გასროლამ პოლიციის უფროსის თანამდებობა შეიწირა

სამართალი

გასროლამ პოლიციის უფროსის თანამდებობა შეიწირა

2 მარ. 2012, 06:55:32
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ლანჩხუთის პოლიციის უფროსის თანამდებობა დატოვა გივი გიგიაძემ. ამის მიზეზი ერთ-ერთ სუფრაზე მომხდარი ინციდენტი გახდა: როგორც წყარო ამბობს, ერთ-ერთი საჯარო მოხელის ოჯახში პატარა სუფრა გამართულა, რომელსაც, ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დავით პეტრიაშვილი დასწრებია. არ არის გამორიცხული, სუფრა მის საპატივცემულოდაც მოეწყოთ, რადგან პეტრიაშვილს ლანჩხუთში ბევრი მეგობარი ჰყავს, თუმცა, როგორც გვითხრეს, სუფრა სიყვარულის დღეს ეძღვნებოდა და ახლობელი ადამიანები, მათ შორის რამდენიმე ჩინოსანი ოჯახურ გარემოში შეეცადა ამ დღის გატარებას.

წყაროს თქმით, სუფრაზე პოლიცმაისტერიც მისულა _ რამდენიმე სასმისი შეუსვამს და შექეიფიანებულს გაუსვრია _ ნატყვიარი ოთახს ახლაც ეტყობა, თურმე. გასაგები მიზეზების გამო, ვერ დავადგინეთ, რას უკავშირდება პოლიცმაისტერის ქმედება. ამბობენ, მას რამდენიმე თანამესუფრესთან შელაპარაკება მოსვლია, თუმცა, მეორე ვერსიით, უბრალოდ, "სამხიარულოდ" გაისროლა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. მეორე დღეს, როცა ზემდგომმა გაიგო მომხდარის შესახებ, გიგიაძე ფაქტის დამალვას არ ცდილა, თუმცა, აზრიც არ ჰქონდა _ "შესაბამისმა სამსახურებს" იმავე ღამით გაუგიათ პოლიცმაისტერის "საგმირო საქმის" შესახებ და "საბედისწერო" იარაღი ჩამოურთმევიათ.

წყაროს თქმით, გიგიაძის ბოლომდე გაწირვა არ სურთ _ მართალია, მსგავსი "საგმირო საქმეების" კეთება, თურმე, "კარგად ეხერხება" და მას აქამდეც დაითხოვდნენ შსს-დან, მაგრამ როგორც პოლიციელი, ძლიერი ოპერმუშაკი ყოფილა, მასთან გამორიცხულია ქრთამის ხსენებაც კი და "შავი სამყაროს" წინააღმდეგ განსაკუთრებული დაუნდობლობით გამოირჩევა. სწორედ ამ თვისებების გამო, სავარაუდოდ, მას სხვა მუნიციპალიტეტში გადაიყვანენ _ საუბარია ჩოხატაურზე. რაც შეეხება მის შესაძლო შემცვლელთა ვინაობას, კულუარებში ორი კანდიდატურა სახელდება _ უფროსის მოადგილე ლაშა ჩხაიძე, რომელსაც "გაუფროსებას" კარგა ხანია უწინასწარმეტყველებენ და ვენე კეჭახმაძეს, ვინც წლების წინ, 22 წლის(!!!) ასაკში უკვე იყო პოლიცმაისტერი.

ჩვენ ვწერდით იმ ფაქტების შესახებ, რომელსაც ადგილი სწორედ გიგიაძის პოლიცმაისტერობის დროს ჰქონდა _ ლანჩხუთში, შს მინისტრი ვანო მერაბიშვილის მიერ პოლიციის ახალი შენობის გახსნის დღეს, რესტორან "ბაბუნაში" ბანკეტზე გაიმართა. ვანო მერაბიშვილი ბანკეტზე მივიდა და მხოლოდ ნახევარი საათის მანძილზე დარჩა. ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ქეიფი განაგრძეს და გვარიანადაც შეზარხოშდნენ. არავინ იცის, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, თუმცა, როგორც კონფიდენციალურმა წყარომ გვაცნობა, ადგილობრივი პოლიციის ორმა ცნობილმა სახემ "ბაბუნადან" გამოსვლის შემდეგ, პოლიციის აწ უკვე ყოფილი შენობის გვერდით, "ტაოპრივატბანკის" უკანა მხარეს ერთმანეთს "საქმის გარჩევა" დაუწყეს. როგორც ამბობენ, მათ ერთმანეთი დაუნდობლად სცემეს და ამის ნაკვალევი მეორე დღეს, თურმე, ორივეს ემჩნეოდა. მეტიც, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონფლიქტი რესტორანშიც მოხდა და მაღალჩინოსანმა "ჰალსტუხით ითრია" ახალგაზრდა თანამშრომელი.

ხმაურიანი სკანდალები ამით არ ამოწურულა _ გვიან ღამით გატეხეს მაღაზია "იმედი", საიდანაც გაიტაცეს ვიტრინაში არსებული ნივთები. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ აღნიშნული მაღაზია პოლიციის ახალგახსნილი შუშებიანი შენობის გვერდით, სულ რაღაც ოციოდ მეტრში მდებარეობს და პოლიციის შენობიდან ის ტერიტორია, საიდანაც მაღაზიის გატეხვა მოხდა, ხილვადია.

ლანჩხუთის პოლიციის აწ უკვე ყოფილ შენობაზე ტრაილერით დაჯახებაც გიგიაძის უფროსობის პერიოდს უკავშირდება. ამ ხმაურიანმა სკანდალებმა და ბოლოს, სუფრაზე გასროლამ მისი თანამდებობა შეიწირა.

ჩვენ კომენტარისთვის შსს-ს პრესსამსახურის უფროს, ზურაბ გვენეტაძესთან გვსურდა დაკავშირება, მაგრამ მან არც ჩვენს ზარებს და არც მესიჯებს არ უპასუხა.




 ახალი ამბები
  • პატრიარქის სამადლობელი წერილი და პრეზიდენტის სტუმრობა ზემო აკეთშიქვეყნის  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლები დღეს ლანჩხუთში, ზემო აკეთს სტუმრობდნენ. საქმე ისაა, რომ ივნისს–ივლისის თვეში, ლანჩხუთში, საექსპედიციო ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ანსამბლ ,,შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე და ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სახელობის სკოლის ხელმძღვანელი ავთანდილ თურქია ედგა, აკეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, ცნობილი მომღერლების საფლავების აღმოჩენა-რესტავრაცია განახორციელეს. დღეს უკვე აღმოჩენილია ცნობილი გვარის - ხუხუნაიშვილების ანსამბლის წევრების 6 საფლავი, ხოლო ცარიზმის დროს ხელყუმბარით დაზიანებული ტაძარი, მზად არის რესტავრაციის დასაწყებად. სწორედ ეს  რესტავრირებულ საფლავები და რესტავრაციაში მყოფი ტაძარი მოინახულეს სტუმრებმა. მიღების მეორე ნაწილს კი სოფელმა აცანამ საკონცერტო ფორმატითა და კულტურული ნიმუშების წარდგენით უმასპინძლა. პრეზიდენტმა ცანაში სტუმრობისას გამოჩენილი მომღერალი, ლოტბარი, კომპოზიტორი, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი, ანზორ ერქომაიშვილი, რომელსაც 80 წელი 10 აგვისტოს უსრულდება,  გაწეული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. დღევანდელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ლანჩხუთში სამადლობელი წერილი გამოგზავნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც. „ჩვენი ქვეყნის დიდი სიმდიდრე ჩვენი კულტურაა და მასში მარგალიტადაა ჩასმული ჩვენი მრავალხმიანობა. იგი ჯვარია ჩვენი ხალხისა. გალობა ჯვრის ვერტიკალური სვეტია ღვთისკენ მიმართული, ხოლო ჯვრის ჰორიზონტალური ნაწილი სიმღერაა - ხალხში გაბნეული, როგორც სიყვარული მოყვასისა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ისტორიას ახსოვს გამორჩეული და დიდი ღვაწლის მქონე გვარები: დუმბაძეები, კარბელაშვილები, ერქომაიშვილები, კავსაძეები, ბერძენიშვილები, ჩავლეიშვილები და სხვანი. მათ მუსიკალურ რანგს მიეკუთვნება ხუხუნაიშვილებიც, რომელთა ნიჭი მსოფლიომ აღიარა და მათ საქართველო წარმოაჩინეს, როგორც მუსიკალურად მაღალი აზროვნების მქონე ქვეყანა. ზემო აკეთის მომღერალთა შესაძლებლობები ყველა დონის მუსიკოსს ქედს ახრევინებს მათი გენიის წინაშე. ხოლო ალმასხან ხუხუნაიშვილის იმპროვიზაცია დღემდე აოცებს თანამედროვე მუსიკოსებს თავისუფლების შეგრძნებით.“ _ წერს პატრიარქი და მადლობას უხდის ამ საქმის ინიციატორებს: „მადლობა მინდა ვუთხრა ექსპედიტორთა ჯგუფს: მამა მიქაელის (მახარაძის), დავით ცინცაძის, ავთანდილ და მერაბ თურქიების თაოსნობით, რომელთაც დიდად იშრომეს წინაპართა პატივსაგებად”. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაცი საქმით იცნობა და რომ გარდაცვლილი წინაპრები გვეხმარებიან ცოცხლებს.“ საქართველოს პატრიარქი თავის წერილში იუბილეს ულოცავს ანზორ ერქომაიშვილს. „დღეს, საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან კულტურას ჰყავს გამორჩეული პატრონი, რომლის გვარმაც განსაკუთრებულად იღვაწა ერისა და ბერის წინაშე. მადლობა ღმერთს, რომ მეტად რთულ დროს ჩვენ ქვეყანას მოუვლინა ანზორ ერქომაიშვილი - ტრადიციული მუსიკის პატრიარქი და დიდი საგვარეულო კულტურის გზის გამგრძელებელი. ვულოცავ მას 80 წლის იუბილეს და მინდა გითხრათ, რომ მე მადლიერი ვარ მისი ფასდაუდებელი ღვაწლისა, რომელიც მან გასწია ჩვენი ქვეყნის წინაშე. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“ -წერს ილია ... ...
  • ჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვესჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრნენ და ადგილზე მყოფ ოპერატორს მუქარის ძალით თანხა მოსთხოვეს. წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას ... ...
  • იმერეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლესტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით ქალაქის ცენტრში ორი მამაკაცი ერთმანეთს დაუპირისპირდა, კონფლიქტის დროს კი ერთმა მეორეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილი მამაკაცი თერჯოლის მკვიდრია. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ... ...
  • რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდარუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდა. ის უგონო მდგომარეობაში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლაფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმციას ,,ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც „ტავ ჯორჯია“-ში აცხადებენ, პარიზიდან თბილისში უკვე 178 მგზავრი ჩამოფრინდა. ავიაკომპოანია Air France  ფრენებს ,,ეარბას“ A320 და A321  ტიპის ხომალდებით კვირაში ორი სიხშირით იფრენს, რომელიც  შემდეგი განრiგით შეასრულებს ავიამიმოსვლას:  პარიზი(შარლ დე გოლის აეროპორტი)  - თბილისის მიმართულებით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს; თბილისი-პარიზის (შარლ დე გოლის აეროპორტი) მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.   ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...