საკონსტიტუციო სასამართლო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

სამართალი

საკონსტიტუციო სასამართლო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

17 სექ. 2015, 18:41:22

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 15 სექტემბრის №3/2/646 გადაწყვეტილებასთან (საქმე ''საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ'') დაკავშირებით დამატებით განმარტებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და მედიაში გავრცელებული არაერთგვაროვანი შეფასებების გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებით გააკეთოს განმარტება ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით:

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება კონსტიტუციასა და კანონს, იგი ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში გამოცხადებისთანავე და   აღსასრულებლად სავალდებულოა ხელისუფლების ყველა შტოსთვის. ყოვლად დაუშვებელია, საკონსტიტუციო სასამართლოს აბსოლუტური უმრავლესობის  მიერ მიღებული გადაწყვეტილების სავალდებულო ძალის ეჭვქვეშ დაყენება.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად "საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა ექვსი წევრი". აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ორგანული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაწყვეტილებაუნარიანად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვასა და გადაწყვეტაში მოსამართლეთა სულ მცირე 6 წევრი მონაწილეობს.

ამავდროულად, "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქმის არსებითად განმხილველი თითოეული მოსამართლე.  აღნიშნული ნორმა ადგენს საქმის არსებით განხილვაში მონაწილე მოსამართლის  ვალდებულებას, მონაწილეობა მიიღოს საქმის საბოლოო გადაწყვეტაში.  იგი არ განსაზღვრავს  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაუნარიანობის საკითხებს. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს კონსტიტუციური დავა, რადგან მხოლოდ ის  არის კომპეტენტური განახორციელოს აღნიშნული კონსტიტუციური უფლებამოსილება. ამიტომ, საკითხის გადაწყვეტაში მოსამართლის მონაწილეობა მისი უშუალო და პირდაპირი კონსტიტუციური ვალდებულებაა და არა შესაძლებლობა, რომელსაც ის მიზანშეწონილობის მიხედვით გამოიყენებს. ამდენად, ერთ-ერთი მოსამართლის მიერ კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფით გადაწყვეტილების ხელმოწერაზე უარის თქმა, ვერ შეაფერხებს  საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების პროცესს და ეჭვქვეშ ვერ დააყენებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებაუნარიანობას მიიღოს გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით.

სწორედ ამიტომ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებული იყო დაედგინა მოსამართლე მერაბ ტურავას გამოუცხადებლობის მიზეზები და ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მისთვის მიეცა შესაძლებლობა განეხორციელებინა მასზე დაკისრებული მოვალეობა.

როგორც უკვე ცნობილია, მიუხედავად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს  მხრიდან არაერთგზის მცდელობისა, მოსამართლე მერაბ ტურავამ, ურთიერთგამომრიცხავი მიზეზების დასახელებით, რამდენჯერმე განაცხადა უარი გადაწყვეტილების ხელმოწერაზე.

2015 წლის 16 სექტემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინური საკითხების კომისიის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დაადგინა, რომ მოსამართლე მერაბ ტურავას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გამოუცხადებლობა და ურთიერთგამომრიცხავი მიზეზებით ხელმოწერაზე უარის თქმა წარმოადგენს კანონის ("საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტი,  43-ე მუხლის მე-2 პუნქტი, "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი) მოთხოვნათა დარღვევას.

ნიშანდობლივია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსამართლე გადაწყვეტილებას ხელს აწერს მაშინაც, როდესაც ამავე საქმეზე მას აქვს განსხვავებული ან თანმხვედრი აზრი. გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერა ყოველთვის არ გულისხმობს გადაწყვეტილებაზე დათანხმებას, მასში ასახული პოზიციის,  თუ არგუმენტაციის გაზიარებას. მაშინ, როდესაც მოსამართლეს აქვს განსხვავებული აზრი, გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერის ვალდებულება გულისხმობს საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტაში მოსამართლის მონაწილეობის კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  როდესაც ერთ-ერთი მოსამართლე კანონის მოთხოვნათა დარღვევით აცხადებს უარს "საქართველოს სააკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შესრულებაზე, გადაწყვეტილების ხელმოწერაზე, განზრახ არ ახორციელებს მის კონსტიტუციურ ვალდებულებებს, ეს ვერ გახდება საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი კონსტიტუციური კონტროლის განხორციელების შემაფერხებელი გარემოება, ხელს ვერ შეუშლის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების, ხელმოწერისა და გამოცხადების კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებაში", _ აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მოულოდნელად ძლიერი ჭექა-ქუხილი დაიწყომეხის დაცემის შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 24 ათასი ადამიანი იღუპება. რა არის ის აუცილებელი წესები, რომლებიც ასეთ დროს უნდა დავიცვათ?  სასწრაფოდ იპოვეთ თავშესაფარი!  პირველ რიგში, უნდა იცოდეთ ჭექა-ქუხილი საფრთხეს როდის წარმოადგენს. ამისათვის გაელვებასა და ჭექა-ქუხილს შორის დრო უნდა დაითვალოთ. თუ ეს შუალედი 10 წამზე ნაკლებია, მაშინ მეხი თქვენგან დაახლოებით 3 კილომეტრით არის დაშორებული. თუ შუალედი სამ წამზე ნაკლებია, უკვე მოვლენის ეპიცენტრში იმყოფებით და დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოთ. ადრე ითვლდებოდა, რომ ასეთ სიტუაციაში ყველაზე საშიში მუხა იყო, თუმცა დღეს უკვე ეს მოსაზრება მითად იქცა. ამის სანაცვლოდ უნდა გახსოდეთ, რომ ჭექა-ქუხილის დროს ხის ქვეშ დგომა საერთოდ არ შეიძლება. ეს განსაკუთრებით ეხება განცალკევებით მდგომ ხეებს, რადგან მეხი მაღალ საგნებს ეტანება. შესაბამისად, ელვისა და ჭექა-ქუხილის დროს უნდა ერიდოთ სწორედ ისეთ ადგილებს, როგორიც არის მაღალი ხეები, ტყის განაპირა ნაწილები, ელექტროგადამცემი ბოძები და სხვ. მსგავსი ობიექტებისგან მინიმალური დისტანცია 10 მეტრს უნდა შეადგენდეს. უფრო საიმედოა ახალგაზრდა ბუჩქებში ყოფნა. ჭექა-ქუხილის დროს, პირველ რიგში, ახლოს მდებარე ნებისმიერ შენობას უნდა შეაფაროთ თავი. სახლის გარდა ეს შეიძლება იყოს მაღაზია, პავილიონი ან სხვა რაიმე დაწესებულება. უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას შეაფაროთ თავი, მაგრამ მის კედლებს არ შეეხოთ. თავშესაფრის ძებნის დროს ქოლგას ნუ გახსნით. საჭესთან ვარ. რა ვქნა? ჭექა-ქუხილის დროს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო თავშესაფარი არის მანქანა. თუ უამინდობამ ავტომობილის მართვის დროს მოგისწროთ, გაჩერდით ხეებისა და ელექტროგადამცემი ბოძებისგან მოშორებით, გამორთეთ ძრავა, დახურეთ ფანჯრები. სანამ წვიმს, მანქანის კარის ლითონთან შეხება საშიშია. მაშინაც კი, თუ ავტომობილს მეხი დაეცემა, ის კორპუსის ზედაპირს გაივლის და სველი საბურავების მეშვეობით ნიადაგში ჩავა.  ველოსიპედისტებმა და მოტოციკლეტისტებმა მოძრაობა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩერონ, შეეცადონ უახლოეს შენობაში დაიმალონ ან სხვა უსაფრთხო ადგილი იპოვონ. თუ მიმდებარედ ასეთი არაფერია, უნდა ჩაიმუხლოთ და მუხლებზე ხელები შემოიჭდოთ. უმჯობესია, ეს მოხდეს ასფალტზე და აუცილებლად ველოსიპედიდან ან მოტოციკლეტიდან, სულ ცოტა, 5 მეტრის დაშორებით. ექსპერტები კარვებში მყოფ მოლაშქრეებს ურჩევენ, სანამ ჭექა-ქუხილია, მანქანებში გადაინაცვლონ. თუ საკუთარი ავტომობილით არ ხართ, დახმარება სხვებს სთხოვეთ. ჭექა-ქუხილის დროს ყველაზე საშიში სპორტის სახეობებია გოლფი და ცხენოსნობა, რაც ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ახსნას არ საჭიროებს.  თუ ჭექა-ქუხილმა მოგისწროთ დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, სადაც ვერანაირ ნაგებობას ვერ პოულობთ, რაც შეიძლება დაბლობი და ჩავარდნილი ადგილი უნდა იპოვოთ. წინასწარ მოიშორეთ მეტალის ყველა ნივთი და სულ ცოტა, 5 მეტრის რადიუსში დადეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაწვეთ მიწაზე. სადმე ახლომახლო მეხი თუ დაეცა, ეს საფრთხეს გაზრდის. თუ ასეთ სიტუაციაში რამდენიმე ადამიანი ერთად აღმოჩნდით, აუცილებელია, ჯგუფი დაიშალოს. თანამგზავრებს შორის დისტანცია, სულ ცოტა, 1 მეტრი, უკეთეს შემთხვევაში კი 3 მეტრი უნდა იყოს. მთაში შედარებით უსაფრთხო ადგილია კლდეებიდან რამდენიმემეტრიანი დაშორება. მართალია თუ არა, რომ ჭექა-ქუხილის დროს წყალში ყოფნა ძალიან საშიშია?  დიახ. ჭექა-ქუხილის დროს ყველაზე საშიში ადგილია წყალსაცავები და აუზები, სადაც მეხის დაცემის რადიუსი ას მეტრს აღწევს. ამიტომაც მოცურავეებმა წყალი დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ, როგორც კი მოსალოდნელი ჭექა-ქუხილის ნიშნები გამოჩნდება. კატარღები, ნავები, იახტები რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიმართოთ ხმელეთისკენ, ბორტზე მყოფებმა კი ლითონის საგნებისა და ანძებისგან თავი შორს უნდა დაიჭირონ და რაც შეიძლება დაბლა დასხდნენ.  სხვათა შორის, სველი ტანსაცმელი კარგი ელექტროგამტარია. ასე რომ, ზოგჯერ ახალომახლო მეხის დაცემის შემთხვევაშიც კი მის შედეგს ამსუბუქებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამით სასიკვდილო დაზიანების თავიდან არიდება შეგიძლიათ. კვამლის წყარო დაახშეთ! კერძო სახლსა თუ აბაზანაში ანთებული ღუმელი საშიშროებას წარმოადგენს. ამის მიზეზი არის ის, რომ ბუხრიდან გამოსულ კვამლს მაღალი ელექტროგამტარობა ახასიათებს. ამიტომაც ცეცხლი უნდა ჩააქროთ. გათიშეთ მობილური ტელეფონი! დანამდვილებით არ არის ცნობილი, ზრდის თუ არა ჩართული მობილური ტელეფონი მეხის დაცემის ალბათობას, მაგრამ ექსპერიმენტის ჩატარება ნამდვილად არ ღირს. რაც შეეხება სახლის ტელეფონს, უმჯობესია ის ქსელიდან გათიშოთ, თქვენ კი სადენებისა და ჩამრთველებისგან შორს იყოთ. და ბოლოს, დაზარალებულს დახმარება აღმოუჩინეთ!  თუ თქვენს თანამგზავრს მეხი დაეცა, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ ექიმი უნდა გამოიძახოთ, მაგრამ მაშველების მოსვლამდე დრო არ დაკარგოთ. თუ დაზარალებულმა გონება დაკარგა, ზურგზე დააწვინეთ და თავი ცალ მხარეს მიუტრიალეთ, რათა ენამ სუნთქვაში ხელი არ შეუშალოს. კანის დაზიანებული ზედაპირი უნდა გაწმინდოთ და სუფთა ბინტით დაფაროთ. სასურველია, მას ტკივილგამაყუჩებელიც დაალევინოთ. თუ გულის მასაჟის გაკეთების გამოცდილება ან ცოდნა გაქვთ, მაშინ ექიმების მოსვლამდე საქმეს შეუდექით, რათა დაზარალებულს გულის რიტმი აღუდგეს. წყარო: ... ...
  • „ეს გახლავთ ისტორიული სკოლა"- განათლების მინისტრი ბახვშიგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი გურიას ესტუმრა. მინისტრმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. „ეს გახლავთ ისტორიული სკოლა, რომელსაც არაერთი მამულიშვილი ჰყავს აღზრდილი. ძალიან მოხარული ვარ, რომ ბავშვები ახალ სასწავლო წელს შეხვდებიან განახლებულ შენობაში, სადაც ყველა პირობა იქნება შექმნილი მათი სწავლისთვის“,_ განაცხადა ჩხენკელმა. სსიპ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს სკოლის შენობის სრულ განახლებას – შენობის გადახურვას, ეზოს შემოღობვას, გათბობის სისტემის დამონტაჟებას, საკლასო ოთახების, სპორტული დარბაზის, დერეფნების შეკეთებასა და სველი წერტილების მოწყობას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების განახლების პროცესი ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება. ცნობისთვის, სოფელ ბახვის სკოლა იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელ ქიქოძის მიერ 1870 წელს დაარსდა და დღემდე მის სახელს ატარებს. ახლანდელი შენობა 1934 წელს აშენდა და იგი 700 მოსწავლეზეა გათვლილი. ამჟამად სკოლაში 120 მოსწავლე ... ...
  • გორში თიბისის დახმარებით მარწყვის სათბურები გაშენდება (R)ფერმერი რამაზ ყაყიტაშვილი გორის რაიონის სოფელ გარეჯვარში მარწყვის სათბურების  მფლობელია. თიბისის მხარდაჭერით ფერმერი მეურნეობას მნიშვნელოვნად აფართოებს და მეზობელ სოფელ რეხაში 15-მდე ახალ სათბურს აშენებს. შეღავათიანი აგროკრედიტით და პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობით ფერმერი ბაღების გაშენებას სოფელ კარალეთშიც აპირებს - 3 ჰა ფართობზე ჟოლოს, ხოლო 1 ჰა ფართობზე მსხლის ნერგების დარგვა იგეგმება. „ჩემი ამოცანაა, როგორც ფერმერის მაქსიმალურად ბიოპროდუქტი მივიღო და შევთავაზო ბაზარს, რადგან მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება ნატურალურ და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე. ბიზნესის განვითარებასაც ამ მიმართულებით ვგეგმავ,” - ამბობს ფერმერი რამაზ ყაყიტაშვილი. მარწყვის ჯიში, რომელიც აქ არის გაშენებული, თურქეთში გამოიყვანეს ალბიონისა და სან-ანდრეასის შეჯვარების შედეგად. ახალი ჯიშის მარწყვი პირველად სწორედ გორის რაიონში დაირგო და როგორც ფერმერი ამბობს, ძალიან გაამართლა. „ჩვენი მარწყვი თითქმის მთელი წლის განმავლობაში მსხმოიარეა, მხოლოდ 3-დან 3 თვენახევარი ისვენებს, ისიც ზამთრის პერიოდში. ერთი ნერგი 800 გრამიდან 1 კილოგრამამდე მარწყვს გვაძლევს,“ - ამბობს ფერმერი. პროდუქციის რეალიზაციას მთლიანად ქართულ ბაზარზე ახდენს, ერთი კილოგრამი მარწყვის საბითუმო ფასი 10 ლარია. მომავალში ბიზნესის გაფართოებასთან ერთად, დასაფასოებელი დანადგარების შეძენასაც აპირებს, რომ ბიოლოგიურად სუფთა მარწყვის თუ სხვა ხილის საცალო გაყიდვებიც შეძლოს. ახლა მარწყვის სათბურებში ნერგების გამოყვანა მიმდინარეობს, რამაზ ყაყიტაშვილი ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში ნერგების შემოტანა შეფერხდა, ამიტომაც თავად გადაწყვიტა მათი გამოყვანა. ... ...
  • "როგორც იყო აქამდე, ისეა ახლაც" _ სეტყვა ბახმაროშიბოლო დღეებია, უამინდობაა გურიაში. გუშინ და გუშინწინ სეტყვა იყო ბახმაროში. "გურია ნიუსი" დაინტერესდა, შეუქმნა თუ არა უამინდობამ პრობლემები კურორტის დამსვენებლებს და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბახმაროს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელს, დავით ჟღენტს დავუკავშირდით. როგორც დავით ჟღენტმა გვითხრა, უამინდობას კურორტისთვის პრობლემები არ შეუქმნია. "სეტყვას და უამინდობას პრობლემები არ შეუქმნია დამსვენებლებისთვის. შუქიც და წყალიც ისეა, როგორც იყო აქამდე. ჩვენთვის დახმარების სათხოვნელად არავის მოუმართავს", _ გვითხრა დავით ... ...
  • სექტემბერში სწავლის დაწყება, შესაძლოა, რისკის ქვეშ აღმოჩნდეს- ტიკარაძემთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ თუ მოსახლეობა არ დაიცავს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად სათანადო წესებს, სექტემბერში სწავლის დაწყება რისკის ქვეშ აღმოჩნდება. „თუ ჩვენ კვლავ ისევე მოვიქცევით, როგორც დღეს - არ ვატარებთ ნიღბებს, არ დავიცავთ სოციალურ დისტანციას - ეს რა თქმა უნდა მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ სექტემბერში სწავლის დაწყება რისკის ქვეშ აღმოჩნდეს. ამიტომ მნიშნველოვანია მოქალაქეების სრული მობილიზაცია, რათა ჩვენმა ბავშვებმა სექტემბერში სკოლებში სწავლის განახლება შეძლონ, -  განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...