დავით კეზერაშვილს ქონების უკანონოდ მითვისების ფაქტზე ბრალი წარედგინა

სამართალი

დავით კეზერაშვილს ქონების უკანონოდ მითვისების ფაქტზე ბრალი წარედგინა

2015 ივლ 2 16:21:44

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩარმოთმევის კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა.
დღეს, გამოძალვის ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და შემდგომში ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია შემდეგი:

"2010 წლის აგვისტოში, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა  დავით კეზერაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში, თავის ბიზნესსაქმიანობაში, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირების განსაკუთრებული მფარველობით სარგებლობდა, გადაწყვიტა გაეფართოებინა თავისი ბიზნესგავლენის სფეროები და ხელში ჩაეგდო ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი, რომელიც წლიურად ათეულობით  მილიონი ლარის მოგებასთან იყო დაკავშირებული.

იმ პერიოდში, ხსენებული ბიზნესის მესაკუთრეები იყვნენ მამა-შვილი: თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები, კერძოდ, თამაზ ნიჟარაძე და ზურაბ ნიჟარაძე ფლობდნენ კომპანია "BIMEDIA INVESTMENTS LIMITED"-ს, რომელიც 2002 წლიდან, სს "კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურ"-თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ეწეოდა ნავთობპროდუქტების გემებიდან რკინიგზის ვაგონებში გადატვირთვას. ხელშეკრულების მოქმედების ვადას კი წარმოადგენდა 10 წელი.

ასევე, თამაზ ნიჟარაძისა და ზურაბ ნიჟარაძის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იყო "MISSION INVESTMENT LIMITED", რომელიც მის მიერ დაფუძნებული კომპანიების მეშვეობით სარგებლობდა ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების გადამუშავების ექსკლუზიური უფლებით და იღებდა შემოსავალს ამ უფლების გაცემისთვის.

გარდა ზემოთხსენებულისა, თამაზ ნიჟარაძე, 2010 წლის მდგომარეობით, 52.5%-იან წილს ფლობდა შ.პ.ს "მეტალექსში", რომელიც 2003 წლიდან 2028 წლამდე იჯარით ფლობდა ფოთის პორტის N5 ნავმისადგომს, საიდანაც ახორციელებდა მშრალი ტვირთების გადამუშავებას.

ეს იყო ნიჟარაძეების ბიზნესი, რომელიც დავით კეზერაშვილის ინტერესის სფეროში მოექცა, აქედან გამომდინარე, 2010 წლის 14 აგვისტოს, დავით კეზერაშვილი, თბილისში, ე.წ. პიქსელის შენობაში შეხვდა ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძეს და ძალადობის გამოყენების მუქარით კატეგორიულად მოსთხოვა ხსენებულ კომპანიებში მისი და მისი შვილის კუთვნილი წილების თავის სასარგებლოდ დათმობა.

მოთხოვნის პარალელურად, 2010 წლის 15 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თბილისში, მარაბდის ქუჩაზე მდებარე თამაზ ნიჟარაძის საცხოვრებელ სახლში  და მის გარე პერიმეტრზე, უკანონოდ განლაგდა შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომელთა ჯგუფი, რომლებიც თამაზ ნიჟარაძეს არ აძლევდნენ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას, ახორციელებდნენ მასზე მუდმივ თვალყურს და ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
ხსენებული დღეების განმავლობაში, ფოთის პორტში ბიზნესის ხელში ჩასაგდებად,  შუამავლის მეშვეობით, დავით კეზერაშვილი აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებდა სოდის ტყვეობასა და მუდმივ მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ თამაზ ნიჟარაძესთან და კატეგორიულად მოითხოვდა მისი და მისი შვილის კუთვნილი წილების დათმობას, წინააღმდეგ შემთვევაში, კეზერაშვილის გადმოცემით სამართალდამცავები მის  სახლს არ დატოვებდნენ.

ვინაიდან, კეზერაშვილს წილების გადაფორმება ეჩქარებოდა, 2010 წლის სექტემბერში, მან შუამავლით საუბარს, უშუალო შეხვედრა არჩია და ისევ და ისევ ე.წ. "პიქსელი"-ს შენობაში დაბარებულ თამაზ ნიჟარაძეს "სისხლის ტბების დაყენებით" დაემუქრა, თუკი ეს უკანასკნელი  საწარმოებში კუთვნილ წილებს არ დათმობდა.

ძალადობისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, კეზერაშვილის მუქარიდან რამოდენიმე დღეში, თამაზ ნიჟარაძემ და მისმა შვილმა ზურაბ ნიჟარაძემ "BIMEDIA INVESTMENTS LIMITED"-ში (100%), "MISSION INVESTMENT LIMITED"-ში (60.18%), ხოლო მოგვიანებით შ.პ.ს "მეტალექსში" (52.5%) არსებული კუთვნილი წილები, რომელთა ღირებულება რამოდენიმე ათეულ მილიონ ლარს აღემატებოდა, უსასყიდლოდ დათმეს დავით კეზერაშვილის მიერ კონტროლირებადი, ობშორულ ზონებში რეგისტრირებული საწარმოების "DAVOR HOLDING LIMITED"-ის, "AXTON OVERSEAS DEVELOPMENT LTD"-ისა და "STEINLORD ENTERPRISES LLP"-ის სასარგებლოდ.

დანაშაულებრივი კვალის შენიღბვის მიზნით, "MISSION INVESTMENT LIMITED"-ის წილის გასხვისების  ხელშეკრულებაში მიეთითა, რომ თითქოსდა თამაზ ნიჟარაძემ და ზურაბ ნიჟარაძემ წილების სანაცვლოდ მიიღეს 6 000 000 აშშ დოლარის ღირებულების 2 უძრავი ქონების პროექტი, "BIMEDIA INVESTMENTS LIMITED"-ის წილის ნასყიდობის ფასი განისაზღვრა კონფიდენციალურად, ხოლო შ.პ.ს "მეტალექსის" წილის ღირებულებად განისაზღვრა 1050 ლარი. სინამდვილეში კი თამაზ ნიჟარაძესა და ზურაბ ნიჟარაძეს ძალადობის შედეგად დათმობილი წილების სანაცვლოდ არანაირი  სარგებელი არ მიუღიათ.
ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, თამაზ ნიჟარაძესა და ზურაბ ნიჟარაძეს  მიადგათ  დიდი ოდენობით ქონებრივი  და მორალური ზიანი.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ"ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", _ აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • ეს ძალიან მნიშვნელოვანია _ რა უნდა ვიცოდეთ საყოველთაო კარანტინის დროს მოქმედი წესების შესახებმთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ხვალ დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სხდომა დღეს გაფართოებულ ფორმატში გაიმართა და მას საბჭოს წევრების გარდა დედაქალაქის მერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. „მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად, ხაზგასმით აღვნიშნავ - ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ დილის 08:00 საათიდან დაიწყება. ეს კარანტინი ნიშნავს შემდეგს: · სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე - ქალაქებს შორის. · დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არ გათვალისწინების შემთხვევაშიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს. · ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით. · იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია. · ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებში მუშაობის წესი ცალკე იქნება გაწერილი და ექნებათ ცალკე პროტოკოლები, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკამ განაგრძოს ფუნქციონირება და ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს ეკონომიკას, სრულად არ იყოს გაჩერებული. ასევე, რა თქმა უნდა იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება. · აკრძალული იქნება 70 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. · იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები მათ მიმართ ვალდებულება აქვს, რომ დაეხმაროს ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, აგრეთვე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. · ყველაზე მნიშვნელოვანი - საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე. ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ, ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი. · პირთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, პირთა გადაადგილების კონტროლის და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები - ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდსა და ქ. გორში. ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და მასთან ერთად ჩართული იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები. · ძალზედ მნიშვნელოვანი პუნქტი - ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,“- განაცხადა საქართველოს ... ...
  • რა ცვლილება შევიდა სამტრედიის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამაში დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. დეპუტატები პირბადეებითა და ხელთათმანებით იყვნენ, დაცული იყო ასევე ერთმეტრიანი დისტანცია. სამი დეპუტატი კენჭისყრაში ონლაინ ღებულობდა მონაწილეობას. 31 მარტის საკრებულომ მხარი დაუჭირა ააიპებში შიდა მუხლობრივ ცვლილებებსა და სამტრედიის ტერიტორიაზე განსახორციელებელი პროექტების დამტკიცებას. საკრებულოს დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხი მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამაში ცვლილების შეტანა იყო. საკრებულოს გადაწყვეტილებით, მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების თანხა, 250 ლარი, გარდა უპატრონო და იძულებით გადაადგილებული პირებისა, 2020 წლის 31 მარტიდან გადაეცემათ ასევე მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი, უკიდურესად შეჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დღეს, თანხმობა მისცა უკურნებელი სენით, მეოთხე და მესამე სტადიის მქონე ონკოლოგიური პაციენტებისთვის ერთჯერადად 150 ლარის ... ...
  • რა განსხვავებაა მოლეკულურ და სწრაფ ტესტებს შორისსაკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განმარტა, რა განსხვავებაა მოლეკულურ და სწრაფ ტესტებს შორის. „არსებობს კლასიკური მოლეკულური ტესტი, ის რასაც ლუგარის ლაბორატორია და ამ ეტაპზე ინფექციური საავადმყოფო, ქუთაისის და ბათუმის ფილიალები აკეთებს. ამ პროცესში ჩაერთო ერთ-ერთი კერძო ლაბორატორია თბილისში. ყველა ესენი სარგებლობენ პი-ჯი-ერ (პოლიმერაზა ჯაჭვური რეაქციის ტესტი) ტესტით. რომელიც არის ოქროს სტანდარტი დიაგნოსტიკაში. ძალიან ბევრი დაავადების და მათ შორის Covid-19-ის დიაგნოსტიკაში. ამ ტესტს სჭირდება რამდენიმე საათი, იმისთავის, რომ პასუხი მივიღოთ. ასევე არსებობს დაჩქარებული პოლიმერაზა ჯაჭვური რეაქციის დაჩქარებული ტესტები. ტესტირება ხდება კარტრიჯული სისტემით და არ სჭირდება მაღალი კლასის სპეციალისეტები. ეს აპარატი საქართველოში არის 50. გარდა ამისა, არსებობს სწრაფი ტესტები, რომლებიც უკვე შემოსულია საქართველოში. ეს იქნება ვალიდაციისთვის, რამდენად იმუშავებს ეს ტესტები. ეს ტესტი კარგია, მაგრამ სჭირდება აპარატი, რომელიც ტესტის შედეგს ხილულს ხდის. ეს არის სწრაფი ტესტი, ოღონდ ცოტა სხვა ტექნოლოგიებით გაკეთებული. ასევე არსებობს სწრაფი, მარტივი ტესტები, რომლებიც სისხლის წვეთით კეთდება. თუმცა არის ტესტები, რომლებიც ვენურ სისხლზე მუშაობს. ეს არის ანტისხეულების, ანუ ორგანიზმის პასუხის აღმომჩენი ტესტები. ასევე არის სწრაფი მარტივი ტესტი ანტიგენის აღმოჩენის, რომელიც მხოლოდ კორეას აქვს. კორეასთან მიდის მუშაობა, რადგან ამ ქვეყანასაც ეს ტესტები შეზღუდული რაოდენობით აქვს“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ. იმნაძემ აღნიშნა, რომ  კორონავირუსის დამდგენი ტესტებით მსოფლიო ბაზარი სავსეა,  თუმცა, შერჩევას დიდი სიფრთხილე ... ...
  • ლანჩხუთის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გაცემა დაიწყოლანჩხუთში, სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების მშობლებისთვის პროდუქტების გაცემა დაიწყო და როფორც ცენტრის ხელმძღვანელი ნატა კობალავა ამბობს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მაქსიმალურად გათვალისწინებულია რეკომენდაციები და დაცულია უსაფრთხოების წესები. მისივე ინფორმაციით, თითოეული აღსაზრდელის მშობელი მათსავე ბაღში მიიღებს განკუთვნილ ... ...
  • ლევან რატიანი: ამ ეტაპზე ომში მეტწილად გავიმარჯვეთდღეს ძალიან ბედნიერია მთელი ჩვენი კლინიკა, რადგან ომში მეტწილად გავიმარჯვეთ და პაციენტის, რომელიც კრიტიკული მდგომარეობით იყო შემოსული, მდგომარეობა გაუბჯობესდა და არის კონტაქტური, _ ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. ლევან რატიანის თქმით, აღნიშნულ პაციენტს აღენიშნებოდა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი და ყველა გართულება, რაც ამ დაავადებისა და კორონავირუსისთვის არის დამახასიათებელი. „ამ ეტაპზე უნდა გითხრათ, რომ ომში მეტწილად გავიმარჯვეთ, ვინაიდან პაციენტი გახდა კონტაქტური, ადექვატური და დღის ბოლომდე შეიძლება იგი აპარატიდან მოიხსნას. რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს, რომელიც არის კოვიდინფიცირებული, აქვს გულის უკმარისობა და ამავდროულად ასაკი, ამ ქალბატონის შესახებაც მინდა გითხრათ, რომ ჩატარებული კვლევებითა და სუბიექტურ-ობიექტური მონაცემებით, დადებითი დინამიკაა მიღწეული და გამარტივდა სუნთქვის პარამეტრები. კიდევ ერთი გამარჯვებაა ის, რომ ამ ეტაპამდე ქალბატონი ცოცხალია, ვიტალური ფუნქციები უკეთესია, იმედია ასე გაგრძელდება და რამდენიმე დღეში ეს პაციენტიც მოიხსნება აპარატიდან“, - განაცხადა ლევან ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...