სუპერმარკეტ "ნიკორაზე" თავდამსხმელს პატიმრობა შეუფარდეს

სამართალი

სუპერმარკეტ "ნიკორაზე" თავდამსხმელს პატიმრობა შეუფარდეს

2015 დეკ 8 21:05:43

თბილისის საქალაქო სასამართლომ სუპერმარკეტ  "ნიკორა ტრეიდზე"განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ ნ. ი.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით -  პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

"ნ. ი.-ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის  მართლსაწინააღმდეგო  ტარება. ასევე  განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში - ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. მანვე ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა  სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი  სიცოცხლისათვის  საშიში ძალადობით.

საქმის მასალების თანახმად,   ქ. თბილისში  2015 წლის 30 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული  ნ. ი.  ღამის საათებში ყაჩაღურად თავს დაესხა ვარკეთილში 3-ში მდებარე ‘’ნიკორა ტრეიდის"სუპერმარკეტს, სადაც მოკვლის განზრახვით,  დაცვის თანამშრომელს სიცოცხლისათვის სახიფათო რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ბრალდებული განაგრძობდა სროლას სხვადასხვა მიმართულებით და  სუპერმარკეტის სალაროში არსებული ფულადი თანხით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებულის გადარჩენა მხოლოდ დროული სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად მოხერხდა.

ღია სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ  ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით  გირაოს  5000 ლარის ოდენობით გამოყენება ითხოვა, რასაც არ დაეთანხმა ბრალდების მხარე.

სასამართლომ შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა ახსნა - განმარტებები  და საქმეში წარმოდგენილი მასალების გაცნობის შემდგომ, მიიჩნია  რომ სახეზეა მტკიცებულებითი სტანდარტი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის. კერძოდ,  სასამართლომ ჩათვალა, რომ დანაშაულის ჩადენის სპეციფიკისა და საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით,  მხოლოდ პატიმრობის პირობებში იქნება შესაძლებელი თავიდან იქნეს აცილებული ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და მისი მიმალვის საფრთხე. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დასადგენია იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმომავლობა და შესაძლო შემხებლობა სხვა სისხლის სამართლის საქმესთან, რაც ქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ ბრალდებული თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 25 იანვარს 12:00 საათზე გაიმართება", _ აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • სუს-ი: "სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს. "გვსურს გამოვეხმაუროთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები საპროტესტო აქციებზე იმყოფებოდნენ და მიმდინარე პროცესების ფოტო/ვიდეოგადაღებებს აწარმოებდნენ. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ პირებს არ წარმოუდგენიათ არანაირი მტკიცებულება იმის დამადასტურებლად, რომ კონკრეტულ საპროტესტო აქციებზე მყოფი პირები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან. ამასთანავე, გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ საპროტესტო აქციებზე ან სხვა მასობრივი შეკრების ადგილებში უწყების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულებთან დაკავშირებით მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების თავიდან ასაცილებლად, კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესასრულებლად (“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11, მე-12 მუხლები), ახორციელებს პრევენციულ და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედებებს, რომლისთვისაც ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იყენებს ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს (ამავე კანონის 43-ე მუხლი). სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების პროცესში, “საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, კანონიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და  თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპებით მოქმედებენ," - ნათქვამია ... ...
  • აჭარის ტელევიზის შენობასთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანესაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს. მათი თქმით, ამით გამოხატეს ის განწყობა, რომელიც მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ გაუჩნდათ: "დღეს, მრჩეველთა საბჭომ, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა მოკლა", _ აცხადებენ ისინი. აქცია, მაუწყებლის შენობასთან, ამ წუთებშიც ... ...
  • სუს-თან აქციაზე დაკავებული ექვსივე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლესსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქციაზე დაკავებული ექვსივე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. „ლეიბორისტული პარტიისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციის, ასევე, მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენლები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს. დაკავებულებს შორის იყო „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ... ...
  • აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესები დარღვევებით წარიმართა - ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს18 ნოემბერს პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესებს სახალხო დამცველი აფასებს.  სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული პირების საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესები ვერ აკმაყოფილებდა ადამიანის უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს და სასამართლო პროცესი დარღვევებით წარიმართა. 37-ვე დაკავებული პირის საქმე მხოლოდ ერთ მოსამართლეს დაეწერა განსახილველად, რამაც სასამართლო პროცესების არაგონივრული ვადით გაჭიანურება გამოიწვია. ამ ეტაპზე 17 პირის საქმის განხილვა არც კი დაწყებულა, ხოლო 8 მათგანი ჯერ კიდევ ელოდება გადაწყვეტილებას. ასევე ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ სამუშაო საათებში დაკავებულ პირთა მიმართ დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული დაკავების მაქსიმალური, 12-საათიანი ვადა. ამის მიუხედავად, მოსამართლემ არ გაათავისუფლა ისინი და დატოვა თავისუფლებააღკვეთილი იქამდე, სანამ სხდომას გადადებდა. საბოლოოდ, სასამართლომ ერთმანეთისგან დისპროპორციულად განსხვავებული სახდელები დანიშნა. მოსამართლის მოტივაციასთან დაკავშირებით ამან კითხვის ნიშნები გააჩინა. ამასთან, სახალხო დამცველი მიმართავს პროკურატურას, იხელმძღვანელოს 2019 წლის 20-21 ივნისს დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით დამკვიდრებული პრაქტიკით და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ პასუხობს ადამიანის უფლებების მინიმალურ სტანდარტებს, ამასთან 18 ნოემბერს დაკავებულ პირთა სასამართლო განხილვებისას გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები, გამოიყენოს "პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული პროტესტის მექანიზმი, მიმართოს სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვოს დაკავებული პირების გათავისუფლება." - აღნიშნულია ომბუდსმენის ... ...
  • გიორგი გუგავა: „ივანიშვილმა სუს-ი პოლიტიკურ ჟანდამერიად გადააქცია“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მოძრაობა „გაბედეს“ გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიტიკოსი გიორგი გუგავა მივიდა. მისი თქმით, სამართალდამცავებმა აქციაზე მოძრაობის 6 წევრი უკანონოდ დააკავეს, ივანიშვილმა კი სუს-ი პოლიტიკურ ჟანდამერიად გადააქცია. „ეს არის კლასიკური დიქტატურის გამოვლინება, როდესაც ახალგაზრდებს არ აცლიან სამართლიანი პროტესტის გამოთქმას. აკავებენ უკანონოდ, იყენებენ ბრუტარულ ძალას და სწორედ ის ჩაიდინა სუს-მა რის გამოც, აქ მოსული იყვნენ ახალგაზრდები. ეს ორგანო ივანიშვილმა პოლიტიკურ ჟანდამერიად გადააქცია. ის უსაფრთხოებაზე ზრუნვით კი არ არის დაკავებული, არამედ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს დასდევს, იჭერს, აპატიმრებს, უთვალთვალებს და ეს უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში. ვერ დაიჭერთ მთელ ქვეყანას. ვერ შეაჩერებთ ამ გულანთებული ახალგაზრდების მიზანს.  6 ახალგაზრდა ამ ორგანიზაციიდან სრულად უკანონოდ დააკავეს“,_ განაცხადა გუგავამ. სუს-თან გამართულ აქციაზე მოძრაობა „გაბედეს“ წევრები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრას და კითხვაზე პასუხს ითხოვდნენ თუ რატომ აკავებენ ქვეყანაში ახალგაზრდებს, მათ მეგობრებს, მაშინ როდესაც ექიმი  ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორშია დაკავებული უკანონოდ. მათ შენობის გვერდით მდებარე საავტომობილო შესასვლელის გადაკეტვა სცადეს, მაგრამ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა, რასაც დაპირისპირება და სამართალდამცავების მხრიდან 2 ადამიანის დაკავება მოჰყვა. მოძრაობის წევრების დაკავების შემდეგ აქციის მონაწილეებმა ვაჟა-ფშაველას გამზირის გადაკეტვა გადაწყვიტეს და ზებრაზე განლაგდნენ, თუმცა, პოლიციამ მათ გზის პარალიზების საშუალება არ მისცა და აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. როგორც კახა ბუხრაძემ სუს-თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ სუს-თან დააკავეს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი. დაკავებულებს შორის არიან ასევე „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" წევრები, ნიკა და ბექა ... ...

არქივი

ზაფრანი

საჭმელი, რომელიც კიბოს აჩქარებს

გამოცემა Sciencealert - ის ცნობით,...

რა სასმელი უნდა დალიოთ რომ დიდხანს იცოცხლოთ?

ესპანეთში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, რომელიც...

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე კომბოსტოს ფოთოლი

კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია....

შეიძლება თუ არა ვარჯიში, როცა გაციებული ხართ

თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, ალბათ, თქვენთვის...

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?