სამართალი
22 დეკ. 2015, 00:49:21
ქარელში ერთმანეთს გამგებლის და მაჟორიტარი დეპუტატის თანაშემწეები დაუპირისპირდნენ. დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელმა გამგებლის თანაშემწეს ყური მოაჭამა. აღნიშნულის შესახებ სიუჟეტი ტელეკომპანია მაესტროს ეთერში გავიდა.
ახალი ამბები
- "უსინდისო, ხალხს ბინიდან ყრიდი, ახლა შეგიყვარდა ქვეყანა?" _ ელისაშვილმა და ხაზარაძემ ერთმანეთზე გაიწიეს"რუსთავი 2"-ის ეთერში "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი და "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ხაზარაძის გაღიზიანება ელისაშვილის განცხადებამ გამოიწვია, სადაც თქვა, რომ ბადრი ჯაფარიძეს "ქართულ ოცნებასთან" "ზურგს უკან მოლაპარაკებები ჰქონდა". "ვინ დაძვრებოდა ჩუმ-ჩუმად "ქართულ ოცნებასთან" ვხედავთ. მატყუარები ხართ და ხალხის მყვლეფავები", _ აღნიშნა ელისაშვილმა, რაზეც ხაზარაძემ მოსთხოვა, ეთერში დაერეკა ირაკლი კობახიძესთვის და დაემტკიცებინა, რომ ჯაფარიძეს "ოცნებასთან" დამოუკიდებელი შეხვედრები ჰქონდა. მამუკა ხაზარაძე: მატყუარა ხარ. დაამტკიცებ, რომ ბადრი ჯაფარიძე "ოცნებასთან" მოლაპარაკება ჰქონდა?. მე არ დაგინახო ოპოზიციის შეხვედრაზე. მე შენ ხელს არ ჩამოგართმევ. ეს იქნება მაგალითი, რომ პოლიტიკაში ღირსებას და სიტყვას უნდა ჰქონდეს ფასი. ალეკო ელისაშვილი: სულ შენი გადასაწყვეტია, მოვალ თუ არა ოპოზციურ შეხვედრებზე. გიგა ბოკერიას დაკრულზე რომ დადიხარ. მატყუარაც ხარ, უსინდისოც და ხალხის მყვლეფავიც. თვალებში როგორ მიყურებ? სიტყვა-სიტყვით არ მითხარი, რასაც ვამბობ? ამის მერე რა უნდა გაგიკვირდეს, მაგრამ ბანკირებისგან და ხალხის მყვლეფავებისგან, არაფერი მიკვირს. ომია ძმააოო, ეგ სიტყვები არ მითხარი? ბოკერიას გვერდით რომ იჯექი.... მამუკა ხაზარაძე: ამხელა ტყუილები სად ისწავლე?! შენ ჩვენს გვერდით არ გაიარო! საქმე არ გვაქვს მატყუარა ხალხთან. ალეკო ელისაშვილი: არასოდეს ქვეყნის ბედი არ გაღელვებდა. ხალხს რომ ქუჩაში ხოცავდნენ, იდექი და ხალხს ბინიდან ყრიდი. ახლა შეგიყვარდა ქვეყანა? სანამ დაჭერის პრობლემა არ შეგიქმნეს, არ გაგახსენდა ქვეყანა. მწვავე კამათის დროს პოლიტიკოსებმა ერთმანეთისკენ გაიწიეს, თუმცა ვითარების განმუხტვა ჟურნალისტებმა მოახერხეს. წყარო: ... ...
- ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდის?საინფორმაციო სააგენტო "თაიმერის" ინფორმაციით, ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში აპირებს მოსვლას. "ქართულ პოლიტიკაში მალე რამდენიმე ახალი ძალა გამოჩნდება. სადაც ძირითადად ძველი სახეები იქნებიან. “რაინდი” ლევან ვასაძე პოლიტიკაში ოფიციალურად არასდროს ყოფილა, მაგრამ ყოველთვის პოლიტიკის გარშემო ტრიალებდა. მოსვლითაც რამდენჯერმე სცადა მოსვლა, მაგრამ დაამუხრუჭა. „თაიმერის“ ინფორმაციით, ის ახლო მომავალში გააკეთებს პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადებას. როგორც გვითხრეს, მასთან ერთად ახალ ძალაში ვიხილავთ პარლამენტის ყოფილ წევრსა და საქართველოში პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელ დიმიტრი ლორთქიფანიძეს. ჩვენი ინფორმაციით, ვასაძემ ე.წ. პრორუსული ფლანგი უნდა აითვისოს. მას „ქართული ოცნება“ დაეხმარება იმაში, რომ პატრიოტთა ალიანსი და ბურჯანაძის პარტია ამ ველიდან განდევნოს. ამ საქმეში მას რუსებიც შეუწყობენ ხელს. ლევან ვასაძე კრემლის იდეოლოგის დუგინის ახლობელი და მისი იდეების დიდი მოტრფიალეა", _ წერს ... ...
- "მაინც ჩამაგდეს წყალში! ნათლისღებას გილოცავთ!“ _ სააკაშვილი განბანვის ფოტოებს აქვეყნებსმიხეილ სააკაშვილმა განბანვის რიტუალში მიიღო მონაწილეობა. "მაინც ჩამაგდეს წყალში _ მინუს 19 გრადუსში. ნათლისღებას გილოცავთ", _ წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე და განბანვის ამსახველ ფოტოებს ... ...
- ლანჩხუთში მატარებელმა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლალანჩხუთში უბედური შემთხვევა მოხდა _ მატარებელი დაეჯახა 60 წლის ადამიანს, რომელიც გარდაიცვალა. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმის გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
- როგორ ხვდებოდნენ ნათლისღებას საქართველოშიროცა ქვეყანაში მიმქრალი იყო უფლისადმი რწმენა, ქრისტიანული დღესასწაულისადმი ცოდნაც ნაკლები იყო ხალხში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნაკურთხი წყლისადმი თავისებური რწმენა ჰქონდათ შერჩენილი ძველ ქართველებს. ამბობენ, ნათლისღების დღეს აღებული უბრალო წყალიც კი ნაკურთხიაო. არ ვიცი, რამდენად ცნობილი იყო ჩემს სოფელში _ გორმაღალში იმ პერიოდის მცხოვრებთათვის მაცხოვრის ნათლისღების ან მდინარე იორდანეს მიერ განწმენდის ძალის შესახებ ისტორიულ-ბიბლიური განმარტება, მაგრამ, რწმენა დიდი იყო როგორც წარსულ დროში, ისე ახლაც და იცოდნენ და იცავდნენ იმ მთავარ წესს, რომ მოუნათლავი არავინ არ უნდა დარჩენილიყო. მაშინ, როცა ტაძრები თითო-ოროლა იყო და, რასაკვირველია, სასულიერო პირებთან ნაკლები შეხება ჰქონდათ, ერთადერთი ხელსაყრელი მომენტი სამეზობლო კუთხეში გარდაცვლილის წესის ასაგებად მოძღვრის მოყვანა გახლდათ. როგორც გადმოცემით ვიცი, ჯიხეთის დედათა მონასტერში მონაზვნად შედგომილ სქემმონაზონ მარიამს (გოგიტაძეს) დიდი წვლილი მიუძღვის ამ კუთხის გაქრისტიანებაში. როგორც მითხრეს, მას დაჰყავდა მონასტრის წინამძღვრები და მის ოჯახში შეკრებილ მსურველებს ფარულად ანათლინებდა. ჩემ მახსოვრობასაც შემორჩა ერთი ძველი ჩვეულება: ნათლისღების დილას, უთენია წამომდგარი ოჯახის უფროსი უმძრახად (ხმაგაუცემლად) როგორ აავსებდა ჭურჭელს წყლით, სახლის ოთხივე კუთხეში დაღვრიდა, წყლის ნარჩენს კი ტანის საბანად ტოვებდა ოჯახის წევრებისთვის, მადლიანიაო. ამბობენ, ზოგ კუთხეში ეს წყალი საფლავზეც მიჰქონდათ და ზედ მოასხურებდნენ _ ამგვარად, თითქოს, თავიანთ მიცვალებულებსაც აზიარებენ ღვთის განცხადების სიხარულსო, მაგრამ ამ ტრადიციის შესახებ მე არ მსმენია. ვისაც მტკიცე რწმენა და შესაძლებლობა ჰქონდა, მამლის ყივილამდე ავიდოდა ზანდოს წმიდა გიორგის ნანგრევზე, თავისივე ჩამოქნილ სანთელს ანთებდა, შინ დარჩენილები კი სანთელთან ერთად კეცზე დაყრილ ნაკვერჩხალზე დამწვარ ნაძვის ზინთის კვამლს გაატანდნენ (,,ჩაუთქვამდნენ“ )სათხოვარს. ყველა, როგორც შეეძლო და აღიქვამდა, ისე აღნიშნავდა და პატივს მიაგებდა ამ მადლიან დღეს. თუმცა, ბევრჯერ შევსწრებივარ ისეთ ფაქტსაც, როცა პიროვნება არასერიოზულად აღიქვამდა ამ წმიდა საიდუმლოს მნიშვნელობას და ხდებოდა მექანიკური თუ წამბაძველობითი ნათლისღება. როცა ადამიანი ვერ აცნობიერებს ამა თუ იმ საეკლესიო საიდუმლოს, ეს მეტად საშიშია _ ხშირ შემთხვევაში, მას მადლი ცოდვად ექცევა ხოლმე. მასზე, ამათუ იმ საიდუმლოს შედეგად, რა თქმა უნდა, მექანიკური მოქმედებითაც გადადის უფლის მადლი და ძალა, მაგრამ აქ შემდეგ უმთავრესი გარემოებაა ის არის, როგორ მოხდება ამ მადლის დაცვა. ადამიანმა უფლისგან მიღებული მადლი სწორად უნდა გამოიყენოს და არ მოხდეს პირიქით _ არ შეურაცხყოს სიწმიდე თავისი უწესო ცხოვრებით. როგორც წმიდა მამები ამბობენ, არსებობს ორი შობა: ერთი, როდესაც ბუნებრივად იშვება ადამიანი და მეორე _ სულიერად. ასევეა, ორი სიკვდილი: სულიერი სიკვდილი, როდესაც ხდება მადლის განშორება, რაც გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ფიზიოლოგიური სიკვდილი. ამიტომ ადამიანებს ბევ რამეზე დაფიქრება გვმართებს. ასევე, როდესაც ნათლისღების რიტუალის მიმდინარეობისას ვდებთ აღთქმას ანუ ფიცის უფლის წინაშე რომ:,,შეუდგებოით ქრისტესა“ მისი გზიდან გადახვევა არის ღალატის ტოლფასი. თუ მოინათლე ყრმობის ასაკში და ბოლომდე ვერ აცნობიერებდი დაკისრებულ ვალდებულებას, ამ შემთხვევაში მეტად დიდი პასუხისმგებელური მისია აკისრია თავად ნათლიას და ამიტომ უნდა მოხდეს ნათლიის სწორი შერჩევა რადგან მან უნდა წარმართოს სწორად შენი ცხოვრების გზა. ნათლისღება არის სიმბოლო განწმენდისა, ქრისტეს სხეულთან თანაზიარებისა, ქრისტეში ახლად დაბადებისა, რომლის არსის გაცნობიერება და მეტად სიღრმისეული წვდომაა საჭირო. ვისურვებდი, როგორც იორდანე უკუიქცა, ასე უკუგვექციოს ბოროტება და სიკეთეში ვშობილიყვეთ, რათა ერთ ემბაზში განწმენდილნი ერთად ვადიდებდეთ უფალს და ზეციურ კარიბჭეს მიდგომლებს. რ ოგორც იორდანეში ჩასული იესო ქრისტეს ნათლისღებისას გაისმა ხმა ზეციდან, ისევე გაისმოდეს თითოეულ ჩვენგანისათვის; ,,შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“ (ლუკა 3,22). გოგიტა ... ...
არქივი
⚏ტესტები
ტესტი _ ნიუტონი, მარადონა, „ტიტანიკი“, ქართველი მხატვრობა და პოეზია...
ვინ დაწერა „ალისფერი სიმბოლო“ („Scarlet...ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ
ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია
საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?
რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?
რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...
იცი თუ არა გეოგრაფიატესტი _ გამოიცანი შემთხვევა ისტორიული ფოტოს მიხედვით
ბენ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციამარჯვენა ყური უკეთესად ისმენს

იტალიელმა სწავლულებმა კიეტის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევებით დაადგინეს, რომ ადამიანები უკეთ...
საუკუნის ბოლოს დედამიწის მოსახლეობა 10 მილიარდს მიაღწევს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით, ჩვენი პლანეტის მოსახლეობის რაოდენობა 2050...
ქალისთვის საშიში პროფესიები

ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა სპეციალისტებმა ბევრი იმსჯელეს თუ ცოტა, დაადგინეს,...
⚏კარმიდამო ჩემი
ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი..."მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო
ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს
დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის..."მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში
შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?
ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული
საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი
ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია...."შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"
შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...რას უნდა მიაქციონ ყურადღება მევენახეებმა თუ ვენახის ბიოწესებით მოვლას გადაწყვეტენ
საქართველო ითვლება კულტურული ვაზის წარმოშობის..."ზარალი გვანახა შორიდან, მაგრამ გავუმკლავდით" _ კორონასგან დაუმარცხებელი "სამოთხის კლასტერი" ქობულეთში
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში მცხოვრები...დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას
პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს
ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....
⚏ა კიდო