ექსკლუზივი _ ვინაა და ვის უკავშირდება პიროვნება, რომლის სახელზეც ციხისძირში 10 ჰა მიწაა შეძენილი


სამართალი

ექსკლუზივი _ ვინაა და ვის უკავშირდება პიროვნება, რომლის სახელზეც ციხისძირში 10 ჰა მიწაა შეძენილი

19 თებ. 2016, 16:43:30

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, „ციხისძირში, სანაპირო ზოლში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 10 ჰა მიწის ნაკვეთი ოფშორული კომპანია REDMAN FEDERATION INC-ის სახელზე, საჯარო რეესტრში ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე დარეგისტრირდა.“

განცხადების თანახმად, მთავარი პროკურატურა გამოძიებას ორი წლის განმავლობაში აწარმოებდა.

„ხელშეკრულების ხელმოწერაზე ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილი პირის დაკითხვით გამოირკვა, რომ ხელმოწერა მას არ ეკუთვნის და მსგავსი სახის ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია, ასევე დადგინდა, რომ ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულებაზე ხელმოწერის რწმუნებულება არ გაუცია. ამასთან, ოფშორული კომპანიის წარმომადგენელი, რომლის ხელმოწერაც დაფიქსირებულია ხელშეკრულებაზე, საერთოდ არ არის ნამყოფი საქართველოში“ _ აღნიშნეს მთავარ პროკურატურაში, სადაც არ დაუკონკრეტებიათ ვინ იყვნენ ის პირები, რომლებმაც ხელმოწერები გააყალბეს.

საგამოძიებო უწყებაში არც იმაზე უსაუბრიათ, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. პროკურატურის განცხადებიდან მხოლოდ იმის გარკვევა გახდა შესაძლებელი, რომ  დოკუმენტზე ხელმომწერი პირის, თინათინ ჩაჩანიძის ხელმოწერა, რომლის ვინაობა “გურია ნიუსმა“ გაარკვია, ყალბია.

უცნობია ხელმოწერის სიყალბე დადასტურებულია თუ არა ექსპერტიზით. თავად ჩაჩანიძე ამ თემებზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ საუბრობს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ ხელმოწერა მას არ ეკუთვნის.

პროკურატურაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ და შესაბამისად უცნობია ვინ იყვნენ სამართალდამცავი ორგანოების ის წარმომადგენლები, რომლებიც პროკურატურის განცხადებით საჯარო რეესტრზე ზეწოლა მოახდინეს ყალბი დოკუმენტების დარეგისტრირების გამო.

ასევე, ამ დრომდე უცნობია, ვინ არის პიროვნება, რომელიც გაფორმებულ დოკუმენტში REDMAN FEDERATION INC-ს წარმოადგენს.

თუმცა, „გურია ნიუსმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა ამ პიროვნების _ ვინმე პეტრ ზიკას პირადობის მოწმობის ასლი, რომელიც ხელშეკრულებას თან ერთვის. მასზე პროკურატურაში არ საუბრობენ და შესაბამისად, უცნობია მოხდა თუ არა მისი დაკითხვა.

„გურია ნიუსი“ წყაროს ინფორმაციით, 1977 წლის 24 მარტს დაბადებული პეტრ ზიკას ასავალ-დასავალი მთავარმა საგამოძიებო ორგანომ ამ დროის განმავლობაში ვერ გაარკვია.ზიკა ჩეხეთის მოქალაქეა და ჩვენ ვეცადეთ იგი ჩეხეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის დახმარებით მოგვეძებნა. თუ ჩეხური კომპანიების საძიებელ სისტემას დავეყრდნობით,   პეტრ ზიკა ერთ-ერთი  ორგანიზაციაში ზეინკლად მუშაობს და გასაღებებს ამზადებს.

მითითებულ მისამართზე, ჩვენი თხოვნით, ჩვენი რესპონდენტი იმყოფებოდა. მისი თქმით, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებთ „არავითარი ბატონი ზიკა ცხოვრებაში არ გაუგიათ.“

_ ველაპარაკე სახლმმართველობის წარმომადგენელს; ყველას არ იცნობს, ქირით ზოგჯერ ყოფილა ხალხი, თუმცა, რაიმე სავაჭრო ან მაგდაგვარი კომპანია არ ყოფილა კორპუსში განლაგებული. არც არის ადგილი ასეთი საქმიანობისათვის, _ ასე ამბობენ ისინი.

იგი წლებია ჩეხეთში ცხროვობს და  ქართველების საქმიანობის შესახებ ბევრ ინფორმაციას ფლობს. ფიქრობს, რომ ყალბი სახელი წამოსულია იმ პიროვნებებისგან, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ახლოს იყვნენ.

„რამდენიმე მათგანი, 2-4 პიროვნება დაახლოებული იყო თბილისის ყოფილ მერთანაც. ასევე რამოდენიმე ქართველს, ყოფილი ხელისუფლებიდან ნაყიდი აქვთ ქონება, როგორ ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში, პრაღის პრეტიჟულ უბნებში - მაგალითად პარიზის ქუჩაზე, ასევე სხვაქალაქებშიც.

ყველაზე მეტად იმ ქართველი "მაკლერების" საქმიანობას იცნობს ჩეხეთის პოლიცია, რომელსაც არა ერთხელ დაუკავებია ქართველი თაღლითების ჯგუფები, რომლებიც საკმაოდ გამდიდრდნენ ქონების ყიდვა-გაყიდვებში. თუმცა, ეს რამდენიმე წლის წინ იყო. ამჟამად მდგომარეობა შეცვლილია, ჩეხეთის პოლიციის მეშვეობით, თაღლითობით საარსებო წყარო გადაეკეტათ. ამჟამად არც იმდენ ქონებას ფლობენ და არც ჩეხეთის სახელმწიფო აძლევთ გასაქანს.

თუმცა, არიან საკაშვილის ყოფილი მინისტრებიც,  რომლებიც საერთოდ გაურბიან ურთიერთობას ყველასთან და გააჩნიათ თავიანთი ქონება, ქართველებს ერიდებიან და მყუდროდ ცხოვრობენ. როგორიც არის, მაგალითად, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ჭიპაშვილი კარგი ქონებით, _ გვწერს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჩეხეთში ცხოვრობს. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყოფილი მთავრობის „აფიორა“, საიდანაც სარგებელს კონკრეტული მაღალჩინოსნები ნახულობდნენ  და რომელიც ჩეხეთს უკავშირდება, პირველი არ არის.

„ალბათ ქართველი ხალხი მადლიერი იქნება მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის სფეროში სერიოზული რეფორმა განხორციელდეს. სულ რამდენიმე წელიწადში საქართველოში ჩვენ გვექნება განახლებული საავადმყოფოები და მაქსიმალური პირობები, რათა როგორც ექიმებმა, ისე პაციენტებმა თავი კომფორტულად იგრძნონ“, - ეს განცხადება ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ ლადო ჭიპაშვილს ეკუთვნის, რომელიც როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ჩეხეთში საკმაოდ კომფორტულად ცხოვრობს.

ეს განცხადება ყოფილმა მინისტრმა 2007 წელს  ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის პრეზენტაციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოში მალე ასი ახალი საავადმყოფო აშენდებოდა.

რეფორმის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტრომ საპრივატიზაციოდ 193 სამედიცინო დაწესებულება გამოიტანა.

პირველად ტენდერში „პსპ“-მ და „ავერსიმ“ გაიმარჯვეს, თუმცა, მიხეილ სააკაშვილის  2008 წლის 13 დეკემბრის N833 განკარგულებით ცნობილი გახდა, რომ საავადმყოფოები შპს “ბლოკ-ჯორჯიას” და მის შვილობილ კომპანიებს - შპს “ბლოკ-ინვესტს”, შპს “მედიმექსს” და შპს “პატრია მედიკას” გადაეცა. ეკონომიკის სამინისტრომ, 2009 წლის 29 იანვარს, ამ ოთხ ფირმასთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება და  მათ, პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად - 1500 დოლარად გადაეცათ 100 საავადმყოფო.

როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოგვიანებით ახსნეს, “პსპ“-მ და “ავერსმა“ გარანტიები სრულად ვერ წარმოადგინეს, “კეთილი ნება გამოიჩინეს“ და კლინიკები „ბლოკ ჯორჯიას“ დაუთმეს.

იმ პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბლოკ ჯორჯიას“ უკან ლადო ჭიპაშვილი იდგა, რომელსაც ჩეხეთში კარგი კავშირები ჰქონდა, რადგან მინისტრობის შემდეგ ის ელჩად სწორედ ჩეხეთში მუშაობდა.

ამ ინფორმაციის ნამდვილობას ისიც ადასტურებდა, რომ “ბლოკ ჯორჯიას“  ჩეხეთის “ექსპორტ-იმპორტის” ბანკიდან 100-მილიონიანი კრედიტის ასაღებად საქართველოს  სახელმწიფომ მისცა  გარანტიები და უფრო მეტიც, მთავრობის წარმომადგენლები _ პრემიერი გილაური და  ჯანდაცვის მინისტრი სანდრო კვიტაშვილი ჩეხებს პირადად ესტუმრნენ და „ბლოკ ჯორჯიას“ თავდებად დაუდგნენ, რათა მათ კომპანიისთვის ფული ესესხებინათ.

ეს ყველაფერი იმ დროს ხდებოდა, როცა ჭიპაშვილი ჩეხეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი იყო.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა. ორი წელი იმუქრებოდა საქართველოს მთავრობა ხელშეკრულების გაწყვეტით, თუმცა, უშედეგოდ.  ბოლოს სხვა გზა აღარ დარჩათ და არჩევნების წინ, “ასი ახალი საავადმყოფოს“ მშენებლობა ებრაულ კომპანიას „აიჰოპის“ გადააბარეს, თანაც ისე, რომ „ბლოკ ჯორჯიას“ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, ჯარიმებიც კი არ გადაახდევინეს, რომელიც რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება უშუალოდ ციხისძირის შემთხვევას და პეტრ ზიკას, ჩვენი ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ მას ჭიპაშვილთან კავშირი არ აქვს და იგი მიხეილ სააკაშვილის მეუღლეს _ სანდრა რულოვსს უკავშირდება. წყარო არ გამორიცხავს, რომ ეს ადამიანი პრეზიდენტის ოჯახს სწორედ ჭიპაშვილმა დააკავშირა, თუმცა, ამაში მისთვის არაფერი გადაუხდიათ.

წყარო ამბობს, რომ ზიკა შესანიღბად სჭირდებოდათ და რეალურად, ციხისძირის მიწებს სააკაშვილის ოჯახი ფლობს. წყარო იმასაც აღნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, მსგავსი სქემით ყოფილ პრეზიდენტს და ხელისუფლების მაღალ პირებს საქართველოში ბევრი ქონება აქვთ ხელში ჩაგდებული.

_ ძალიან ადვილია მოძებნო პიროვნება, რომელსაც აქვს ვალი, ან სჭირდება ფული და გამოიყენო ასეთი საქმეებისთვის. ჩინოვნიკები ასეთ ხერხს ხშირად მიმართავენ. ამავე დროს, შესაძლებელია გყავდეს უცხოელი მეგობარი და მას სთხოვო დახმარება. სანდრას საკმაოდ ბევრი ნაცნობი ჰყავს უცხოეთში და სულაც არ არის გამორიცხული პეტრ ზიკაც ერთ-ერთი იმათგანიც იყოს, _ ამბობს „გურია ნიუსის“ კიდევ ერთი წყარო, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს.

ამ წყაროს თუ დავეყრდნობით, მსგავსი სქემით სააკაშვილის ოჯახი მიწებს ბობოყვათსა და ჩაქვშიც ფლობს.

„გურია ნიუსი“ როგორც მიხეილ სააკაშვილთან, ასევე სანდრა რულოვსთან დაკავშირებას რამდენიმე დღეა უშედეგოდ ცდილობს. ჩვენ ასევე ვეცადეთ დავკავშირებოდით სოსო წიქარაშვილს, რომელიც 2011 წელს საჯარო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელობდა, თუმცა ისიც მიუწვდომელია და როგორც გვითხრეს, უკრაინაში, სააკაშვილთან იმყოფება.

ამავე თემაზე: redman federation inc-ს ლარიც არ გადაუხდია _ ვინ არის იმ კომპანიის მფლობელი, რომელსაც სააკაშვილმა მიწები მისცა; სააკაშვილის გარიგება _ 9 მილიონიანი ქონება ციხისძირში 1 ლარად ვალდებულებების გარეშე; სააკაშვილის მიერ 1 ლარად გაყიდული მიწები უცნობ კომპანიას საჯარო მოხელემ დაურეგისტრირა _ ექსკლუზივი




 ახალი ამბები
  • რატომ ეშინიათ ძაღლებს საახალწლო ფეიერვერკების?ძაღლებს გაცილებით უკეთ აქვთ განვითარებული სმენითი ორგანოები, ვიდრე ადამიანებს. აქედან გამომდინარე, ხმამაღალი ხმა მათში სტრესs, შიშს და დისკომფორტს იწვევს. ხშირად შეგვხვედრია ხმაურისაგან შეშინებული ძაღლები, განსაკუთრებით, ახალ წელს. რის ეშინიათ ძაღლებს, რაც მათი პანიკის საფუძველი ხდება და ზოგ შემთხვევაში, ეს შიში სიკვდილის მიზეზი ხდება? ამ თემაზე საქართველოში პირველი ვეტერინარული პორტალის Vetnet.ge-ს ერთ-ერთ დამფუძნებელს ივანე ზაქარეიშვილს ვესაუბრეთ: „ძაღლი თუ ლეკვობიდან არ არის მიჩვეული ხმაურს, როცა გაიზრდება ხმამაღალი მუსიკისაც შეეშინდება. ამიტომ, აუცილებელია, ლეკვობიდან მოხდეს ცხოველის სოციალიზაცია, რაც გულისხმობს ხალხმრავალ ადგილებს და ხმაურთან შეგუებას. ხმაურში იგულისხმება ქუჩის ხმაური, ხმამაღალი მუსიკა, ხალხის ლაპარაკი და ა.შ. მონადირე ძაღლი ლეკვობიდან უნდა მიეჩვიოს თოფის ხმას. ძაღლებში შიშით გამოწვეული პანიკა შეიძლება სიკვდილით დასრულდეს. განსაკუთრებით მძიმეა ძაღლებისთვის ახალი წლის ღამე, როცა უამრავი რამ ერთდროულად ფეთქდება და ამ დროს ძაღლი ვერ ახერხებს თავშესაფრის ... ...
  • “მთავარია, გვწამდეს!“ _ მართლმადიდებელი მასწავლებლის და მუსლიმი მოსწავლის გულწრფელი ცრემლებიჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მუსლიმი და მართლმადიდებელი მრევლს შორის შერიგებით დასრულდა. 15 იანვარს, ბუკნარის მოვლენების არა ერთი კადრი გავრცელდა, მათ შორის იყო პედაგოგის და ყოფილი მოსწავლის ფოტოები. მასწავლებელი ბუკნარის საჯარო სკოლის პედაგოგი მარიკა ხელაძეა, ყოფილი მოსწავლე _ თემურ ირემაძე. მარიკა მართლმადიდებელია, თემური _ მუსლიმი. მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთობა დღემდე გრძელდა. მარიკა ხელაძე: „1988 წლიდან ვასწავლი სოფელ ბუკნარში. სოფელში არის სიმშვიდე და სხვა ვითარება არც უნდა იყოს აქ. მუსლიმ და მართლმადიდებელ მრევლს შორის ერთი დაპირისპირებაც არ ყოფილა ამ ხნის მანძილზე. არ მომწონს ფრაზა „შერიგება“ _ ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვცხოვრობთ, ერთმანეთს ყველაზე კარგად ვიცნობთ, ერთმანეთის სიხარული გვახარებს და მწუხრს ვიზიარებთ. მე თავიდან მივმართე ჩემს მოსწავლეებს, რომ არ პროვოკაციებს არ ავყოლოდით. მაგრამ, იმდენად კარგად შეფუთული იყო ეს პროვოკაცია, ვერ ავცდით განვითარებულ მოვლენებს. მე გაზრდილი ვარ იმ უბანში, სადაც მუსლიმები ცხოვრობენ. ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩადრიანი ქალების მუხლებზე გამიტარებია დიდი დრო. ლექსებს ვამბობდი და ეს ძალიან მოსწონდა ყველა. ამ ურთიერთობას ვერავინ ვერ გაანადგურებს, რადგან ერთმანეთის მიმართ  გვაქვს სიყვარული და პატივისცემა. თემურ ირემაძე იყო ჩემი მოსწავლე. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს. თემური, როდესაც სტუდენტი იყო, არდადეგების დროს, სოფელში დაბრუნებისას, ავტობუსს გააჩერებდა და პირველ რიგში, ჩემთან მოვიდოდა. მოვიკითხავდით ერთმანეთს და შემდეგ ფეხით მიდიოდა სახლში. ერთად სწავლობდნენ და ახლაც სწავლობს მართლმადიდებელი და მუსლიმი აღმსარებლობის ბავშვები. მათ აქვთ არაჩვეულებრივი ურთიერთობა და ამ ურთიერთობას შეწყვეტა არ უწერია“. თემურ ირემაძე: „გუშინ ყველამ ერთად დავინახეთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. მე ახლა ქალაქ ბათუმში ვიმყოფები, მაგრამ მაქვს კონტაქტი სოფელთან და ვიცი, რომ იქ მშვიდი ვითარებაა. რაღაც ბზარი კი გაჩნდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი მოგვარდება. პირველ რიგში, ერთმანეთის პატივისცემამ გაიმარჯვა, გაიმარჯვა იმ დამოკიდებულებამ, რომელიც გვქონდა ამ წლების განმავლობაში და გაიმარჯვა ღმრთის სიყვარულმა. მთავარია, გვწამდეს, ვილოცოთ და ვიკითხოთ იქ, სადაც ჩვენი სალოცავია“. “გურია ნიუსმა“ თემურ ირემაძეს ჰკითხა, რომ გაეხსენებინა ისეთი ამბავი, რომელიც მართლმადიდებელი და მუსლიმი მრევლის მეგობრობას ასახავდა: “როდესაც, სოფელ ბუკნარის ცენტრში ეკლესია შენდებოდა, ჩემი ოჯახიდან მამაჩემმა თბილისიდან რამდენჯერ ჩამოიტანა სამშენებლო მასალა ამ ეკლესიისთვის. იმიტომ, რომ ჩვენს მეგობრებს სალოცავი ჰქონოდათ. ამით ის მინდა ვთქვა, რომ სოფელში ყველას კარგი და თბილი ურთიერთობა გვაქვს. ყოველთვის მეგობრულად ცხოვრობდა მუსლიმი და მართლმადიდებელი მრევლი. არ ყოფილა არანაირი დაპირისპირება და კონფლიქტი“, _ გვითხრა თემურ ირემაძემ. მან სკოლაში სწავლის პერიოდზეც ისაუბრა: “33 ბავშვი ვიყავით ერთ კლასში და დღემდე გვაქვს საოცარი, სამაგალითო, მეგობრული ურთიერთობა. მუსლიმ და მართმადიდებელ ბავშვებს საოცარი დამოკიდებულება გვქონდა. ეს დამოკიდებულება, ეს მოგონებები, ბავშვობის წლები როგორ დამავიწყდება?! მასწავლებლებთან მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა და დღესაც გვაქვს“. იამზე ვაჩეიშვილის ... ...
  • ახმეტაში 22 წლის კაცმა სიცოცლხე თვითმკვლელობით დაასრულაახმეტაში,სოფელ მატანში 22 წლის კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სუიციდის ფაქტი "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა, დავით მამუკელაშვილმა დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით,მამაკაცი გარდაცვლილი დღეს დილით,საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა ნახეს. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით ... ...
  • სპეცოპერაცია კასპში- ყოფილმა პოლიციელმა მძევლები აიყვანაშინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში ერთ-ერთი საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით 1 პირი - 1993 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა. ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა. თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება, პოლიციამ მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრა ტერიტორია და დაიწყო სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები. ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ ბორცვაძე ჩავიდა, რომელიც საპოლიციო ღონისძიებებს პირადად ხელმძღვანელობდა. სამართალდამცველების მხრიდან გ.მ.-სთან რამდენიმესაათიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების უვნებლად გათავისუფლდნენ, რომლებიც პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების შემდეგ პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "ი" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს. დაკავებული პოლიციის ყოფილი თანამშრომელია როგორც ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: “პოლიციაში მუშაობდა და სამართდალდამცველთა რიგებიდან 2018 წელს წავიდა“. ბორცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ დაკავებულმა ცოტა ხნის წინ პოლიციას მიმართა და განუცხადა, რომ ემუქრებოდნენ. თუმცა, ხორციელდებოდა თუ არა მასზე მუქარა, გამოძიების ... ...
  • „ქართული ოცნება“ 3 მთავარ რამეში გამოიხატება"- კობახიძემინდა, ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით ბიძინა ივანიშვილის მიმართ. მან 2012 წელს დაამარცხა სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი და საფუძველი ჩაუყარა ახალ დემოკრატიულ წესრიგს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას თავისუფლება, მშვიდობა და უსაფრთხოება მოუტანა, - ასე დაიწყო ირაკლი კობახიძემ საკუთარი სიტყვა პარტიის ყრილობაზე. „დღემდე, ის იყო თავისუფლების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი გუნდისთვის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა, რა თქმა უნდა, სერიოზულ გამოწვევას ნიშნავს. ამ გამოწვევაზე პასუხი უნდა იყოს გუნდის სიმტკიცე, ერთიანობა, კიდევ უფრო მეტი შემართება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. ასევე, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა, მადლობა გადავუხადო 2014 წლიდან, პირადად ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობას ვუხდი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს, პარტიის თავმჯდომარეს წარდგენისთვის, განსაკუთრებული მადლობა პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური გუნდის თითოეულ წევრს.  „ქართული ოცნება“ 3 მთავარ რამეში გამოიხატება, პირველი ეს არის ერთიანი საქართველო, ფიზიკურად და სულიერად, ფიზიკურად ერთიანი საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებითა და ოსებით, სულიერად ერთიანი საქართველო, სადაც ადამიანებს არ აქვთ სიძულვილი, არამედ აერთიანებს სიყვარული. ჩვენ ვართ გაერთიანებული „ქართული ოცნების“ გარშემო. „ქართული ოცნება“ 3 მთავარ რამეში გამოიხატება, პირველი ეს არის ერთიანი საქართველო, ფიზიკურად და სულიერად, ფიზიკურად ერთიანი საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებითა და ოსებით, სულიერად ერთიანი საქართველო, სადაც ადამიანებს არ აქვთ სიძულვილი, არამედ აერთიანებს სიყვარული. ჩვენი ქართული ოცნებაა საქართველო კეთილდღეობის ევროპული დონით, ძლიერი ქალაქებითა და სოფლებით, ძლიერი და წელში გამართული ოჯახებით, საქართველო, სადაც ერთი ადამიანიც აღარ ცხოვრობს სიღარიბეში, ჩვენი ქართული ოცნებაა საქართველო, რომელიც არის მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების თანამეგობრობის, ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი. სწორედ ამ ოცნებით გაერთიანდა ქართული საზოგადოება 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილისა და ჩვენი პარტიის გარშემო, სწორედ ამ ოცნებამ, ღირებულებებმა და შემართებამ მისცა ჩვენს ხალხსა და პარტიას შესაძლებლობა, რომ საფუძველი ჩაეყარა დემოკრატიული გარდატეხისთვის, რამაც შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად“, - განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....