დავით ნარმანია და ალექსანდრე მარგიშვილი ჯოკია ბოდოკიას პასუხობენ

სამართალი

დავით ნარმანია და ალექსანდრე მარგიშვილი ჯოკია ბოდოკიას პასუხობენ

2016 იან 15 23:08:04

თბილისის მერი  დავით ნარმანია და"თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის" ხელმძღვანელი ალექსანდრე მარგიშვილი ჯოკია ბოდოკიას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან:

"როგორც ხედავთ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში კანონი უზენაესია და კორუფცია ვერ იარსებებს, სწორედ ამის დასტურია ჯოკია ბოდოკიას მაგალითიც, რომელმაც ახლაც ვნახეთ, რომ გადაწყვიტა, ვიღაცის დაწერილი ტექსტი წაეკითხა. ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ვერც ამ სახის აბსურდებით და ვერც რაიმე სახით ყურადღების გადატანით, კორუფციის მიმართ ჩვენი ხელისუფლების მიდგომა არ შეიცვლება",- განაცხადა დავით ნარმანიამ.

"მე კულტურის მინისტრის მოადგილედ ვიმუშავე 2012 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის აგვისტომდე. ამ პერიოდში კულტურის სამინისტროში  არანაირი წერილი ან მომართვა პანორამა თბილისთან დაკავშირებით არ შემოსულა.  ახლა, როგორც მოვიკითხე, პირველი  წერილი  შესული არის 2014 წლის ოქტომბერში და ისიც არა სამინისტროში, არამედ სამინისტროს დაქვემდებარებულ - ძეგლთა დაცვის სააგენტოში. შესაბამისად, არანაირი შეხება  პანორამა თბილისთან კულტურის სამინისტროში მუშაობის დროს არ მქონია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რიცხვებში ვერ ემთხვევიან მსჯავდებულის ჩვენების დამწერნი.

მას შემდეგ 2014 წლის აგვისტოდან მე გახლდით თბილისის ვიცე-მერი. ამ პერიოდში  მე არქიტექტურულ საკითხებს, ქალაქგეგმარებას არ ვკურირებდი, შესაბამისად არც მაშინ არანაირი შეხება ამ პროექტის განხილვასთან, ან რაიმე პოზიციის შემუშავებასთან, თუ გახმოვანებასთან არ მქონია. შესაბამისად, მსჯავრდებულის დამცველებმა ფაქტობრივად არასწორი და რეალობას აბსოლუტურად აცდენილი სტრატეგია აირჩიეს",- განაცხადა ალექსანდრე მარგიშვილმა. 

დავით ნარმანიასა და ალექსანდრე მარგიშვილის წინააღმდეგ, ბიძინა ივანიშვილი მას შემდეგ განეწყო, რაც "პანორამა თბილისს" მერიაშიც პრობლემები შეექმნა, - ამის შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილმა უფროსმა, ჯოკია ბოდოკიამ სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მას იმჟამინდელი მთავარი პროკურორის მოადგილეები ირაკლი შოთაძე და გიორგი გოგაძე მარგიშვილის წინააღმდეგ ჩვენებებს სთხოვდნენ.

"რატომ შეიცვალა ივანიშვილმა დამოკიდებულება სულ რამდენიმე თვეში ნარმანიას მიმართ - ივანიშვილი ნარმანიას საკუთარ მეორე შეცდომას უწოდებს, მას შემდეგ რაც პროექტ "პანორამა თბილისის" განხორციელებას, უკვე მერიაშიც პრობლემა შეექმნა. ამის შემდეგ, ივანიშვილმა ნარმანიას მარგიშვილის გათავისუფლება მოსთხოვა, - ეგ ლოტოს კოჭი მანდ აღარ დავინახოო. ნარმანია ამაშიც შეეწინააღმდეგა ივანიშვილს. ამის შემდეგ, ივანიშვილს თამაშში შეჰყავს მისი ერთგული ძალოვანი სტრუქტურები. კერძოდ, შს სამინისტრო გომელაურის ხელმძღვანელობით და მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე. მათ დაევალათ მარგიშვილის პასუხისგებაში მიცემა. დაიწყო ჩემი ხელმძღვანელის გეგი ნიჟარაძის დაბარება კვირაში 3-4-ჯერ   მოდულის შენობაში. რამდენჯერმე იგი მეც მივიყვანე იქ. გააქტიურდა აგენტურული მუშაობა, მათ შორის ჩემთან მიმართებაში. ამ საქმეში აქტიურ მონაწილეობას იღებდა "ქართული ოცნებიდან" საკრებულოს დეპუტატი მალხაზ მჭედლიშვილი, რომელიც იმჟამინდელი სუს-ის ხელმძღვანელის, მირიან მჭედლიშვილის ძმაც არის", - განაცხადა ჯოკია ბოდოკიამ.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში ტაძრის გაქურდვაში 2 პირია მხილებულიოზურგეთში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გაქურდვაში 2 პირია მხილებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვანი ძმები - 2005 წელს დაბადებული გ.კ. და 2007 წელს დაბადებული ი.კ. ოზურგეთში ქურდობის ფაქტზე გამოავლინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, 18:00 საათზე, ოზურგეთის საკათედრო ტაძარში ფარულად მას შემდეგ შეაღწიეს, როცა ტაძრის წინამძღვარმა საღამოს წირვის შემდეგ ეკლესია დატოვა. არასრულწლოვნებმა ტაძრის შესასვლელ კართან მდებარე შესაწირავის ხის ყუთები დააზიანეს, მათში მოთავსებული ფული მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნები დანაშაულის შესაძლო ჩადენაში მალევე ამხილეს. სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • რუსეთის საპატრიარქო : თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონით და skype-ით იქნება შესაძლებელირუსეთის საპატრიარქოს განცხადებით, თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ით იქნება შესაძლებელი, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მოსკოვის საგარეო კავშირის განყოფილების ხელმძღვანელის, მიტროპოლიტი ილარიონის განცხადებით, მორწმუნეები მზად უნდა იყვნენ, რომ სააღდგომო მსახურების ნახვა დისტანციურად მოუწევთ. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, გასცემს რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მსახურება ვნების კვირასა და აღდგომის დღეს. „პატრიარქი კირილი აღდგომამდე მრევლს მიმართავს და პანდემიის პირობებში ღვთისმსახურების ჩატარების შესახებ დეტალებს უამბობს. თვითიზოლაციის პირობებში კი აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი" - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.   ... ...
  • "ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ" _ პაატა იმნაძემე რომ ვამბობდი, სწრაფ ტესტებზე ჯერ თავი შევიკავოთო, მსაყვედურობდნენ, რატომ არ არისო. რომ ვთქვი არისო - რატომ არისო, რა ვქნა ახლა - ჭრელო პეპელა, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო, - ასე უპასუხა სწრაფი ტესტების ხარისხზე შეკითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დარსულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. „ვამბობ და ვიძახი ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს, დღეს ვაკეთებთ იმით, რაც არის ოქროს სტანდარტი, იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება და ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ“, - განაცხადა ... ...
  • განმეორებითი ტესტის პასუხი ცნობილია _ როგორია ჩოხატაურელი ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობაგუშინ ცნობილი გახდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 26 წლის ახალგაზრდა კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად ეკიპირებული მანქანით გადაიყვანეს. როგორც "გურია ნიუსს" უთხრეს, ახალგაზრდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს ბათუმში იხდის და სოფელში დასაფლავებაზე იყო მისული, როდესაც ცხელება დაეწყო. გუშინვე გაირკვა, რომ პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. ჩოხატაურელები მოუთმენლად ელოდნენ განმეორებითი ტესტის პასუხს და ოპტიმისტურად უყურებდნენ _ რადგან პირველადი ტესტით საეჭვო არაფერი იყო, განმეორებითი ტესტიც უარყოფით პასუხს აჩვენებდა. ტესტის პასუხის გასაგებად, "გურია ნიუსი" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს ნატო ჯიბუტს დაუკავშირდა, რომელმაც ყველა ჩოხატაურელისთვის სასიხარულო ინფორმაცია მოგვაწოდა. "ჩვენდა სასიხარულოდ, განმეორებითი ტესტის პასუხიც უარყოფითია", _ გვითხრა ცენტრის ... ...
  • მარნეულში საველე ჰოსპიტალი დაშალესსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქალაქ მარნეულში არსებულ საველე ჰოსპიტალს დეზინფექცია ჩაუტარა და მისი დემონტაჟი განახორციელა. გამომდინარე იქიდან, რომ მარნეულში არსებულ სამედიცინო ცენტრ "ჯეო ჰოსპიტალში" კარანტინის რეჟიმი მოხსნილია და კლ ინიკა საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში პაციენტების მიმღები მთავარი დაწესებულება იქნება, მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას წყვეტს. საველე ჰოსპიტალი ქალაქ მარნეულში მიმდინარე წლის 23 მარტს, საკარანტინო ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიხსნა. გახსნიდან - დღემდე ჰოსპიტალში შემოწმება 200 მდე პაციენტმა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...