დავით კირკიტაძის მამა საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს

სამართალი

დავით კირკიტაძის მამა საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს

26 თებ. 2015, 17:36:44

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, დავით კირკიტაძის მამა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს.

ალექსანდრე კირკიტაძის ადვოკატის -  გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, საქმე ეხება სენაკსა და ზუგდიდში კონკრეტული სპორტული კომპლექსების მშენებლობისთვის დახარჯულ თანხებს. მისივე თქმით, საქმე 2012 წელს აღიძრა და ახლა რა მიზეზით განახლდა ძიება, უცნობია.
დავით კირკიტაძე ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. ის სასწავლებლად საზღვარგარეთ არის წასული და როგორც თავად ამბობს, მხოლოდ სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ აპირებს სამშობლოში დაბრუნებას.

„დღეს გამოვცხადდით, გვიბარებენ ზუგდიდი-სენაკის სპორტდარბაზების შესახებ, რომლის საქმეც დაიწყო 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ და დღემდე არ დავუკითხივართ. მხოლოდ დღეს, ალბათ დათოს გამო. თავიდან საქმეში იყო ზუგდიდი-სენაკი და დაამატეს თუ არა ახალქალაქი-ნინოწმინდა არ ვიცი,” - განაცხადა ყოფილი გუბერნატორის მამამ ალექსანდრე კირკიტაძემ.

კირკიტაძის საქმეზე სასამართლომ უკვე იმსჯელა და მას გირაო შეუფარდა.




 ახალი ამბები
  • სამტრედიელი მძღოლები მგზავრობის ღირებულების გაძვირებას არ აპირებენსამტრედიის მუნიციპალიტეტში დღეს მუნიციპალური ტრანსპორტი გაიხსნა. დილიდანვე შესრულდა რეისები ქალაქიდან სოფლების მიმართულებით. შპს ,,მოგზაურის" დირექტორის, ჯონი სტურუას განმარტებით, თითქმის ყველა სოფელში შევიდა სამარშრუტო მიკროავტობუსი, გარდა ერთი-ორი მაღალმთიანი სოფლისა. ,,მოსახლეობა ამ ფაქტს სიხარულით შეხვდა. ისინი კმაყოფილებას გამოხატავენ. არ მალავენ, რომ მგზავრობის ღირებულების არ გაძვირებას მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ. ვთხოვე მძღოლებს, ამ ეტაპზე მაქსიმალურად გაეწიათ ანგარიში ისედაც დაზარალებული სოფლის მოსახლეობისთვის. დღეს მგზავრთა მცირე რაოდენობა დაფიქსირდა, ამდენად ცალკეულ მიმართულებებზე 4 მანქანის ნაცვლად 2 გამოვიყვანეთ." 29 მაისიდან სამტრედიაში მუშაობა განაახლა შიდა საქალაქო ტრანსპორტმა. მგზავრობის ღირებულების გაძვირებას არ აპირებენ არც დაბა კულაშის და არც ქალაქის სხვადასხვა მიმართულებაზე მომუშავე სამარშრუტო ტაქსტების ... ...
  • ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები არ უქმდებაჯანდაცვის მინისტრის მიერ სავაჭრო მოლებსა და სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით დამტკიცებული რეკომენდაციების მიხედვით, ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახები არ უქმდება, თუმცა ადმინისტრაცია ვალდებულია ოთახები სადეზინფექციო ხსნარით 2-საათიანი ინტერვალებით დაამუშაოს. გარდა ამისა, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ სრული დეზინფექცია უნდა ჩატარდეს. დოკუმენტის თანახმად, სავაჭრო ცენტრების შესასვლელთან თერმოსკრინინგის კამერის საშუალებით უნდა გაკონტროლდეს პერსონალის/მომხმარებლების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით და დაცული უნდა იყოს ... ...
  • “გაფრინდა ჩვენი პატარა ჩიტი, ყველაზე კეთილი და კეთილშობილი” _ ლანჩხუთელი ჟურნალისტი გარდაიცვალალანჩხუთელი ჟურნალისტი, 24 წლის ირმა ჭკუასელი გარდაიცვალა. “გაფრინდა ჩვენი პატარა ჩიტი, ჩვენი რედაქციის ყველაზე პატარა ჟურნალისტი, ჩვენი მებრძოლი, ყველაზე კეთილი და კეთილშობილი. თვითონ უკეთეს სამყაროში გადავიდა, ჩვენ დაგვაკლდება ძალიან, ჩვენ ვერ ამოვავსებთ ამ სიცარიელეს“ _ დაწერა სოციალურ ქსელშ ჟურნალ „სარკეს“ მთავარმა რედაქტორმა, მედეა სანაიამ. ჟურნალ „სარკის“ ჟურნალისტი, ირმა ჭკუასელი მძიმე სენს წლების განმავლობაში ... ...
  • "პატივს ვცემთ პარლამენტს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, აქ ვდგავართ"“რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ პარლამენტს, საპარლამენტო რესპუბლიკაში ვცხოვრობთ, პატივს ვცემთ კანონს, რეგლამენტს და მიუხედავად იმისა, რომ, მერწმუნეთ, ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ აქ ვდგავართ და ამ კითხვებსაც გავცემთ პასუხს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. პრემიერმა პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, მკაცრად დაიცვან რეგლამენტით გათვალისწინებული წესები. „ბატონო თავმჯდომარევ, მინდა, გთხოვოთ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ 11 საათს ჩვენ აქ უკვე ვიდექით და ეს იყო სულ 1 დღის წინ, დღესაც აქ ვდგავარ, მკაცრად დაიცვათ რეგლამენტი. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენ ელემენტარულად ხალხზე უფრო მეტი ვიზრუნოთ, ვიდრე ვიდგეთ აქ და ზოგიერთ დემაგოგიურ შეკითხვას ვუპასუხოთ”, – განაცხადა გიორგი ... ...
  • საკრებულოს სხდომა: დაბა გომისმთა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 30-ე ტერიტორიული ერთეულიადღეს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  რიგგარეშე სხდომა კვლავ გასვლით რეჟიმში, ფოლკლორის ცენტრში გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმლიძე უძღვებოდა. მან თქვა, რომ კურორტი გომისმთა აქამდე უსტატუსოდ იყო, ახლა კი ისტორიული ფაქტის წინაშეა ყველა _ გომისმთას დასახლების სტატუსი მიენიჭა. დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი  „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“,  _  ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 30-ე ადმინისტრაციული ერთეულის, დაბა გომისმთის დამატებას ეხებოდა. საკითხი იურიდიული სამსახურის უფროსმა, ლაშა თავაძემ წარმოადგინა. მან ისაუბრა ცლილების შესახებ და  ყველა პროცესი უნდა წარიმართოს კანონიერ ჩარჩოში. საკითხის ირგვლივ გამოითქვა მოსაზრებები. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებას, რომლის თანახმად, უკვე 30-ე ადმინისტრაციული ერთეული გააჩნია ოზურგეთის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?