გადაარჩინეთ ქართული მართლმსაჯულება! - "ახალგაზრდა ადვოკატები" ომბუდსმენს მიმართვენ

სამართალი

გადაარჩინეთ ქართული მართლმსაჯულება! - "ახალგაზრდა ადვოკატები" ომბუდსმენს მიმართვენ

2016 აპრ 5 17:24:01

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს სპეციალური განცხადებით მიმართავს და საერთო სასამართლოებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონების სასამართლო მონიტორინგის დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვს. აღნიშნული განცხადება ომბუდსმენის ოფისში უკვე დარეგისტრირდა.

"ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს სახალხო დამცველი საერთო სასამართლოებში რეზონანსული საქმის განხილვის პროცესში უნდა ჩაერთოს.

"დღეს სასამართლო სისტემა საქმის განმხილველი მოსამართლეების სხვადასხვა გადაწყვეტილებებით მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების ფეხქვეშ გათელვის ზღვარზე დგას. საჭიროა ავტორიტეტული, დამოუკიდებელი და ნეიტრალური ინსტიტუცია, რომელიც შეძლებს სასამართლოს მოქმედებების მონიტორინგს და წარმოადგენს შესაბამისს ანგარიშს. როდესაც ქართული მართლმსაჯულების სისტემაში დღეს განიხილება ყველაზე რეზონანსული საქმე, რომელიც თავად მართმსაჯულების ღირსებასა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის საკითხებს პირდაპირ ეხება, სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფის საკითხი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს", _ აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

არჩილ კაიკაციშვილი აცხადებს, რომ ამ მიმართულებით, შექმნილი მდგომარეობა, გამაოგნებელია.

"მოგმართავთ თხოვნით, გადაარჩინოთ ქართული მართლმსაჯულება იმ სირცხვილისგან, რომელიც მოსამართლეებმა: ეკატერინე ჯინჭველაშვილმა (თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია) ნინო ქადაგიძემ (თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა) და ტარიელ ტაბატაძემ (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია) შექმნეს" - ნათქვამია არჩილ კაიკაციშვილის მიერ უჩა ნანუაშვილის მიმართ გაგზვანილ წერილში, სადაც ზემოაღნიშნული მოსამართლეების შეთანხმებულ მოქმედებებზეა საუბარი.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საქართველოს იუსტიციის საბჭოს ახალი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გახდა, ხოლო ამავე საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე ინსტიტუციურ კონფლიქტში აღმოჩნდა საბჭოს ახალ თავმჯდომარესთან და სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა ერთობები ჩამოყალიბდა წარსული პარტიული ვალდებულებების, პიროვნული ვალდებულებებისა და პოლიტიკური პროცესისგან დისტანცირებულ მოსამართლეთა ჯგუფების სახით, მოსამართლეები: ტარიელ ტაბატაძე, ნინო ქადაგიძე და ეკატერინე ჯინჭველაშვილი ლევან მურუსიძის გავლენის სფეროში შემავალი მოსამართლეების რიცხვში აღმოჩდნენ.

"ტარიელ ტაბატაძე და ეკატერინე ჯინჭველაშვილი 2015 წლის აგვისტოში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, უკონკურსოდ დაინიშნენ, ნინო ქადაგიძე კი საქართველოს იუსტციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის გავლენის მოსამართლედ მოიზარება. მეტიც, ნინო ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილის საქართველოს იუსტიციის მინისტრად საქმიანობის დროს, უშუალოდ ხელმძღვანელობდა სამინისტროში საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტს. თავის დროზეც, გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონება მოქალაქე როლანდ ბლადაძის საწინააღმდეგოდ საკასაციო სასამართლოში განიხილა ლევან მურუსიძემაც, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედმა თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე პირადად აღმოჩნდა დაინტერესებული, დაკმაყოფილებულიყო გიორგი პაპუაშვილის საჩივარი და სადავო ქონებზე ყადაღის უზრუნველყოფა გაუქმებულიყო. ვალერი ცერცვაძე არის პიროვნება, რომელამც 2004 წელს მონაწილეობა მიიღო როლანდ ბლადაძის ქონების წართმევის საქმეში. 2004 წლის 30 აგვისტოს, აჭარის ა/რ პროკურორის მხრიდან საქართველოს პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის მაშინდელი უფროსის, ვალერი ცერცვაძის მიმართ გაცემულ იქნა მინდობილობა, რომლითაც მან უშუალოდ მოახდინა როლანდ ბლადაძისთვის ქონების კანონსაწინააღმდეგოდ დათმობა", _ აღნიშნავს კაიკაციშვილი.

მისივე თქმით, 2015 წლის ნოემბერში, მოსამართლე ტარიელ ტაბატაძემ ორგზის უარი განაცხადა სადავო ქონებაზე ყადაღის უზრუნველყოფის გამოყენებაზე.

"სადავო ქონებაზე ყადაღის უზრუნველყოფა შესაძლებელი მხოლოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინების საფუძველზე გახდა. ტარიელ ტაბატაძემ მოსარჩელე მხარის შეუტობინებლად, კანონის გვერდის ავლით, დააკმაყოფილა გიორგი პაპუაშვილის ინტერესების გამომხატველი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობა და სამოქალაქო საქმე განსჯადობით ადმინისტრაციულ კოლეგიას გადასცა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ 2016 წლის 5 თებერვალს გიორგი პაპუაშვილის საჩივარი ყადაღის გაუქმებაზე არ დააკმაყოფილა. გიორგი პაპუაშვილმა განჩინება გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სწორედ 2016 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით, კანონის დარღვევით, საქმის ერთპიროვნულად განმხილველმა მოსამართლე ნინო ქადაგიძემ გიორგი პაპუაშვილის საჩივარი გაიზიარა და სადავო ქონებაზე ყადაღის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლო სისტემაში უპრეცედენტო ფაქტი მოხდა - ძირითადი საქმის განხილვისა და განსჯადობის გარკვევის პირობებში, სასამართლომ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღო და სადავო ქონება დღეს რეალური გასხვისების წინაშე აღმოჩნდა. სწორედ ამ საშიშროებიდან გამომდინარე, არჩილ კაიკაციშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ახალი განცხადებით მიმართა და სადავო ქონებაზე, ამჯერად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება - მოპასუხე გიორგი პაპუაშვილის მიმართ სადავო ქონების გასხვისების აკრძალვა მოითხოვა, თუმცა 2016 წლის 28 მარტს, მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მოსამართლე ტარიელ ტაბატაძის 2015 წლის ნოემბერის განჩინებებში არსებული მსჯელობა შემოგვთავაზა, რომლის უსაფუძვლობაც, თავის დროზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დაადასტურა. 2016 წლის 28 მარტის განჩინება 2016 წლის 4 აპრილს გასაჩივრდა, ისევე, როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიემართა 2016 წლის 23 მარტის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ", _ აცხადებს კაიკაციშვილი.

ამავე თემაზე:

გიორგი პაპუაშვილს სააპელაციო სასამართლომ ქონებაზე ყადაღა მოუხსნა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, შესაძლოა, სასამართლოში უჩივლონ

ვინ აწვდის ცალმხრივ ინფორმაციას საზოგადოებას პაპუაშვილის სადაო ქონებაზე

გიორგი პაპუაშვილის ქონება დააყადაღეს

"ახალგაზრდა ადვოკატები" პარლამენტს გიორგი პაპუაშვილის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისთვის მიმართავს

პროკურატურაში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ქმედებაზე, გამოძიება მიმდინარეობს

"პროკურატურის ახალი დეპარტამენტი სამართლიანობის აღდგენას დააჩქარებს"

ვენეციის კომისია "ახალგაზრდა ადვოკატების" კვლევას ეხმაურება

"ამ ადამიანებმა უნდა უჩივლონ სახელმწიფოს და არა გიორგი პაპუაშვილს"

"ახალგაზრდა ადვოკატების" მიმართვა პრეზიდენტ მარგველაშვილს

ევროპარლამენტი უკანონოდ ქონებაჩამორთმეულის სახლში, გიორგი პაპუაშვილის ცხოვრებას ეხმაურება

"ეკონომიკის სამინისტრო უფრო ახლოს დგას გიორგი პაპუაშვილთან, ვიდრე სამართლიანობის აღდგენის პროცესთან"

როდის ეწურება უფლებამოსილების ვადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს




 ახალი ამბები
  • ურეკის წყალსადენის რეზერვუარში წყლის დებეტის კლებას დავით ცერცვაძე უარყოფს„გურია ნიუსი“ ახლახან წერდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კურორტ ურეკის წყალსადენის რეზერვუარში წყლის დებეტის კლების შესახებ, რაზეც ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ. ჩვენი წყარო ამბობს, რომ მართალია, ეს ხდება ახლომდებარე კარიერზე, მდინარე ნატანების კალაპოტში, ინერტული მასალების მოპოვების გამო, რაც სტანდარტის სრული იგნორირებით ხდება, თუმცა, ჯერჯერობით ასაიდუმლოებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ყურამდე რ მივიდეს და ახერხებენ, სინამდვილე შეფუთონ. _ გეტყვიან, არ არის კლებაო, თუმცა, იცით, რომ არ არის? ოფიციალურად, რაიმე მტკიცებულება, ვიზუალური ან დოკუმენტური გაქვთ ნანახი? მერე, მოგვიანებით, ატყდება გნიასი, ვიღაც თავს გამოიდებს და ირბენს წყალსადენის ირგვლივ... ასეთ თემებზე გრანტის წერაც მოდაშია _ იტყვიან, რომ ეს „აღმოჩენა“ მავანს ეკუთვნის, რის გამოც უნდა დაჯილდოვდეს, _ გვეუბნება  წყარო. როგორც ვწერდით, აღნიშნულის თაობაზე „გურია ნიუსი“ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, გურიის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელს, დავით ცერცვაძეს დაუკავშირდა. მან კი კომპანიის პრესსამსახურთან გადაგვამისამართა. _წყლის დებეტის კლება, ზოგადად, საქართველოში იყო კლიმატური პირობების გამოც. არ იყო თოვლი. არა მარტო გურიაში, სხვა რეგიონებშიც შეიმჩნეოდა კლება. მაგალითად, ასე იყო გუდაურსა და ბაკურიანში. ეს პირველი პრეცედენტი არ არის. თუმცა, კონკრეტულად ურეკის შესახებ, ასეთი რამ არ ვიცი. მე აუცილებლად გადავამოწმებ ინფორმაციას, ყველაფერს გავიგებ და მე თვითონ გაცნობებთ, _ გვითხრა მაშინ წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურიდან ლელა კიკალეიშვილმა, თუმცა, იმ დღეებში პასუხი არ მოგვწერა და არც სატელეფონო ზარს პასუხობდა. ქალბატონი ლელა სამი დღის შემდეგ დაგვიკავშირა, მოიბოდიშა, რომ ავად იყო და ამჯერად გვითხრა, რომ დავკავშირებოდით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, გურიის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელს, დავით ცერცვაძეს, რომელიც დაზუსტებულ პასუხს მოგვცემდა. _ ურეკის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ დღიდან გაბურღვისა, დებეტი იგივეა და არ შემცირებულა. დებეტის შემოწმება არ ხდება, თუმცა, წყალი არ შემცირებულა _ რაც იყო, იგივეა, _ გვითხრა დავით ... ...
  • რამდენ აბონენტს ეხება კომუნალურ გადასახადებზე შეღავათიდღევანდელი მონაცემებით, ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათი 1 200 000 აბონენტს, ხოლო გაზის გადასახადზე – 650 000 აბონენტს ეხება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს მთვარობის ადმინისტრაციაში განუცხადეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე დღეს განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ მოქალაქეს, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, სამი თვის განმავლობაში გადასახადებს სრულად დაუფინანსებს. საუბარია მარტის, აპრილისა და მაისის გადასახადებზე. ამასთან, აღსანიშნავია,  რომ შეღავათი ეხება დასუფთავებისა და წყლის გადასახადსაც. წყარო:პირველი ... ...
  • მარნეულში სასურსათო მაღაზიიდან ნისიების რვეული მოიპარესკარანტინის ზონად გამოცხადებულ მარნეულში სასურსათო მაღაზია გაქურდეს - წაღებულია თანხა, ნისიების რვეული და პროდუქტი. შემთხვევა გუშინ მოხდა. მაღაზიის მეპატრონის თქმით, უცნობმა პირებმა მაღაზიის შუშები ჩაამსხვრიეს და ისე შევიდნენ. როგორც მაღაზიის მეპატრონე „მთავარ არხთან“  ამბობს, პოლიცია შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით ... ...
  • ვის დაუფინანსდება კომუნალური გადასახადები _ მთავრობის გადაწყვეტილებამთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და, ასევე, 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავებისა და წყლის გადასახადსაც. „აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე, წყლის გადასახადიც. ეს დახმარება არის პირდაპირ მიმართული თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ და გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის,“- განაცხადა ... ...
  • ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყომთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმის ძირითად მიმართულებებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის კი, მთავრობის მეთაურის განცხადებით, კრიზისულ ბიუჯეტში 351 მილიონი ლარია ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...