არასამთავრობოები ადვოკატის ცემის სწრაფად და ობიექტურად გამოძიებას ითხოვენ

სამართალი

არასამთავრობოები ადვოკატის ცემის სწრაფად და ობიექტურად გამოძიებას ითხოვენ

9 ნოე. 2015, 16:54:33

არასამთავრობო ორგანიზაციები ადვოკატ გიორგი მინარაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და პროკურატურას სწრაფი და ეფექტური გამოძიების წარმოებისკენ მოუწოდებენ: 

"განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით 8 ნოემბერს, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატს გიორგი მდინარაძეს პოლიციის თანამშრომლებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. შედეგად, ადვოკატს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები, რაც ასახულია მედიაში გასულ სიუჟეტშიც. დაზიანებების დეტალურ აღწერას ასევე აქვეყნებს სახალხო დამცველის ოფისი, რომლის წარმომადგენლებმაც პირადად მოინახულეს დაზარალებული.

პირველ რიგში, გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას ადვოკატის საქმიანობისთვის ხელის შეშლის და ფიზიკური ზეწოლის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელშიც დაზარალებულის განმარტებით, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მსგავსი შემთხვევები კიდევ უფრო აძლიერებს საზოგადოების უნდობლობას პოლიციის მიმართ, ძირს უთხრის ყველა რეფორმის მნიშვნელობას ამ სფეროში და არსებითად აზიანებს ადვოკატთა პროფესიულ საქმიანობას.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო პროკურატურამ. თუმცა, ამ დრომდე უცნობია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია ამ ფაქტთან დაკავშირებით. სამინისტროს განმარტებით, გიორგი მდინარაძე დაკავებული იყო ადმინისტრაციული წესით, თუმცა სამინისტრო არ თვლის საჭიროდ, საზოგადოებას განუმარტოს რა დროს და რა ვითარებაში შეიძლებოდა მიეღო დაზიანებები ადვოკატს. სამინისტროს გულგრილი დამოკიდებულება კიდევ უფრო შემაშფოთებელია იმ პირობებში, როდესაც სამინისტრო თავად ადასტურებს, რომ ადვოკატი პოლიციელთა კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა.    

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ პოლიციელების მხრიდან თვითნებობის, უფლებამოსილების გადამეტებისა და ძალის გამოყენების პრობლემა პოლიციის სისტემაში არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი. საყურადღებოა ის გარემოება, რომ არაერთ შემთხვევაში, ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფისას, დაზარალებულები მიუთითებდნენ პოლიციის მაღალჩინოსნების მონაწილეობაზე პროცესში. გიორგი მდინარაძის შემთხვევაშიც, დაზარალებული ასახელებს პოლიციის განყოფილების უფროსს, რომელიც მისივე განმარტებით, მონაწილეობდა მის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებში.

სამწუხაროდ, პოლიციელების მხრიდან უხეში კანონდარღვევის გახმაურებულ საქმეებში ეფექტური და დროული გამოძიება არ ჩატარებულა. საზოგადოებისთვის უცნობი რჩება რა შედეგით დასრულდა ან რატომ გაგრძელდა არაგონივრულად დიდხანს სხვადასხვა საქმეზე მიმდინარე გამოძიება.

ნათელია, რომ იმ პირობებში, როცა არაერთ  კანონდარღვევის საქმეში არსებობს ეჭვები პოლიციის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მონაწილეობის შესახებ და როცა საქმეებზე დროული და ეფექტური გამოძიება არ ტარდება, საზოგადოების მხრიდან ეს აღქმულია როგორც სისტემური საფუძვლების მქონე პრობლემა და არა ერთეული გადაცდომები.

ასევე ნათელია, რომ სახელმწიფოს მხრიდან პოლიციელთა უკანონო და მძიმე კანონდარღვევების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება, არაეფექტური რეაგირება და შემწყნარებლობა ახალისებს ძალადობის ახალ შემთხვევებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ არსებობს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა გამოძიების დამოუკიდებლად და  მიუკერძოებლად ჩატარების მაღალ სტანდარტებს. საგანგაშოა ასევე ის, რომ მოცემულ შემთხვევაში, საუბარია ადვოკატის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამართალდამცავ სისტემაში პასუხისმგებლობის არაეფექტური მექანიზმებისა და დაუსჯელობის პრობლემას. 

გიორგი მდინარაძის საქმესთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას:

  • უზრუნველყოს საგამოძიებო მოქმედებების დროულად წარმართვა და გონივრულ ვადებში შეძლოს გამოძიების დასრულება;

  • გამოძიება აწარმოოს გამჭვირვალედ და საზოგადოებას დროულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ;

  • გამოიყენოს კანონით განსაზღვრული ყველა შესაძლებლობა, რათა ადეკვატური პასუხისმგებლობა მოეთხოვოს ყველა პირს;

  • უზრუნველყოს დაზარალებულის და სხვა შესაძლო მოწმეების უსაფრთხოება.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • შეუჩეროს უფლებამოსილება ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილების ხელმძღვანელს და განყოფილების იმ თანამშრომლებს, რომელთა მიმართაც შესაძლოა გარკვეული კითხვები არსებობდეს;

  • გააკეთოს განმარტება, როგორ აპირებს ბრძოლას პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევების წინააღმდეგ", _ აღნიშნულია განცხადებაში რომლესაც ხელს აწერენ: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, იდენტობა, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, კავშირი საფარი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI).

წყარო




 ახალი ამბები
  • "ძლიერებმა სუსტებს ვაპატიოთ, თუ ისევ წამოყვეს თავები, მერე იმ თავებსაც მიეხედებათ" ,,ძლიერებმა სუსტებს რაღაცეები ვაპატიოთ, თუ ისევ წამოყვეს თავები, მერე იმ თავებსაც მიეხედებათ“, _ ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა. მეუფე იაკობმა,  პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ წინასაარჩევნო არეულობისგან და „ნუ დაძაბავენ ნურც ხალხს და ნურც ერთმანეთს. „კიდევ ერთხელ მინდა, ვთხოვო ჩვენს პოლიტიკოსებს, არჩევნები ახლოვდება და ნუ ძაბავენ ერთმანეთში უერთიერთობებს და ხალხსაც ნუ ყოფენ. არ შეიძლება, ხალხო, ჩვენ რომ გავიყოთ, ჩვენ ერთობა თუ არ გვქონდა, შანსი არ არის, ვერავინ გვიშველის. ძალა არ არის საქართველოში დაყოფილზე უშველოს ვინმეს რამე. ერთობა თუ გვექნება, ხო,  გვინდა არ გვინდა უნდა გავერთიანდეთ. როგორ? ამგის გამო დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, როგორ უნდა გავერთიანდეთ“, _ განაცხადა ქადაგებისას მეუფე იაკობმა მან ასევე აღნიშნა, რომ მტრის ხატი შექმნეს, იმას ვებრძვით და საქართველოს ვამარცხებთ საბოლოო ჯამში ,,ეროვნული იდეოლოგია, რომ არ აქვს ერს, დღევანდლამდე 30 წელია დამოუკიდებლები ვართ. ერთი მთავრობა არ ყოფილა, პირველი ხელისუფლება იყო და უცბად ჩამოაგდეს, დანარჩენ მთავრობებში ხომ სულ მარტო ის არის, მტრის სახე შექმნეს, მაგასაც სწორად შევხედოთ. იმიტომ, რომ თუ არ გავერთიანდებით რაღაცებზე, ვინც ძლიერები ვართ, იმ სუსტებს რაღაცები დღეს ვაპატიოთ და თუ ისევ წამოყვეს თავები, მერე იმ თავებსაც მიეხედებათ. გავაკეთოთ ისე, რომ ღმერთს ვანახოთ, რა.“ - განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.     ... ...
  • "მადლობელი ვარ, დამბადებელო" _ ლეიბორისტულმა პარტიამ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა,,ლიბორისტული პარტიის“  ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, დღეს  მეტეხის ეკლესიის ეზოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ქვეყნის პირველმა ლეიბორისტმა კანდიდატების წარდგენისას, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავისი თავის წარადგინა და  ვაჟა-ფშაველას სიტყვებით დაიწყო კანდიდატების წარდგენა. ,,როდესც ვუყურებ ჩვენს გუნდს, ჩვენს პარტიას, მე მახსენდება დიდი ვაჟას უკვდავი სტრიქონები. ,,მადლობელი ვარ დამბადებელო, ჩვენიდან შექმენ ისეთი გუნდი, როგორიც ამ დღეს საჭიროა, სამშობლოს წყლულებს როგორიც უნდა.“  დიახ, ჩვენ ის გუნდი ვართ,  რაც სამშობლოს წყლულებს სჭირდება, _ განაცხადა ნათელაშვილმა. ასევე, მან აღნიშნა, რომ 10 რჩეულს კანდიდატს წარადგენდა. ნაძალადევი - გაერთიანებული ოპოზიციის სახელით მაჟორიტარობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი; ,,ვიქნები არა მარტო თქვენი დეპუტატი, არამედ ოჯახის წევრი“, - აღნიშნა ნათელაშვილმა. თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი, ახმეტა -  ნიკა ვარდოშვილი; რუსთავი - მიხეილ ქუმსიშვილი; ,,20 ივნისის მებრძოლი, ახალგაზრდების ღირსეული წარმომადგენელი, ქართული პოლიტიკის მომავალი“, - განაცხადა ნათელაშვილმა; მარნეული - ალი ბადიროვი; ,,მაჟორიტარად ვასახელებ, მაგარ აზერბაიჯანელს, მაგარ ქართველს, იურისტს, ადვოკატს და ქართულად კარგად  მოსაუბრეს“, _ აღნიშნა წარდგენისას პირველმა ლეიბორისტმა. თეთრიწყარო, წალკა,დმანისი, ბოლნისი - თემურ წიკლაური წარდგენისას  ნათელაშვილმა, მის დამსახურებაზე ისაუბრა და აღნიშნა, ჯვარას ტყეში მილიონი ხის აღმოჩენაზე, რომელის წყალობითაც ,,იქაურობა საყდრისივით აღარ ააფეთქეს. მესხეთი _ გიორგი ჩიტაური; პირველმა ლეიბორისტმა აღნიშნულ ოლქს უწოდა, ქართული პოლიტიკის სამშობლო ,,კანდიდატად ვაგზავნი ჭეშმარიტ, მაგარ ქართველს, რომელსაც იცნობს ჩვენი საზოგადოება, როგორც მთის ფოლკლორის საუკეთესო შემსრულებელს, გიორგი ჩიტაურს“, - განაცხადა ნათელაშვილმა მცხეთა-მთიანეთი - ბექა ნათელშვილი   ,,ჩვენ პოლიტიკაში მამა-შვილი არ ვართ, ჩვენ ვართ თანამებრძოლები, საქართველოზე შეფიცულები“, _ აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა. ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა - სამსონ გუგავა ,,პარტიის თვალსაჩინო სახე და წესიერებით სავსე ადამიანი“ ,- ამ სიტყვებით წარადგინა ნათელაშვილმა, აღნიშნული კანდიდატი. გურია - დავით მამლაძე მას, ნათელაშვილმა ,,აჯაყებული გურული“ უწოდა; აჭარა - ტარიელ კალანდარიშვილი; ის, ნათელაშვილმა სახელოვანი გვარის წარმომადგენლად დაახასიათა ,,ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, ასევე აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებზე სიის ხელმძღვანელად  ზურაბ ლომია წარადგინა. ქუთაისის მერობის კანდიდატად კი, ირაკლი კიკვიძე, ხოლო კასპის მერობის კანდიდატად _ ოთარ ქოსაშვილი. პირველი ლეიბორისტის თქმით,  თბილისის საკრებულოში კრწანისის გამოკლებულ დეპუტატს მამუკა ჯუღელი ჩაანაცვლებს. ნათელაშვილმა რეგიონებში, საკრებულოს სამი ქალი კანდიდატი წარადგინა და აღნიშნა, რომ მათ მხარს, მხოლოდ გარეგნული სილამაზის გამოც დაუჭერენ ,,გემრიელი ლუკმა, ულამაზესი ლუკმა შემოვინახეთ ბოლოსთვის, სამ უმშვენიერეს, გოგონას, ახალგაზრდას ვასახელებ საკრებულოებში წევრობის კანდიდატად. ონში  - მარიამ გოჩალეიშვილი თელავში - თამარ მენაბდიშვილი მანგლისში -თათია მაისურაძე ,,მარტო ამ სილამაზის გამო მოგცემენ ხმას“ - უთხრა შალვა ნათელაშვილმა. როგორც ცნობილია, საარჩევნო ცვილელებების შემდეგ,  2020 წლის 31 ნოემბრის არჩევნები, 120/30-ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება საქართველოს პარლამენტში( 8 თბილისში და 22 რეგიონებში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით ე.წ. 40%-იანი ჩამკეტი მენიზმი იქნება, პარტია რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაწერას მიიღებს, ის პარტია მთავრობას დამოუკიდებლად ვერ ... ...
  • შსს თელავის საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილი პირის შესახებ ინფორმაციას ავრცელებსშინაგან საქმეთა სამინისტრო თელავის საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილი პირის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა თელავში, საკარანტინო სივრცეში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ ქალაქ თელავში ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც კოვიდპანდემიის გამო საკარანტინო სივრცე არის განთავსებული, 1991 წელს დაბადებული გ.გ. სასტუმროს პერსონალმა გარდაცვლილი ნახა. აღნიშნული პირი 24 სექტემბერს საფრანგეთიდან დაბრუნდა საქართველოში, რის შემდეგაც თელავში სასტუმროს საცხოვრებელ ნომერში იყო გადაყვანილი. გარდაცვლილი გადასვენებულია ექსპერტიზაზე კვლევების ჩატარების მიზნით. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით ... ...
  • არჩილ თალაკვაძე და ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურში ახალგაზრდებს შეხვდნენპარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურში მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განათლების სფეროში არსებულ პროგრამებზე, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე და სპორტის საკითხებზე ისაუბრეს. „სახელისუფლებო გუნდის მთავარი პარტნიორები არიან ახალგაზრდები და სწორედ ახალგაზრდებთან ერთად ვგეგმავთ იმ მნიშვნელოვანი საქმის გაგრძელებას, რომელიც დაწყებული გვაქვს. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი და ახალგაზრდები არიან ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. „მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ჩოხატაურში ახალგაზრდებთან, სადაც ვისაუბრეთ განათლების, დასაქმების და სპორტის საკითხებზე. მათ ასევე გავაცანი ჩემი სამომავლო გეგმი. ახალგაზრდებთან მექნება მჭიდრო ურთიერთობა და ჩვენს გუნდთან ერთად ვიზრუნებ მათი კეთილდღეობისთვის", - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ. შეხვედრა „ქართული ოცნების" ჩოხატაურის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების ინიციატივით ... ...
  • ისევ რთულ მდგომარეობაშია - მეჭაურის მძღოლის დაკითხვის უფლება პოლიციას დედამ არ მისცაპოლიციას ამ დრომდე არ დაუკითხავს თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის მძღოლი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითკვლელობა სცადა. 22 წლის გიორგი ხუმარაშვილი კლინიკადან გუშინ, 25 სექტემბერს გაწერეს, თუმცა მის გამოსაკითავად მისულ სამართალდამცველებს ხუმარაშვილის გამოკითხვის უფლება დედამ არ მისცა. არაადეკვატურია ჩემი შვილი, გუშინ ფსიქოლოგს რომ ველაპარაკე და გამომძიებელს შესაძლებელი იყო, რომ დაეკითხათ. ვერ იგებს ბავშვი რატო იყო, სად იყო, რამდენი ხნით, რომ დაიკითხოს სერიოზულ სტრესს მიიღებს ბავშვი, - თქვა გიორგი ხუმარაშვილის დედამ, ნენე ხერხელაურმა. ხუმარაშვილის მშობლების და თიანეთის გამგებლის მტკიცებით, ახალგაზრდა მამაკაცის მხრიდან თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა გახდა. მათი ინფორმაციით, თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე, ზურაბ ბექაური ახალგაზრდას თამაზ მეჭიაურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვდა. თამაზ მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls