სახალხო დამცველის განცხადება „რუსთავი 2“-ის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით

სამართალი

სახალხო დამცველის განცხადება „რუსთავი 2“-ის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით

2015 აგვ 14 17:44:56

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა შეისწავლა „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–სა და მისი პარტნიორების წინააღმდეგ აღძრული სარჩელის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2015 წლის 5 აგვისტოს მიღებული განჩინება.

განჩინების მიხედვით, სასამართლომ ყადაღა დაადო შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორების წილებს; ყადაღა დაადო ტელეკომპანიის კუთვნილ თბილისში მდებარე ფართისა და მიწის ნაკვეთებს მასზე განთავსებული შენობა ნაგებობებით; ტელეკომპანიას აეკრძალა მოძრავი ნივთების, მათ შორის ტელე-რადიო სიხშირის გადამცემი მოწყობილობების, გენერატორების, ავტომობილების და ა.შ. გასხვისება/გაქირავება და ნებისმიერი სახით უფლებრივად დატვირთვა; ტელეკომპანიას და მის პარტნიორებს აეკრძალათ კომპანიის სახელით ვალდებულებების აღება, გენერალური სავაჭრო მინდობილობის გაცემა, წლიური შედეგების დამტკიცება, საზოგადოების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, წესდებაში ცვლილებების შეტანა, პარტნიორებისა და დირექტორებისათვის საწარმოს მართვისა და ხელმძღვანელობის, ლიცენზიის გასხვისების, ნებისმიერი სახით უფლებრივად დატვირთვის ჩათვლით; კომპანიის დირექტორებისათვის ქონების განკარგვა.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც გამოხატვის თავისუფლების დაცვა წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს მისიას. შეუძლებელია, სახელმწიფოს ჰქონდეს პრეტენზია თანამედროვე დასავლური დემოკრატიის ფასეულობებზე და იმავდროულად მისი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი საკუთრების უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა არ იყოს.

საკუთრების უფლების დაცვის უპირველესი გარანტი საქართველოს კონსტიტუციაა, რომლის 21-ე მუხლი აღიარებს და იცავს საკუთრებას. კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეების გადაწყვეტილებები და მოქმედებები. მიუხედავად საკუთრების უფლების დაცვის მაღალი სტანდარტისა, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას. მისი შეზღუდვა შესაძლებელია კანონით დადგენილ შემთხვევებსა და კანონით განსაზღვრულ ფარგლებში. შეზღუდვის ერთ-ერთი ფორმა განსაზღვრულია საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით, სარჩელის უზრუნველყოფის სახით.

საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი აღნიშნული სტანდარტი უზრუნველყოფს სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებას და სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებას, რაც უპირველესად ასევე კონსტიტუციის გარანტირებული უფლებაა.

სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მოთხოვნის განხილვისას ერთმანეთს უპირისპირდება დავის აღმძვრელი მხარის საკუთრების უფლება (რომ დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მიკუთვნებული სარგებელი არ დარჩეს მიუღებელი), მოპასუხე მხარის საკუთრების უფლება (რომ დავის მიმდინარეობისას არ შეეზღუდოს საკუთრებით სარგებლობის უფლება იმაზე მეტი მოცულობით, რაც აუცილებელია კონკრეტული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად) და სამართლიანი სასამართლოს უფლება (რომ საქმე განხილული იყოს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპზე დაფუძნებით და სასამართლოს თითოეული გადაწყვეტილება ემსახურებოდეს მხოლოდ კანონმდებლობით დაცული უფლებების რეალიზებას).

მართალია, საპროცესო კანონმდებლობა მოსარჩელე მხარისათვის არ აწესებს მტკიცების მაღალ სტანდარტს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოსაყენებლად და დასაბუთებულ ვარაუდს საკმარისად მიიჩნევს, თუმცა, უფლებათა ასეთი დაპირისპირების გათვალისწინებით, სასამართლო ვალდებულია დაიცვას თანაზომიერების პრინციპი - საკუთრების უფლება შეზღუდოს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სარგებლის მისაღებად. ამასთან, ვარაუდი, რომელსაც მოსარჩელე გამოთქვამს, უნდა იყოს დასაბუთებული, დამყარებული რეალურ საფრთხეზე და არ უნდა წარმოადგენდეს მოპასუხის დასჯის მექანიზმს. სარჩელის უზრუნველყოფისათვის გამოყენებული საშუალება კი უნდა იყოს მისაღწევი მიზნის პროპორციული. თუკი სასამართლო რომელიმე მხარის უფლებას შეზღუდავს იმაზე მეტად, ვიდრე ეს აუცილებელია კონკრეტული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, წარმოიშვება საკუთრების უფლების დარღვევის რისკი რაც, თავის მხრივ, ეჭვქვეშ დააყენებს სასამართლოს, როგორც მართლმსაჯულების ინსტიტუციის სამართლიანობას.

იმის გამო, რომ ზღვარი საკუთრების უფლების კანონიერ შეზღუდვასა და ამ უფლების დარღვევას შორის უაღრესად მცირეა, სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შეისწავლოს სარგებელი, რასაც მიიღებს მოსარჩელე და ზარალი, რაც შესაძლოა მიადგეს მოპასუხეს. დავის მონაწილე ყველა მხარის დაცვა საკუთრების უფლების დარღვევისაგან მხოლოდ ასეთი ობიექტური შეფასების შედეგადაა შესაძლებელი.

უაღრესად მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მოპასუხე მხარე შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ მაღალრეიტინგული მედიასაშუალებაა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოებული აღნიშნული დავის შედეგი, დიდი ალბათობით, გავლენას მოახდენს არამხოლოდ მონაწილე მხარეებზე, არამედ მთლიანად სახელმწიფოზე. სამაუწყებლო კომპანია გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლების რეალიზების ერთ-ერთ პლატფორმას წარმოადგენს და სხვა დავებისაგან განსხვავებით, სასამართლო მოცემულ შემთხვევაში დამატებითი რისკის წინაშე დგას - არ შეფერხდეს ტელეკომპანიის მაუწყებლობა, რასაც შესაძლოა მოყვეს გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა.

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება სრულად არ პასუხობს სამართლიანი სასამართლოს უზრუნველსაყოფად განსაზღვრულ სტანდარტებს, იმდენად რამდენადაც არ არის დასაბუთებული სარჩელის უზრუნველყოფის ერთდროულად რამდენიმე ზომის გამოყენების აუცილებლობა. დაუსაბუთებელია რატომ შეიზღუდა წესდებაში ცვლილებების შეტანა, როდესაც კომპანიის მთელი უძრავი და მოძრავი ქონება ისედაც დაყადაღებულია და მისი გასხვისების რისკი აღარ არსებობს; რას ემსახურება კომპანიის წლიური შედეგების დამტკიცების აკრძალვა; რატომ გაჩნდა კომპანიის დირექტორისათვის საწარმოს მართვისა და ხელმძღვანელობის უფლების სრულად შეზღუდვისა და ახალი ვალდებულებების აღების აკრძალვის აუცილებლობა, როდესაც ისედაც აკრძალულია უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვა.

სახალხო დამცველის შეფასებით, სასამართლომ შეზღუდა საკუთრების უფლება იმ მოცულობით, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს სამაუწყებლო კომპანიის საქმიანობას. შესაძლოა შეაფერხოს ანაზღაურების გაცემა, ჟურნალისტების დასაქმება, ახალი გადაცემების ეთერში გაშვება, ტექნიკური ინვენტარის შეძენა ან შეცვლა, კომპანიის წინაშე ვალდებულ პირებთან ანგარიშსწორება და სხვა. ამასთან, სასამართლომ არ განმარტა რამდენად ემსახურება უფლების ამ მოცულობით შეზღუდვა მოსარჩელეთა ლეგიტიმური ინტერესების დაცვას და რატომ არ შეიძლებოდა იმავე მიზნის მიღწევა მოპასუხის საკუთრების უფლების ნაკლები შეზღუდვით. აღნიშნული მდგომარეობა შესაძლოა შემაფერხებელი იყოს სამაუწყებლო კომპანიის ფუნქციონირებისათვის და შესაბამისად, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისა და მედია თავისუფლებისათვის, იმდენად რამდენადაც სასამართლო დავის დასრულებას არაერთი თვე და შეიძლება წელიც დასჭირდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, არღვევს უფლებათა შეზღუდვის თანაზომიერების პრინციპს. სასამართლომ საკუთრების უფლება შეზღუდა იმაზე მეტად, ვიდრე ამას მოითხოვს მოსარჩელის ლეგიტიმური მიზანი, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა რეალური საფრთხე შეუქმნას დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მიერ გამოხატვის თავისუფლების რეალიზებას.

აღნიშნული დავა კიდევ ერთი გამოცდაა საქართველოს მართლმსაჯულებისათვის, რადგან ერთმანეთს კვეთს საკუთრების უფლების, გამოხატვის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლება. შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია სასამართლო დავის დამოუკიდებელი და ობიექტური განხილვის პირობებში სანიმუშოდ გამჭვირვალედ, შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპების მაღალი სტანდარტის დაცვით წარმართვა.

საქართველოს სახალხო დამცველი კვლავაც გააგრძელებს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული მოვლენების დაკვირვებას და მისი მანდატის ფარგლებში შესწავლას.




 ახალი ამბები
  • “აუცილებელია, ბავშვმა გარეთ გაატაროს მინიმუმ 1-2 საათი დღეში, ამინდის მიუხედავად”ალერგოლოგო-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი რჩევას გვაძლევს, როგორ გავაძლიეროთ ბავშვებში იმუნური სისტემა. კულუმბეგოვის თქმით,  იმუნური სისტემა, -ამ თემის შესახებ ბავშვთა და მოზრდილთა  საჭირო რჩევებს იძლევა: “იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი პატარას იმუნური სისტემა მნიშვნელოვანია პატარების ფიზიკური დატვირთვა. აუცილებელია, ბავშვმა გარეთ გაატაროს მინიმუმ 1-2 საათი დღეში, ამინდის მიუხედავად. მნიშვნელოვანია, პატარები დაიტვირთონ ფიზიკურად, რაც გააუმჯობესებს მათ ფიზიოლოგიურ განვითარებას, გაავარჯიშებს გულსისხლძარღვთა და იმუნურ სისტემას.  საძინებელი უნდა იყოს განიავებული, მშვიდი, გრილი (მაქსიმალური ტემპერატურა 18 გრადუსი) თუ ატყობთ, რომ თქვენი პატარას იმუნიტეტი დასუსტებულია და ვერ უმკლავდება ინფექციებს, მიახმარეთ იმუნოკინდი – უსაფრთხო პრეპარატი, რომლის მიღებაც დაშვებულია დაბადებიდანვე”, – ... ...
  • „რა ქნან, გერმანული მოდელი უნდათ და!“ _ სალომე ზურაბიშვილი„რა ქნან, გერმანული მოდელი უნდათ და!“ — ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტს, სადაც იგი იმ ადამიანებს აკრიტიკებს, ვინც პარლამენტთან მიმდინარე აქციებს უერთდება. ფეისბუკის მომხმარებლის პოსტში, რომელიც 17 ნოემბერს, 14:44 საათზე არის გამოქვეყნებული, წერია: „ჩემი ახლობლების გასაგონად ვამბობ! არ გაბედოთ და აღარ მითხრათ, დღიდან ნაცების მოსვლისა, ვაპროტესტებდი მათ მმართველობასო… [გია] ბარამიძესთან ერთად რომ დადგებით და ერთად გააპროტესტებთ, არა აქვს მნიშვნელობა რას, ამის მერე აღარ დამელაპარაკოთ“. ამ პოსტის კომენტარებში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის პირადი გვერდიდან წერს: „რა ქნან, გერმანული მოდელი უნდათ ... ...
  • შემოქმედის ვარდები და 33 წლის მამაკაცის მოულოდნელად შეცვლილი პროფესიაპროფესიით გერმანისტია, მაგრამ,  ჯერჯერობით, ამ კუთხით არ უმუშავია. მუშაობდა ყაზტრანსგაზში, შემდეგ ერთ-ერთ ბანკში სესხის ოფიცერად, მოგვიანებით, ამავე ბანკის ბათუმის ფილიალის მმართველი იყო, თავისი ძალები, ასევე, მოსინჯა არქიტექტურულ კომპანიაში. ბოლო ორი წელია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის მკვიდრი, 33 წლის ალექსანდრე ფირცხალაიშვილი ვარდების გაშენებით და მოვლით არის დაკავებული. “ვარდების სათბურის იდეა გაჩნდა რამდენიმე გარემოების დამთხვევის გამო, მეგობართან საუბარში: მიყვებოდა სხვა სათბურის შესახებ, ოღონდ სხვა ყვავილები ჰქონდათ იქ. შემდეგ დამაინტერესა და ალეკოს შევთავაზე. თავიდან მას არ წარმოედგინა, როგორი იქნებოდა მეყვავილეობა. მუშაობდა ბანკის მენეჯერად ბათუმში და ასევე არქიტექტურული ბიზნესი ჰქონდა ახალ გახსნილი, მეც დავანებე თავი, რადგან გამოცდილება არც მე მქონდა და არც ფინანსები. სადღაც 1-2 თვის შემდეგ გავიგე სააგრანტო პროგრამის და იაფი კრედიტის შესახებ. თვითონ დამიკავშირდა სოფლის მეურნეობის სააგენტო და იმავე დღეებში  მეყვავილეობის შემსწავლელი კურსის  რეკლამა ვნახე, რომლიც  აგრარური უნივერსიტეტის და გარდენიის მიერ იყო გამოცხადებული.   მე რა თქმა უნდა, ორივე საშუალება გამოვიყენე, კურსები გავიარე,  რითაც წარმოდგენა შემექმნა რასთან შეიძლება საქმე მქონოდა და დაფინანსებაც მოვიპოვე,  ასევე შემთხვევით ამავე პერიოდში ტელეფონით გავიცანი ის ადამიანები, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ ზოგადად მესათბურეობაში და მათგან გადამწყვეტი ტექნიკური რჩევები მივიღეთ“, - გვიყვება ალექსანდრე ფირცხალაიშვილის ძმა,  დავით ფირცხალაიშვილი. “ძმის შემოთავაზებას დიდი ფიქრის შემდეგ დავთანხმდი. ბოლომდე არ ვიცოდით, რა გამოვიდოდა,  მაგრამ გვინდა დაწყებული საქმე წარმატებული გავხადოთ. ეს ორი წელიწადი ძალიან დაძაბული იყო, რადგან ბევრი შრომა სჭირდება ვარდების მოვლას, გახარებას და შემდეგ რეალიზაციას,“ _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ალექსანდრე ფირცხალაიშვილმა. მისივე ინფორმაციით, საქმის დაწყების პერიოდში იმყოფებოდნენ მეყვავილეობის სემინარებზე, სადაც მოწვეული იყო ჰოლანდიელი მეყვავილეები. “მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. ასევე, 2020 წლის თებერვალში ჩამოდიან ამერიკიდან მეყვავილეები, რომლებიც 3 დღე დარჩებიან ჩვენს ობიექტზე და ცოდნას გაგვიზიარებენ“, _ გვეუბნება ახალგაზრდა ფერმერი. ყვავილების მოვლა-პატრონობაში რამდენიმე ადგილობრივი არის დასაქმებული. “მეზობლები ყველაზე დიდი გულშემატკივარია ჩვენი ვარდების. ხშირად ახალგაზრდები უანგაროდ გვეხმარებოდნენ, რადგან სოფელში ვარდების სათბური ყოფილიყო,“ - აღნიშნა საუბრის დროს ალექსანდრე ფირცხალაიშვილმა. ამ ეტაპზე სარეალიზაციოდ 3 ჯიშის ვარდი, 2 წითელი და 1 თეთრი. ამის გარდა ვარდების ბაღში 20-ამდე სხვადასხვა ჯიშის ... ...
  • დავით მჟავანაძეს ოთხდღიანი პატიმრობა შეეფარდაოთხი დღით პატიმრობა შეეფარდა პატიმრობა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს დავით მჟავანაძეს. მისივე თანაგუნდელი ბესო ქათამაძე ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს წერს. “ბრალდების მხარის მტკიცებით, აქციაზე ბოროტული განზრახვით ყოფნის გამო მჟავანაძეს 4 დღით პატიმრობა შეეფარდა! სასამართლო არ არსებობს! სირცხვილია! ბიძინა უნდა დასრულდეს!“ - წერს ბესო ქათამაძემ. ინფორმაციისთვის ბოლო დროს ჩატარებული აქციების დროს 37 ადამიანი დააკავეს, მათ შორის არის დავით ... ...
  • ფაქტი, რომელიც ისტორიად დარჩება _ ოზურგეთელი ქალბატონი ფოტოგრაფის ობიექტივშიფოტოზე, რომელსაც ფოტოგრაფი რევაზ ცქვიტინიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს, ჩანს როგორ მიაქვს ოზურგეთში მცხოვრებ ქალს საკვები მიუსაფარი ძაღლისთვის. ცქვიტინიძე ფოტოზე მინაწერსაც აკეთებს _ „ქალბატონმა ქუჩაში ძაღლს პური მოუტანა, მას ღმერთი გადმოხედავს!“  “ძალიან გულისხმიერი და კეთილშობილი ადამიანი არის ეს ქალი. როგორც მითხრა, ყოველდღე აპურებს ძაღლებს. მეც ასე ვარ, ექვსი ძაღლი მყავს სახლში. ყველა მათგანი ქუჩიდან ავიყვანე. მიყვარს ძაღლები, ერთგული არსებები არიან“, _ გვითხრა რევაზ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?