საკუთრების უფლების დაცვის სფეროში პრობლემები ისევ არსებობს

სამართალი

საკუთრების უფლების დაცვის სფეროში პრობლემები ისევ არსებობს

25 სექ. 2015, 16:36:27

წინა ხელისუფლების დროს დაწყებული საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტების პრაქტიკის გამოსწორებას  რიგ შემთხვევებში, უკანონო კანონმდებლობა უშლის ხელს, რის გამოც, მოსახლეობა მამაპაპისეულ ქონებას დღემდე ვერ იკანონებს.

საქართველოში კერძო საკუთრება  ინსტიტუციურად დაცული არ არის, რაც არასამთავრობო სექტორის შეფასებით, ისევ სერიოზული პრობლემაა.

ბახმაროს, გონიოს, წყნეთის, ანაკლიის, მესტიისა და სხვა ტურისტულ თუ ინდუსტრიულ ზონებში, სადაც მოსახლეობა ყველაზე მეტად დაზარალდა და მესაკუთრეების უფლებები მასობრივად დაირღვა, პრობლემების არსებობას, გარდა ჩინოვნიკების პირადი ინტერესებისა, ხარვეზიან კანონმდებლობით, "შერჩევითი სამართლის" ტრადიციით ხსნიან. 

სანამ კანონმდებლობა მესაკუთრის ინტერესებსმორგებული გახდება, ხელისუფლება არსებული კანონებით ცდილობს საკუთრების უფლების საკითხის დარეგულირებას. გადამოწმების პროცესში გავარკვიეთ, რომ უკვე აღდგენილია მიწის ლეგალიზაციის პროცესი, რომელიც წინა წლებში შერჩევითი სამართლისა თუ სახელმწიფოს ნების არარსებობის გამო, შეჩერებული იყო.

წინა წლებში, ტურისტული და ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ან დაწყებისთანავე, მოქალაქეები საკუთარ ქონებაზე მისი სახელმწიფოსათვის ჩუქების ან მიტოვების გზით მასობრივად უარს ამბობდნენ. პრობლემები ექმნებოდათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც საკუთრებაში არსებული მიწის დაკანონების სურვილი ჰქონდათ, თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე სახელმწიფოს ან ჩინოვნიკის ინტერესი არსებობდა.

მოქალაქეების მიერ ქონების მიტოვების და ელიტური კორუფციის თვალსაჩინო მაგალითი კურორტი ბახმაროა, სადაც კერძო პირების მიერ უძრავი ქონების მიტოვების 79 ფაქტია დაფიქსირებული.

პრობლემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კურორტების განვითარებაზე და ინვესტორების მოძიებაზე დაიწყო საუბარი. სხვადასხვა ტურისტულ თუ ინდუსტრიულ ზონებში მოქალაქეებმა ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმეს. თუმცა, დათმობამდე, ამ პირებმა ქონების დასარეგისტრირებლად უამრავი პროცედურა გაიარეს: მათ მიმართეს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, შეაგროვეს და წარადგინეს სხვადასხვა დოკუმენტი, რაც ამ ნაკვეთებზე მათ მფლობელობას ადასტურებდა; გააკეთეს აზომვითი ნახაზები, ნოტარიულად დაამოწმებინეს მოწმეთა ჩვენებები, გადაიხადეს საფასური, აიღეს საკუთრების მოწმობა, მიმართეს საჯარო რეესტრს და კვლავ გადაიხადეს მომსახურების საფასური. ყოველივე ამის შემდგომ, მათ მიატოვეს აღნიშნული ქონება, რაც საფუძვლიან ეჭვს იწვევდა. საინტერესოა, რომ პროკურატურის მაღალჩინოსნებთან დაბარების და საუბრის შემდეგ, მოქალაქეები მასობრივად ჩუქნიდნენ ქონებას სახელმწიფოს და ამ პროცედურაშიც დადგენილ საფასურს იხდიდნენ.

მიტოვების შემდეგ, კანონის მიხედვით, ქონება სახელმწიფო საკუთრებაში საჯარო რეესტრისათვის გაკეთებული მიმართვისა და წერილების საფუძველზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აღრიცხა. რეესტრმა კი, ეს ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში 2011 წლის 13, 14, 20, 24 და 25 იანვარს დაარეგისტრირა. საჯარო რეესტრის ამონაწერებიდან დგინდება, რომ ზემოხსენებული 79-დან 78 შემთხვევაში, ქონება მათ წინა მესაკუთრეებს (ფიზიკურ პირებს) მართლზომიერ მფლობელობაში ჰქონდათ. 2008 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით, ამ მიწის ნაკვეთების მფლობელებზე საკუთრების მოწმობები გაიცა. ამ მოწმობების საფუძველზე მიწის ნაკვეთის მფლობელებმა უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დაირეგისტრირეს.

"პირები, რომლებმაც ბახმაროში საკუთრება მიატოვეს, დიდი ხნის განმავლობაში მიზეზების შესახებ არ საუბრობდნენ, რის გამოც, გართულდა იმის დადგენა, მათ კანონიერი გზებით ჰქონდათ თუ არა საკუთრების უფლების მოწმობა მიღებული და შემდეგ საკუთრება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული. მაგრამ, თუ კომისიამ მართლაც უკანონოდ გასცა რომელიმე პირზე საკუთრების მოწმობა, კანონმდებლობა ითვალისწინებს ამ მოწმობის გაუქმების სამართლებრივ გზებს. კომისიას უფლება აქვს, გამონაკლის შემთხვევაში, ხელახლა შეისწავლოს საქმის გარემოებები და გააუქმოს მის მიერ გაცემული მოწმობა", _ აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშში, რომელიც ბახმაროს პრობლემის მოკვლევის შემდეგ, 2011 წელს გამოიცა.

2010 წლის ზაფხულში, გარემოს დაცვის ინსპექციამ, პატრულირებისას "აღმოაჩინა", რომ მის საკონტროლო ტერიტორიაზე, ტყეში, სახლები იყო აშენებული. ამ ინფორმაციის თანახმად, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა მოკვლევა დაიწყო და 7 სექტემბერს, საჯარო რეესტრის ჩოხატაურის ფილიალის თანამშრომელი გელა დოლიძე დააკავა. შემდეგ ჯერი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მიდგა, რასაც საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარის, "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარის, შოთა სირაძის თანამდებობა შეეწირა. გამოძიების პროცესში გაირკვა ისიც, რომ  შოთა სირაძის თავმჯდომარეობის დროს გაცემული საკუთრების მოწმობების 388 შემთხვევიდან კომისიას არც ერთზე არ უმსჯელია. იმ პირების უმრავლესობა კი, ვისაც საკუთრების უფლების მოწმობები გადაეცათ, "გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს (გურიის სამხარეო პოლიცია, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის პოლიცია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო) თანამშრომლები ან მათი ოჯახის წევრები იყვნენ.

სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, შოთა სირაძემ 132 ყალბი დოკუმენტი გასცა. თუმცა, თავდაპირველი ვერსიით და ჩოხატაურის საჯარო რეესტრიდან წაღებული ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, დოკუმენტების რაოდენობა 388 აღწევდა. არავინ იცის, რა ბედი ეწია 256 დოკუმენტს. სხვათა შორის, ეს დოკუმენტაცია ორიგინალებს წარმოადგენდა და დღეს ვერცერთი უწყება ვერ ძლევა პასუხს, დაუბრუნდება თუ არა ნივთმტკიცებად წაღებული დოკუმენტაცია ადგილობრივ თვითმმართველობას, რომელსაც მიმდინარე საკითხების გადასაწყვეტად და საქმეების ინდივიდუალური შესწავლისთვის, სასიცოცხლოდ სჭირდება საბუთები.

დაზუსტებით ცნობილია 132 დოკუმენტის მფლობელთა ბედი _ მათ, უკლებლივ ყველამ, მიწა, ზედ არსებული ქონებით, სახელმწიფოს ჩააბარა. მათი უმრავლესობა თანამდებობის პირი იყო _ ბევრი პოლიციის მაღალჩინოსანი და მათ თანამდებობები დაატოვებინეს კიდეც. სირაძემ აღნიშნული დანაშაულის გამო, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სასჯელიც მოიხადა.

ბახმარო ცალკე სარეგისტრაციო სექტორად არის გამოყოფილი და სპეციალური კოდი 28.24. აქვს მინიჭებული. რადგან კურორტს არ ჰყავს მუდმივი მცხოვრებლები, არ ჰყოლია არჩეული მმართველობის ან თვითმმართველობის ორგანო, არ შექმნილა პრივატიზაციის კომისია, არ განაწილებულა მიწები.

წლების განმავლობაში, მოქალაქეები ბახმაროში ეწეოდნენ სააგარაკე სახლების ერთობლივ მშენებლობას და მშენებლობის დამთავრების შემდეგ, ისინი ინაწილებდნენ ოთახებს (ბინებს) შეტანილი წვლილის შესაბამისად. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მრავალი ასეთი სააგარაკე სახლი დღეის მდგომარეობით დანგრეულია დიდთოვლობის გამო და მათზე მონაცემები დაცულია საგადასახადო სიებსა და ტექბიუროს არქივში, თუმცა ძალიან მცირე ნაწილზე (დაახლოებით 15%-ზე).

სარეგისტრაციო სამსახურში ასევე დაცულია მიწის მართვის სამსახურიდან გადმოცემული ბახმაროს მიწის მესაკუთრეთა საგადასახადო სიის ელექტრონული ვერსია და არ არსებობს ამ სიის ქაღალდის ვერსია; აღნიშნულ სიაში ძალიან ბევრი უზუსტობაა და სიის მონაცემები ხშირად არ შეესაბამება ტექნიკური ბიუროს არქივში დაცულ მონაცემებს. სია არ არის დამოწმებული რომელიმე უფლებამოსილი ორგანოს მიერ. ამ სააგარაკე სახლებზე არ ყოფილა თავის დროზე გაცემული გადაწყვეტილება მიწის გამოყოფის შესახებ, არ ყოფილა გაცემული მშენებლობის ნებართვები, შენობის ექსპლოატაციაში მიღების აქტი; არ არის გაცემული ბინებზე ორდერი და პრივატიზების ხელშეკრულება.

წინა ხელისუფლების პირობებში, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია უარს ამბობდა საკუთრების უფლების მოწმობის გაცემაზე იმ მოტივით, რომ ქონება განეკუთვნება ბინის კატეგორიას და ბინებზე საკუთრების მოწმობა არ გაიცემოდა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცემული  #73 ბრძანებულებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების მოწმობის გაცემაზე უარს ამბობდა საკრებულო და განმარტავდა, რომ აღნიშნული ბრძანებულება ითვალისწინებდა სახელმწიფო საბინაო ფონდში არსებულ არაპრივატიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელი  ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესს,  პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს.

საკრებულოდან მოქალაქეებს ამისამართებდნენ საჯარო რეესტრში და განუმარტავდნენ, რომ სააგარაკო სახლები აგებულია 50, 60 ... მეტი წლის წინ და განეკუთვნება მიწისა და უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელობას. ამდენად, ამ ქონების რეგისტრაცია, კანონიდან გამომდინარე, უნდა მოეხდინა საჯარო რეესტრს. თუმცა, მესაკუთრეები არასაკმარისი დოკუმენტაციის გამო, რეგისტრაციას მაინც ვერ ახერხებდნენ. არსებობდა მხოლოდ სიტყვიერი ნებართვა, რომლის თანახმად, ბახმაროში მხოლოდ აუქციონის წესით შეძენილ მიწას და ქონებას არეგისტრირებდნენ.

ახალი ხელისუფლების პირობებში, ზემოთ აღნიშნული პრობლემა ნაწილობრივ მოგვარებულია.

როგორც ჩოხატაურის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე მალხაზ ჩხიკვაძე ამბობს, ლეგალიზაციის პროცესი შეუფერხებლად, კანონის დაცვით მიმდინარეობს:

"ლეგალიზაციის პროცესი რეალურად 2008 წელს დაიწყო, როცა 2005 წელს მიღებული კანონი  ძალაში შევიდა. თუმცა, ბახმაროსთან დაკავშირებით იყო გარკვეული პრობლემები, რის გამოც, 2009 წლიდან 2015 წლამდე პრაქტიკულად არ ხდებოდა ლეგალიზაცია, მცირეოდენი გამონაკლისების გარდა. დღეს ჩვეულებრივად, კანონის შესაბამისად მიმდინარეობს ლეგალიზაციის პროცესი. ვიხილავთ განცხადებებს და ვაძლევთ დაკანონების უფლებას", _ ამბობს ჩხიკვაძე, თუმცა, ზუსტ მონაცემებს, რა რაოდენობის ქონება აქვთ მესაკუთრეებს დარეგისტრირებული ბახმაროში, ვერ ასახელებს:

"ზუსტი ინფორმაცია, რამდენ პირს აქვს დღეს დაკანონებული შენობა, არ მაქვს. ამის სტატისტიკური მონაცემები დამუშავების პროცესშია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან მცირე პროცენტია ლეგალიზებული. არის შენობები, რომელიც რეგისტრირებულია და გაცილებით მეტი, რომელიც ჯერჯერობით რეგისტრირებული არ არის. ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში გვექნება სრული ინფორმაცია რამდენ პირს აქვს ლეგალიზების უფლება მიცემული, რამდენს ჰქონდა განაცხადი შემოტანილი კომისიაში და ვის ეთქვა აქედან უარი. ამ პერიოდის შემდეგ, მომავალი წლის სეზონამდე პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება მიწის ლეგალიზების პროცესის გაგრძელება, რადგან სეზონის დახურვის გამო, ბახმაროში ასვლა შეუძლებელი იქნება. ამის შემდეგ დაამუშავებს კომისია მონაცემებს და უკვე ხელმისაწვდომი იქნება", _ ამბობს ჩხიკვაძე და განმარტავს, რომ იმ პირების მოთხოვნა, რომლებსაც საკრებულოს მიწის აღიარების კომისიამ უარი უთხრა, კანონმდებლობას არ შეესაბამებოდა; კომისია პრინციპულ პოზიციაზე დგას და აქამდე არსებულ "შერჩევითი სამართლის" პრაქტიკაზე კატეგორიულად ამბობს უარს:

"ზოგი ნანგრევებიღა იყო, ზოგან ფართი იმაზე მეტი იყო, ვიდრე ლეგალიზებას ექვემდებარება... სხვადასხვა პრობლემების გამო ეთქვათ უარი. ძირითადად, იმ შემთხვევაში ხდება უარის თქმა, როდესაც არ დგას შენობა-ნაგებობა, ან საცხოვრებელი სახლის ნანგრევი არ არის ადგილზე. თითოეულ უარს თავისი, დასაბუთებული და კანონიერი მიზეზი აქვს", _ აცხადებს ჩხიკვაძე.

რაც შეეხება წინა ხელისუფლების დროს ბახმაროში დაკანონებულ მიწებს ჩხიკვაძე ამბობს, რომ ამის კანონიერების გამოკვლევა მისი საქმე არ არის:

"მაშინ ვის რა დაუკანონეს, ეს ჩემი საქმე არ არის. მე პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რაც ახლა კომისიაში  შემოდის. თითოეულ განაცხადს სახელის და გვარის გარეშე განვიხილავთ. თუ ეკუთვნის ლეგალიზაცია, ამის უფლებას ვაძლევთ. თუ მისი მოთხოვნა კანონმდებლობას აკმაყოფილებს, რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია დაიკანონოს საკუთრებაში არსებული ქონება", _ ამბობს ჩხიკვაძე.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბახმაროს სტატუსი საბოლოოდ განისაზღვროს და კანომდებლობის რეგულაციებში მოექცეს.

საბოლოოდ, სტატიების ციკლი რომ შევაჯამოთ, ცალსახად შეიძლება დავასკვნათ: მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლიდან შეიცვალა მიდგომები კანონიერ საკუთრებასთან მიმართებაში, სამართლიანობა ბოლომდე აღდგენილი მაინც არ არის _  მოქალაქეთა საკუთრების უფლების დაცვის კონკრეტული სამართლებრივი რეგულაციების, დაზარალებულთათვის შესაბამისი კომპენსაციის მექანიზმებისა თუ განსახლების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არქონის გამო, საკუთრების უფლებების დაცვის სფეროში არსებული პრობლემები ჯერჯერობით კვლავ გადაუჭრელი რჩება.

მასალა მომზადებულია პროექტის _ "საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში" _ ფარგლებში.პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი "ღია საზოგადოება _ საქართველო".
პუბლიკაციაში გამოქვეყნებული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ფონდის შეხედულებებს.




 ახალი ამბები
  • პოლიციამ ხაშურში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული ხ.ნ., 1991 წელს დაბადებული ს.ნ. და 1986 წელს დაბადებული დ.დ. ხაშურში დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პირებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, 1947 წელს დაბადებულ ა.ფ.-ს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ... ...
  • რიონში მამაკაცის ცხედარი იპოვეს4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა, მდინარე რიონში, 72 წლის როლანდ თვალაბეიშვილის ცხედარი იპოვეს. მამაკაცი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა და ახლობლებმა მისი ტანსაცმელი რიონის ნაპირზე აღმოაჩინეს. სამძებრო სამუშაოებში აქტიურად იყვნენ ჩართული სამტრედიისა და ქუთაისის სამაშველო ... ...
  • ქართველი ფოლკლორისტი, მომღერალი, ლოტბარი - დღეს ფილიმონ ქორიძის დაბადების დღეადღეს ქართველი ფოლკლორისტის, მომღერალის, ლოტბარის, ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელის, პირველი ქართველი პროფესიონალი მომღერალის (ბანი), ქართული სახალხო გუნდების ორგანიზატორის და ლოტბარის ფილიმონ ქორიძის დაბადების დღეა. იგი პირველი ქართველი მუსიკოსი იყო, ვინც ქართული მრავალხმიანობა ნოტებზე გადაიტანა. ფილიმონ ქორიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის შუა საუკუნეების ქართული საგალობლების თავმოყრაში, ჩაწერასა და გავრცელებაში. XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიული ხელისუფლება და არაკანონიკური საეგზარქოსო-საეკლესიო მმართველობა ებრძოდნენ ქართულ გალობასა და სიმღერას, ეროვნულ მუსიკალურ ენა-აზროვნებას. ქართული გალობა, რომელიც შუა საუკუნეების უნიკალური პოლიფონიური ტრადიციაა, განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. გალობა, ქართულ ენასთან ერთად, იდევნებოდა ლიტურგიიდან, ეკლესიებიდან, სასწავლებლებიდან. გალობის მცოდნე ძალიან ცოტაღა იყო საქართველოში - ძირითადად მოხუცი მგალობლები. ფილიმონ ქორიძემ უარყო წარმატებული საოპერო კარიერა, უარი სთქვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ცხოვრება შესწირა ქართული გალობის გადარჩენას. ქორიძესთან მელქისედეკ ნაკაშიძის მეთაურობით მივიდნენ ცნობილი ქართველი მგალობლები და ჰკითხეს, შესაძლებელი იყო თუ არა ქართული საგალობლების ნოტებზე გადაღება? ქორიძისგან რომ დადებითი პასუხი მიიღეს, გაუკვირდათ და ეჭვის თვალით შეხედეს მას. ქორიძემ მგალობლები მეორე დღეს დაიბარა, უგალობა და ფორტეპიანოზე მოასმენინა. მგალობლები დარწმუნდნენ რომ გალობის ნოტებზე გადატანა შესაძლებელი იყო. ფილიმონის ვაჟის, მიხეილ ქორელის მოგონებების თანახმად ფილიმონს ხშირად იწვევდნენ სუფრებზე, სადაც ის სხვადასხვა სიმღერებს ისმენდა. ქორიძე ამბობდა, რომ ზოგიერთ სიმღერას ვერ ცნობდა, რადგან მათ ადრე სხვანაირად ამბობდნენ, ახლა კი ელფერი შეცვლიაო. სწორედ ამიტომ გაუჩნდა ქორიძეს სურვილი, ნოტებზე ჩაეწერა ძველი გალობის კილოები. 1882 წელს მელქისედეკ ნაკაშიძემ და ნესტორ კონტრიძემ ფილიმონ ქორიძესთან ერთად დაიწყეს ქართული საგალობლების გურული კილოს ნოტებზე გადატანა. საქმე იდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ ქორიძემ საოპერო კარიერა მიატოვა და აღარც უცხოეთში წასულა. აკაკი წერეთლისაგან და მელიტონ ბალანჩივაძისგან ის საგალობლების ზემო იმერულ კილოს იწერდა. 1883 წელს ფილიმონმა დაასრულა იოანე ოქროპირის წირვის წესის ჩაწერა. 1884 წლისთვის უკვე არსებობდა სასტამბოდ გამზადებული ხელნაწერი. ეგზარქოს პავლეს მიერ გალობის აღმდგენი კომიტეტის მუშაობის ჩაშლამ შეუძლებელი გახადა ნოტებზე გადატანილი საგალობლების დაბეჭდვა თბილისში. მალე ქორიძე ინახულა ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორმა დავით ღამბაშიძემ, რომელმაც აცნობა ქორიძეს, რომ იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი დაინტერესებული იყო ქართული საგალობლების ნოტებზე ჩაწერითა და გამოცემით. 1884 წლის ნოემერბში გაიმართა იმერეთის სამღვდელობის კრება, რომელმაც აირჩია სპეციალური კომიტეტი. კომიტეტმა 1885 წელს კონტრაქტი გაუფორმა ფილიმონ ქორიძეს. მას გურიასა და იმერეთში ცნობილ მგლობელთაგან 400 საგალობელი უნდა ჩაეწერა. ქორიძემ ნოტებზე გადაიღო ბასილი დიდისა, იოანე ოქროპირის წირვის და სხვა საგალობლები. საგალობლებს ის დიმიტრი ჭალაგანიძისგან, რაჟდენ ხუნდაძისგან და სხვათაგან იწერდა. 1887 წელს ქორიძემ ეპისკოპოს გაბრიელს 400 საგალობლისგან შემდგარი კრებული ჩააბარა. სამუშაოს დასრულების შემდეგ ქორიძე ქუთაისში დარჩა და საეკლესიო საგალობლების ჩაწერა განაგრძო, ხელმძღვანელობდა სასულიერო სასწავლებლის გუნდს. 1889 წელს ქორიძის მეორე მეუღლე გარდაიცვალა. მცირეწლოვანი ქალიშვილი ვალენტინა მან კიევში, მეუღლის ოჯახში გაგზავნა, ვაჟი მიხეილი კი გიმნაზიის პანსიონში სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობდა. 1890 წელს მეგობრების რჩევით ქორიძე თბილისში დაბრუნდა. 1893 წელს ქორიძე მაქსიმე შარაძის, არისტო ქუთათელაძისა და ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით ოზურგეთში გაემგზავრა საგალობლების ჩასაწერად. მათვე შუძინეს ფისჰარმონია. ოზურგეთში ის 16 ივნისს გაემგზავრა: „დღეს, ამ თვის 16, მიემგზავრება ბატონი ფილიმონ ქორიძე ქ. ოზურგეთს. მაშასადამე, ხვალ ორი მამულიშვილი, ბატონი ფილიმონ ქორიძე, რომელსაც ფოტოგრაფსავით სისწორით გადააქვს ჩვენი გალობა, და ბატონი ანტონ დუმბაძე, რომელიც სრული და შეუდარებელი მგალობელია მთელს საქართველოში, ერთად შეიყრებიან“ გარდაიცვალა 1911 წელს ბახმაროში. დაკრძალეს ოზურგეთის ბაღში, სადაც იდგა ეკლესია. ამჟამად საფლავი დაკარგულია. მისი ხელნაწერები დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მისი მოსწავლე იყო ქართული საეკლესიო საგალობლების მოამაგე, და საზოგადო მოღვაწე წმინდა ექვთიმე აღმსარებელი (ერისკაცობაში — ესტატე კერესელიძე). სწორედ წმიდა ექვთიმემ გადაარჩინა ქორიძის ხელნაწერები, გადაწერა ისინი, სისტემატიზაციაში მოიყვანა და გაამდიდრა კიდეც ახალი მასალით. 1990 წლის 21 მაისს ოზურგეთში დაიდგა მისი ბიუსტი (მოქანდაკე ირაკლი რევაზიშვილი, არქიტექტორი გულღია სალუქვაძე). ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისა და თავდადებისათვის, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა, 2011 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა დასში, წოდებით: წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული. წყარო: ... ...
  • აჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდააჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 50 წლის კაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ვირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილებით ის ბათუმის „ცხელების ცენტრში" მოათავსეს, სადაც კორონავირუსი დაუდგინდა. უწყების ცნობით, ცხელების ცენტრიდან კაცს საკუთარი სურვილით თურქეთში გადაიყვანენ, სადაც მკურნალობას განაგრძობს. აჭარაში, კორონავირუსის დიაგნოზით 7 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ... ...
  • ბებო კახეთიდან, რომელიც ლანჩხუთის ქუჩებში შემწეობას ითხოვდა, უპოვართა სახლში გარდაიცვალამოხუცი ქალბატონი, რომელიც წარმოშობით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხაანიდან იყო და წლების განმავლობაში ლანჩხუთის ქუჩებში მოწყალებას ითხოვდა, უპოვართა სახლში გარდაიცვალა. ეთერ ნატროშვილის ოჯახი ლანჩხუთში კახეთიდან რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა შვილთან და მეუღლესთან ერთად. მეუღლე ორიოდ წლის წინ გარდაიცვალა და ლანჩხუთშია დაკრძალული. მოხუცი ქალბატონი შვილთან ერთად ზამთრის ცივ დღეებში, თოვლსა თუ წვიმაში, წლების განმავლობაში ქუჩაში იდგა მოწყალების მისაღებად და თავს სხვადასხვა ნაგებობებსა და მიტოვებულ ავტობუსს აფარებდა. ლანჩხუთის მერიამ მას არაერთხელ შესთავაზა ქირავნობის პროგრამა, მაგრამ სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ სახლებში, გარკვეულ მიზეზთა გამო, დიდხანს არ ჩერდებოდა. სამიოდ თვის წინ კი, პრობლემა ნაწილობრივ იმით მოგვარდა, რომ მოხუცი ქალბატონი საგარეჯოს უპოვართა სახლში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ, იგი გარდაიცვალა, ლანჩხუთში ჩამოასვენეს და მეუღლის გვერდით ე.წ. "ატეკის სასაფლაოზე" ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...