ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულთათვის უფლებების ავტომატურ ჩამორთმევაზე სასამართლო იმსჯელებს

სამართალი

ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულთათვის უფლებების ავტომატურ ჩამორთმევაზე სასამართლო იმსჯელებს

2016 იან 11 15:44:46

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) საკონსტიტუციო სასამართლოში სამი მოსარჩელის ინტერესებს დაიცავს. კონსტიტუციური სარჩელი "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელისა" და EMC-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომზადდა. სარჩელში სადავოდ არის გამხდარი "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლის საფუძველზეც, ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს ავტომატურად, წინასწარ განსაზღვრული ვადით ეზღუდებათ რიგი უფლებები, მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის და სხვა უფლებები.

მოსარჩელეების აზრით, ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებული პირები იმყოფებიან უთანასწორო მდგომარეობაში სხვა მსჯავრდებულებთან შედარებით და მათზე ვრცელდება არაპროპორციულად მძიმე სამართლებრივი შეზღუდვები. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული სასჯელების გარდა, მათ მიმართ დამატებით გამოიყენება უფლებების შეზღუდვის მექანიზმი, რაც ამძიმებს მსჯავრდებულთა სამართლებრივ მდგომარეობას და ხელს უშლის მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაბრუნებას, პირადი და ოჯახური ცხოვრების განხორციელებას.

მოსარჩელეების პოზიციით, უფლებების ჩამორთმევის მექანიზმის არაკონსტიტუციურობის ერთ-ერთი წინაპირობაა ის, რომ მისი გამოყენებისას მოსამართლე არ სარგებლობს დისკრეციით. კერძოდ, მას არ შეუძლია ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებებისა და მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების მიხედვით განსაზღვროს, არის თუ არა საჭირო სასჯელთან ერთად უფლებების დამატებითი შეზღუდვის მექანიზმის გამოყენება, ასევე რა ვადით და რომელი უფლებების ჩამორთმევაა საჭირო მსჯავრდებულისათვის, რათა სასჯელის ყველა მიზანი იყოს მიღწეული. ამდენად, უფლებების ჩამორთმევა ავტომატურ რეჟიმში ხდება და ის სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპს არ უგულებელყოფს.

სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის ის ნორმა, რომელიც განზრახ დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის მქონე პირებს ავტომატურად უზღუდავს საჯარო სამსახურში საქმიანობის განხორციელების უფლებას, მიუხედავად ჩადენილი დანაშაულის ტიპისა და ნასამართლობის სტატუსის მქონე პირის პიროვნული მახასიათებლებისა. ამასთან, შეზღუდვები ვრცელდება საჯარო სამსახურში არსებულ, ნებისმიერი ტიპის საქმიანობაზე, რაც კიდევ უფრო ზრდის პირის უფლებებში ჩარევის ინტენსივობას, ამძიმებს ნასამართლევი პირების ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას. 

"სადავო ნორმებით არაერთ პირს აქვს შეზღუდული რიგი უფლებები, რის გამოც, ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი კონსტიტუციური უფლებებით სრულყოფილ სარგებლობას, საკუთარი ცხოვრების დაგეგმვასა და სოციალურ მდგომარეობაზე ზრუნვას, მიუხედავად იმისა, რომ მათ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელები სრულყოფილად მოიხადეს. აღნიშნული შეზღუდვები ხელს უწყობს ნარკოტიკულ დანაშაულში ნასამართლევი პირების მარგინალიზაციას და საზოგადოებისგან იზოლაციას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს სადავო ნორმების შინაარსზე და შეაფასოს მათი კონსტიტუციურობა",_ აცხადებენ მოსარჩელეები. 




 ახალი ამბები
  • "3 შემთხვევას ვერ ვადგენთ"_ კორონავირუსით ინფიცირების ზრდა შემაშფოთებელიასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ზრდა შემაშფოთებელია. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ერთი სამედიცინო სექტორის წარმომადგენელია.  „გვაქვს შემთხვევა, როდესაც სამედიცინო სექტორის თანამშრომელია ინფიცირებული და ეს ფაქტი,სხვა მოცემულობასთან ერთად, გვაძლევს შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას,“ - განაცხადა გახარიამ. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს გვაქვს 3 შემთხვევა, რომლის წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ. „მოგეხსენებათ, როდესაც მსგავსი ინფიცირების პირველი შემთხვევა იყო მარნეულში, ჩვენ საგანგებო ღონისძიებები მივიღეთ და მარნეული და ბოლნისი გამოცხადდა საკარანტინო ზონად. დღეს გვაქვს სამი ასეთი შემთხვევა. სამწუხაროდ, ამასთან ერთად გვაქვს ერთი შემთხვევა, როდესაც სამედიცინო სექტორის თანამშრომელია ინფიცირებული და ეს ფაქტი, სხვა მოცემულობასთან ერთად, გვაძლევს შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას,“ - განაცხადა პრემიერ- მინისტრმა. ... ...
  • 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათსაქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 70 წელს გადაცილებულ საქართველოს მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ იმ შემთხვევაში თუ ისინი არ მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა და სამედიცინო დაწესებულებაში. „აკრძალულია 70 წელზე ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა და უახლოს სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, ეკონომიკის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ვალდებულება აქვთ, რომ მათ დაეხმაროს,“- განაცხადა გიორგი ... ...
  • როგორ შეეძლებათ გადაადგილება მათ, ვინც 24 საათიან რეჟიმში მუშაობსსაქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, იმ დაწესებულებების თანამშრომლებს, ვინც  24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, სპეციალური საშვით გადაადგილების საშუალება ექნებათ. პრემიერის განცხადებით, საშვების გაცემა ამ ადამიანებზე მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რეკომენდაციებს დაიცავენ. “ყველა ის დაწესებულება, რომელიც მისი ფუნქციონირების ხასიათიდან და სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე აგრძელებს მუშაობას 24-საათის განმავლობაში, მათ ექნებათ სპეციალური საშვები, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სრულად დაიცავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. მედიის თავისუფლება, ისევე როგორც სასურსათო მაღაზიების მუშაობა და სხვა ბევრი დაწესებულების მუშაობა, ბანკი იქნება ეს თუ სააფთიაქო ქსელი, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის უპირველესი ღირებულება და როდესაც ჩვენს ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, ამ ვირუსის პირობებში არ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენსაზე, ჩვენ უკვე პასუხისმგებლობა გვაქვს იმ ადამიანების წინაშე, რომლებთანაც კომუნიკაციაში შევდივართ. იქნება სპეციალური საშვები, რომლის საშუალებითაც მედიასაც ექნება მუშაობის საშუალება, პურის ქარხნებსაც ექნება საშუალება, იმ დისტრიბუციის ქსელებსაც ექნებათ საშუალება, რომლებიც ამარაგებენ სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს”,_ განაცხადა ... ...
  • ხვალიდან დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით მგზავრობა პრემიერის განცხადებით, ხვალიდან, ქალაქებში გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა. „ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალსწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე“,- აღნიშნა ... ...
  • საქართველოში კარანტინი და კომენდანტის საათი ამოქმედდებახვალ, დილის რვა საათიდან, საქართველოს მასშტაბით, საკარანტინო რეჟიმი  ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა. „მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ, დილის 08:00 საათიდან დაიწყება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. ამასთან, იმოქმედებს კომენდანტის საათიც 21:00-დან დილის ექვს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...