგულაციები, როგორ უნდა მოხდეს გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება.

თუ გარეული ცხოველი ესხმის და საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ან მის ქონებას ამ საფრთხის აცილება შესაძლებელია თუ ხდება თავდასხმის მომენტში ანუ უშუალოდ იმ მომენტში, როდესაც მას დათვი თავს ესხმოდა მას შეეძლო გაენადგურებინა ანუ მოეკლა და ამის შემდეგ ეთქვა გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეს თავდასხმის მომენტში ვერ მოხდა ან ვერ ხერხდება დათვის ამოღება ბუნებრივი გარემოდან ამ შემთხვევაში სხვა რეგულაცია მუშაობს", _ აღნიშნავს კორკოტაძე და დასძნეს, რომ თუ სასამართლომ ვერ გამოკვეთა რომ აღნიშნულმა პირმა სამართალდარღვევა ჩაიდინა, სასამართლო  ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს.




 ახალი ამბები
  • რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდარაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრაში ბრალდებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ იმსჯელა. 16 სეტემბერს რაგბის კავშირის შენობაში „შვიდკაცას“ ყოფილი კაპიტანი დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. რაგბის კავშირის შენობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ... ...
  • ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვაქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ძლიერი წვიმის შედეგად, მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასა საცხოვრებელ სახლებთან ახლოსაც ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სავარგულები და წყალი სახლებშიც შევიდა. ამ დროისთვის სტიქიურ ზონებში შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ქედის მერის ინფორმაციით, სიტუაცია მართვადია და მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არის. მეწყრული პროცესებია დოლოგანში, ზუნდაგაში, ბზუბზუში, ცხემნაში, დაბა ქედასა და ... ...
  • ბოკერიამ ძალიან სამართლიანად უთხრა „ქოცებს“ - კანდელაკიროგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე - "ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი, გიგა ბოკერიას გუშინდელ მიმართავს ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის მიმართ. გიორგი კანდელაკის თქმით, აგვისტოს ომის დროს ის ბრიტანეთში , დიპლომატიურ მისიაზე იმყოფებოდა და უცხოურ გავლენიან ტელევიზიებში რუსულ პროპაგანდას ებრძოდა. კანდელაკმა აღნიშნა, რომ ომის დროს რეგულარული ფრენებით დაბრუნება საქართველოში შეუძლებელი იყო, ამრიგად ლიეტუვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით დაბრუნდა თბილისში და იმავე დღეს ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან  წავიდა სამუშაოდ. კანდელაკმა აღნიშნა, რომ გიგა ბოკერიამ ძალიან სამართლიანად მიმართა ქართულ ოცნებას შემდეგი ფრაზით -" ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!" „ისე მოხდა რომ 2008 წლის ომის დროს ლონდონში ვიყავი. რადგან მაშინდელი ელჩი გელა ჩარკვიანი შვებულებაში იყო, ხან მისი მოადგილე და შემდგომში საქართველოს ყველაზე წარმატებული ელჩი გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე და ხან მე, როგორც პარლამენტის წევრი, სიენენზე, ბიბისიზე და ალ ჯაზირაზე ხშირად გამოვდიოდით და ვებრძოდით რუსულ პროპაგანდას. "რადგან რეგულარული ფრენებით საქართველოში დაბრუნება უკვე შეუძლებელი იყო წავედი ლიტვაში სადაც შაულიაის ნატოს საჰაერო ბაზიდან, ლიტვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით „სპარტანი“ დავბრუნდი თბილისში 14 აგვისტოს და იმავე დღეს წავედი ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან სამუშაოდ. ჰოდა მართლაც, როგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!“ -განაცხადა გიორგი ... ...
  • წყალი მწყურვალისთვის ოთხას მეტრშია...შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი   სოფელი ბუთურაული   სასმელი წყლის პრობლემის წინაშე დგას.  ღობეებზე, ერთი შეხედვით სასაცილო (სატირალი რომ არ იყოს), ფირნიშებს  შეხვდებით. „აქ სასმელი წყალი ფაქტიურად არაა.   და ეს იმ აჭარაში,  სადაც ჭარბი წყლის პრობლემაც  კი არის“, - გვწერს ჩვენი კოლეგა ზურა ... ...
  • საქართველოს რკინიგზის განცხადება ქუთაისში, უბედური შემთხვევის გამო თანამშრომლების დაღუპვის შესახებქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა _  გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე, ელექტრომონტიორი). „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს რკინიგზის თანამშრომლების გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, უსამძიმრებს ოჯახებს და მაქსიმალურ თანადგომას აღმოუჩენს მათ. ამასთანავე, საქართველოს რკინიგზა განმარტავს, რომ პირველადი მოკვლევის შედეგების მიხედვით, სამუშაოების შესრულების დროს შრომის უსაფრთხოების პირობები სრულად იყო დაცული. სამუშაოების წარმოება წინასწარ იყო შეთანხმებული ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკურ ოპერატორთან და ხაზი, რომლის აბონენტიც არა მხოლოდ საქართველოს რკინიგზაა, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ძაბვის ქვეშ. ხაზის ძაბვის ქვეშ დადგომა არ წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის კომპეტენციას. შესაბამისად, კომპანია იმედოვნებს, რომ გამოძიებით დადგინდება მომხდარზე ობიექტური ჭეშმარიტება. რაც შეეხება, საქართველოს რკინიგზის კიდევ ერთ დაზარალებულ თანამშრომელს, მის მდგომარეობაზე ზრუნავს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება და პროცესში სრულად არის ჩართული საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახური. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...