"საქართველოში პოლიტიკურად მიკერძოებული მართლმსაჯულებაა"

სამართალი

"საქართველოში პოლიტიკურად მიკერძოებული მართლმსაჯულებაა"

2015 მარ 24 17:47:09

არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ინფორმაციით, ბაჩანა ახალაიას, გიორგი უგულავას, ივანე მერაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილს, ალექსანდრე ნინუას, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს წინასწარი პატიმრობა  მათი პირადი მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე  და სასამართლოს ზოგადი, აბსტრაქტული მსჯელობის საფუძველზე შეეფარდათ. ამგვარი მიდგომა კი, არღვევს საქართველოს კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ მოთხოვნებს.

"საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის №1900 რეზოლუციით განსაზღვრული "პოლიტიკური პატიმრის" დეფინიციის კრიტერიუმების საფუძველზე საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების, ასევე, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წარმოებული სისხლისსამართლებრივი საქმეები შეისწავლა.

"კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო დაპირებების მნიშვნელოვანი ნაწილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების პასუხისგებაში მიცემა იყო, რისი განხორციელებაც მათი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო. შესაბამისად, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებში, ასევე საზოგადოების ნაწილში გაჩნდა კითხვები დევნის სავარაუდო პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით. წარმოებული საქმეების შესახებ არაერთხელ გამოითქვა შეშფოთება საქართველოს პარტნიორ სახელმწიფოთა და  საერთაშორისო ორგანიზაციათა მხრიდან.
სწორედ აღნიშნული კითხვების გათვალისწინებით ორგანიზაციის იურისტებმა შეისწავლეს მიხეილ სააკაშვილის, გიორგი უგულავას, ივანე მერაბიშვილის, ბაჩანა ახალაიას, თენგიზ გუნავას, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისა და სხვათა წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების მასალები. საქმეთა შესწავლის მიზანს წარმოადგენდა არა ბრალდებულ პირთა დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, არამედ სამართალწარმოების პროცესში გამოვლენილი დარღვევები და პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც აჩენს პოლიტიკური მოტივაციის არსებობის ეჭვს.
საქმეთა შესწავლამ გამოავლინა, რომ ხშირ შემთხვევაში გამოძიებას ამოძრავებს ერთადერთი მიზანი - მიაღწიოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. ანალიზი ცხადყოფს, რომ წინასწარი პატიმრობის გამოყენების შესახებ განჩინებები დაუსაბუთებელია. ბაჩანა ახალაიას, გიორგი უგულავას, ივანე მერაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილს, ალექსანდრე ნინუას, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ მათი პირადი მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე და სასამართლოს ზოგადი, აბსტრაქტული მსჯელობის საფუძველზე. ამგვარი მიდგომა არღვევს საქართველოს კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ მოთხოვნებს", _
აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებით თვალშისაცემია თავისუფლების პრეზუმფციის დარღვევა გიორგი უგულავას შემთხვევაში.

"პირველი ბრალდება გიორგი უგულავას 2013 წლის 22 თებერვალს წარედგინა. იგი ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე შვიდი "დანაშაულებრივი" ეპიზოდისთვის არის ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული, თუმცა დღემდე არც ერთ საქმეზე არ არსებობს სასამართლოს განაჩენი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ გიორგი უგულავას წინასწარი პატიმრობის ვადა 2015 წლის 2 აპრილს სრულდებოდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 14 მარტს საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალის დამძიმების გამო მიიღო განჩინება წინასწარი პატიმრობის ახალი ვადის შეფარდების თაობაზე, რამაც კიდევ ერთხელ გაამყარა ეჭვები მის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული  მართლმსაჯულების წარმოების შესახებ", _ აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, სამართალწარმოების განზრახ გაჭიანურების სერიოზულ ეჭვს აჩენს ფაქტები ბაჩანა ახალაიას, ალექსანდრე ნინუას, გიორგი ონიანის, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების სისხლის სამართლის საქმეებში.

"საქმეთა დიდ ნაწილში ფიქსირდება სხვადასხვა ინფორმაცია მოწმეებზე ზეწოლის შესახებ და მიცემული ჩვენების გადათქმები. ასევე საგულისხმოა, რომ იმ პირთა დიდი ნაწილი, ვინც დათანხმდა ჩვენება მიეცა ყოფილი მაღალჩინოსნების საწინააღმდეგოდ, სრულიად გათავისუფლდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ხოლო მათ, ვინც ჩვენება ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ შეცვალეს, ან არსებული ბრალი დაუმძიმდათ, ან მათ მიმართ გამოძიება დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებში, ბრალდების მოწმეებად მისი პოლიტიკური ოპონენტები, ნინო ბურჯანაძე და ირაკლი ოქრუაშვილი გვევლინებიან. აღსანიშნავია, რომ ნ.ბურჯანაძე პირველად დაკითხულია სააკაშვილისთვის ბრალის დადგენილების გამოტანის შემდგომ, მაშინ როდესაც ამ საქმეში ბრალდების მხარეს ერთადერთი მტკიცებულება სააკაშვილის წინააღმდეგ სწორედ მისი ჩვენება აქვს.

გიორგი უგულავას და მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარმოებულ საქმეებში გამოძიება ხშირად ეყრდნობა ირიბ ჩვენებებს, რომლებიც გამოყებულია ბრალის წარდგენის საფუძვლად. საყურადღებოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით - ერთი მხრივ, არაკონსტიტუციურად მიიჩნია მხოლოდ ირიბი ჩვენებების საფუძველზე პირისთვის ბრალდების წაყენება, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენის გამოტანა ირიბ ჩვენებებზე დაყრდნობით.

ყოველგვარ სამართლებრივ ლოგიკას ცდება გიორგი უგულავას მიმართ ე.წ. "სი-ტი პარკის საქმეში" ბრალდების დადგენილებაში არსებული მითითება, რომ უგულავას მიერ გამოცემული ნორმატიული აქტი იყო კანონსაწინააღმდეგო და არ შეესაბამებოდა  "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსს", მაშინ როდესაც ხსენებული კოდექსი ბრძანების გამოცემის შემდეგ, 2009 წლის 28 დეკემბერსაა მიღებული. პროკურატურა ფაქტობრივად ბრალდების შესახებ დადგენილებით პირს ედავება იმ კანონის მოთხოვნათა დაუცველობას, რომელიც მისი ქმედებიდან 10 თვის შემდეგ მიიღეს", _ აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

გარდა ამისა, "საქართველოს დემოკრატიულ ინიციატაში" აცხადებენ, რომ ბრალდების მხრიდან დაცვის მხარის მოწმეების წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბარია ე.წ. "ნავთლუღის" სპეცოპერაციის საქმეში ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ გამოტანილ სასამართლოს განაჩენში. ამავე საქმეს უკავშირდება შალვა თათუხაშვილის სავარაუდო გატაცების ინციდენტიც.

"ივანე მერაბიშვილის საქმეების განხილვისას კი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მალხაზ გურულმა გამოსცა უკანონო ბრძანება საგამოძიებო კოლეგიის შემადგენლობაში საკუთარი თავის დანიშვნის შესახებ, რის შემდეგაც მან განიხილა ივანე მერაბიშვილისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ სააპელაციო საჩივარი და არ დააკმაყოფილა იგი. საქართველოს იმდროინდელი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მხრიდან ივანე მერაბიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული სავარაუდო ზეწოლა და მისი ციხიდან უკანონოდ გაყვანის ფაქტი კი კვლავ გამოუძიებელია.

შერჩევითი მიდგომა იკვეთება გიორგი უგულავას, ივანე მერაბიშვილის, ბაჩანა ახალაიას, გიორგი ონიანის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეთა იმ ნაწილშიც, როდესაც სავარაუდო რეალური ამსრულებლების მიმართ პროკურატურა იღებს გადაწყვეტილებას სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მათ მიმართ ბრალდება ძალაში რჩება.
ხსენებული პირების მიმართ საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევის არაერთი შემთხვევის ფაქტი მხოლოდ უფლებადარღვევად შეიძლება შეფასებულიყო, რომ არა თითოეულ საქმესთან დაკავშირებული პოლიტიკური კონტექსტი", _
აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის სრული ვერსია




 ახალი ამბები
  • 27 წელი ქუჩაში _ აფხაზეთიდან დევნილები ბინებს ითხოვენდევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აფხაზეთიდან დევნილი 40-მდე ოჯახი თითქმის 3 თვეა, რაც აქციას მართავს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, 59 ოჯახი აკმაყოფილებდა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების კრიტერიუმებს, თუმცა, მათგან მხოლოდ 3 ოჯახის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. „27 წელიწადია ბინებს ველოდებით და გვატყუებენ ამდენივე ხანია.  აფხაზეთიდან დევნილები ასე უსახლკაროდ ვართ ქუჩაში. დაპირებები ბინების გადმოცემის შესახებ არაერთხელ მოგვცეს, მაგრამ არცერთხელ შესრულდა. ჯერ ვითომ ქულების გამო არ მოვხვდით სიაში, მიუხედავად იმისა, რომ იმ პირობებს ბევრი ჩვენგანი აკმაყოფილებდა, ისინი მაინც თავის გემოზე ანაწილებენ. მთელი ეს წლებია ქირით ვცხოვრობთ, რომელსაც ჩვენ თვითონ ვიხდით, ზოგი ჩვენგანი კი ახლობელთანაა შეკედლებული. სამინისტროში გვეუბნებიან, რომ ბინებს უნდა დაველოდოთ, მაგრამ როდის მოვა ჩვენი დრო ამას არ ამბობენ, თვითონაც არ იციან, მაგრამ არც დროებითი თავშესაფრის მოცემა არ უნდათ ჩვენთვის“,_ ამბობენ აქციის მონაწილეები. ისინი 66-ე დღეა, საკუთარი ნივთებით 24 საათის განმავლობაში სამინისტროს ფოიეში იმყოფებიან და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. როგორც სამინისტროში ამბობენ, აქციის მონაწილე პირთა ნაწილს კერძო საკუთრება აქვს, ნაწილი რეგიონშია დარეგისტრირებული, რამდენიმე ოჯახს კი აპლიკაცია არ ჰქონდა შევსებული. "საცხოვრებელი ფართები, მათზე მაღალი ქულის მქონე დევნილ ოჯახებზე განაწილდა. ამას გარდა, აქციის მონაწილე პირთა ნაწილს კერძო საკუთრება აღმოაჩნდა, ნაწილი რეგიონში არის დარეგისტრირებული, რამდენიმე ოჯახს კი აპლიკაცია არ ჰქონდა შევსებული და შესაბამისად, სამინისტრო მათ საცხოვრებელ ფართს ვერ გადასცემდა. გარდა ამისა, აქციის მონაწილე დევნილების ნაწილი არ არის რეგისტრირებული თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე და კანონის შესაბამისად, ისინი დედაქალაქში ბინებს მომდევნო ეტაპზეც ვერ მიიღებენ, მათ შეუძლიათ განაცხადები რეგიონებში არსებულ ბინებზე შეავსონ ან ისარგებლონ „სოფლად სახლის“ პროექტით“,_ ამბობენ უწყებაში.       ... ...
  • შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელად შს მინისტრის მოადგილე დაინიშნადღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. „პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ ლაშქარაძე დატოვებს პოსტს და აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა. მას აქვს შემოსავლების სამსახურში მუშაობის გამოცდილება - ეკავა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჩვენს მომიჯნავე ორგანიზაციებში, როგორც საგამოძიებო სამსახურში, ასევე ძალოვან უწყებებში და ჰქონდა შეხება ეკონომიკურ სფეროსთან და ფინანსებთან. ლევანი არის მაღალი რანგის პროფესიონალი და აქვს საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები“, - აღნიშნა ფინანსთა ... ...
  • ეს იყო მაღალი კლასის ოპერაცია, მადლობა შსს-ს _ თეა წულუკიანი აქციის დაშლაზე"ჩვენს ქვეყანაში სწორედ "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში მაქსიმალურად უზრუნველყოფილია გამოხატვის თავისუფლება, იქნება ეს ყვავილების, თუ ბოქლომების საშუალებით," - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მთავარია აქციის მონაწილეებმა კანონი არ დაარღვიონ და სახელმწიფო უწყებების ფუნქციონირებას ხელი არ შეუშალონ. "მთავარია, არ დაირღვეს კანონი და სახელმწიფომ განაგრძოს ფუნქციონირება. შესაბამისად, როდესაც ეს ზღვარი იქნება გადალახული და პროტესტს არავითარი კავშირი არ ექნება გამოხატვის თავისუფლებასთან, სახელმწიფო იმოქმედებს ისე, როგორც იმოქმედა. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და როგორც იუსტიციის მინისტრმა, როგორც ვიცე-პრემიერმა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს, თითოეულ სპეცრაზმელს, მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრს, იმ ჩატარებული ოპერაციისთვის, რომელიც იყო მაღალი კლასის ოპერაცია," - აღნიშნა თეა ... ...
  • როდიდან გამოიდარებს საქართველოში_ უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი, დასავლეთ საქართველოში კი მხოლოდ დღეს ზოგან იწვიმებს, ხვალიდან ისევ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 24-25 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდი იქნება. თბილისში 21 ნოემბერს ცივი, ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება, ხოლო 22-23 ნოემბერს ქალაქის ცალკეულ უბნებში შესაძლოა თოვლიც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში 0, +2, დღისით კი +2, +4 გრადუსი იქნება. 24-25 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამის საათებში ტემპერატურა -1, -3 გრადუსამდე ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ელჩებს ხვდებაპარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებში პარტიის ცენტრალურ ოფისში ევროკავშირის ელჩებს ხვდება. შეხვედრა 15 საათზე დაიწყო. პარტიის პრესცენტრის თანახმად, საუბრის თემა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია.  წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

საჭმელი, რომელიც კიბოს აჩქარებს

გამოცემა Sciencealert - ის ცნობით,...

რა სასმელი უნდა დალიოთ რომ დიდხანს იცოცხლოთ?

ესპანეთში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, რომელიც...

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე კომბოსტოს ფოთოლი

კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია....

შეიძლება თუ არა ვარჯიში, როცა გაციებული ხართ

თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, ალბათ, თქვენთვის...

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?