"თავისუფალი დემოკრატები" ელგუჯა ჩხაიძის დაკავებას აპროტესტებენ

სამართალი

"თავისუფალი დემოკრატები" ელგუჯა ჩხაიძის დაკავებას აპროტესტებენ

14 იან. 2012, 12:38:29
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია, დღეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პოლიციის შენობასთან პრესკონფერენციას გამართავს.

გუშინ, დაახლოებით 15:30 წუთზე, სამართალდამცავებმა ლანჩხუთელი ოპოზიციონერი და "თავისუფალი დემოკრატების" საინიციატივო ჯგუფის წევრი ელგუჯა ჩხაიძე დააკავეს _ სწორედ ამ ფაქტის შესახებ ისაუბრებს ირაკლი ალასანია პრესკონფერენციაზე.

არაოფიციალური ინფორმაციით, ლანჩხუთის პოლიციის თანამშრომლებმა ელგუჯა ჩხაიძეს სახლში მიაკითხეს და მოსთხოვეს მას, გაჰყოლოდა მის საკუთრებაში არსებულ ფერმერულ მეურნეობაში, რომელიც სახლიდან დაახლოებით 3 კილომეტრის დაშორებით, ტყის მასივთან, საძოვრებთან მდებარეობს. ელგუჯა ჩხაიძე მათ მოთხოვნას დაემორჩილა და აღნიშნულ ფერმაში გაჰყვა.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ჩხრეკას მოწმეები არ დასწრებიან. პოლიციელებმა შესვლისთანავე სხვენიდან ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ახალ ტომარაში იყო ჩადებული, ხოლო ის ადგილი, საიდანაც ამოღებულ იქნა იარაღი, ობობის ქსელით იყო დაფარული.

"გურია ნიუსისთვის" ისიც გახდა ცნობილი, რომ ადვოკატის შეხვედრა დაკავებულთან დაგვიანებით მოხდა _ მათი პირველი კონტაქტი მას შემდეგ შედგა, როდესაც ლანჩხუთში ჩამოვიდა ირაკლი ალასანია.

"გურიის თავისუფალი დემოკრატების" ინფორმაციით, დაკავებულთან შეხვედრის შემდეგ, ადვოკატმა ვლადიმერ გვარჯალაძემ განაცხადა, რომ დაკავებული ელგუჯა ჩხაიძე ბრალს არ აღიარებს, თავს თვლის უდანაშაულოდ და იარაღის დადების ფაქტს მიიჩნევს პოლიციელების მიერ წინასწარ განზრახულ აქტად. ასევე მან აღნიშნა, რომ თუ ის ბრალს არ აღიარებს, პოლიციელების მხრიდან მის ვაჟიშვილს გარკვეული პრობლემები შეექმნება, რასაც ადრე უკვე ჰქონდა ადგილი.

ელგუჯა ჩხაიძის დაკავების შემდეგ სამართალდამცავებმა პარალელურ რეჟიმში განახორციელა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. როგორც ლანჩხუთში გვითხრეს, ჩხრეკის დაწყებამდე, ერთ-ერთმა პოლიციელმა მოითხოვა სველ წერტილში შესვლა და შემდეგ სველი წერტილის უკანა მხრიდან, რომელზეც დამაგრებული იყო ქათმის ბუდე, ამოღებულ იქნა ავტომატური იარაღის მჭიდი. ჩხრეკის ოქმს თანამოწმეებმა ხელი არ მოაწერეს,

მკითხველს შევახსენებთ, რომ ეს ის ელგუჯა ჩხაიძეა, რომელმაც 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს ფარული ჩანაწერი გაუვრცელა. ამის შესახებ "გურია ნიუსი" წერდა: _ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ძალოვნები კვალში უდგანან ოპოზიციის კანდიდატებს და როგორც ჩვენი კორესპონდენტების მიერ მოპოვებული ინფორმაციებით ხდება ცნობილი, სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ მათ დაშანტაჟებას. "ალიანსი საქართველოსთვის" ლანჩხუთის ორგანიზაციის ლიდერებმა, აპრილის დასაწყისში, პრესკონფერენცია მოაწყვეს, სადაც აღნიშნეს, რომ მათ ერთ-ერთ კანდიდატს, ნიგვზიანის რწმუნებულის მოადგილეს, ავთანდილ სურმანიძეს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ლანჩხუთის ოფისში "გასაუბრება" მოუწყვეს: _ ბატონი ავთანდილი პოლიტიკური პარტია "ჩვენი საქართველო _ თავისუფალი დემოკრატების" წევრია და ბლოკ "ალიანსიდან" იყრის კენჭს სოფელ ნიგვზიანში. 7 აპრილს, სამის ნახევარზე, ლანჩხუთის უშიშროებაში დაიბარეს. მეც თან ვახლდი და გარეთ ველოდებოდი. როგორც ვიცი, იქ კუდის ლანჩხუთის წარმომადგენლების გარდა, ძალოვანი სტრუქტურის სხვა მაღალჩინოსნებიც იმყოფებოდნენ. ვიღაც პიროვნება იყო _ სახის მოყვანილობით, ვარაუდის დონეზე შესაძლოა ვთქვათ, რომ ეს იყო შალვა ბოლქვაძე, თუმცა, ამას ვერ ვამტკიცებთ. სურმანიძეს ურჩევდნენ, უარი ეთქვა კენჭისყრაზე და გართულებებს მორიდებოდა. მინდა სიამაყით ვთქვა, რომ ბატონი ავთანდილი არ შეშინებულა და უარი არ უთქვამს ღირსეული ქვეყნის აღმშენებლობისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად.

27 აპრილს, დილის 10 საათზე, ავთანდილ სურმანიძე სასაუბროდ ისევ დაიბარეს ლანჩხუთის უშიშროებაში. თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, კუდ-ის წარმომადგენელი ბუხუტი ჩხაიძე სურმანიძეს დათქმულ შეხვედრამდე 1 საათით ადრე სახლში ესტუმრა. ამჯერად ჩხაიძემ შესთავაზა სურმანიძეს, თუ გამომძიებელი დაკითხავდა, მას ზეწოლის ფაქტი არ უნდა დაესახელებინა. წინა შემთხვევაში, სურმანიძეს კანდიდატურის მოხსნა მოთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემებით დაემუქრნენ. ჩვენ მზად ვიყავით, მაგრამ კუდ-ის ხელმძღვანელმა ეშმაკობა იხმარა _ იგი ჩვენ წარმომადგენელს ერთი საათით ადრე შეხვდა.

ჩვენ მოვახერხეთ საუბარი ჩაგვეწერა, შემდგომში კუდ-ს რომ არ ეთქვა არანაირი შეხვედრა არ შემდგარაო. უშიშროება ძალებს არ ზოგავს იმისთვის, რომ ჩვენს კანდიდატს უარი ათქმევინოს არჩევნებში მონაწილეობაზე. საბედნიეროდ, ეს არ გამოსდით, რადგან სურმანიძე იმ ღირსეულებს შორისაა, რომლებისთვისაც ქვეყნის ინტერესები და სამართლიანობა ყველაფერზე მაღლა დგას, _ ამბობდა მაშინ ელგუჯა ჩხაიძე.




 ახალი ამბები
  • დახმარებას ისინიც მიიღებენ, ვინც დოკუმენტაცია სრულად ვერ წარადგინა- პრემიერი ვითდასაქმებულების დახმარებაზესაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თვითდასაქმებულების დახმარების ერთჯერადი პროგრამა სრულდება. „თვთდასაქმებულების დახმარების თვალსაზირისით პროგრამა რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. ამ პერიოდში საქართველოს მთავრობას დახმარების თხოვნით 250 000-მა ადამიანმა მომართა, დახმარება მიიღო 170 000-მა მოქალაქემ, ვისაც დოკუმენტაცია სრულად ქონდა შევსებული და აკმაყოფილებდა დადგენილების მოთხოვნებს. მივიღეთ გადაწყვეტილება 80 000 ადამიანს, ვინც ვერ დააკმაყოფილა საჭირო დოკუმენტაციის წარსადგენი მოთხოვნა, დაერიცხოს ერთჯერადად 300 ლარი“,_ განაცხადა პრემიერმა. პრემიერის განცხადებით, ეს ადამიანები დახმარებას სექტემბრამდე ... ...
  • გაიცანით გოგონა ჩოხატაურიდან, რომელმაც ქართულში 70-დან 70 ქულა მიიღოქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური 70 ქულიდან 70-ივე მიიღო ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამრევლო სკოლის მოსწავლე ნინი მგალობლიშვილმა. როგორც ნინიმ გვითხრა, ყველაზე მეტად ქართულის გამოცდაზე ღელავდა. "მეოთხე ვარიანტი ვწერე. ქართულზე ყველაზე მეტად ვნერვიულობდი და აქედან გამომდინარე, ძალიან რთული იყო. ახლა ისტორიის და უცხო ენის ქულებს ველოდები. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაპირებ ჩაბარებას, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე", _ გვითხრა ნინიმ. "გურია ნიუსი" წარმატებას უსურვებს ნინის და ყველა  ... ...
  • თბილისში ერთ-ერთი სასურსათო მაღაზია გაძარცვესთბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე ერთ-ერთი სასურსათო მაღაზია გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, მაღაზიიდან ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელებია წაღებული. მომხდართან დაკავშირებით 1 პირია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას ... ...
  • როდემდე გაუხანგრძლივდათ 1-ელ მაისამდე საქართველოში შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებს განბაჟების ვადა 2020 წლის 1-ელ მაისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებს განბაჟების ვადა გაუხანგრძლივდათ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვლისწინებით და ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, 2020 წლის 1-ელ მაისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებს განბაჟების ვადა გაუხანგრძლივდათ 2020 წლის პირველ სექტემბრამდე. მომსახურების სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებები შემოყვანილი ჰყავთ 2020 წლის პირველ მაისამდე, რიგისა და საჯარიმო სანქციების თავიდან აცილების მიზნით, დროულად მიმართონ მომსახურების სააგენტოს და 31 აგვისტოს ჩათვლით განახორციელონ საბაჟო პროცედურები. მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს და სერვისებით სარგებლობის ყველა მსურველს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად სააგენტოში გამოცხადდნენ პირბადით“,_ ნათქვამია ... ...
  • „დაჯექი! ორიანი!“ _ ოზურგეთის საკრებულოს „ოცნების“ დეპუტატმა „ნაციონალ“ მჟავანაძეს „დვოიკა“ დაუწერა5 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე, პირველ საკითხად,   მერიის მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტი:  "გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ“  _ განიხილეს. საკითხის ირგვლივ იკამათეს დეპუტატებმა. კერძოდ, დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ პრინციპულად მოითხოვა, გარე ვაჭრობის წესში კონკრეტულად იქნეს მითითებული, ქალაქის რომელ ადგილზე არ შეიძლება გარევაჭრობა და არა მხოლოდ ის, სად იქნება ვაჭრობა  დაშვებული. _ წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიფიქრებთ, რომ აქ რაღაც სხვა მიზანი დევს, _ განაცხადა ბიგვავამ. გარევაჭრობის წესთან დაკავშირებით,  თავისი პოზიცია გამოხატეს საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა.  განსაკუთრებით  აქტიურობდა  „ნაციონალი“ დეპუტატი დავით მჟავანაძე. მან კორუმპირებული უწოდა ოზურგეთის მერს,  კონსტანტინე შარაშენიძეს, რომელიც, მისი განმარტებით, წინა მერს, სიორიძეს  დაემსგავსა ამ საქმეში და ცდილობს, არ ჩამორჩეს. _ მოგესალმებით. მე პატარა შეფასებასავით გავაკეთებ... კრიმინალური საკითხია ცოტა. ოზურგეთის მერმა გამოისყიდა გურიის ქუჩაზე მიწის ნაკვეთი. მერე ნათესავზე გადააფორმა. გამოყარეს იქედან ადამიანები. ადამიანებს არ მიეცით ვაჭრობის  საშუალება, დაულპეთ ათასობით ლარის პროდუქცია. თქვენთვის  ეს არაფერს არ ნიშნავს! მერი კორუმპირებულია. ვინ აგებს პასუხს? _ არ ცხრებოდა მჟავანაძე. _ გვაცალეთ, დავით, ჩვენ და მოვიყვანთ უკეთესს, _ უთხრა მჟავანაძეს   „ქართული ოცნების“ დეპუტატმა აროშიძემ. _თქვენმა მოყვანილმა მერმა არაფერი არ დატოვა ოზურგეთში.  ცენტრალური სკვერებიდან  შეისყიდა ყველაფერი.  მუზეუმის კიბე და ტუალეტიც გაყიდულია. ჩვენ ეს მოვიყვანეთ, მაგრამ დაემსგავსა მას და უნდა, გაასწროს _ ერთმანეთს ეჯიბრებიან, _ განაცხადა მჟავანაძემ სიორიძის და შარაშენიძის შედარებითი დახასიათებისას. _დაჯექი! ორიანი! _მიმართა მჟავანაძეს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მარიკა ჩხიკვიშვილმა, რასაც დეპუტატების მხრიდან სიცილი მოჰყვა: „ახლა უწერს „დვოიკას“ შარაშენიძეს და არჩევნებზე თავგანწირული უჭერდა მხარს“, _ ხუმრობდნენ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...