საბანკო გარანტიის გამოყენების მიზანი სამართლებრივ სტატუსს კარგავს - ახალგაზრდა ადვოკატები

სამართალი

საბანკო გარანტიის გამოყენების მიზანი სამართლებრივ სტატუსს კარგავს - ახალგაზრდა ადვოკატები

2015 ნოე 25 17:02:08

ორგანიზაცია "ახალაზრდა ადვოკატები" ეხმაურება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2015 წლის 28 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საბანკო გარანტიის გამოყენების მიზანი და დანიშნულება, ქვეყანაში სამართლებრივ სტატუსს კარგავს.

"ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტის, ანა კიკნაძის განცხადებით, სასამართლოს ერთი მოსამართლის გადაწყვეტილება, ქვეყანაში არამართლზომიერ პრაქტიკას ამკვიდრებს, რაც ზიანს აყენებს ჩამოყალიბებულ სამეწარემო ურთიერთობებსა და ბიზნეს-საქმიანობას.

"დაშვებული პრეცედენტი საშუალებას აძლევს კომპანიებს, მოიქცნენ არაკეთილსინდისიერად, მიიღონ შესრულებაც და ამავე დროს მიიღონ საბანკო გარანტიაც, რის შედეგადაც, შემსრულებელი კომპანიები იღებენ დიდ ზიანს, ხოლო დამკვეთი კომპანიები, უსაფუძვლოდ მდიდრდებიან. ორგანიზაციამ შეისწავლა საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლის დაინტერესებული მხარე ს.ს "საქართველოს ბანკი" და მისი შვილობილი კომპანია "დაირექტ დებიტ ჯორჯია". ბანკის შვილობილ კომპანიასა და შემსრულებელ სუბიექტს შორის არსებობდა 2012 წლის მარტში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, შემსრულებელი კომპანია ვალდებული იყო 170 ცალი ფეიბოქსი საკუთრებაში გადაეცა შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯია"-სთვის. ამავე დროს, ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯიასა" და ს.ს "პრივატბანკს" შორის გაფორმდა საბანკო გარანტიის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, შემსრულებელი კომპანიის სასარგებლოდ გაიცა საბანკო გარანტია 200 000 ლარის ფარგლებში", - ამბობს კიკნაძე.

ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნულ დავაზე, უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მართალია, შემსრულებელმა კომპანიამ სრულად შეასრულა ნასკირი ვალდებულება ბანკის შვილობილი კომპანიის მიმართ, ამავე დროს, საბანკო გარანტიის მიღებაც წარმოადგენდა კანონიერს. ორგანიზაციის შეფასებით, საკასაციო სასამართლო მსჯელობა არამართლზომიერია, ვინაიდან საბანკო გარანტია არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ ბენეფიციარს ნებისმიერ შემთხვევაში, შეუძლია მიიღოს, როგორც შესრულება, ასევე საბანკო გარანტიით განსაზღვრული ზიანის საკომპენსაციო თანხა. საბანკო გარანტია წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად, მხარისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარანტიას და არ შეიძლება განხილულ იქნეს ბენეფიციარის მიერ საკუთარი სურვილის მიხედვით, ნებისმიერ შემთხვევაში, მისაღებ კომპენსაციად.

"ახალგაზრდა ადვოკატების" განცხადებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას,  საბანკო გარანტია თავისი არსებით წარმოადგენს მხარეების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას ანუ იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებელი კომპანია ვერ შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯიას" ჰქონდა უფლება მოეთხოვა საბანკო გარანტიის მიღება. 

"მოცემული შემთხვევის მიხედვით, კომპანიამ შეასრულა სრულად ნაკისრი ვალდებულება, მიაწოდა შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯიას" ფეიბოქსები, თუმცა ნაწილი მიაწოდა ვადაგადაცილებით, ამავე დროს, ვადის გადაცილების გამო, პრეტენზია არ გამოუთქვამს შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯიას". ბანკის შვილობილმა კომპანიამ მას შემდეგ, რაც სრულად მიიღო ნასყიდობის საგანი, ჩაიბარა ფეიბოქსები, მიმართა ს.ს "პრივატბანკს" და მოითხოვა საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის სრულად გადახდა. შედეგად მიიღო 200 000 ლარი, რაც მისი განმარტებით, წარმოადგენდა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს. საბანკო გარანტიის უკანონოდ მიღების საფუძველზე, მხარეებს შორის დავა სასამართლოში გაგრძელდა", _ განაცხადა კიკნაძემ.

ანა კიკნაძის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილებით, საკასაციო სასამართლო ამკვიდრებს პარაქტიკას, რომელიც დიდ ზიანს აყენებს სამეწარმეო საქმიანობას, არამართლზომიერ და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე სუბიექტებს. დამკვიდრებული პრაქტიკა ალოგიკურია და ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპებს, რადგანაც გარანტიით გათვალისწინებული თანხის მიღება იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ ხელშეკრულების მხარის მიერ დარღვეულია ძირითადი ვალდებულება. მთავარი - სასამართლოს არ გამოურკვევია და არც მხარეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ შემსრულებელი კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადის დარღვევით მას მიადგა რაიმე სახის ზიანი, რას შეადგენდა მიყენებული ზიანის ოდენობა. სასამართლომ არ იმსჯელა რამდენად მართებულად მიიღო ბანკის შვილობილმა კომპანიამ საბანკო გარანტია მაქსიმალური ოდენობა იმ ფონზე, როდესაც შესრულებელი კომპანიის მიერ მოხდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების მიღებაც.

"ახალგაზრდა ადვოკატები" რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, გადაიხედოს 28 სექტემბერის გადაწყვეტილებით დამკვიდრებული პრაქტიკა და ამასთან, მიმათავს უზენასი სასამართლოს სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს დამკიდრებული პრაქტიკის კანონიერებისა და მართლზომიერების შესწავლის მიზნით.




 ახალი ამბები
  • ქართული ცეკვის დედოფლის ჩუმად ჩავლილი დაბადების დღე19 იანვარი ქართული ცეკვის დედოფლის, ნინო რამიშვილის დაბადების დღეა. "მე სულ ვცეკვავდი, სულ", _ ამბობდა ნინო, _ "ეს ჩემში ადრეული ბავშვობიდან იდო. დედა ხედავდა ამას და საბალეტო სტუდიაში მიმაბარა...  როდესაც პერინის სტუდიაში მივდიოდი, ხშირად სრული სერიოზულობით  მიფიქრია, ალბათ, რა მოსაწყენია ცხოვრება იმათთვის, ვინც არ ცეკვავს". ნინო  რამიშვილმა მეუღლესთან - ილიკო სუხიშვილთან ერთად 1945 წელს შექმნა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, აღადგინა, შექმნა, დადგა დღეს ასე საამაყო ქართული ცეკვების  ფეიერვერკი.... მისი უდიდესი დამსახურებაა, რომ დღემდე, თაობიდან თაობას გადაეცემა ქართული ცეკვის ჯადოსნური ხიბლი, ცეკვის, რომლითაც მთელი მსოფლიო გვიცნობს და აღფრთოვანებული გვიკრავს ტაშს.....  “ეროვნული ბალეტის“ ყველაზე ცეცხლოვანი ვარსკვლავის - ნინო რამიშვილის სახელი ცოტა ხნის წინ მიენიჭა მის მშობლიურ ჩოხატაურში ხელოვნების სასახლეს, თუმცა, სამწუხაროდ, ჭეშმარიტად დიდი ხელოვანის დაბადების დღის და 110 წლის იუბილეს აღნიშვნა  კულტურის სფეროში მომუშავე მრავალრიცხოვან მოხელეებს არც კი გახსენებიათ.  გთავაზობთ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც ქალბატონი ნინო თავად გვიამბობს მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდების შესახებ. წყარო: სუხიშვილები - ... ...
  • ლანჩხუთში საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მატება იგეგმებალანჩხუთის საკრებულოში ამ ეტაპისთვის განხილვის სტადიაშია საკითხი, რომელიც მერიასა და საკრებულოში დასაქმებულთათვის თანამდებობრივი სარგოს გაზრდას ითვალისწინებს. როგორც გაირკვა, პროექტების მიხედვით, იგეგმება პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებისა და მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტების სახელფასო ფონდის მოწესერიგება კანონის შესაბამისად. დღის წესრიგის შესაბამისად, სწორედ აღნიშნული საკითხები განიხილეს ოპოზიციური ფრაქციის ,,ძალა ერთობაშიას“ სხდომაზე. როგორც ფრაქციის ხელმძღვანელმა, ლელა ჩახვაძემ  „გურია ნიუსთან“ გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, ის და მისი ფრაქციის წევრები არანაირი მატების წინააღმდეგი არ არიან და მიაჩნიათ, რომ ხელფასების მატება სხვა კატეგორიებსაც უნდა შეეხოთ. „წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, იგეგმება ხელფასების მატება მერიასა და საკრებულოში სამსახურების უფროსებისა და მთავარი სპეციალისტებისთვის. როგორც ვიცი, სამსახურის უფროსის ხელფასი, რომელიც ახლა 1500 ლარითაა განსაზღვრული, ფრაქციის თავმჯდომარეთა თანამდებობრივ სარგოს უნდა გაუთანაბრდეს, რომელიც 1700 ლარს შეადგენს. ჩვენი ფრაქცია, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, არაა წინააღმდეგი ამ მატების, თუმცა, აქვე დავაყენეთ საკითხი, რომ კანონის შესაბამისად, მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსს სპეციალიტებსაც შეეხოთ სახელფასო ფონდის მოწესრიგება. ასევე, აუცილებლობად მიგვაჩნია, რომ  საბავშვო ბაღში დასაქმებულებს: აღმზრდელებს, მზარეულობს, ძიძებს და ყველა აქ მომუშავეს გაეზარდოთ ანაზღაურება“, _ ამბობს ლელა ჩახვაძე, რომლის თქმითაც, ლანჩხუთელი საჯარო მოხელეებისთვის თანამდებობრივი სარგოს გაზრდა თებერვლიდან იგეგმება, მანამდე კი საკითხზე საკრებულოში ... ...
  • თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაუქმებას დასაბუთება აკლიაორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხრიდან შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილებაზე მეტ საჯაროობას, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას და გამჭვირვალობას მოითხოვს, რათა გამოირიცხოს მიკერძოებისა და შერჩევითი დამოკიდებულების სავარაუდო ნიშნები. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2019 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ ადგილი აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ უკანონო გადაწყვეტილებების მიღებას, მათი საგანმანათლებლო და კომერციული ინტერესების დაზიანებას, წაგებული დავების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზიანს, რაც მენეჯმენტის პოლიტიკის კრიზისზე მეტყველებს. ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალის თანახმად, 2017 წელს აკრედიტაცია მიენიჭა 75 საგანმანათლებლო პროგრამას. 2018 წლის 01 იანვრიდან 01 მარტამდე 173 საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია, ხოლო 47 საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა პირობითი აკრედიტაცია. ამასთან, 2017 წელს მონიტორინგის გზით, 1 საგანმანათლებლო პროგრამას გაუუქმდა აკრედიტაცია. ამასთან, 2017 წელს არცერთ დაწესებულებას არ მინიჭებია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, ხოლო ავტორიზაცია გაუუქმდა 1 დაწესებულებას. 2018 წელს ავტორიზაცია მიენიჭა 24 დაწესებულებას და ავტორიზაცია გაუუქმდა 6 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. 2019 წელს ავტორიზაცია მიენიჭა 2 დაწესებულებას და 1 დაწესებულებას გაუუქმდა ავტორიზაცია. რაც შეეხება 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს, მოგახსენებთ, რომ საერთო სასამართლოებში მოსარჩელის, მოპასუხის ან/და მესამე პირის სტატუსით ცენტრი ჩართულია 382 სასამართლო დავაში, რომელთაგან 11 საქმე შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის/ავტორიზაციის მინიჭების ან/და გაუქმების საკითხებს. ამასთან, 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ცენტრის მიერ აღსრულდა სულ 139 საქმე. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს ცენტრის მენეჯმენტის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების აღსრულება, მთლიანობაში 210934.85 ლარი დაუჯდა. ცენტრის მიერ სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე, მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში, გადახდილი თანხები ასე გამოიყურება: 2017 წელს - 9940.33 ლარი, 2018 წელს - 199,532.52 ლარი, ხოლო 2019 წლის პირველი სამი თვის მონაცემით - 1462.00 ლარი. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოებში არსებობდა დავები, სადაც ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებების მოქმედება შეჩერდა. ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს წამოებაში არსებულ ერთ-ერთ საქმეზეც, სადაც სასამართლომ ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების მოქმედება შეაჩერა, რომლითაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, 2019-2020 სასწავლო წლისთვის, სტუდენტების მიღებას უკრძალავდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული განჩინება და სრულად დაკმაყოფილდა მოთხოვნა, რომლითაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, უნივერსიტეტს უფლება ერთმეოდა მიეღო სტუდენტების ნაკადი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო აქტის მოქმედების შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა და გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეუჩერებლობა არსებით ზიანს აყენებდა უნივერსიტეტს. ... ...
  • მამა-შვილი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით დაიღუპამამა-შვილი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა. შემთხვევა რუსთავში მოხდა. გარდაცვლილები ბინაში ოჯახის წევრმა ნახა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გაზის, ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • ოზურგეთის მერი: „მოდით აგერ, საქმეზე ვარ მოსული, საარჩევნო შეხვედრა კი არაა!“სოფლის მხარდასაჭერი პროგრამის გასახორციელებლად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში კრებები იმართება, სადაც მოსახლეობა პრიორიტეტებზე  საუბრობს. დღეს, სოფელ მელექედურში, სოფლის  ადმინისტრაციულ შენობაში,  კრებაზე ოზურგეთის მუნიციპლიტეტის მერი, კოტე შარაშენიძე მივიდა: _ სად დადიხართ, მოდით აგერ, საქმეზე ვარ მოსული, ეს საარჩევნო შეხვედრა კი არაა, _ უთხრა მან მელექედურელებს, რომლებიც  გვერდი-გვერდ მდებარე ოთახებში  ერთმანეთთან გადასალაპარაკებლად დადიოდნენ. _ აგერ ახლა, გაიგონა მარინამ და დაწერს, აბა, სხვას კი არ დეინახავს არაფერს, _  თქვა მერმა „გურია ნიუსის“ ჟურნალისტის მისამართით, _  რაზეც თავაზიანად მივუგეთ, რომ მართალია, დღის ფრაზას ხელიდან არ გავუშვებდით, ხოლო სტატიას სხვა დანარჩენის შესახებ, რაც შეხვედრაზე დავინახეთ და მოვისმინეთ, ჩვენს მკითხველს მალე ... ...

არქივი

ზაფრანი

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...

შეყვარებულის ყოლა ასუქებს…

ქუინსლენდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის ფარგლებში...

უვარგისი ქმრები და ასტროლოგია

წარმოგიდგენთ უსაქმურობისკენ მიდრეკილი და ინერტული...

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...