რეპრესირებულთა ოჯახის წევრებისთვის კომპენსაციის გადახდა ისევ ჭიანურდება

სამართალი

რეპრესირებულთა ოჯახის წევრებისთვის კომპენსაციის გადახდა ისევ ჭიანურდება

1 თებ. 2012, 06:33:34
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომ საქმეზე "კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება 2010 წლის 2 თებერვალს გამოიტანა. კილაძეების (რომლებიც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი ოჯახის წარმომადგენლები არიან) ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის ადვოკატები იცავდნენ.

გზა სტრასბურგამდე

კლაუს და იური კილაძეების მამა 1937 წლის 2 ოქტომბერს, საბოტაჟისა და ტერორისათვის გასამართლების შემდეგ, დახვრიტეს. ხოლო 1938 წლის 7 ნოემბერს, საბჭოთა ხელისუფლების დამხობისაკენ მიმართული აგიტაცია-პროპაგანდის ბრალდებით, კილაძეების დედას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და გადასახლებულ იქნა საბჭოთა კავშირის უკიდურესი ჩრდილოეთით მდებარე სპეციალურ საპატიმრო ბანაკში.

მარტო დარჩენილი ბიჭები, რომლებიც 12 და 10 წლისანი იყვნენ, თავდაპირველად, თბილისის ბავშვთა მიმღებში მოათავსეს და იქ თვენახევარი გააჩერეს. როგორც საქმის მასალებშია აღნიშნული, ბიჭები იქ არსებული ცუდი კვებისა და სიბინძურის გამო, ტიფით დაავადდნენ. ამის შემდეგ, ძმები, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამხედრო კომისრის 1937 წლის 15 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე, საქართველოდან რუსეთში, სტავროპოლის რეგიონში, უდედმამო ბავშვთა თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც მათ ორი წელიწადი გაატარეს. ამ ხნის განმავლობაში მათ მუდმივად სცემდნენ და შეურაცხყოფდნენ, ერთის მხრივ, დაწესებულების პერსონალი, როგორც "სამშობლოს მოღალატე" მამის შვილებს, ხოლო მეორეს მხრივ, სხვა ბავშვები, როგორც ქართველებს სტალინის სამშობლოდან. გარდა ამისა, მეტად მძიმე პირობებში უხდებოდათ ცხოვრება. 60 ბავშვს ერთ ოთახში ეძინა ერთ გრძელ ჭილობზე, ერთი საწოლი 5 ბავშვს უნდა გაენაწილებინა. იმავე ოთახში მდებარე ხის კასრს კი საპირფარეშოდ ("პარაშა") იყენებდნენ. ოთახში არც ონკანის წყალი მოდიოდა. ამის გამო, ძმებს რწყილები გაუჩნდათ და მუნი შეეყარათ. დედის დაპატიმრებისთანავე, კილაძეებს, თბილისში მდებარე 90 კვმ ფართობის საცხოვრებელი სახლი, უძრავ ქონებასთან და სხვა პირად თუ საოჯახო ნივთებთან ერთად, დაუყოვნებლივ ჩამოართვეს. 1940 წელს, კლაუს და იური კილაძეების ბებიამ მათი მეურვეობის უფლება მიიღო. საქართველოში დაბრუნებულებს, ჯერ კიდევ ბავშვებს, ფიზიკური შრომით თავის რჩენა უწევდათ. ამის შემდეგ, მთელი მათი აქტიური ცხოვრების მანძილზე, სსრკ-ის პერიოდში, კილაძეეები, როგორც "სამშობლოს მოღალატის" შვილები მეტად ძლიერ სოციალურ და პოლიტიკურ ზეწოლას განიცდიდნენ.

1945 წელს, კილაძეების დედა გადასახლებიდან გაათავისუფლეს. ის თბილისში სურავანდით, პლევრიტითა და გასტროენტერიტით დაავადებული დაბრუნდა. 1956 წლის 4 მაისს, სამხრეთ კავკასიის სამხედრო სასამართლომ გააუქმა 1938 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება და კილაძეების დედის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო, იგი რეაბილიტირებულად სცნო. 1957 წლის 30 აგვისტოს, საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ, იმავე მოტივით გააუქმა 1937 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება და უფროსი კილაძეც რეაბილიტირებულად სცნო.

1998 წლის 6 მარტს, ძმებმა მიმართეს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, მათი მშობლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის, მათი ქონების კონფისკაციისა და ასევე, მათი ბავშვთა თავშესაფარში ყოფნის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით. 1998 წლის 1 ივლისს, მათ მიიღეს პასუხი, რომ არავითარი ინფორმაცია არ იყო შემონახული მათი ბავშვთა თავშესაფარში ყოფნის შესახებ. რაც შეეხება ინფორმაციას მათი მშობლების შესახებ, სამინისტროს არქივები 1991-1992 წლების სამოქალაქო ომის დროს დაიწვა. განმცხადებლებს ურჩიეს, შეეგროვებინათ რამდენიმე თვითმხილველი მოწმის მონაყოლი, დაემოწმებინათ ნოტარიული წესით და მიემართათ მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ტერიტორიული კომპეტენტური სასამართლოსთვის ფაქტის იურიდიულად დადგენის მოთხოვნით.

1998 წლის 16 მარტს, კილაძეებმა საბურთალოს რაიონის პირველი ინსტანციის სასამართლოს სარჩელით მიმართეს და მოითხოვეს მათი და მათი მშობლების პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლებად აღიარება. 1998 წლის 19 აგვისტოს, განმცხადებელთა მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა.

2005 წლის 15 მარტს, კილაძეებმა მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით და ითხოვდნენ 515.000 ლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდას თითოეული მათგანისთვის, საერთო ჯამში, განცდილი მორალური და მატერიალური ზიანის გამო. თუმცა, სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ვინაიდან "კანონები", რომლებზეც განმცხადებლები მიუთითებდნენ _ 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის მე-8 და მე-9 მუხლები, ჯერ კიდევ არ იყო მიღებული. განმცხადებლებმა საკასაციო საჩივარი შეიტანეს.

კილაძეები აპროტესტებდნენ იმ ფაქტს, რომ 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის ძალაში შესვლიდან თითქმის რვა წელი იყო გასული, ხოლო სახელმწიფოს არავითარი ზომები არ მიუღია შესაბამისი კანონის მიღებისა და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთათვის კომპენსაციის გადახდის კუთხით, როგორც ეს კანონის მე-8 და მე-9 მუხლებში იყო აღნიშნული. განმცხადებელთა მტკიცებით, აღნიშნულ მსხვერპლთა რაოდენობა, რომლებიც ასაკოვნები იყვნენ, მცირდებოდა და მათი აზრით, სახელმწიფო ელოდებოდა რომ მათი გარდაცვალება კომპენსაციის პრობლემას მოხსნიდა. იმ კანონპროექტის განმარტებითი ბარათის შესაბამისად, რომელიც ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პარლამენტში 2001 წელს, უშედეგოდ წარადგინა სადავო საკანონმდებლო ვაკუუმის აღმოფხვრის მიზნით, აღნიშნული კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რაოდენობა, კატეგორიების მიხედვით, 600-დან 16.000-მდე მერყეობდა.

2005 წლის 2 ნოემბერს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საკასაციო საჩივარი. სწორედ ამის შემდეგ მომზადდა სარჩელი სტრასბურგისთვის.

"კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ"

სტარსბურგის სასამართლო, რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ, მივიდა დასკვნამდე, რომ ამ კუთხით საქართველოში საკანონმდებლო ვაკუუმი და იყო და ეს პრობლემას მხოლოდ კილაძეებს არ უქმნიდა.

"საკანონმდებლო ვაკუუმის პრობლემა, რომელიც მან დაადგინა, არ ეხება მხოლოდ განმცხადებლებს. განმცხადებელთა მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც მსგავსი სახის დარღვევის გამომწვევი სიტუაცია შეეხოთ, კატეგორიების მიხედვით, 600-დან 16.000-მდე მერყეობს. შესაბამისად, აღნიშნულმა სიტუაციამ, შესაძლოა, სათავე დაუდოს სასამართლოში დიდი რაოდენობით განაცხადების წარდგენას იმგვარად, რომ მომავალში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს კონვენციის მიერ ჩამოყალიბებული მექანიზმის ეფექტურობა. ასეთ პირობებში, სასამართლო თვლის, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, ეროვნულ დონეზე, უდავოდ უნდა გატარდეს ზოგადი ღონისძიებები. სწრაფად უნდა იქნას მიღებული აუცილებელი საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და საბიუჯეტო ზომები, რათა 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის მე-9 მუხლში გათვალისწინებულ პირებს მიეცეთ აღნიშნული დებულებით გარანტირებული უფლებით ეფექტური სარგებლობის შესაძლებლობა. გადაუხადოს 4.000 ევრო მორალური ზიანის ანაზღაურების სახით," _ აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ამ გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ "საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" კანონში ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმადაც, ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს უშუალოდ რეპრესირებულმა პირმა, მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ ან მათმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს.

საქართველოს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და მათი მემკვიდრეების ერთობლივი რაოდენობა ამ ცვლილებამდე 20 076 ადამიანი იყო, თუმცა შემდგომში მათი რიცხვი გაიზარდა. გაიზარდა მომჩივნების რაოდენობაც. თუმცა, სასამართლო რიგი დოკუმენტაციის წარდგენას ითხოვს, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლიდან სამ თვეში, თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 500 სარჩელზე მეტი იქნა წარდგენილი. ამ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი რეგიონებში მცხოვრები ბენეფიციარების მიერ სასამართლოში წარდგენილი სარჩელების რაოდენობაზე. თუმცა, როგორც გავარკვიეთ, მათი რიცხვი საკმაოდ დიდია.

სარჩელების დიდი რაოდენობის გამო, დადგინდა კომპენსაციის ზღვარი _ მინიმალური 200 ლარი, ხოლო მაქსიმალური 500 ლარი.

ამ სარჩელებს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს, რაც რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.

"გურია ნიუსთან" საუბრისას, ის ადამიანები, რომლებმაც სარჩელი უკვე შეიტანეს, აღნიშნავენ, რომ 500 ლარი იმ დოკუმენტების მოსაპოვებლად არის საჭირო, რომლის წარდგენას სასამართლო ითხოვს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რეპრესირებულებისა თუ მათი პირველი რიგის მემკვიდრეების მიერ სარჩელის შეტანისას, ერთ-ერთ მტკიცებულებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შსს-ს არქივიდან გაცემული ცნობა დაინტერესებული პირის ან მისი წინაპრის მიერ განცდილი რეპრესიის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო ხარვეზს ადგენს.

აღნიშნული ცნობის აღება ცოტა ხნის წინ უფასო იყო, თუმცა, 2011 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს კანონი "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ გაწეული მომსახურების საფასური დადგენის შესახებ," რომლითაც, მსგავსი ცნობის აღებისთვის 9 ლარია გადასახდელი.

რეპრესირებულების და მათი ოჯახის წევრების რეპრესიების მსხვერპლთა ინტერესებს სასამართლოში ძირითადად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები იცავენ. "გურია ნიუსთან" საუბრისას, საია-ს ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი, თამაზ ტრაპაიძე იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლებიც მოსახლეობას სარჩელის შეტანისას ექმნებათ.

_ საია-ს ოზურგეთის ოფისის მიერ დღემდე მომზადდა 108 სარჩელი რეპრესირებულთა და მათი პირველი რიგის მემკვიდრეთათვის გათვალისწინებული ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის თაობაზე.

კანონმდებლობით დადგენილია ჩამონათვალი დოკუმენტაციისა, რაც რეპრესირებულმა ან მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ სარჩელს უნდა დაურთოს. კერძოდ, სარჩელს უნდა დაერთოს: პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი, პირველი რიგის მემკვიდრის მიერ სარჩელის წარდგენისას _ მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სანოტარო წესით დამოწმებული გარიგება კომპენსაციის მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე, თუკი არსებობს რამდენიმე პირველი რიგის მემკვიდრე და ეს მემკვიდრეები თმობენ აღნიშნულ უფლებას ერთი ან რამდენიმე მემკვიდრის სასარგებლოდ. ერთი შეხედვით ჩამონათვალი მცირეა, თუმცა რეალურად მოსარჩელეები უამრავი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ, როდესაც საქმე სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებების შეგროვებაზე მიდგა. თავდაპირველად, პრობლემა შეიქმნა მემკვიდრეობის დადგენასთან დაკავშირებით, რადგან სასამართლო მტკიცებულების სახით ითხოვდა სამკვიდრო მოწმობას, როგორც მემკვიდრეობის დამადასტურებელ დოკუმენტს. სამკვიდრო მოწმობის აღება დროსთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენდა მოსარჩელეთათვის. როგორც ჩანს, სასამართლომ გაითვალისწინა საიას მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მემკვიდრეობის დამადასტურებელ დოკუმენტში იგულისხმება მხოლოდ პირველი რიგის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი და არა სამკვიდრო მოწმობა. ამჟამად, სასამართლო პირველი რიგის მემკვიდრეობის დადგენისას, ეყრდნობა მოსარჩელეთა დაბადების ან ქორწინების მოწმობებს.

დოკუმენტების შეგროვებას ართულებს ის გარემოებაც, რომ მოქალაქეთა უმრავლესობას სასამართლო გადაწყვეტილებები პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების თაობაზე გააჩნიათ ასლების სახით, რადგან ორიგინალი ინახება სოციალური მომსახურების სააგენტოში. სასამართლომ არაერთი ხარვეზი დაადგინა ამასთან დაკავშირებით. ხარვეზი განპირობებული იყო იმით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ მიიღო ადმინისტრაციული ორგანოს, კერძოდ, სოციალური სამსახურის მიერ დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებების ასლები და მოითხოვა საერთო სასამართლოების არქივის მიერ დამოწმებული ასლები. აქედან გამომდინარე, მოქალაქეებს მოუხდათ თბილისში ჩასვლა, რაც მათთვის დამატებით ხარჯებს წარმოადგენს.

პრობლემას წარმოადგენს ასევე რეპრესირებულის გარდაცვალების მოწმობის მოპოვება, როდესაც რეპრესირებული დახვრეტილი ან გადასახლებაში გარდაცვლილი იყო. სამოქალაქო რეესტრი გასცემს გარდაცვალების მოწმობას შსს-ს მიერ გაცემული საარქივო ცნობის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ მასში დაფიქსირებულია გარდაცვალების თარიღი. ამასთან დამატებით პრობლემას ქნის ის გარემოება, რომ სამოქალაქო რეესტრი არ იღებს მხედველობაში საქართველოს უშიშროების სამინისტროს მიერ გაცემულ ცნობას და ითხოვს აუცილებლად შ.ს.ს-ს მიერ გაცემულ "ახალ ცნობას". იმ შემთხვევაში, თუკი შსს-ს მიერ გაცემულ ცნობაში გარდაცვალების კონკრეტული თარიღი არ არის მითითებული, მოქალაქეებს უწევთ რაიონული სასამართლოსთვის მიმართვა რეპრესირებულის გარდაცვლილად გამოცხადების მოთხოვნით, რაც ასევე დროსთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას თამაზ ტრაპაიძე.

საიამ და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა (EHRAC) ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს 2011 წლის 30 მაისს რეკომენდაციით მიმართეს. ორგანიზაციები მინისტრთა კომიტეტს სთხოვდნენ, გაგრძელებულიყო კილაძეების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგი, რომელიც დაადგენდა ეროვნული სასამართლოების მიერ საკანონმდებლო ცვლილებების გამოყენების პრაქტიკას და შემდგომ, კომიტეტს შესაძლებლობა ექნებოდა შეეფასებინა, ხდებოდა თუ არა ამ კანონების სწორი იმპლემენტაცია.

ორგანიზაციებმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს წერილი გასულ კვირასაც გაუგზავნეს.

"კლაუს და იური კილაძეების საქმეზე ევროპის სასამართლოს მიერ 2010 წლის 2 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2011 წლის მაისში საკანონმდებლო ცვლილებები გახორციელდა, რომლის მიხედვით, რეპრესირებულებისა და მათი პირველი რიგის მემკვიდრეებისათვის ფულადი კომპენსაციის მიკუთვნების საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს და ასევე, განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ გახორციელებული საკანონმდებლო ცვლილება უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია რეპრესირებულებისა და მათი პირველი რიგის მემკვიდრეებისათვის წლების განმავლობაში განუხორციელებელი უფლების უზრუნველსაყოფად, ამ ცვლილებების ცხოვრებაში გატარებისას იკვეთება პრობლემები, რომელიც ჩვენი აზრით ყურადღებას საჭიროებს. საია-ს მიერ, ფულადი კომპენსაციის მიკუთვნების საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკის შესწავლის შემდეგ, გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომელიც ვფიქრობთ, ეჭვქვეშ აყენებს კილაძეების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ეფექტურად აღსრულებას. კერძოდ,

_ თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის ფულადი კომპენსაციის მიკუთვნების შესახებ საქმეების განხილვის ექსკლუზიური უფლებამოსილების მინიჭება ეჭვქვეშ აყენებს რეგიონში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას, ხშირ შემთხვევაში მათი ასაკის, ჯანმრთელობის და ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით;

_ გარდა ამისა, 2011 წლის სექტემბრისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში 3 ათასზე მეტი სარჩელი იყო შეტანილი, მაშინ როცა სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ 73 საქმე ჰქონდა გამოტანილი. აღნიშნული ხაზს უსვამს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადატვირთულობას, რაც საქმეების დროულად განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას უშლის ხელს; გრძელდება სარჩელის წარმოებაში მიღებისათვის ხარვეზების დაუსაბუთებლად დადგენა.

_ სასამართლოს მიერ მიკუთვნებული ფულადი კომპენსაციები არის გაუმართლებლად დაბალი და არ შეესაბამება გახორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მიზანს და მოთხოვნებს; ჭიანურდება ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა," _ აღნიშნულია კომიტეტისთვის გაგზავნილ წერილში.

აღსანიშნავია, რომ კილაძის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭირო ზომები რაც შეიძლება მალე უნდა ყოფილიყო გატარებული სახელმწიფოს მიერ, რათა ხანდაზმულ ბენეფიციარებს დროულად ესარგებლათ მინიჭებული უფლებით. მიუხედავად იმისა, რომ სათანადო საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მოქმედებს, შიდა სასამართლოების მიერ გადაწყვეტილების გამოტანის ვადების გაჭიანურება საგრძნობლად აფერხებს ხანდაზმული ბენეფიციარების მიერ მათივე სიცოცხლეში კანონით მინიჭებული უფლებით სარგებლობას.




 ახალი ამბები
  • რა იწვოდა ჩოხატაურშიცოტა ხნის წინ ხანძარი იყო ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამჟამად ლოკალიზებულია. "ცეცხლი ეკიდა ბალახს, რომელიც ამჟამად ლოკალიზებულია", _ გვითხრეს  პრესსამსახურში. როგორ ჩვენთვის გახდა ცნობილი ხანძარი ადამიანთა დაუდევრობამ ... ...
  • რა რისკებს შეიცავს პანდემიის დროს ზღვაზე დასვენება _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებაზღვის სეზონი წელს ცოტა მოდიფიცირებულად უნდა ჩავატაროთ. ანუ არ უნდა იყოს თავისუფლება, _ ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადების კვლევებით დამტკიცებული არ არის, ამიტომ დამსვენებლებს მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ. „ვარაუდობენ, რომ წყლით ეს ვირუსი არ გადადის. მაგრამ ვინაიდან გამოცდილება მცირეა, ამის გარანტიას ვერავინ მოგვცემს. უბრალოდ არის ინფორმაცია, რომ წყლით გადასვლის რისკი ძალიან დაბალია. იქაც, იმ ტურისტული სეზონის და ზღვაზე დასასვენებლად გასვლის დროს წამყვან რისკ-ფაქტორად დარჩება მაინც საზოგადოებრივი თავშეყრები“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისი თქმით, რისკებს ივლისიდან უცხოელი ტურისტების შემოსვლაც ზრდის, ამიტომ დამსვენებლებმა სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან და საჯარო სივრცეებში პირბადე ატარონ. საქართველო უცხოელი ტურისტების მიღებას 1-ლი ივლისიდან დაიწყებს, შიდა ტურიზმი კი ქვეყანაში 15 ივნისიდან ... ...
  • სფფ-ის მაღალჩინოსნები გვიმბალაურში იმყოფებოდნენსფფ-ის მაღალჩინოსნებმა ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში გურიის საფეხბურთო აკადემიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტებმა კახა ჭუმბურიძემ და ნიკოლოზ ჯღარკავამ ლანჩხუთის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესა და ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატ ნინო წილოსანთან ერთად გურიის ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა დაათვალიერეს, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა. გურიის საფეხბურთო აკადემიის შესახებ სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა: "საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს რეგიონებში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძოდ ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე რეგიონში უკვე გვაქვს აკადემია.მოკლე პერიოდში მათ რიცხვს ეს აკადემიაც შეემატება, რომელიც გურიისა და აჭარის რეგიონს მოიცავს. 13-დან 14 წლამდე მოზარდებს საშუალება ექნებათ ივარჯონ და ისწავლონ. ჩვენ მათ ყველა პირობას შევუქმნით იმისთვის, რომ განვითარდნენ" - განაცხადა კახა ჭუმბურიძემ. "ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა. აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს სამუშაოები. დაწყებულია ეზოს კეთილმოწყობა და გარეგანათების პროექტის განხორციელება. მიხარია, რომ ბევრი ბავშვისთვის ეს მოტივაციას გაზრდის. სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება" - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა. პროექტის ფარგლებში, ადგილზე მოეწყობა ადმინისტრაციული საცხოვრებელი შენობა და სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი განათებით. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. აკადემიის გუნდებთან ერთად საფეხბურთო ინფრასტრუქტურით საფეხბურთო სკოლები და სამოყვარულო ფეხბურთის გუნდები ისარგებლებენ. წყარო: "გურია ... ...
  • „სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური" _ კალაძე სამოქალაქო აქტივისტის ბრალდებაზესავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვარკეთილში გუშინდელ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთ პირთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ კალაძემ მას მაისური შემოახია. კალაძის თქმით, ორ ადამიანს სურდა არეულობის შეტანა და თუმცა ეს არ გამოუვიდათ. „არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, როგორც გუშინ ვთქვი. ძალიან კარგად ვიცი, რა ჩანს კადრებში, თქვენც და მეც მაქვს ორი თვალი, შესაბამისად, ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ, არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა, არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც იყო ახალი სარეკრეაციო ზონის პროექტის დასრულება, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ. მათ არ მიეცათ პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა და ეს ადამიანები გაიყვანეს ტერიტორიიდან“. კალაძის განცხადებით, თუ შსს-ს ჩათვლის რომ იყო ძალადობრივი ქმედება, გამოძიება უნდა დაიწყოს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, არ გამოუვიდა პროვოკაცია და მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას მაისური, რომელიც გამოადგება. აი, ეს არის მაისური, საკმაოდ საინტერესოა. ორი გვაქვს ასეთი - ერთს „მთავარ არხს” გადავცემთ და მეორეს - მაგ პიროვნებას”, - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, თბილისის მერსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე "ანას ბაღის" დამცველები და მოძრაობა "შეცვალეს" წევრები დახვდნენ. მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, „კალაძემ მაისურიც ... ...
  • საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებასრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხი მირტაგი ასადოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ში ადასტურებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ ასადოვის გამოკითხვა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს. 30 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  „ეს პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას. კერძოდ, ზემოაღნიშნული პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში, წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით. პირთა ჯგუფი ამ მიმართულებით არასწორი და აგრესიული მოწოდებების გავრცელების გზით, ცდილობს რეგიონის ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს შორის შეიტანოს განხეთქილება, რასაც ორივე მხრიდან მოყვება ეროვნული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები და ქმედებები, ხოლო ეროვნული შუღლის ჩამოგდების გზით, პირთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ განხორციელდება ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების უკანონოდ ხელყოფა. პირთა ჯგუფი ცდილობს თავის საჯარო განცხადებებსა თუ იდეოლოგიაში სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოსდა ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას სხვა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ენიჭებათ უპირატესობა, რაც უფრო ზრდის ეროვნული კონფლიქტის წარმოშობის რისკებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი გამოძიებას აწარმოებს რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე, რაც გულისხმობს ქმედებას, ჩადენილს ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირ ან არაპირდაპირ შეზღუდვას ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭებას, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, ჩადენილს პირთა ჯგუფის მიერ. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, - აღნიშნულია სუს-ს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

გურული კერძი ხობოკვერა _ “გამორჩეული მარგალიტი“

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და გიდი...

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?