მერაბ ტურავას მიმართ დისციპლინური წარმოების ვადები დაირღვა - "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"

სამართალი

მერაბ ტურავას მიმართ დისციპლინური წარმოების ვადები დაირღვა - "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"

2015 დეკ 7 18:47:41

"საერთაშორისო გამჭვირვალობა სქართველო" საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას მიმართ დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მერაბ ტურავას მიმართ დისციპლინური წარმოების ვადები დარღვეულია. ორგანიზაცია განმარტავს, რომ განუსაზღვრელი ან არაგონივრულად ხანგძლივი ვადით მოსამართლის გაურკვეველ სამართლებრივ მდგომარეობაში ყოფნა და ამ პერიოდში შესაძლო მძიმე სანქციის მოლოდინი, საფრთხეს უქმნის ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და შეიძლება აჩენდეს საფუძვლიან ეჭვებს საქმეების განხილვისას მასზე ზეგავლენის მოხდენის კუთხით.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 16 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, სადაც მითითებულია, რომ მოსამართლე მერაბ ტურავას მიერ გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილებაზე ხელის არ მოწერის საკითხი შესასწავლად და შესაბამისი დასკვნის მოსამზადებლად გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიას. კომისიის დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. სასამართლოს 17 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ ეთიკისა და დისციპლინური საქმეთა კომისიის დასკვნის საფუძველზე, პლენუმმა დაადგინა, რომ მოსამართლე მერაბ ტურავას სასამართლოში გამოუცხადებლობა და ხელმოწერაზე უარის თქმა წარმოადგენს კანონის მოთხოვნათა დარღვევას. აღნიშნულის დადგენის შემდგომ, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს უნდა ემსჯელა მის მიმართ დისციპლინური სანქციის დაკისრების საკითხზე და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

ჩვენი ორგანიზაციის 2015 წლის 9 ნოემბრის წერილის პასუხად, საკონსტიტუციო სასამართლოდან გვეცნობა, რომ მოცემული მომენტისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არ დაუსრულებია აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა. შესაბამისად, მოსამართლის მიმართ ჯერჯერობით არ გამოყენებულა რაიმე სახის დისციპლინური სანქცია. 1 მიგვაჩნია, რომ მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინური პროცედურა უნდა ეფუძნებოდეს ცხად და ადეკვატურ საკანონმდებლო რეგულირებებს, რათა საფრთხე არ შეექმნას საქმეების განხილვაში მონაწილე მოსამართლის დამოუკიდებლობას და საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტს. ამ კონტექსტში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, რომ დისციპლინურ წარმოებაზე საბოლოო გადაწყვეტილება გონივრულ ვადებში იქნეს მიღებული.

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების ინსტიტუტი ემსახურება მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს - უზრუნველყოს სასამართლოს, როგორც კონსტიტუციური ორგანოს ავტორიტეტის დაცვა იმ შემთხვევაში, როდესაც მოსამართლის ქმედება საფრთხეს უქმნის სასამართლოს კონსტიტუციური მანდატის განხორციელებას. ამასთან, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ დისციპლინური წარმოების წესები და პრაქტიკა არ უნდა იძლეოდეს მისი ბოროტად გამოყენების და ამგვარად კონკრეტულ მოსამართლეზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობას. აღნიშნულ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის მისაღწევად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გონივრული, განჭვრეტადი ნორმატიული ბაზის არსებობას, რომელიც, აუცილებლობის შემთხვევაში, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს სასამართლოს ავტორიტეტის და კონსტიტუციური ფუნქციის განხორციელების დაცვას, ხოლო, მეორე მხრივ, გამორიცხავს მისი ბოროტად გამოყენებით, კონკრეტულ მოსამართლეზე ზეგავლენის მოხდენის რისკს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დისციპლინური წარმოების პროცედურები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით არის დარეგულირებული, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არის მიღებული. კერძოდ, რეგლამენტის 21-ე მუხლის თანახმად, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში დისციპლინური საქმისწარმოება იწყება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიისადმი მიმართვით, რომელსაც საკითხის შესასწავლად 10 დღის ვადა აქვს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ასევე იწვევს პლენუმის სხდომას, რომელიც უნდა გაიმართოს მოწვევიდან 15 დღის ვადაში. თუმცა, რეგლამენტით ცხადად არ არის განსაზღვრული თუ რა მიზნით ხდება 15 დღის ვადაში პლენუმის მოწვევა და ამ ვადებში მიღებულ უნდა იქნეს თუ არა დისციპლინურ სამართალწარმოებაზე საბოლოო გადაწყვეტილება.

ამასთან, როგორც მოსამართლე მერაბ ტურავას საქმის განხილვისას გამოჩნდა, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ ვადას არ განიხილავს გადაწყვეტილების მიღების საბოლოო ვადად, რადგან დისციპლინური წარმოების დაწყებიდან არა 15 ან 25 დღე, არამედ ორთვენახევარზე მეტია გასული, ისე რომ პლენუმის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ყოველივე აღნიშნული იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ მოქმედი კანონმდებლობით, ყოველ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრაქტიკაში განმარტებიდან გამომდინარე, მოსამართლის დისციპლინურ წარმოებაზე გადაწყვეტილების მისაღებად კონკრეტული მაქსიმალური ვადა განსაზღვრული არ არის.

მიგვაჩნია, რომ მოსამართლის დისციპლინურ წარმოებაზე საბოლოო გადაწყვეტილების გონივრულ ვადაში მიღება მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესების უზრუნველყოფას ემსახურება, რადგან მოსამართლე, რომლის მიმართაც დისციპლინური წარმოებაა დაწყებული, მთელი ამ პერიოდის მანძილზე, სხვა მოსამართლებთან ერთად, მონაწილეობს საქმეების განხილვა-გადაწყვეტაში. საკონსტიტუციო სასამართლოს უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ფუნქციებიდან გამომდინარე კი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ საზოგადოებაში არ არსებობდეს რაიმე სახის ეჭვი საქმის განხილვაში მონაწილე რომელიმე მოსამართლის კეთილსინდისიერებასთან და მის მიერ დაკავებული მაღალი სტატუსის თანამდებობასთან შეუფერებლობასთან დაკავშირებით. განუსაზღვრელი ვადით, საქმეების გადაწყვეტაში იმ მოსამართლის მონაწილეობა, რომლის მიმართაც კანონის დარღვევის გამო დისციპლინური წარმოებაა დაწყებული, ქმნის საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტისთვის ზიანის მიყენების ხელშესახებ საფრთხეს. სწორედ ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ, გონივრულ ვადაში შეფასებულ იქნას მოსამართლის მიერ კანონის დარღვევის სიმძიმე ქმნის თუ არა დისციპლინური სანქციის გამოყენების საფუძველს და მიღებულ იქნას შესაბამისი გადაწყვეტილება, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი საქმეების განხილვაში მონაწილე მოსამართლის პიროვნების კანონის და კონსტიტუციის მოთხოვნებთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით.

ამასთან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, განუსაზღვრელი ან არაგონივრულად ხანგძლივი ვადით მოსამართლის გაურკვეველ სამართლებრივ მდგომარეობაში ყოფნა და ამ პერიოდში შესაძლო მძიმე სანქციის მოლოდინი, საფრთხეს უქმნის ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და შეიძლება აჩენდეს საფუძვლიან ეჭვებს საქმეების განხილვისას მასზე ზეგავლენის მოხდენის კუთხით. კერძოდ, ამგვარ მდგომარეობაში ყოფნა, მოსამართლეს შესაძლოა უბიძგებდეს საქმეების გადაწყვეტისას გაიზიაროს მოსამართლეთა უმრავლესობის პოზიციები, რადგან შემდგომში სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ მისთვის დისციპლინური სანქციის დაკისრების საკითხი.

აქვე უნდა ითქვას, რომ მოკლებული ვართ შესაძლებლობას ვამტკიცოთ რეალურად აქვს თუ არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსამართლის მიმართ ამ ტიპის ზეწოლას ადგილი. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის მანძილზე მოსამართლე მერაბ ტურავას მიერ, მოსარჩელე ბექა წიქარიშვილის საქმეზე, 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დაფიქსირებულ იქნა განსხვავებული აზრი. მიუხედავად ამისა, ზემოთგანხილული საფრთხეების და ეჭვების სრულად გამოსარიცხად მოვუწოდებთ საკონსტიტუციო სასამართლოს:

  • საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტში მოსამართლის მიმართ დისციპლინური წარმოების მარეგულირებელი ნორმები ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ მაქსიმალურად გონივრულ ვადაში უზრუნველყოფილ იქნეს დისციპლინურ წარმოებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

  • გამომდინარე იქიდან, რომ მოსამართლე მერაბ ტურავას მიმართ უკვე ორთვენახევარზე მეტია მიმდინარეობს დისციპლინური წარმოება, უმოკლეს ვადებში დასრულდეს საქმის განხილვა და მიღებულ იქნეს შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება", _ აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. 




 ახალი ამბები
  • ხუნდაძე: ტატუნაშვილი დასტურია, რომ საქართველოს მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციასსაოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის  არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით სოფელ წილკანში, სადაც ეროვნული გმირის ოჯახი ცხოვრობს, მისი სახელობის ახალი სკვერი და სტადიონი გაიხსნა. ამ მოვლენის გამო წილკანში ჩავიდნენ პრემიერ-მინისტრი, მცხეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს მთავრობის  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.  „მძიმე თარიღია, მძიმედ გასახსენებელია, მაგრამ ამ სიმძიმესთან არის სიამაყეც, როცა ჩვენი ახალგაზრდა კაცი არ შეეგუა ძალადობას და არ შეეგუა იმას, რომ საკუთარი ტერიტორია იქნას ოკუპირებული მუდმივად და ჩვენი მოქალაქეების უფლებები იქ ილახებოდეს. მისი  ეს მყარი პოზიცია არის დასტური იმისა, რომ საქართველო, ქართველი მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციას და ეს არის მხოლოდ დროებითი და ეს აუცილებლად დასრულდება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ ... ...
  • "მოხვეტეს პირდაპირ და წაიღეს"_ ხმაური ოზურგეთის აგრარულ ბაზარშიხმაური იყო დღეს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში. ხმაური ოზურგეთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მისვლამ გამოიწვია, რომლებმაც თუთუნით მოვაჭრეებს დიდი რაოდენობით უაქციზო ნაწარმი ჩამოართვეს. როგორც მოვაჭრეები „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობენ, მათ სიტყვიერი გაფრთხილება მიიღეს, რომ ვაჭრობის უფლება არ აქვთ, თუმცა, სიტყვიერი გაფრთხილება, როგორც ჩანს მოვაჭრეებმა სერიოზულად არ აღიქვეს და ვაჭრობა უაქციზო ნაწარმით გააგრძელეს. დღეს კი ბაზარში შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ და უაქციზო ნაწარმი ჩამოართვეს. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ აჭარაში თამბაქოს მსგავსი სახით გაყიდვა ხდება. „50 კაცამდე იყო მოსული. არაფერი უთქვამთ. მოხვეტეს პირდაპირ და წაიღეს. დავალება გვაქვს ასეთიო. სასამართლოდან დაგიკავშირდებიანო.  თუ მაგრები არიან აჭარაში შევიდნენ და იქედან წაიღონ“,_ ამბობენ მოვაჭრეები „გურია ნიუსთან“ საუბრისას. როგორც შემოსავლების სამსახურის  ბრძანებაშია ნათქვამი, დათვალიერების პროცედურის გახორციელება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომელბს ევალებათ და 29 თებერვლის ჩათვლით უნდა გახორციელდეს და მიზნად ისახავს აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის წარმოებისა და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას. შეგახსენებთ, რომ თამბაქოს რეალიზაციაზე დაწესებულ ცვლილებებს საპროტესტო აქციები მოჰყვა ქედაში. როგორც ფინანსთა მინისტრმა მაშინ განაცხადა, თამბაქოს დაბეგვრაზე გამონაკლისის დაწესება არ ... ...
  • პრემიერ-მინისტრის კომენტარს სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოყვასაქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას,  რომ ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობას გაყიდიან, სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოყვა. ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობის “დატოვე პარლამენტი ქუთაისში “ ინიციატივით აქციას გაიმართა. აქციის მონაწილეები მთავრობის გადაწყვეტილებას, ქუთაისში პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით , აპროტესტებენ. მათი განცხადებით, პარლამენტის გაყიდვა საბოლოო განაჩენია ქუთაისისთვის. სამოქალაქო მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად ებრძვიან ქუთაისის განვითარების პერსპექტივას. აქციაზე გაჟღერდა მოძრაობის მოქმედების გეგმა. აქტივისტები იბრძოლებენ იმისთვის, რომ ქუთაისში წარმატებული საარჩევნო კამპანია აწარმოონ მხოლოდ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც თავიანთ პროგრანაში ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებას შეიტანენ. აქციის მონაწილეებს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ. გიორგი გახარიამ ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან გუშინ კომენტარის გაკეთებისას განაცხადა. “ქუთაისში პარლმანეტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ და ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტროს დაწყებული აქვს. ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის იქნება ბევრად უფრო მეტი, ვიდრე პარლამენტი. გარდა ამისა, ამ შენობასაც ექნება დატვირთვა, მან უნდა შეიძინოს ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი ფუნქცია. ქუთაისისთვის მომავალი რა შეიძლება იყოს?  განათლება, მედიცინა, ტრანსპორტირება და კიდევ ბევრი რამე და არა მხოლოდ პარლამენტი“,_  განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს გიორგი ... ...
  • აჭისწყლის ხეობაში, კარიერის ირგვლივ, კვლავ ხმაურია ეკოდამცველი ირმა გორდელაძე, ფეისბუქგვერდზე, „გადავარჩინოთ გურიის მდინარეები“, კვლავ აქვეყნებს ინფორმაციას, რომ  ახლახან ლიხაურის ტერიტორიაზე,  მდ. აჭისწყლის ხეობაში,  შპს  „კავკაზ ცემენტ ჯორჯია" ჩუმად იპარავდა ქვიშას.   „დავადექი პირადად ფაქტზე.  გაჰქონდათ ინერტული მასალა და იქვე ახლო ტერიტორიაზე ასაწყობებდნენ.   ამ კომპანიას ლიხაურმა უარი უთხრა, არ დავუშვებთ, რომ გაიტანონ ინერტული მასალა“, _ წერს გორდელაძე. სოფელ ლიხაურის მკვიდრი, ქალბატონი თინა დობორჯგინიძე ამბობს, რომ აპირებენ სარჩელი შეიტანონ და პასუხი აგებინონ ყველას, ვისაც ეკუთვნის. _ ახლა აჭისწყლის ხეობაში, „კავკაზ  ცემენტ ჯორჯია“, როგორც მისი წარმომადგენელი გვეუბნება, ნებართვით არის შესული და მართლაც, მათ აქვთ ლიცენზია. თუმცა,  დაუშვებელია ახლა იქ ღორღის  ამოღება. გაფუჭდა, რაც გასაფუჭებელია. გავა ცოტა ხანი, ადიდებული მდინარე წალეკავს ყველაფერს და იტყვიან, სტიქიააო. ყველაზე დიდი სტიქია ადამიანია. ეს არის არა ღორღის ამოღება, არამედ ფულის ამოღება. მალე სარჩელს შევიტანთ, დოკუმენტაცია მოგროვებული გვაქვს და იმედია, მანამდე მაინც შეაჩერებენ მუშაობას, _ თქვა ქალბატონმა თინამ „გურია ნიუსთან“. ჩვენ ასევე დავუკავშირდით „კავკაზ ცემენტ ჯორჯიას“ წარმომადგენელს, გელა დუმბაძეს, რომელიც თავის მხრივ აცხადებს, რომ ის ფლობს ლიცენზიას,  შაბათ-კვირას ისვენებს, ორშაბათიდან კი აჭისწყლის კარიერზე მუშაობას გააგრძელებს. _შპს „კავკაზ ცემენტ ჯორჯია“ ამერიკული კომპანიაა. გვაქვს ლიცენზია, რომელიც ორი წლის წინ მივიღეთ. ვმუშაობთ წესების სრული დაცვით.  ჩვენ მოვიპოვებთ მასალას ქვის სამსხვრევი საამქროსთვის და ბეტონის ქარხნისთვის. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სკოლების თუ სხვა მშენებლობები რაც არის, ჩვენ  ვაკეთებთ.  ასევე ვეწევით  ქველმოქმედებასაც და არაფერს ვაშავებთ. ყველანაირ არგუმენტირებულ მოლაპარაკებაზე მზად ვართ, რასაც მოსახლეობა შემოგვთავაზებს. გამოჰყონ ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს  გააკეთებს, ნახავს, რას და როგორ ვიღებთ. მზად ვართ, დავაფინანსოთ კიდეც ისინი, -  გვითხრა გელა დუმბაძემ. დიდი ალბათობით, ორშაბათს, 24 თებერვალს,  აღნიშნულ კარიერზე დაპირისპირება კვლავ მოსალოდნელია, რადგან ლიცენზიის მფლობელი კომპანია მუშაობის გაგრძელებას გეგმავს. ... ...
  • ჩოხატაურში, სოფელ ონჭიკეთში სახლი დაიწვა_ რით დაეხმარება ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭიკეთში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ განუცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს დაეხმარება. „ჩვენი წარმომადენელი უკვე შეხვდა დაზარალებულლ ოჯახს. ადგილობრივი ხელისუფლება პირველ რიგში აუცილებელი პირველადი მოხმარების ნივთების შესაძენად  დაეხმარება.  ამის შემდეგ კი, სამშენებლო მასალის გამოყოფაზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ირაკლი კუჭავამ. ჩოხატაურის მერის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი უმეტესად ქუთაისში იმყოფება. „ოჯახში მამა იყო. შვილები ქუთაისში არიან, თვითონაც ხშირად ქუთაისშია. თუ თვითონ იტყვის, რომ სხვა საცხოვრისი არ გააჩნია, ამ შემთხვევაში გავიყვანთ ქირით“, _ გვითხრა ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...