სააპელაციო სასამართლოს განმარტება რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებულ დავაზე

სამართალი

სააპელაციო სასამართლოს განმარტება რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებულ დავაზე

7 აპრ. 2015, 23:35:02

"ჩემთვის და ჩვენთვის არის აღმაშფოთებელი, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა დაყადაღებულია. დაახლოებით 4500 ლარის დავალიანების გამო, 120 მილიონი დოლარის საწარმო არის დაყადაღებული. ეს არის კატასტროფა, ამ საწარმოში არის დასაქმებული 2500 ადგილობრივი მოსახლე. მე მინდა მივმართო იმ ადამიანს ვინც ეს გაუგონარი გადაწყვეტილება მიიღო, – მას მოუწევს პასუხი აგოს როგორც მინიმუმ 2500 ოჯახის წინაშე.

იმედი მაქვს სასამართლოს ახალი თავმჯდომარე დაინტერესდება ამ საკითხით. მოსამართლე, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა წარდგეს მოსახლეობის წინაშე და განმარტოს თუ რატომ ახდენს ასეთ დივერსიულ გადაწყვეტილებებს.

ეს ჩვენთვის, ყველსთვის აღმაშფოთებელი ფაქტია. თუ არსებობს, რაიმე კანონდარღვევა გთხოვთ გამოიძიონ. მე არ ვერევი და არც ერთი არ მივცემთ თავს ნებას ჩავერიოთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში. არც ერთი მოხელე არ დგას კანონმდებლობაზე მაღლა", –  პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული ამ განცხადების შემდეგ (ღარიბაშვილმა ეს განცხადება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე სამი დღით ადრე გააკეთა), სააპელაციო სასამართლომ შპს "რუსთავის ფოლადის" სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა. 

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ დღეს მიზანშეწონილად მიიჩნია თავის გადაწყვეტილებებზე განმარტებები გაეკეთებინა:

_ სააპელაციო სასამართლომ განიხილა სს „ქართული ფოლადის“, შპს „რუსთავის ფოლადის“ და შპს „რუსთავის ინდუსტრიული ჯგუფის“ სააპელაციო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა ეთერ მთვრალაშვილის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 27 დეკემბერს ს.ს. „ქართული ფოლადს“ და შ.პ.ს. „რუსთავის ინდუსტრიულ ჯგუფს“ შორის და 2011 წლის 27 დეკემბერს შ.პ.ს. ,,რუსთავის ინდუსტრიულ ჯგუფს” და შ.პ.ს. ,,რუსთავის ფოლადს” შორის დადებული ნაყარი წიდის და ნაცრის ნასყიდობის ხელშეკრულება; ასევე, ბათილად იქნა ცნობილი ს.ს. ,,ქართული ფოლადს” და შ.პ.ს. „რუსთავის ფოლადს“ შორის 2011 წლის 27 დეკემბერს დადებული აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულება. აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა და გასხვისებული ქონება საკუთრებაში დაუბრუნდა ს.ს. „ქართული ფოლადს“. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დავის მიმდინარეობისას მოსარჩელის განცხადების საფუძველზე გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ნასყიდობის საგნის: აქტივების, ნაყარი წიდის და ნაცრის გასხვისების აკრძალვის სახით.

სააპელაციო პალატამ დავის მიმდინარეობისას განიხილა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების კანონიერების საკითხი და მიიჩნია, რომ განჩინება იყო დასაბუთებული, კანონიერი და არ არსებობდა მისი გაუქმების ან უზრუნველყოფის საშუალების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მართალია ეთერ მთვრალაშვილის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენდა მხოლოდ 4553.48 ლარის მიღება, თუმცა დავის საგანს წარმოადგენდა არა თანხის დაკისრება, არამედ ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილობა და გასხვისებული ქონების პირვანდელი მესაკუთრისათვის დაბრუნება.

განსახილველი დავის საგნიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ თუ დავის პერიოდში გასხვისდებოდა სადავო ქონება, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება ქონების პირვანდელი მესაკუთრისთვის დაბრუნების ნაწილში აღუსრულებელი დარჩებოდა. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტმა მხარემ წარმოადგინა ახალი მტკიცებულება და მიუთითა ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე, რამაც განსაზღვრა საქმის საბოლოო შედეგი.

ახალი მტკიცებულებით დადგინდა, რომ სააპელაციო სასამართლოში დავის მიმდინარეობისას 2015 წლის 17 მარტს, შპს „რუსთავის ფოლადის“ მიერ ნოტარიუსთან დეპონირების გზით შესრულებული იქნა მოსარჩელე ეთერ მთვრალაშვილის მიმართ სს „ქართული ფოლადის“ ვალდებულება. სამოქალაქო კოდექსის 434-ე მუხლის მე-2 ნაწილით თანხის დეპონირების შემთხვევაში მოვალე თავისუფლდება ვალდებულებისგან. შესაბამისად, სს „ქართულ ფოლადს“ ეთერ მთვრალაშვილის მიმართ 2015 წლის 17 მარტიდან სადავო ვალდებულება აღარ გააჩნია.

ამ გარემოების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გარიგებების კანონიერების და ქონების სს „ქართული ფოლადის“ საკუთრებაში დაბრუნების მოთხოვნის მიმართ 2015 წლის 17 მარტიდან აღარ არსებობს ეთერ მთვრალაშვილის იურიდიული ინტერესი, რის გამოც მისი სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული, გაუქმდა საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ეთერ მთვრალაშვილის სასარგებლოდ სს „ქართულ ფოლადს“ შპს „რუსთავის ფოლადს“ და შპს „რუსთავის ინდუსტრიულ ჯგუფს“ დაეკისრა 3050 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების სახით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივარი და მისი წარმოდგენის შემთხვევაში საქმე განსახილველად გაეგზავნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას" _ აღნიშნულია სააპელაციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შპს "ქართული ფოლადი" სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს  სასამართლოში გაასაჩივრებს.

ამავე თემაზე: "ქართული ფოლადის" მოწოდება პრემიერს და "ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას""ქართული ფოლადის" დირექტორი პრემიერს: "თქვენ ტყუილის ტირაჟირება მოახდინეთ"; "ქართული ფოლადი" პროკურატურის განცხადებას ეხმაურებაპატარკაციშვილების "გრიფით საიდუმლო" საქმის გაგრძელება და უზენაესის სკანდალური გადაწყვეტილება"ეს ბინძური კამპანია ინა გუდავაძისა და მისი ჯგუფის მიერაა განხორციელებული"




 ახალი ამბები
  • პატრიარქის სამადლობელი წერილი და პრეზიდენტის სტუმრობა ზემო აკეთშიქვეყნის  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლები დღეს ლანჩხუთში, ზემო აკეთს სტუმრობდნენ. საქმე ისაა, რომ ივნისს–ივლისის თვეში, ლანჩხუთში, საექსპედიციო ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ანსამბლ ,,შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე და ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სახელობის სკოლის ხელმძღვანელი ავთანდილ თურქია ედგა, აკეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, ცნობილი მომღერლების საფლავების აღმოჩენა-რესტავრაცია განახორციელეს. დღეს უკვე აღმოჩენილია ცნობილი გვარის - ხუხუნაიშვილების ანსამბლის წევრების 6 საფლავი, ხოლო ცარიზმის დროს ხელყუმბარით დაზიანებული ტაძარი, მზად არის რესტავრაციის დასაწყებად. სწორედ ეს  რესტავრირებულ საფლავები და რესტავრაციაში მყოფი ტაძარი მოინახულეს სტუმრებმა. მიღების მეორე ნაწილს კი სოფელმა აცანამ საკონცერტო ფორმატითა და კულტურული ნიმუშების წარდგენით უმასპინძლა. პრეზიდენტმა ცანაში სტუმრობისას გამოჩენილი მომღერალი, ლოტბარი, კომპოზიტორი, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი, ანზორ ერქომაიშვილი, რომელსაც 80 წელი 10 აგვისტოს უსრულდება,  გაწეული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. დღევანდელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ლანჩხუთში სამადლობელი წერილი გამოგზავნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც. „ჩვენი ქვეყნის დიდი სიმდიდრე ჩვენი კულტურაა და მასში მარგალიტადაა ჩასმული ჩვენი მრავალხმიანობა. იგი ჯვარია ჩვენი ხალხისა. გალობა ჯვრის ვერტიკალური სვეტია ღვთისკენ მიმართული, ხოლო ჯვრის ჰორიზონტალური ნაწილი სიმღერაა - ხალხში გაბნეული, როგორც სიყვარული მოყვასისა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ისტორიას ახსოვს გამორჩეული და დიდი ღვაწლის მქონე გვარები: დუმბაძეები, კარბელაშვილები, ერქომაიშვილები, კავსაძეები, ბერძენიშვილები, ჩავლეიშვილები და სხვანი. მათ მუსიკალურ რანგს მიეკუთვნება ხუხუნაიშვილებიც, რომელთა ნიჭი მსოფლიომ აღიარა და მათ საქართველო წარმოაჩინეს, როგორც მუსიკალურად მაღალი აზროვნების მქონე ქვეყანა. ზემო აკეთის მომღერალთა შესაძლებლობები ყველა დონის მუსიკოსს ქედს ახრევინებს მათი გენიის წინაშე. ხოლო ალმასხან ხუხუნაიშვილის იმპროვიზაცია დღემდე აოცებს თანამედროვე მუსიკოსებს თავისუფლების შეგრძნებით.“ _ წერს პატრიარქი და მადლობას უხდის ამ საქმის ინიციატორებს: „მადლობა მინდა ვუთხრა ექსპედიტორთა ჯგუფს: მამა მიქაელის (მახარაძის), დავით ცინცაძის, ავთანდილ და მერაბ თურქიების თაოსნობით, რომელთაც დიდად იშრომეს წინაპართა პატივსაგებად”. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაცი საქმით იცნობა და რომ გარდაცვლილი წინაპრები გვეხმარებიან ცოცხლებს.“ საქართველოს პატრიარქი თავის წერილში იუბილეს ულოცავს ანზორ ერქომაიშვილს. „დღეს, საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან კულტურას ჰყავს გამორჩეული პატრონი, რომლის გვარმაც განსაკუთრებულად იღვაწა ერისა და ბერის წინაშე. მადლობა ღმერთს, რომ მეტად რთულ დროს ჩვენ ქვეყანას მოუვლინა ანზორ ერქომაიშვილი - ტრადიციული მუსიკის პატრიარქი და დიდი საგვარეულო კულტურის გზის გამგრძელებელი. ვულოცავ მას 80 წლის იუბილეს და მინდა გითხრათ, რომ მე მადლიერი ვარ მისი ფასდაუდებელი ღვაწლისა, რომელიც მან გასწია ჩვენი ქვეყნის წინაშე. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“ -წერს ილია ... ...
  • ჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვესჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრნენ და ადგილზე მყოფ ოპერატორს მუქარის ძალით თანხა მოსთხოვეს. წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას ... ...
  • იმერეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლესტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით ქალაქის ცენტრში ორი მამაკაცი ერთმანეთს დაუპირისპირდა, კონფლიქტის დროს კი ერთმა მეორეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილი მამაკაცი თერჯოლის მკვიდრია. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ... ...
  • რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდარუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდა. ის უგონო მდგომარეობაში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლაფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმციას ,,ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც „ტავ ჯორჯია“-ში აცხადებენ, პარიზიდან თბილისში უკვე 178 მგზავრი ჩამოფრინდა. ავიაკომპოანია Air France  ფრენებს ,,ეარბას“ A320 და A321  ტიპის ხომალდებით კვირაში ორი სიხშირით იფრენს, რომელიც  შემდეგი განრiგით შეასრულებს ავიამიმოსვლას:  პარიზი(შარლ დე გოლის აეროპორტი)  - თბილისის მიმართულებით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს; თბილისი-პარიზის (შარლ დე გოლის აეროპორტი) მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.   ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...