7 წლიანი სასამართლო დავა და საქმეს გადაყოლილი მოსამართლე

სამართალი

7 წლიანი სასამართლო დავა და საქმეს გადაყოლილი მოსამართლე

2015 ივლ 3 18:51:02

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, ე.წ. "კაპროვანის" მიწის  ნაკვეთებზე დავა, ჯერ კიდევ 2008 წელს  დაიწყო.  

როგორც დაზარალებული მოსახლეობა "გურია ნიუსთან" აცხადებს,  ერთერთმა პიროვნებამ, როლანდ ჯანელიძემ  რამდენიმე ჰექტარი მიწის ნაკვეთი მთლიანად მიითვისა,  რის საწინააღმდეგოდაც 28  მესაკუთრემ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა. დაზარალებული მოსახლეობის უმეტესობა ნატანებისა და ვაკიჯვრის თემს წარმოადგენს.

დღემდე ამ საკითხთან დაკავშირებით აღძრული იქნა ორი სარჩელი და თითოეულმა სამივე ინსტანციის სასამართლო გაიარა, ასევე რამდენჯერმე პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა.  

აღსანიშნავია, რომ  ამ საქმეთა წარმოების შედეგად ყველა სახის სამართალწარმოება  მიწის მესაკუთრეთა სასარგებლოდ დამთავრდა.

2012 წელს უზენაესმა სასამართლომ დავა შეწყვიტა და დაზარალებული მოსახლეობა გაამართლა.

2012 წელს უზენაესმა სასამართლომ ასევე  დაადგინა, რომ მიწები ეკუთვნოდა ხალხს, ოფიციალურად  დაუბრუნდათ კიდეც  და მიეცათ საშუალება, რომ ამ მიწებით ესარგებლათ, დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში  და მიწებიც  დაიკანონეს.

დღეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში აღნიშნულ მიწებთან დაკავშირებით  სსიპ  სახელმწიფო ქონების  მართვის სააგენტომ სარჩელი  სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ აღძრა და მოითხოვა 68 მესაკუთრეზე რეგისტრირებული უფლების ბათილად ცნობა.

სსიპ სახელმწიფო ქონების სააგენტომ მოითხოვა, სახელმწიფოს მიერ მოსახლეობისათვის მიწის რეფორმის შედეგად გადაცემული მიწის ნაკვეთებზე   ამ ადამიანების საკუთრების უფლების გაუქმება და ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნება.

სასარჩელო მოთხოვნა ასეთია: "ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის ყველა ის გადაწყვეტყილება, რომლითაც განხორციელდა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია".

ოზურგეთის რაიონული სასამართლოდან "გურია ნიუსის" მიერ გამოთხოვილი  ოფიციალური დოკუმენტების  საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურს 2015 წლის 11 მარტს, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადება წარედგინა, რომელიც  ეხებოდა ოზურგეთში სოფელ ვაკიჯვარში  (კაპროვანი) მდებარე უძრავ ნივთზე  (საკადასტრო კოდი # 262106617) რეგისტრირებული  უფლებაში ცვლილების რეგისტრაციას.

" მოგახსენებთ, რომ ოზურგეთში, სოფელ ვაკიჯვარში (ე.წ. კაპროვანი) მდებარე უძრავი ნივთზე, დაუზუსტებელი ფართით 205200 კვ.მ. სახელმწიფო საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 29.08.10 წლიდან, ხოლო ჯერ 10.05 04 წლიდან უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული გახლდათ ოზურგეთის რაიონის გამგეობის საკუთრება და მიწის  ნაკვეთზე რეგისტრირებული იყო 49 წლიანი ვადით იჯარის უფლებით,  მოიჯარე  - როლანდ ჯანელიძე"_აღნიშნულია სასამართლო დოკუმენტაციაში, სადაც ასევე საუბარია 2012 წლის 5 მარტის დადგენილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით:

"გარდა ამისა, როგორც სააგენტოსთვის  # 05607029  სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ლ.ლაღიძის 2012 წლის 5 მარტის დადგენილებით გახდა ცნობილი,  სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის შესახებ.  

მართალია შეწყდა გამოძიება ოზურგეთის რაიონის ვაკიჯვარის თემის სოფელ ფამფალეთის აგრარული რეფორმის კომისიის წევრების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით მიწის ნაკვეთის უკანონოდ გასხვისების ფაქტზე, თუმცა გამოძიების პროცესში ცალსახად იქნა დადგენილი, რომ კომისიის წევრების მიერ ვითომდა მოქალაქეებზე კანონის უხეში დარღვევით განხორციელდა ზღვისპირა ზოლში,  ე.წ. კაპროვანის ტერიტორიაზე ფამფალეთის კუთვნილი ტერიტორიების დანაწილება.

"აღნიშნული გარემოებების გათვალსიწინებით, მიგვაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახური უფლებამოსილი არ იყო განეხორციელებინა სადავო რეგისტრაციები, ვინაიდან აღნიშნული რეგისტრაციებით უსაფუძვლოდ შეილახა სახელმწიფო საკუთრების უფლება ოზურგეთში, სოფელ ვაკიჯვარში  მდებარე უძრავ ნივთზე."

ნუგზარ სარჯველაძე, ერთ-ერთი იმ დაზარალებულთაგანია, ვისაც დღეს სასამართლოში მიწის ნაკვეთს ედავებიან:

"2006 წელს  დაიწყო მიწის რეფორმა, სოფლის ფამფალეთის მოსახლოებას მოუწია მიწები და მათ შორის ვიყავი მეც.  გაგავჩნდა დოკუმენტაცია მაშინდელი პრეზიდენტის ბრძანებით  და ხელწერით, ასევე მიღება ჩაბარების აქტებით.   გვქონდა მიწები,  ზოგს 300 კვადრატული, ზოგს ორასი,  ზოგს ოთხასი, უბრალოდ იმ პერიოდში არ კეთდებოდა   ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

ჩვენს მიწებზე წავაწყდით წინააღმდეგობას.  იქ დაგვხდა მამა -შვილი ჯანელიძეები, მათ  ფერმა ჰქონდათ იჯარით.  აღმოჩნდა რომ  36 კაცის ნაკვეთი ამ ჯანელიძეებს ჰქონდათ შემოღობილი და გვიმტკიცებდა   ჩემიაო.  ჩვენ ვუთხარით -როგორააა თქვენი,  აგერ საბუთი გვაქვს, ყველანაირი დოკუმენტაცია გაგვაჩნია, მაგრამ არ დათმო"_ამბობს  სარჯველაძე და სასამართლო პროცესების შესახებ საუბრობს:

"ამის შემდეგ მივმართეთ სასამართლოს, სასამართლო დავა 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გვებრძოდა  ჯანელიძე, რომელიც ჩანდა რეალურად,  თუმცა მის უკან იდგნენ  გავლენიანი პიროვნებები.   ეჭვი გვაქვს,  რომ ეს იყო პროკურატურა.  აშკარად იკვეთებოდა პროკურატურის ინტერესები, მაშინ პროკურორი იყო ილია ჯალაღანია, რომელიც დღეს დაწინაურებულია.

სასამართლოს ყოველთვის ესწრებოდა ორი, ჩვენთვის უცნობი  პიროვნება.  ისინი  შემოდიოდნენ  ჩვენთან პოლემიკაში, გვექადნებოდნენ,  მაინც ვერ გაიტანთ თქვენსასო.  თუმცა  არ ვიცით ვინ იყვნენ.  როცა სასამართლო პროცესი დამთავრდებოდა,  მიდიოდნენ პროკურატურაში ჯანელიძესთან ერთად  და იქ განიხილებოდა ეს თემები" _ამბობს დაზარალებული ნუგზარ სარჯველაძე და აღნიშნავს, რომ როლანდ ჯანელიძის შვილი  უშიშროებაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა.

"შვილი  მუშაობდა კუდ-ში, იყო დაახლოებული მაშინდელ პროკურატურასთან,  მოგეხსენათ მაშინდელი უშიშროება რასაც აკეთებდა.  ახლა ის ბიჭი ციხეში ზის.

 სხვათაშორის,  ამ საქმეს გადააყოლეს პატიოსანი მოსამართლე ირაკლი შავაძე.  იცოდა რომ ცამდე მართლები ვიყავით, გვეუბნებოდა კიდეც, მაგრამ რა ექნა?  მაშინ სასამართლო რასაც წარმოადგენდა,  ყველამ კარგად ვიცით.  იყო პროკურატურის ზეგავლენის ქვეშ.

ბოლოს 2012 წელს უზენაესმა სასამართლომ გაგვამართლა.  ჩატარდა ორი ექსპერტიზა, დაადგინეს, რომ მიწები გვეკუთვნოდა ჩვენ.  ეს მიწები არის  ხალხის, ოფიციალურად  დაგვიბრუნდა კიდეც და მოგვეცა საშუალება, რომ ამ მიწებით გვესარგებლა.  დაგვირეგისტრირა საჯარო რეესტრმა და მიწები არის  დაკანონებული!" _  ამბობს ნუგზარ სარჯველაძე და დასძენს, რომ დღესაც იკვეთება მაღალჩინოსნის ინტერესები.

" ეს არის უზენაესი სასამართლოს უგულებელყოფა.  ეს არის კონსტიტუციის   21 მუხლის დაღვევა, პირადი ქონების და კერძო საკუთრების  ხელყოფა.  ხალხი გაგიჟებულია,  ამბობენ,   რომ მიმართავენ უკიდურესს ზომებს და გადაკეტავენ ბიძინა  ივანიშვილის რეზიდენციის შესასვლელს.

როგორ შეიძლება კერძო საკუთრების ხელყოფა,   ვიღაცის ინტერესების გამო?" _ ამბობს ნუგზარ სარჯველაძე.

 “გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარის მოსახლეობასაც ესაუბრა, რომელთა ნაწილს მიწას ედავებიან.

ედიგული ინწკირველი: "მე რომ ვილაპარაკო,  სიმართლე უნდა გითხრა.  სიმართლე ვინმეს უნდა ამ ქვეყანაში?  სიმართლე არსებობს? ხალხი  შვიდი წელია წვალობს.  საქმე მოვიგეთ    უზენსაეს  სასამართლოში. სული მოვითქვით და ახლა ისევ გვართმევენ,  გაგვაგებინეთ რა ხდება? ვინ ჰყავს ამ ჯანელიძეებს ისეთი მფარველი, რომ 7 წელი ემსახურა პოლიციამ, პროკურატურამ, სასამართლომ, მთავრობამ." 

ანზორი ინწკირველი: "ყველანაირად გვავიწროვებენ, გვედავებიან.  უნდათ რომ წაგვართვან და მერე გაყიდონ.  სხვა  ვერაფერი მოგვიხერხეს,  ყველა ინსტანციაში მოგებული გვქონდა  სასამართლო, ახლა ეკონომიკის სამინისტროდან დაიწყეს ისევ. ზღვის პირზეა  ეს მიწები, მთელი ჩემი ცხოვრება და ბავშვობის პერიოდი ყანა მომქონდა და ახლა გვართმევენ? "

ლილი ინწკირველი:  "გადავყვები ამ მიწებს, 83 წლის ქალი ვარ უკვე და შევაკვდები."

 გიორგი ინწკირველი: "ამ საქმეს არც პრეზიდენტმა უშველა, არც პრემიერმა, არც დეპუტატებმა.   ვიღაცა ზურგს უმაგრებს, ფაქტია.  უნდა ჩატარებულიყო  ახლა სასამართლო.   ვგრძნობდით,  რომ ისევ გავმართლდებოდით და ახლა  კიდევ გადადეს, რატომ? რას ელოდებიან? რას ვერ წყვეტენ?"

დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დამცველი კახა ჩავლეშვილი "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ მოსახლეობა, ანუ "სამოცდარვა  პირი, სასამართლო დავაში დღეს ჩართული იქნა საქმეში მესამე პირად."

"მე ამ დროისათვის ვიცავ 36 პირის უფლებებს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია,  დარჩენილთაგან  ძალიან ბევრს ამ დროისათვის სასამართთლოში სარჩელის შეტანის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია", -ამბობს ადვოკატი და მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს პრეტენზიები ამ ხალხის მიმართ უსაფუძვლოა და იმედი აქვს, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

"სარჩელის შეტანამდე უფრო კარგად უნდა შესწავლილიყო სადაო საკითხი, რადგანაც ასეთი დავების  წარმოება სახელმწიფოს და მთლიანად საზოგადოებას კარგს არაფერს არ მოუტანს. მესაკუთრეების განმარტებით,  მათ წინააღმდეგ სახელმწიფოს სახელით კერძო ინტერესების მქონე პირი იბრძვის, რომელსაც სურს მათი მიწის ნაკვეთების ხელში ჩაგდება.  ჩემი აზრით,  საქმის მასალების გაცნობისა და მესაკუთრეების ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ,  ნებისმიერ პირს შეიძლება გაუჩნდეს დასაბუთებული ვარაუდი ასეთი ფაქტი შესახებ" _აღნიშნავს ჩავლეშვილი.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი 16 ივნისს გაიმართება.




 ახალი ამბები
  • ბახმარო თანამედროვე მუსიკალურო ფესტივალის სამზადისში _ ის, რაც არ უნდა გამოტოვოთSunset Fest Bakhmaro 2019-ის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. უკვე მოწყობილია კარვების ქალაქი, მოსასვენებელი კუთხეები, კაფე-ბარები. ამ წუთებში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე საკონცერტო სცენის აწყობა მიმდინარეობს. ბახმაროში, ხვალ, 19 აგვისტოს ბევრი სიურპრიზი და დიდი მხიარულება გელით. ტრადიციული დოღის დასრულების შემდეგ, 17 საათზე, მზის ჩასავალი გორის მიმდებარედ (ასასვლელი ვერტოდრომიდან) თანამედროვე მუსიკის ფესტივალი გელოდებათ არაჩვეულებრივი შემსრულებლებით _ Bedford Falls, LOUD speakers, Kordz & Dro, Pitter J, Anushka Chkheidze, Lua და Kraumur თქვენს შესანიშნავ განწყობაზე დილამდე იზრუნებენ. შეაგროვე მთელი წლის სამყოფი ენერგია და მოგონებები. სუფთა ჰაერი, ნისლი, წიწვოვანი ტყე, კოცონები, ვარსკვლავებიანი ცა, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა, ზაფხულის მზესთან დამშვიდობება _ ეწვიეთ 19 აგვისტოს ბახმაროს! არ გამოტოვოთ დიდი მხიარულება. ფესტივალი „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება და მისი თანადამფინანსებელია საქართველოს განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტრო. გენერალური სპონსორია „წყალი მარგებელი“. სპონსორები და მხარდამჭერები არიან: „ზედაზენი“; “New Road”; „ორბი ჯგუფი“; „ვასაძის პური“; „სანდომი“; „თქვენი მარკეტი“ ასკანგელი“, ‘გზამშენი 18“, „ლიდერფუდი“, „ბითი ჩერითი ჯგუფი“, „ბახმარო ჰოტელი“; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია; „ენერგო პრო ჯორჯია“; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; ფესტივალის მედია პარტნიორი და საინფორმაციო მხარდამჭერია ... ...
  • „ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ _ ბახმაროში ტრადიციული დოღის სამზადისიახვალ, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე ასულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელით. მზადება უკვე დაწყებულია. ტრადიციულ დოღს,  რომელიც მეორე წელია,  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით გაიმართება, წელს ბევრი სიახლე ახლავს _ „ბახმაროს თასი 2019“ ღონისძიებისათვის კომპანია „წყალი მარგებელმა“ ახალი სპონსორები მოიძია, რის გამოც საპრიზო ფონდი გაზრდილია. _ წინა წელს დავიწყეთ ეს ღონისძიება ამ მასშტაბით და მაშინ დავპირდით  პირველ რიგში გურულებს და მთელ საქართველოს, რომ ბევრად დიდი მასშტაბი იქნებოდა წელს, რაც ვფიქრობ, რომ შევძელით.  ჩვენი გეგმა, რომ 10 წლის მანძილზე ბახმარო გავხადოთ არამარტო გურიის, არამედ მთელი საქართველოს სავიზიტო ბარათი.  დღეს ვნახე და ძალიან გამიხარდა, რომ დოღში მონაწილეთა რაოდენობა გაზრდილია _ მონაწილეები დაგვემატნენ ბათუმიდან, პანკისიდან,  რაც მისასალმებელია. ასევე, სასიხარული და მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა ბიზნესის ჩართულობაც _  “საქართველოს ბანკის“ შემდეგ, დაგვემატა „გალფი“, „გლოვო“, „კროკო ბეთი“. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ნაწილი და მთავარი ნაწილი შეიძლება ითქვას . ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ სახე ქვეყნის და ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის, _ ამბობს კომპანია “წყალი მარგებლის“ დამფუძნებელი მიხო სვიმონიშვილი. სვიმონიშვილი იმედოვნებს, რომ წელს, ბახმაროს დოღს შარშანდელზე მეტი ადამიანი დაესწრება: _  წინა წელს 27 000 ათასი ადამიანი დაესწრო დოღს და ამდენი გაღიმებული ადამიანის ერთად ნახვა ბედნიერებაა. იმედი მაქვს, წელს, ეს რიცხვი მეტი იქნება, _ აღნიშნა სვიმონიშვილმა. კომპანია „გალფის“ ვიცე პრეზიდენტის ნინო ჯიბლაძის თქმით, „გალფისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი და ეკოლოგიურად პასუხისმგებელობიანი აქტივობების მხარდაჭერა“: _  წელს პირველად დავუჭირეთ მხარი ბახმაროს დოღს და მოხარულები ვართ, რომ გარდა საპრიზო ფონდში თანამონაწილეობისა, საჩუქრებს და პრიზებს დავაწესებთ ოთხივე გარბენის გამარჯვებულისათვის, _ თქვა ნინო ჯიბლაძემ. ერთი სიტყვით, „ნაბეღლავი“, წყაროს წყალი „ბახმარო“, მათი გენერალური მხარდამჭერი „საქართველოს ბანკი“ და ღონისძიების სპონსორები _ „გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი ხვალ, 19 აგვისტოს, ბახმაროში კარგ სანახაობას გპირდებიან. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე გამართული დოღი ასეთი იქნება: ,,ბახმაროს თასი“ – 4 800 მეტრი; „ნაბეღლავის თასი“ – 2 400 მეტრი; „გმირების თასი“ – 1200 მეტრი; „გურიის თასი“ – 1200 მეტრი; ,,ბახმაროს თასი“მარულა გარბენის მანძილი: 4 800 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.საპრიზო ფონდი: 4 800 ლარი I ადგილი 2 500 ლარი; II ადგილი 1500 ლარი; III ადგილი 800 ლარი; „ნაბეღლავის თასი“გარბენის მანძილი: 2 400 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წმინდა სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1800 ლარი I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გმირების თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გურიის თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი; I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ... ...
  • გადაიწევს თუ არა აბიტურიენტთა ჩარიცხვების ვადების გამოცხადებააბიტურიენტები სახელმწიფოს მიერ 2019 წელს სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას ელოდებიან, რომელიც, ჯერჯერობით, არ ჩანს. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში edu.aris.ge-ს განუმარტეს, რომ დოკუმენტს ახლო მომავალში გამოაქვეყნებენ და ვადებში ეტევიან. თუმცა, ფაქტია, რომ  აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების შესატანად ცოტა დრო რჩებათ. საგულისხმოა, ისიც რომ გასულ წლებში უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი აგვისტოს დასაწყისში უკვე გამოქვეყნებული იყო, მაგალითად: 2016 წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების სია გამოქვეყნდა 28 ივლისს, 2017 წელს – 2 აგვისტოს, 2018 წელს – 6 აგვისტოს. უკავშირდება თუ არა სიის გამოქვეყნების დაგვიანება სამინისტროს მიერ უფასო ფაკულტეტების დაფინანსების წესში შესატან ცვლილებებს, ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ სამინისტრო პირველ ეტაპზე, 2019 წლისთვის უფასო ფაკულტეტების დაფინანსების მოდელში ცვლილებების შეტანას აპირებდა, მოგვიანებით კი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მის საერთოდ გაუქმებაზე ალაპარაკდა, რაც შემდეგ 2020 წლისთვის გადადო. ცნობისთვის! – აბიტურიენტებს უფასო ფაკულტეტების არჩევის ვადა, აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან შემდეგი დღის 18:00 საათამდე აქვთ. “ნაეკის” ინფორმაციით, აპელაციის შედეგების გამოქვეყნება, სავარუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს დასრულდება. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ფაკულტეტების სია, ამ პერიოდისთვის გამოქვეყნებული ... ...
  • საქართველოს საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავსმივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს შვიდი მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში. „შეშფოთებას გამოვთქვამთ საოკუპაციო ძალების მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან შვიდი ადგილობრივი მცხოვრების გატაცების გამო. იმ პირობებში, როცა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად დაძაბულია მდგომარეობა სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას. საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი. ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი; საქმის კურსში არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „ჩვენ დაუყოვნებლივ გავააქტიურეთ ცხელი ხაზი; უკვე დავუკავშირდით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს; პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზზე და პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა არის ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების ერთადერთი გზა. მივმართავთ ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ... ...
  • რუსმა სამხედროებმა სოფელ არცევთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავესრუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი დააკავეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. საქართველოს მოქალაქეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. სუს-ის ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება და ე.წ. სასამართლო პროცესს ელოდება. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მათ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში სდებენ ბრალს. ე.წ. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ ჩაინიშნება. სუს-ის ინფორმაციით, ცხელი ხაზის რამდენჯერმე გააქტიურების შემდეგ, გვიან ღამით შედგა დე-ფაქტოცხინვალის წარმომადგენლობასთან კომუნიკაცია, რომლებმაც დაადასტურეს საქართველოს შვიდი მოქალაქის ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...