"აღმოჩნდა, რომ ქათამს დაუდია კვერცხი და ზემოდან დაუფარებია მჭიდი!"

სამართალი

"აღმოჩნდა, რომ ქათამს დაუდია კვერცხი და ზემოდან დაუფარებია მჭიდი!"

15 იან. 2012, 14:34:56
(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ სანამ ირაკლი ალასანია შსს ლანჩხუთის რაიონულ სამმართველოსთან გამოჩნდებოდა, "გურია ნიუსი" ელგუჯა ჩხაიძის მეუღლეს, მადონა ჩხაიძეს ესაუბრა.

_ სამ საათზე დაურეკეს, თქვენი ფერმის დათვალიერება გვინდაო. სახლში ვიყავით, მაგიდასთან ვისხედით.

_ ვინ დაურეკა?

_ ალბათ, პოლიციიდან იყვნენ. შემდეგ, პოლიციის პიკაპით მოვიდნენ. ელგუჯაც წაყვა ფერმაში. იქ, როგორც, თქვეს ავტომატი აღმოაჩინეს. ელგუჯა სახლში აღარ დაბრუნებულა.

_ როცა მოიკითხეთ, რა გითხრეს?

_ არაფერი. სად იყო, არც ვიცოდით.

_ სახლში ჩხრეკა როდის ჩატარდა?

_ სახლის გასაჩხრეკად საღამოს ათ საათზე მოვიდნენ. ჩვეულებრივად იყვნენ მოსულები, თითქოს არაფერი. ერთ ოთახში შევიდნენ, მეორეში, მაგრამ ვერაფერი ვერ ნახეს. შემდეგ უკან გავიდნენ, საქათმეში შეანათეს ფანარი, შემდეგ ტუალეტის უკან ცელოფანში რაღაც აღმოაჩინეს _ თურმე, ქათმის ბუდეში ავტომატის მჭიდი უპოვიათ. პირველ რიგში, ეს მინდა დაიწეროს, რომ ბუდეს ჩვენ დღეში რამდენჯერმე ვამოწმებდით და კვერცხს ვიღებდით, ავტომატის მჭიდი იქ საიდან აღმოჩნდა, ეს არის საკითხავი! კვერცხის ზემოდან იყო დადებული ცელოფანი, რომელშიც ეს მჭიდი იყო ჩადებული...

აქ დაკავებულს მეუღლესთან საუბრის შეწყვეტა მოგვიხდა, რადგან პოლიციის შენობიდან გამოსულმა რამდენიმე ფორმიანმა გვითხრა, რომ საუბრის ჩაწერის და გადაღების უფლება არ გვქონდა:

_ არ შეიძლება გადაღება. მიბრძანდით და სხვაგან ჩაიწერეთ და გადაიღეთ!

_ რომელი კანონის საფუძველზე არ შეიძლება?

_ გთხოვთ, გადაბრძანდეთ და სხვაგან მოახდინოთ გადაღება.

_ გეკითხებით, რომელი კანონის საფუძველზე გვიკრძალავთ საუბარს?

_ კანონია ის, რომ, გთხოვთ, მიბრძანდეთ მიმდებარე ტერიტორიიდან.

_ ვინ მოგცათ მითითება, რომ არ გადაღება არ შეიძლება?

_ ჩემი მითითებაა.

ამის შემდეგ, იძულებულები გავხდით ქალბატონ მადონასთან საუბარი პოლიციის შენობიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით გაგვეგრძელებინა.

_ ქალბატონო მადონა, გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი...

_ როცა პოლიციამ სახლის ჩხრეკა დაიწყო, ერთმა პოლიციელმა მოითხოვა, ტუალეტში უნდა გავიდეო. როცა ის იმ მხარეს გავიდა, მარტო არ გავუშვით _ რძალი და მისი მამა გაყვა, თუმცა, ტუალეტში ხომ არ შეყვებოდნენ?! ტუალეტის შიგნით არის ფანჯარა, რომლიდანაც თავისუფლად შეიძლება მიწვდე ქათმის ბუდეს. აღმოჩნდა, რომ ქათამს დაუდია კვერცხი და ზემოდან დაუფარებია მჭიდი! ახლა ეს დასაჯერებელია?! სახლი ზერელედ გაჩხრიკეს, იმიტომ, რომ იცოდნენ, როგორც უნდა მოქცეულიყვნენ.

_ როცა სახლის ჩხრეკა მიმდინარეობდა, თქვენი მეუღლის დაკავების ამბავი იცოდით?

_ არა. პოლიციასაც არაფერი უთქვამს. ელგუჯა რომ დაკავებული იყო, პოლიციაში მისვლის შემდეგ გავიგეთ.

_ მოწმეები ესწრებოდნენ მჭიდის ამოღებას?

_ არავინ იყო. თავად ამოიღეს და თქვეს _ ავტომატის მჭიდიაო. მე ვუთხარი, სად გინახავთ ავტომატის გარეშე მჭიდი, ბარემ ავტომატიც ჩაგედოთ,-მეთქი. მიპასუხეს, ავტომატი ფერმაში ვნახეთო. ასე გავიგეთ, რატომ იყვნენ მოსულები.

_ თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა?

_ რა თქმა უნდა. 2 წლის წინ, ზაფხულში ჩემი შვილიც დაიჭირეს. მაშინაც პოლიტიკური ანგარიშსწორება გახლდათ.

მაშინ ელგუჯა ჩხაიძის შვილის დაკავების ფაქტი ოპოზიციონერმა მის პოლიტიკურ აქტიურობას და ადგილობრივ მაღალჩინოსნებთან დაპირისპირებას დაუკავშირა, ჩხაიძეს ასევე დაპირისპირება ჰქონდა ადგილობრივ სამართალდამცველებთან.

ელგუჯა ჩხაიძე ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი წევრია, წლების განმავლობაში სოფელ ჩიბათის გამგებელი გახლდათ. ეს პოსტი წინა საპარლამენტო არჩევნების წინ სკანდალის შემდეგ დატოვა _ ჩხაიძე თანასოფლელ ავთანდილ ჯორბენაძეს უჭერდა მხარს. ექსსახმინისტრის მხარდაჭერა სოფლის თავკაცს არ აპატიეს და საკუთარი განცხადებით დაატოვებინეს პოსტი. სწორედ იმ დროიდან იწყება მისი ოჯახის წინააღმდეგ რეპრესიები.




 ახალი ამბები
  • "ლელოს" დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნებალელოს დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნება. სიორიძე სხვა კანდიდატებთან ერთად პოლიტიკურმა მოძრაობა "ლელომ" ამ წუთებში მცხეთაში წარადგინა. გიორგი სიორიძე – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. კონსტიტუციონალისტი. კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, გერმანიაში ფედერალური მასშტაბით ლიცენზირებული იურისტი. არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე. უკანასკნელ წლებში მუშაობდა ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ... ...
  • "15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას" _ მიხეილ ჩხენკელისასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვიზიტისას განაცხადა. „სასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას. რეკომენდაციები გამოქვეყნდება და ყველას გექნებათ საშუალება დეტალურად იხილოთ. სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული, რადგანაც ჩვენთვის მთავარია ბავშვების ჯანმრთელობა. მინდა გითხრათ, რომ ყოველ ეტაპზე სამედიცინო პროტოკოლი ასახავს ეპიდ-სიტუაციას, რომელიც იმ მომენტისთვის არის აქტუალური. დღევანდელი ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი საფრთხე 15 სექტემბერს სწავლის დაწყებას არ ემუქრება. თუმცა, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ის ამბავი, რომ თითოეული მოქალაქის ვალია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ჩვენი ყველას სურვილია, რომ ეს ვითარება არ გაუარესდეს და ამისთვის თითოეული მოქალაქის ძალისხმევა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის“, - განაცხადა მიხეილ ... ...
  • IRI: უჭერს თუ არა მოსახლეობა მხარს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების წინ, მოქალაქეთა 54 პროცენტი ინფორმირებულია 8 მარტის შეთანხმებისა და ქვეყნის საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ. მათგან   77 პროცენტი - 41 % „ძლიერ“, ხოლო 36 % „მეტნაკლებად“, მხარს უჭერს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას.  ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული სისტემის მაგიერ პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.  ოპოზიციური პარტიებიდან ერთიანმა მაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ, გასულ წელშიც დღის წესრიგში ჩამდგარი საარჩევნო სისტემის გამო მთავრობასთან წარმოებულ მოლაპარაკებებზე მიღებული დაპირებების არ შესრულების მიზეზის გამო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. მიღებული ცვლილების თანახმად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული სისტემით იქნება არჩეული. არჩევნებში 40,54 პროცენტზე ნაკლები ხმის მიმღები პარტია მარტო ვერ შესძლებს მთავრობის ფორმირებას. ცვლილება ასევე მოიცავს პარლამენტში პარტიების ადგილების განაწილების და არჩევნების ბარიერთან დაკავშირებულ ... ...
  • IRI: მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდაIRI-ს კვლევის მიხედვით, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან COVID-19-ის წარმატებული მართვისა, საქართველოს მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა პანდემიის გავრცელების შემდეგ. 65 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათ ოჯახში „ძალიან“ (22 %) ან „მნიშვნელოვნად“ (43 %) მძიმეა, ხოლო 67 % თვლის, რომ კორონავირუსის შედეგად, კიდევ უფრო გაუარესდა.  შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა თებერვალში დაფიქსირდა. ამ დროისთვის, დაინფიცირებულთა სრული რაოდენობა 1278-ს შეადგენს, რომელთაგან  გამოჯანმრთელდა - 1058, ხოლო 17 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი ჯანმომ გლობალურ პანდემიად გამოცხადა და ვირუსთან საბრძოლველად სხვადასხვა შეზღუდვები დაწედა. ამავე თემაზე: IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ... ...
  • IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაშიIRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მოსახლეობის 79 პროცენტი არის კმაყოფილი, მათ შორის „ძალიან კმაყოფილი“ (41 %) და „მეტნაკლებად“ კმაყოფილი (38 %) მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაში. "მოსახლეობის 58 პროცენტი, მათ შორის 21 % „ძალიან“, ხოლო 37 პროცენტი „მეტნაკლებად“, კმაყოფილია იმ სოციალური პროგრამებით, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემების შესამსბუქებლად.  მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება(94%) რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (91 %) და პრემიერ-მინისტრის ოფისის (81 %) მუშაობა პანდემიასთან ბრძოლაში იყო ეფექტური",_ ნათქვამია კვლევაში. ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.  შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.  ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...