ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრების განაჩენზე სასამართლო განცხადებას ავრცელებს

სამართალი

ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრების განაჩენზე სასამართლო განცხადებას ავრცელებს

2015 აგვ 17 21:41:18
საქართველოს ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟავანიას გარდაცვალების საქმეში  ბრალდებულების - კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას მიმართ ნაფიც მსაჯულთა   გამამტყუნებელი ვერდიქტის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა განსჯადი მორიგი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დასრულდა ბრალდებულების - კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას მიმართ, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, რამაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"კობა ხარშილაძეს, როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაცვის უფროსს და მიხეილ ძაძამიას, როგორც დაცვის ცვლის უფროსს, ბრალად ედებათ სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი, მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობები. კერძოდ, დაარღვიეს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას დაცვის ჯგუფის ინსტრუქტაჟის ოქმში მითითებული იმპერატიული მოთხოვნები: ”არ მიატოვონ დასაცავი პირი, უარი განუცხადონ მას ყოველგვარი თხოვნისა თუ მოთხოვნის შესრულებაზე, რაც არ შედის დაცვის თანამშრომლის ფუნქციონალურ მოვალეობაში, არ დაუშვან დასაცავი პირის თანხლების გარეშე გადაადგილება.” მათ, ასევე, დაცვითი ღონისძიების დაგეგმის და ოპერატიული მართვის სამმართველოს სამორიგეო განყოფილებასა და სამსახურის შესაბამის დანაყოფებს არ შეატყობინეს დასაცავი პირის გადაადგილებისა და თბილისში, საბურთალოზე მდებარე ბინის მონახულების შესახებ. კობა ხარშილაძემ და მიხეილ ძაძამიამ დამოუკიდებლად მიიღეს გადაწყვეტილება. მიხეილ ძაძამიამ, კობა ხარშილაძესთან შეთანხმებით, დასაცავი ობიექტი მიიყვანა ოპერატიულად შეუსწავლელ ობიექტზე და რამდენიმე საათის განმავლობაში ყოველგვარი დაცვის გარეშე დატოვა. ბრალდებულების მიერ სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარმა დამოკიდებულებამ გამოიწვია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სიცოცხლის მოსპობა.

ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი სათათბიროდ გასვლიდან 3 საათსა და 30 წუთში, 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს. ნაფიცმა მსაჯულებმა, ასევე, მონაწილეობა მიიღეს სასჯელის დანიშვნის სხდომაში და სასამართლოს ორივე ბრალდებულის მიმართ სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაციით მიმართეს. თუ სასჯელის დანიშვნის სხდომაზე ნაფიცი მსაჯულები ხმათა უმრავლესობით მიიღებენ სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაციას, სხდომის თავმჯდომარე არ არის უფლებამოსილი, ბრალდებულს დაუნიშნოს ამ დანაშაულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მაქსიმალური ზღვრის ორ მესამედზე მეტი.

სასამართლომ მსაჯულთა რეკომენდაციის გათვალისწინებით და 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ბრალდებულ კობა ხარშილაძეს სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 9 თვის ვადით განუსაზღვრა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, განაჩენთა შთანთქმის პრინციპით ინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში, საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. კობა ხარშილაძეს, ე.წ. ”გრინ სერვისის საქმეზე”, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 აგვისტოს განაჩენით სასჯელის სახედ და ზომად შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და 2 წლის ვადით პირობითი მსჯავრი. შესაბამისად, წინა განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, კობა ხარშილაძეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით და პირობითი მსჯავრი 2 წლით.

სასამართლომ მიხეილ ძაძამიას ნაფიც მსაჯულთა რეკომენდაციის გათვალისწინებით და 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად, თავისუფლების აღკვეთა 8 თვისა და 23 დღის ვადით განუსაზღვრა.

გამამტყუნებელი განაჩენი შესაძლებელია გასაჩივრდეს ერთჯერადად, საკასაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას", _ აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




 ახალი ამბები
  • ლაგოდეხში მდინარეში ჩავარდნილი მოსწავლის ცხედარი იპოვესლაგოდეხში მდინარეში ჩავარდნილი მოსწავლის ცხედარი იპოვეს. მას მეორე დღეა, რაც ეძებდნენ.  „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი მდინარეში გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • 16 წლის გოგონას სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენლაგოდეხში, 16 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ. ექსკურსიაზე მყოფ მოსწავლეს, რომელსაც გურგენიანის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხი დაუცდა და ხევში გადავარდა, მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. რეინჯერების ინფორმაციით, ცნობილია მისი ადგილსამყოფელი, თუმცა, რთული მდებარეობის გამო, ადგილამდე მიღწევა ვერ ხერხდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ სამძებრო სამუშაოების დასასრულებლად მდინარეს კალაპოტი უნდა შეუცვალონ. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. კერძო სკოლა "ალბიონის" მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც 16 წლის მოზარდს ფეხი დაუცდა და დინებამ წაიღო. ექსკურსიაზე მყოფი მოსწავლეები და მშობლები ლაგოდეხის პოლიციაში წუხელვე გამოჰკითხეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა დაცული ტერიტორიების სააგენტომ. მასში ნათქვამია, რომ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, „ნინოს ხევის ჩანჩქერის" მარშრუტზე ადიდებულია მდინარე, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ვიზიტორებს ალტერნატიული ტურისტული ბილიკებით სარგებლობისკენ და წესების მკაცრად დაცვისკენ ... ...
  • ოზურგეთში დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენოზურგეთის ჭადრების ბაღში დილიდანვე საზეიმო განწყობა სუფევს.  ხალხმრავლობაა სამხედრო მოსამსახურეებთან. აქ წარმოდგენილია ქუთაისის 32-ე ბატალიონი. როგორც სამხედრო მოსამსხურეებს, ტექნიკას ინტერესით  ეცნობიან, როგორც დიდები, ისე პატარები. იღებენ ამახსოვრო ფოტოებს.  12 საათისთვის აქ გურიის  გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და გარემოს დაცვის  და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მოვიდნენ. _მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. წელს წილად გვხვდა ბედნიერება ოზურგეთში ვუმასპინძლოთ გამოფენას. აქ ნახავთ კულინარიულ გამოფენას, ქართული ღვინის გმოფნა-გაყიდვას, გაეცნობით წარმატებულ ადაიანებს ,- თქვა მან. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მინისტრის მოადგილესთან ერთად, ტერიტორიული მტლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ზეიმი ამ წუტებშიც ... ...
  • ყაჩაღობა ოზურგეთში - უცნობმა პირებმა დისტრიბუციის მანქანა დააყაჩაღესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის და სოფელ ცხემლისხიდის საზღვარზე ყაჩაღობის ფაქტს ჰქონდა ადგილი. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დისტრიბუციის მანქანა უცნობმა პირებმა დააყაჩაღეს. ყაჩაღობის ფაქტი დღის საათებში მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, წაღებულია 20 000 ლარის  საქონელი. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით ორი მუხლით მიმდინარეობს: სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და  236-ე მუხლებით,  რაც გულისხმობს ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება. ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხადარის შედეგად დაშავებული ან რაიმე სახის დაზიანებებით არავინ არ ... ...
  • რატომ არ ჩატარდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელიც 26 მაისს ლანჩხუთის კულტურის სახლში უნდა გამართულიყო, გაუქმეულია _ ამის მიზეზი 23 მაისს, სოფელ სუფსაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რა დროსაც ოთხი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მათ შორის, ლანჩხუთის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრისა და სასწარაფო დახმარების ექიმი, არჩილ კვაჭაძე. როგორც ლანჩხუთის მერიაში გვითხრეს, 26 მაისს დაგეგმილი ყველა სხვა სახის ღონისძიება დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით გაიმართება, გარდა კონცერტისა. „23 მაისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამიდან ამოღებულია და აღარ ჩატარდება  საზეიმო კონცერტი, რომელიც კულტურის სახლში იყო დაგეგმილი“, _ გვითხრა მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა ... ...

არქივი

ზაფრანი

ნივთების ისტორიიდან - ტუნიკა

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა,...

როდის ხდება წყლის დალევა ორგანიზმისთვის მავნებელი

არ შეიძლება ნებისმიერი სითხის სულმოუთქმელად...

ნუ დანებდებით

ვის არ უჩხუბია და უკამათია......

ნაბახუსევზე მარილიანი ყავა სასარგებლოა

ნებისმიერ ადამიანს ხშირად ერთი პრობლემა...

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...