დამოუკიდებელი ექსპერტის პირველი კომენტარები დელიანიძის საქმეზე _ ოჯახს პატიმრის სიკვდილს უმალავდნენ

სამართალი

დამოუკიდებელი ექსპერტის პირველი კომენტარები დელიანიძის საქმეზე _ ოჯახს პატიმრის სიკვდილს უმალავდნენ

2012 მაი 4 15:27:38

"პატიმარ ზურაბ დელიანიძის გვამის დათვალიერებით, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ მას არ აღენიშნება მექანიკური დაზიანებები და მის ქუსლებზე, კიდურებსა და სხეულის სხვა ნაწილებზე არსებული დაზიანებები ხანგრძლივი უმოძრაობითაა გამოწვეული," _ ასეთია ექსპერტიზის დამოუკიდებელი ცენტრ "ვექტორის" დირექტორის, ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის დასკვნა.

დამოუკიდებელმა ექსპერტმა გვამის დათვალიერება გუშინ, გვიან ღამით, დაახლოებით 02:00 საათზე დაასრულა.

"გურია ნიუსი" გთავაზობთ ალექსანდრე გეჯაძის ვრცელ კომენტარს და დეტალებს, რომელიც პატიმრის გვამის დათვალიერების შედეგად გახდა ცნობილი.

_ ბატონო ალექსანდრე, თქვენი განცხადების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დელიანიძის გვამზე არსებული მუქი შეფერილობა და წყლულები წამების შედეგი არ არის?

_ დელიანიძის გვამს, გარეგნული დათვალიერების შედეგად, ცემის კვალი არ ჰქონდა. ის დაზიანებები, რაც აღენიშნებოდა, იყო ნაწოლები, რაც ვითარდება ავადმყოფის ხანგრძლივი წოლით, უმოძრაობით და არასათანდო მოვლით ციხის საავადმყოფოში. ესე იგი რა თუ პირველადი ვერსიის გამართლება-არგამართლებაზე ვისაუბრებთ, გამართლება არის ის, რომ ნაცემი არ არის. Mმაგრამ ის ნაწოლები, რომელიც მას აქვს კუდუსუნზე, ქუსლებზე და ფოტოსურათებზეც ჩანს, თავისი მორფოლოგიური სურათით იმდენად ღრმაა, რომ ეს ორ დღეში არ ვითარდება.

_ თქვენ შეხვდით პატიმრის ოჯახის წევრებსაც და მის მეუღლეს. რა ვერსიაზე საუბრობენ ისინი?

_ აქ ფაბულა შემდეგში მდგომარეობს: ცოლი ამბობს, ფული არ მქონდა, ხშირად მენახა ჩემი მეუღლეო. პირველად როცა მივედიო, ბათუმის ციხეზეა საუბარი, 20 თებერვალს, არაფერი პრობლემა არ ჰქონდა, არც რაიმე დაავადება აწუხებდა, ნორმალურად იყო. 13 აპრილს მეორედ მივედიო. ეგონა, რომ ისევ ბათუმში იყო.Aანუ 20 თებერვლიდან 13 აპრილამდე არ უნახავს. 13 აპრილს რომ მივიდა, უთხრეს, შენი მეუღლე აქ არ არის, თბილისში გადაიყვანეს #18 დაწესებულებაშიო. ანუ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. ეს რომ მითხრეს 13-ში, შევაგროვე ფული, რადგან მიჭირდა მატერიალურად და 17 აპრილს ჩავედი გლდანში #18 დაწესებულებაშიო.

სამკურნალო დაწესებულებაში უთხრეს, რომ მეუღლესთან ვერ შეგიშვებთ,Gგანაცხადი უნდა დაგეწერა რამდენიმე დღით ადრეო და გამოუშვეს უკან. ეს უკვე 17 აპრილს ხდება. ამის მერე, ეს ქალი, თავისივე ინიციატივით, ისე, რომ არ იცის, მეუღლე მკვდარია, 1 მაისს მიდის სანახავად. მას თან გაყვა მისი ძმის, რომელიც ასევე დაკავებულია და სასჯელს იხდის ასევე გლდანის საპყრობილეში, ადვოკატი. ეს ადვოკატი ამათი ოფიციალური ადვოკატია.

_ ანუ, დელიანიძის მეუღლემ სრულიად შემთხვევით გაიგო მისი ქმრის გარდაცვალების ამბავი?

_ დიახ. 14:00-ზე, ის და ადვოკატი მივიდნენ გლდანის მე-18-ში. ადვოკატი შეუშვეს, ცოლი _ არა. უთხრეს, _ დაელოდეო. როგორც პატიმრის მეუღლემ ქეთინო ბერიძემ განაცხადა, ადვოკატს გამოსვლისას სახეზე შეატყო, რომ რაღაც კარგად ვერ იყო: _ მითხრა, არ გინდა “პერედაჩის” მიცემა, შენი მეუღლე გარდაიცვალა დღეს დილითო, _ თქვა მეუღლემ.

_ 1 მაისს, დილის საათებში ზურაბ დელიანიძე უკვე გარდაცვლილი იყო?

_ როგორც ირკვევაკი, რადგან ესენი შუადღისას მივიდნენ იქ: _ გვითხრეს, მანქანა მოიყვანეთ და თქვენ თვითონ წაიყვანეთ მიცვალებული, სადაც ცხოვრობთო. დაახლოებით საათნახევარში მანქანა მოვძებნეთ. სახლში რომ მივიყვანეთ, ვერ ვიცანი, ისეთი გამხდარი იყო, რაღაც სხვა ფერი ჰქონდაო. ქეთინო ბერიძე აცხადებს, რომ არ მისულიყო, სასჯელაღსრულებიდან არც კი გააგებინებდნენ ქმრის სიკვდილს. მგონია, რომ ჩემი მეუღლე უფრო ადრე გარდაიცვალა და მიმალავდნენ სიკვდილის ფაქტსო, _ ამბობს იგი.

_ ჩაუტარდა თუ არა გვამს სახელმწიფო ექსპერტიზა?

_ გვამი გაკვეთილი იყო სახელმწიფო საექსპერტიზო დაწესებულების მიერ. თუ დილის საათებში გარდაიცვალა და ესენი ორ საათზე მივიდნენ, ასე ფორსმაჟორში გაკვეთა რაღაც უცნაურია და ნამდვილად იძლევა ეჭვის საფუძველს. ეს ფაქტი, ალბათ, მეტნაკლებად ამყარებს ამ ქალბატონის ვერსიას _ შეიძლება იმ დილით კი არ გარდაიცვალა, არამედ ერთი-ორი დღით ადრე.

_ თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულები იყვნენ, რომ შეეტყობინებინათ.

_ რა თქმა უნდა, უნდა შეეტყობინებინათ. ბათუმშიც უნდა შეეტყობინებინათ მისი გადაყვანის ამბავი და თბილისში ის, რომ გარდაიცვალა.

როგორც ჩანს, მაცივარში შეინახეს. ბალზამირება გაკეთებული არ ჰქონდა, თუმცა, მიცვალებული გახრწნილი არ იყო, ანუ შენახული იყო. ახლა მიცვალებული არის დაბალზამირებული, მაცივარ-კუბოში ჰყავთ. ეს არის ის კითხვები, რაც ოჯახს აქვს. ოჯახი ამბობს, რომ ის ადვოკატი, რომელიც შევიდა, შეხვდა #18 დაწესებულების მთავარ ექიმს. ექიმმმა უთხრა, რომ გარდაცლილს ჰქონდა ნეიროსიფილისი, რომელიც გაუმწვავდა და გულის მწვავე უკმარისობით, ინფარქტით მოკვდა. ჩვენი წინასწარი ვერსია ასეთიაო.

_ როგორ ფიქრობთ, ნამდვილად ნეიროსიფილისი ჰქონდა?

_ სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნა იქნება თვენახევარშიო. მე რაც ვნახე, ის ნაწოლები, თავის ხასიათის მიხედვით, ერთ-ორ დღეში არ ვითარდება. ვერ გეტყვით ნეიროსიფილისია თუ რა არის, რადგან არ მინახავს სამედიცინო ისტორია და გვამის გამოკვლევის შედეგები არ ვიცი. თუ მართლა ნეიროსიფილისია, ეს იწვევს ტვინის ფუნქციის დარღვევას და მოშლას იმ დონეზე, რომ შეიძლება პიროვნების უმოძრაობა გამოიწვიოს. თუკი ასეთი სერიოზული პრობლემა ჰქონდა და ინტენსიურ თერაპიაში მკურნალობდნენ, გადასხმებს უკეთებდნენ, ოჯახს რატომ არ შეატყობინეს? ის ნაწოლები, იმ ფორმის და იმ ხარისხის, რაც მას ჰქონდა, ჯეროვანი და ადეკვატური მოვლის შემთხვევაში არ უნდა განვითარებულიყო. აქ საუბარია იმაზე, რამდენად ადეკვატურად ჩაუტარდა მკურნალობა. ამ კუთხით შეიძლება მსჯელობა და არა იმით, ნაცემი იყო თუ არა.




 ახალი ამბები
  • ლაგოდეხში მდინარეში ჩავარდნილი მოსწავლის ცხედარი იპოვესლაგოდეხში მდინარეში ჩავარდნილი მოსწავლის ცხედარი იპოვეს. მას მეორე დღეა, რაც ეძებდნენ.  „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი მდინარეში გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • 16 წლის გოგონას სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენლაგოდეხში, 16 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ. ექსკურსიაზე მყოფ მოსწავლეს, რომელსაც გურგენიანის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხი დაუცდა და ხევში გადავარდა, მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. რეინჯერების ინფორმაციით, ცნობილია მისი ადგილსამყოფელი, თუმცა, რთული მდებარეობის გამო, ადგილამდე მიღწევა ვერ ხერხდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ სამძებრო სამუშაოების დასასრულებლად მდინარეს კალაპოტი უნდა შეუცვალონ. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. კერძო სკოლა "ალბიონის" მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც 16 წლის მოზარდს ფეხი დაუცდა და დინებამ წაიღო. ექსკურსიაზე მყოფი მოსწავლეები და მშობლები ლაგოდეხის პოლიციაში წუხელვე გამოჰკითხეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა დაცული ტერიტორიების სააგენტომ. მასში ნათქვამია, რომ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, „ნინოს ხევის ჩანჩქერის" მარშრუტზე ადიდებულია მდინარე, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ვიზიტორებს ალტერნატიული ტურისტული ბილიკებით სარგებლობისკენ და წესების მკაცრად დაცვისკენ ... ...
  • ოზურგეთში დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენოზურგეთის ჭადრების ბაღში დილიდანვე საზეიმო განწყობა სუფევს.  ხალხმრავლობაა სამხედრო მოსამსახურეებთან. აქ წარმოდგენილია ქუთაისის 32-ე ბატალიონი. როგორც სამხედრო მოსამსხურეებს, ტექნიკას ინტერესით  ეცნობიან, როგორც დიდები, ისე პატარები. იღებენ ამახსოვრო ფოტოებს.  12 საათისთვის აქ გურიის  გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და გარემოს დაცვის  და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მოვიდნენ. _მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. წელს წილად გვხვდა ბედნიერება ოზურგეთში ვუმასპინძლოთ გამოფენას. აქ ნახავთ კულინარიულ გამოფენას, ქართული ღვინის გმოფნა-გაყიდვას, გაეცნობით წარმატებულ ადაიანებს ,- თქვა მან. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მინისტრის მოადგილესთან ერთად, ტერიტორიული მტლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ზეიმი ამ წუტებშიც ... ...
  • ყაჩაღობა ოზურგეთში - უცნობმა პირებმა დისტრიბუციის მანქანა დააყაჩაღესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის და სოფელ ცხემლისხიდის საზღვარზე ყაჩაღობის ფაქტს ჰქონდა ადგილი. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დისტრიბუციის მანქანა უცნობმა პირებმა დააყაჩაღეს. ყაჩაღობის ფაქტი დღის საათებში მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, წაღებულია 20 000 ლარის  საქონელი. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით ორი მუხლით მიმდინარეობს: სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და  236-ე მუხლებით,  რაც გულისხმობს ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება. ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხადარის შედეგად დაშავებული ან რაიმე სახის დაზიანებებით არავინ არ ... ...
  • რატომ არ ჩატარდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელიც 26 მაისს ლანჩხუთის კულტურის სახლში უნდა გამართულიყო, გაუქმეულია _ ამის მიზეზი 23 მაისს, სოფელ სუფსაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რა დროსაც ოთხი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მათ შორის, ლანჩხუთის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრისა და სასწარაფო დახმარების ექიმი, არჩილ კვაჭაძე. როგორც ლანჩხუთის მერიაში გვითხრეს, 26 მაისს დაგეგმილი ყველა სხვა სახის ღონისძიება დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით გაიმართება, გარდა კონცერტისა. „23 მაისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამიდან ამოღებულია და აღარ ჩატარდება  საზეიმო კონცერტი, რომელიც კულტურის სახლში იყო დაგეგმილი“, _ გვითხრა მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა ... ...

არქივი

ზაფრანი

ნივთების ისტორიიდან - ტუნიკა

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა,...

როდის ხდება წყლის დალევა ორგანიზმისთვის მავნებელი

არ შეიძლება ნებისმიერი სითხის სულმოუთქმელად...

ნუ დანებდებით

ვის არ უჩხუბია და უკამათია......

ნაბახუსევზე მარილიანი ყავა სასარგებლოა

ნებისმიერ ადამიანს ხშირად ერთი პრობლემა...

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...