თავდაცვის სამინისტროს პირველი კომენტარი ირაკლი ალასანიას ბრალდებებზე

სამართალი

თავდაცვის სამინისტროს პირველი კომენტარი ირაკლი ალასანიას ბრალდებებზე

20 მარ. 2012, 21:07:06

მამუკა იოსავა _ საქართველოს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსი, ერთ-ერთი მათგანია იმ ჩამოთვლილთაგან, ვისაც ირაკლი ალასანია შეიარაღებული ფორმირებების შექმნასა და დაფინანსებაში ადანაშაულებს.

"არავისთვის არ არის დასამალი, რომ ჩემს მშობლიურ კუთხეში, სამეგრელოში აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობს ახალაიების კლანი. როლანდ ახალაია, არის რეგიონის პროკურორი, მისი ერთ-ერთი ვაჟი ვაჟი აკონტროლებს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებს, მეორე ვაჟი _ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებს. სწორედ მათ დაავალა მიხეილ სააკაშვილმა ამგვარი შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბება. თავად ახალაიებმა კონკრეტული დავალებები მისცეს რომან შამათავას, ნუგზარ ფანგანს, სერგო უბილავას, ფრიდონ შენგელიას, თორნიკე მალაზონიას, კობა თოდუას, მამუკა იოსავას, ზაზა ჯანჯღავას, ზვიად გაგუას და დავით დარსმელიძეს. ეს ის პიროვნებები არიან, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სამართალდამცავ სტრუქტურებს და ისინი აკონტროლებენ, აირაღებენ და აფინანსებენ ამ შეიარაღებულ ფორმირებებს", _ განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.

ირაკლი ალასანიას ჩამონათვალში მოხვდა საქართველოს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსი, მამუკა იოსავა. იგი ამ თანამდებობაზე ერთი თვის წინ დაინიშნა. ის სამხედრო წოდებით პოლკოვნიკი გახლავთ.

ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, მამუკა იოსავა საქართველოს უშიშროების აკადემიის კურსდამთავრებულია.

სამხედრო სავალდებულო სამსახური 1984-1986 წლებში გაირა; 1994-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს უშიშროების სამინისტროში; 2005-2009 წლებში კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მისი კარიერა თავდაცვის სამინისტროში 2009 წელს დაიწყო. 2009–2010 წლებში მამუკა იოსავა იყო სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მოგვიანებით დააწინაურეს და 2010-2011 წლებში სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა; 2011 წელს, სამხედრო თავდაცვის სამინისტროშივე გადაიყვანეს პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ; 2011 წელს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში.

დღეის მდგომარეობით იოსავა ამავე შტაბის უფროსი გახლავთ.

პოლკოვნიკი მამუკა იოსავა არა ერთი ჯილდოს მფლობელია _ 2005 წელს ის ღირსების მედალით დააჯილდოვეს, 2006 წელს კი _ მხედრული მამაცობისთვის. 2010 წელს მას სამი მედალი აქვს მიღებული: უწყებრივი მედალი "ქაქუცა ჩოლოყაშვილი“; "ღირსების ორდენი" და მედალი "სამშობლოსათვის თავდადებული".

ირაკლი ალასანიას განცხადების იმ ნაწილს, რომელიც ბრალდებებს უკავშირდებოდა, მყისიერად გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასი:

"ნებისმიერი ბრალდება, რომელიც კეთდება წინასაარჩევნოდ და უკავშირდება ძალადობის გამოყენების შესაძლებლობას ან მის წინასწარმეტყველებას, საჭიროებს ყურადღების მიქცევას", _ ამის შესახებ შეერთებული შტატების ელჩმა, ჯონ ბასმა ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიას განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

"ჩვენ ყველა მხარესთან ნათლად ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ არ არის ძალადობის ადგილი კონკურენტულ საარჩევნო ციკლში, დემოკრატიულ საზოგადოებაში და ყველა მხარემ უნდა უზრუნველყოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რათა თავიდან ავიცილოთ ისეთი პროცესები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძალადობრივი გარემოს შექმნა. მოვუწოდებ ყველა მხარეს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს, რაც გულისხმობს, რომ არ ისაუბრონ ისეთი ბრალდებებზე, რომლებიც არ იქნება ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ფაქტებით გამყარებული, _ თქვა ჯონ ბასმა.

"გურია ნიუსი" ირაკლი ალასანიას მიერ მამუკა იოსავაზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, სალომე მახარაძეს დაუკავშირდა.

_ ირაკლი ალასანიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იქმნება გაურკვეველი ტიპის შეიარაღებული ფორმირებები. რა კომენტარს გააკეთებდით ამის შესახებ?

_ მე არ მაინტერესებს, ვინ რა თქვა. ის, რაც ზუსტად ვიცი და ვხედავ, ის არის, რომ გეგმის მიხედვით კეთდება რეზერვი. ალასანიას აბსურდის დეტალები არ მაინტერესებს.

_ ალასანიას მიერ სხვა ჩამოთვლილ პირთა შორის, რომელთაც, ოპოზიციონერის თქმით, კავშირი აქვთ შეიარაღებულ ფორმირებებთან, ნახსენები იყო ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსი, მამუკა იოსავაც.

_ არავითარ ფორმირებებთან არ არის კავშირში მამუკა იოსავა, არავითარი კავშირი არ აქვს მსგავს ფორმირებებთან. ის მუშაობს და თავის სამსახურს ასრულებს. და საერთოდ, მე არ ვიცი, საქართველოში თუ არის რაიმე ფორმირებები. დანამდვილებით მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მამუკა იოსავა ასრულებს თავის თანამდებობრივ მოვალეობას. ის არის ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსი, მას ეხება რეზერვის მომზადება.

_ ალასანიამ განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს კონკრეტულ ფაქტებს გადასცემს.

_ თქმა არ ნიშნავს ფაქტების და მტკიცებულებების დადებას. აქტი და მტკიცებულება ნიშნავს იმას, რომ რაღაცა თვალნათელია და არის რეალური ფაქტი. თუ მასეთ ფაქტებს დადებენ, დამირეკეთ და აუცილებლად გაგიკეთებთ მაგაზეც კომენტარს.




 ახალი ამბები
  • თიანეთში ციმბირული წყლულის შემთხვევა დაფიქსირდათიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურებში ციმბირული წყლულის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია თავდაპირველად მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს აღმოაჩნდა, საქონლის დაკვლის შემდეგ კი მეპატრონე დაავადდა,_ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალაბული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ტუშურების ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გატარდა კანონმდებლობით დადგენილი ყველა შესაბამისი ზომა. მოხდა სოფელში არსებული პირუტყვის ვაქცინაცია , დაავადებული ხორცი სოფლიდან მოშორებით დაიწვა და სპეციალურ სამარხში ხუთი მეტრის სიღრმეზე განთავსდა.სურსათის უვნებლობის სამსახურის და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მოხდა მოსახლეობის ინფორმირება იმის თაობაზე, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტუშურებში აკრძალულია საქონლის დაკვლა, ასევე ხორცის და რძის ნაწარმის რეალიზაცია. პარალელურად სოფელში აცრილი პირუტყვის მონიტორინგი მიმდინარეობს. გუბერნატორის განცხადებით, სიტუაცია ტუშურების ადმინისტრაციულ ერთეულში კონტროლს ექვემდებარება და მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ... ...
  • ოზურგეთში გარემოვაჭრებს, სარგებლობის უფლებით, ადგილები გადაეცემათდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, გარევაჭრობის რეგულაციების წესის პროექტზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება  დაიწყო. საკითხის ირგვლივ  იურიდიული სამსახურის უფროსმა, ლაშა თავაძემ ისაუბრა. -ძირითადდ, დღეის მდგომარეობით, გარემოვაჭრეები ვინც არიან, სარგებლობის უფლებით გადაეცემათ ის ადგილები, რომელსაც მერია შეარჩევს. გადაცემა მოხდება იმ პირთათვის, ვინც იქნება გარევაჭრობის მოსურნე და მერიას ამის თაობაზე განცხადებით მიმართავს, _ თქვა მან. საკრებულოს წევრებმა გაკარგულების მიღებას და მასზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას, მხარი ... ...
  • ოზურგეთის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყოდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა შედგა. დღის წესრიგის გამოცხადებამდე, საკრებულოს თავმჯდომარემ,  დავით დარჩიამ დეპუტატებს გააცნო ინფორმაცია, იმ პირთათვის სამას ლარიანი  კომპენსაციიის გადაცემის თაობაზე,  მთავრობის მიერ, ვინც 2019 წელს საზღვარი გადაკვეთა. ასეთი პირებს, 30 დღე მაინც უნდა ჰქონდეთ უცხო ქვეყანაში ნამუშევარი. _ეს არის მთავრობის მხრიდან მორიგი მისასალმებელი ნაბიჯი. მთავარია, ახლა მოქალაქეებმა, ვინც ასარჩევ სიაში მოხვდება, დროულად შეავსონ სპეციალურ საიტზე თავისი მონაცემები. _კარგია ეს დახმარება, მაგრამ ძალიან რთული პროცედურები არის  შესასრულებელი და ეს ადამიანებს უჭირთ. კარგი ის იქნებოდა, მხოლოდ პირადი მონაცემები და ანგარიშის ნომერი მოეთხოვათ. ასე უფრო ადვილი იქნებოდა ამ საკითხის მოგვარება. კი არ უნდა გაურთულო რიგით მოალაქეს საქმე, პირიქთ, უნდა გაუადვილო, _ შეეწინააღმდეგნენ  საკრებულოს ნაციონალი დეპუტატები ბესო ქათამაძე და დავით მჟავანაძე დავით დარჩიას. _არანაირი რთული პროცედურა ეს არ არის. შექმნილია სპეციალური საიტი.  მონაცემების შევსებაში ჩვენ თვითონ ვეხმარებით მოქალაქეებს. ბაზაში  მოქალაქემ უნდა შეიტანოს სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ანგარიშის ნომერი, სადაც უნდა დაირიცხოს  აღნიშნული თანხა.  მე პირადად  ვიყავი სოფელ დვაბზუში, სადაც ერთ-ერთ უბანს „დვაზუს ნასაკირალს“ ეძახიან. 500-მე ადამიანს დავეხმარე, რომ სპეციალურ საიტზე დაფიქსირებულიყო თითოეული მათგანი.  ასევე თუ ვინმეს სურს, ყველას დვეხმარები. თქვენ აზვიადებთ ყველაფერ ამას,  წესია  ეს თქვენი_ განაცხადა საკრებულოს წევრმა, „ქართული ოცნების“ დწარმომადგენელმა, მარი ჩხიკვიშვილმა.  _ნუ ყვირით და ხმაურობთ. დაჯექით მანდ, _ უთხრა მჟავანაძეს და ქათამაძეს დავით დარჩიამ. _ჩვენ ვამბობთ სიმართლეს. არ მოგვწონს-თქო არ გვითქვამს. არ გინდათ,  რომ გაუადვილოთ ადამიანს ეს პროცესი. თუ ტყუილს ვამბობთ. მიდით , ნახეთ რამხელა რიგებია სოციალურ სამსახურთან, ბანკებთან.   ყველა ტელეფონით არ ხერხდება მონაცემების შევსება.  ამასთანავე ყველამ არ იცის ესა თუ ის ფუნქცია, - თქვა  ბესო ... ...
  • სახალხო დამცველმა ექიმის მხრიდან კარანტინში მყოფი ქალის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინასაქართველოს სახალხო დამცველმა ექიმის მხრიდან კარანტინში მყოფი ქალის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა. აღნიშნული ფაქტის შესწავლა სახალხო დამცველმა 2020 წლის 30 მარტს საკუთარი ინიციატივით დაიწყო, მოგვიანებით კი საქმის განხილვის პროცესში განმცხადებლის წარმომადგენლის სტატუსით ააიპ „საფარი“ ჩაერთო. „საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ექიმმა, რომელთანაც ხელშეკრულება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჰქონდა დადებული, განმცხადებლის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქმედებები განახორციელა. საქმეში არსებული მასალების, მხარეების და მესამე პირების, მათ შორის, ექიმების გამოკითხვის და შესაბამისი უწყებებიდან მიღებული პასუხების საფუძველზე, სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ სექსუალური შევიწროება გამოვლინდა სამივე ფორმით სიტყვიერი, არასიტყვიერი და ფიზიკური ქცევით, რამაც განმცხადებელს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო შეუქმნა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა ექიმს; ასევე, მოუწოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ა(ა)იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს“ და ჯანდაცვის სამინისტროს გაითვალისწინონ სექსუალური შევიწროების გამოვლენის რისკები და დაკონტრაქტებულ/დასაკონტრაქტებელ ექიმებს მიეწოდოთ ინფორმაცია სექსუალური შევიწროების დაუშვებლობასთან დაკავშირებით“,_ წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ... ...
  • "გაურკვეველი პირები კარდაკარ შემოვლით ცდილობენ ამომრჩევლების მონაცემების მოპოვებას"- ცესკოცესკოს სახელს არაკეთილსინდისიერად იყენებენ ამომრჩეველთა მონაცემების გადასამოწმებლად,_ ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) ცნობილი გახდა, რომ გაურკვეველი პირები სარგებლობენ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით, კარდაკარ შემოვლით ცდილობენ ამომრჩევლების მონაცემების მოპოვებასა და დადგენას. ამომრჩევლების გარდა, აღნიშნულ შემთხევებს ადასტურებენ თავად საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც, რომელთა საცხოვრებელ ბინებშიც დაფიქსირდა მსგავსი გადამოწმების ფაქტები ცესკოს სახელის ყალბი გამოყენებით. განვმარტავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მსგავს აქტივობას არ ახორციელებს და აღნიშული ფორმით არ აწარმოებს ამომრჩეველთა მონაცემების შემოწმებას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს და კანონმდებლობის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიები ფუნქციონირებას დაიწყებენ კენჭისყრის დღემდე ერთი თვით ადრე; რის შემდეგაც ისინი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებენ ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის დადგენილ პროცედურებს. ამასთან, ამომრჩეველთან ურთიერთობისას საარჩევნო კომისიის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა იქნება წარდგენილი. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურ გაერთიანებებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ უფლება ჰქონდეთ ამომრჩევლებთან კანონით განსაზღვრული ურთიერთობა, რომელიც უფრო მეტად აქტუალური ხდება არჩევნების წინა პერიოდში. კონკრეტული მიზნებისთვის ამომრჩევლებთან ურთიერთობას შესაძლოა აწარმოებდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებიც. შესაბამისად, მივმართავთ თხოვნით ნებისმიერ ჩართულ მხარეს თუ ორგანიზაციას, არ ისარგებლონ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით საკუთარი მიზნების განხორციელებისას“,_ წერია ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...