"რუსთავი 2"-თან დაკავშირებით სასამართლო განცხადებას ავრცელებს

სამართალი

"რუსთავი 2"-თან დაკავშირებით სასამართლო განცხადებას ავრცელებს

2 ოქტ. 2015, 00:44:48

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"თბილისის საქალაქო სასამართლოს  სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია  სამოქალაქო დავა - მოსარჩელეები  ქიბარ ხალვაში და შპს ”პანორამა”, მოპასუხეების ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის,  შპს ”ტელეკომპანია საქართველოს”, ნინო ნიჟარაძის,  შპს ”ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯიას”, შპს ”გეო-ტრანსის”, შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2” წინააღმდეგ.

მხარეებს შორის დავის საგანს ინტელექტუალური საკუთრება, საავტორო და მომიჯნავე უფლებების რეალიზება, სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ბათილობა, ინტელექტუალური საკუთრების, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისა და ზემოაღნიშნული სხვა უფლებების უგულვებელყოფის გამო ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს.  აღნიშნულ საქმეზე  მოსამზადებელი სხდომა 2015 წლის  2 ოქტომბერს 12 საათზე გაიმართება.

მოსარჩელემ სასამართლოს მომართა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების განცხადებით, რომელიც საქმის წარმოების წესის თანახმად,  საქმის განხმხილველმა მოსამართლემ განიხილა. 2015 წლის 30 სექტემბერის განჩინებით,  სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და  ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა.  კერძოდ, ყადაღა დაედო შპს ”ტელეკომპანია საქართველოს” პარტნიორების წილებს: ლევან ყარამანიშვილის 60% წილსა და გიორგი ყარამანიშვილის 40% წილს; შპს ”ტელეკომპანია საქართველოს” ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებსა და პარტნიორებს: ლევან და გიორგი ყარამანიშვილს დავის საბოლოო დასრულებამდე აეკრძალათ შემდეგი უფლებამოსილებები: საზოგადოების სახელზე არსებული ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;  საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანა; საზოგადოების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია; საწარმოს სახელწოდების შეცვლა; საწარმოს სამართლებრივი ფორმის შეცვლა; საწარმოს გადაწყვეტილების მიღების წესის შეცვლა; პარტნიორებისა და დირექტორისათვის (დირექტორატისათვის) საწარმოს მართვისა და ხელმძღვანელობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება; პარტნიორებისა და დირექტორისათვის (დირექტორატისათვის) ან მათი წარმომადგენლებისათვის მარეგისტრირებელ ორგანოში სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენა.

სასამართლოს განჩინებით, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა შპს „ტელეკომპანია საქართველოს“, ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილისა და ნინო ნიჟარაძის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე.

სასამართლო განმარტავს, რომ  ყადაღის დადება არ ნიშნავს სარჩელის დაკმაყოფილებას. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი საქართველოს კანონმდებლობაში დანერგილია განვითარებული ევროპული ქვეყნების საკანონმდებლო პრაქტიკის გათვალისწინებით. მსგავსი შინაარის განცხადებებს სასამართლო განიხილავს ყოველდღიურად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ იხილება მისი შემოტანიდან 1 დღის ვადაში, მოპასუხისათვის შეუტყობინებლად. სარჩელის უზრუნველყოფის მიზანია ქონების მოსალოდნელი გასხვისების თავიდან აცილება, რათა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში არ გაძნელდეს გადაწყვეტილების აღსრულება. სწორედ ამიტომ, კანონი ადგენს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა მოხდეს მოპასუხისთვის შეუტყობინებლად. სარჩელის უზრუნელყოფის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ დავის მატერიალური ობიექტის შენარჩუნების გზით სასამართლო გადაწყვეტილება მომავალში აღსრულებადი გახდეს. 

სასამართლოს განჩინება, რომელიც ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას, შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

სასამართლოს დასაბუთებული განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, მოპასუხე მხარეს ჯერ არ ჩაბარებია, განჩინების გასაჩივრების ვადები ძალაშია და არ არის ამოწურული სამართლებრივი მექანიზმები. სასამართლო მოუწოდებს მხარეებს დარჩნენ   სამართლებრივ სივრცეში და თავი შეიკავონ მცდარი და დეზინფორმაციული განცხადებებისაგან. 

თბილისის საქალაქო სასამართლო  გმობს პირდაპირ ეთერში მოსამართლის მიმართ   გაჟღერებულ  მუქარისა და ზეწოლის  შემცველ განცხადებებს. სასამართლო მოპასუხე მხარის წარმომადგენლის  განცხადებებს მიიჩნევს პირდაპირ  ზეწოლად მოსამართლეზე და მართლმსაჯულების განხორციელებაზე ხელის შეშლის მცდელობად. სასამართლო პროცესები ღიაა და საჯარო. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ თვალყური ადევნონ სასამართლო სხდომების მიმდინარეობას.  სასამართლოში საქმისწარმოება  შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის სრული დაცვით ხორციელდება", _ აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში. 




 ახალი ამბები
  • დაბა გომისმთაზე მეორე დღეა სატვირთო მანქანებს არ უშვებენორი დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ადგილობრივი სამართალდამცავები დაბა გომისმთაზე, სატვირთო მანქანებს, რომლითაც სამშენებლო მასალები ააქვთ, არ უშვებენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ „საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“. ინფორმაციისთვის, ბოლო ორი წელია დაბა გომისმთაზე  უკანონო მშენებლობები ... ...
  • დღეს თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდებააშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი აშშ-ის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფეიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გავუშვებთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, - წერს ... ...
  • ოზურგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი დაიწყოდღეს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება. ა(ა)იპ“ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მესამე ეტაპზე ბაღებში რეგისტრირებული ყველა ბავშვი მიიღებს ბურღულეულს, ბრინჯს, შაქარს, კარტოფილს, ორცხობილას და ზეთს. პროდუქტები 2646 აღსაზრდელისთვის არის ... ...
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ზურაბ ნასარაია: "მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა გადავცე აშშ-ს ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს" (R)სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში ზურაბ ნასარაიამ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დრე მიულოცა. ამერიკის დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავთან დაკავშირებით, მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადავცე მის აღმატებულება-ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს! იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!" _ განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...