"იმოქმედეს არაკეთილსინდისიერად" _ პროკურატურის ვიდეო და განცხადება "კაბელების საქმეზე"

სამართალი

"იმოქმედეს არაკეთილსინდისიერად" _ პროკურატურის ვიდეო და განცხადება "კაბელების საქმეზე"

16 მაი. 2016, 21:31:41

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  4 102 872 ლარის გაფლანგვაში ბრალდებული  თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით.

პროკურატურის მტკიცებით, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად  უტყუარად დადასტურდა,  რომ 2013 წლის 27 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა - გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟანიძემ, არჩილ ალავიძემ, დავით წიფურიამ და ნუგზარ კაიშაურმა წინასწარ განზრახული დანაშაულის შენიღბვის მიზნით, საქართველოში მოქმედ 9 კომპანიას გაუგზავნეს წერილი, რომლითაც ატყობინებდნენ, რომ თავდაცვის სამინისტროს სურდა თბილისი - ბათუმის მიმართულებით ოპტიკურ - ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალის შეძენა და თუ აღნიშნულ კომპანიებს ექნებოდათ სურვილი თავდაცვის სამინისტროსთვის უნდა წარედგინათ წინადადებები 9 დღის ვადაში.

"მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 9 კომპანიიდან მხოლოდ სს „სილქნეტს“ ჰქონდა წინასწარ, ორი თვით ადრე მიღებული ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს ამ სამომავლო გეგმის შესახებ და შესაბამისად, სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, მხოლოდ აღნიშნულ კომპანიას ჰქონდა საკმარისი დრო შეთავაზების მომზადებისთვის.

იმის გამო, რომ კომპანიებს ურთულესი მაგისტრალის გაყვანის პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შესადგენად მიეცათ შეუსაბამოდ მცირე დრო - 9 კალენდარული დღე, შ.პ.ს. „კავკასუს ონლაინმა“ და შ.პ.ს. „ახალმა ქსელებმა“ ვერ მოამზადეს შესაბამისი წინადადებები.

რაც შეეხება სხვა კომპანიებს, იმ 9 კომპანიიდან რომელსაც თავდაცვის სამინისტრომ წერილები გაუგზავნა, სამი - შ.პ.ს. „ნეოტეკი“, შ.პ.ს. „სისტემები“ და შ.პ.ს. „გრინპროჯექტი“ საერთოდ არ აწარმოებენ მაგისტრალის მშენებლობას და სრულიად განსხვავებული პროფილით საქმიანობენ.

ამ გარემოებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ბრალდებულების ინტერესში არ შედიოდა სამუშაოების რეალური შემსრულებლის მოძიება, რადგან კომპანია, რომელიც სახელმწიფო შესყიდვის პროცესში გაიმარჯვებდა, წინასწარ ჰყავდათ შერჩეული.

დარჩენილი ხუთი კომპანიიდან სამმა თავადაცვის სამინისტროს შესთავაზა გამოცხადებული მოთხოვნის შესაბამისი მიწოდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამინისტროს მხრიდან  გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია „სილქნეტის“ ის წინადადება, რომელიც საერთოდ არ შეესაბამებოდა სამინისტროს დეკლარირებულ მოთხოვნებს. კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს თავდაპირველი მოთხოვნა იყო საკაბელო მაგისტრალის შეძენა, საბოლოოდ სამინისტრომ სს „სილქნეტისგან“ შეიძინა არა საკაბელო მაგისტრალი, არამედ მაგისტრალში არსებულ 72 წვერიან ოპტიკურ - ბოჭკოვან კაბელში მხოლოდ 24 წვერი, მაშინ როდესაც ზუსტად იგივე სახის ქონება თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვის გამოცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე ორი კომპანიისგან -  შპს ,,დელტა კომისგან“ და შპს ,,სპეცკავშირმშენისგან“ უფასოდ ჰქონდა შეთავაზებული.

საბოლოოდ დადგინდა, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა - გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟანიძემ, არჩილ ალავიძემ, დავით წიფურიამ და ნუგზარ კაიშაურმა კანონის მოთხოვნის უხეში დარღვევით ჩატარებული სახელმწიფო შესყიდვის შედეგად სს ,,სილქნეტი“ ჩააყენეს უპირატეს მდგომარეობაში, მასთან გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს ,,სილქნეტს“ 2 618 005 ლარის ღირებულების ქონებაში 6 720 877 ლარი გადაუხადეს. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად სახელმწიფოს მიადგა 4 102 872 ლარის ზიანი. 

სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდებამ დაკითხა 70-მდე მოწმე, გამოიკვლია 23 ტომი დოკუმენტალური მტკიცებულებები და 5 ექსპერტიზის დასკვნა. გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობამ უპირობოდ შექმნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი" _ აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც თან ბრალდების დასკვნითი სიტყვა და ვიდეო რგოლიც ერთვის.


შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ხუთივე ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო და სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2 წლით.




 ახალი ამბები
  • "მათ ვურჩევდი, რაციონალური წინადადებით მოვიდნენ შემდეგ რაუნდზე" _ კაპანაძეევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდსა და ხელისუფლების მხრიდან მის გაჭიანურებას ეხმაურება. კაპანაძის თმით, ხელისუფლების წამომადგენლებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, ურჩევნიათ კრიზისის დაძლევა თუ სრული სვლით სიარული ტოტალიტარიზმისაკენ. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ამ ბრძოლაში ქართული ოცნება აუცილებლად დამარცხდება. კაპანაძემ ხელისუფლების წარმომადგნელებს ურჩია, რომ მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე ნორმალური და რაციონალური წინადადებით მივიდნენ. „ძნელი სათქმელია რატომ აჭიანურებს ხელისუფლება მოლაპარაკებებს, როგორც ჩანს გადაწყვეტილების მიღება უჭირთ იმაზე, თუ რა ურჩევნიათ, ურჩევნიათ ამ კრიზისის დაძლევა თუ სრული სვლით სიარული ტოტალიტარიზმისაკენ. ნებისმიერ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, ჩვენ მზად ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში ისინი აუცილებლად დამარცხდებიან, რადგან ტოტალიტარიზმს საქართველო ნამდვილად ვერ აიტანს. ამიტომ, მე მათ ვურჩევდი, რომ დროულად მოიფიქრონ ამ კრიზისიდან გამოსავალი, ჩვენ შეთავაზებაზე პასუხი და ნორმალური, რაციონალური წინადადებით მოვიდნენ შემდეგ რაუნდზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში იქნება.“ - განაცხადა ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩიბათში _ ტრაილერი გზიდან გადავარდაცოტა ხნის წინ სოფელ ჩიბათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და არსებულ არხში ჩავარდა.  არიან თუ არა დაშავებულები ამ ეტაპზე ... ...
  • “ლანჩხუთის“ ფეხბურთელი ანა გობრონიძე “გურული დღიურების“ სტიპენდიანტი გახდაფონდ “გურულ დღიურებს“ ახალი ბენეფიციარი ჰყავს. საქართველოოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის და “გურული დღიურის“ დამფუძნებლის გიორგი კეკელიძის ინფორმაციით, სტიპენდია ამჯერად კლუბ “ლანჩხუთის“ ასაკით ყველაზე პატარა ფეხბურთელს ანა გობრონიძეს გადაეცემა. ანა ლანჩხუთის #3 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა. საფეხბურთო კლუბ “ლანჩხუთში“ ორი წელია თამაშობს, მანამდე კი სკოლის შეჯიბრებებსა და სპორტულ თამაშებში აქტიურად მონაწილეობდა. “ჩვენზე ძლიერი გუნდი იყო, მაგრამ დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს თამაში უნდა მოგვეგო. გოგოებმა და ნაკრების ხელმძღვანელობამ ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. ეს ბედნიერი წუთები ყოველთვის დამამახსოვრდება.“ _  გვითხრა ანა გობრონიძემ. ანა გობროინძემ დღეს გაიგო, რომ “გურული დღიურების“ სტიპენდიანტი გახდა. “ნამდვილად სასიხარულო ამბავია და მინდა ყველას მადლობა ვუთხრა. ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო გიორგი კეკელიძის "გურული დღიურების" სტიპენდიანტი", სატელეფონო ზარი", _ გვითხრა ანა ... ...
  • ურეკში სახლი დაწვას გადაურჩაურეკში, თაყაიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლში,  ელექტროგაყვანილობას ცეცხლი გაუჩნდა. „სახურავში დაგროვილმა კვალმა როცა გარეთ გამოჟონა, მობინადრეებიც გარეთ გამოცვივდნენ. აშკარა იყო, ცეცხლი ელექტროსადენებს მოედო,“ _ გვეუბნებიან ურეკიდან. წყარო. _  როცა კვამლში გახვეული სახურავი დავინახეთ და ცეცხლის ალი  სადენს მიჰყვებოდა,  ხალხიც გარეთ იყო გამოსული, უცებ ენერგოსამსახურში დავრეკეთ.   ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსმა გია ნაკაიძემ გვიპასუხა, რომ სოფელ შრომიდან დაუყოვნებლივ გამოგზავნიდა  იქ მყოფ ბრიგადას. 5 წუთში მოვიდნენ და სასწრაფოდ ჩახსნეს ხაზები, ცეცხლიც ადგილობრივი ძალებით   ჩავაქრეთ.  სახანძრო სამსახურის გამოძახება აღარ დაგვჭირდა.  ნამდვილად დაწვას გადავურჩით ამ ოპერატიული მოქმედებით და ამ სიცივეში უსახლკაროდ არ დავრჩით,_ გვითხრეს ურეკის მცხოვრებლებმა:  მიხეილ კიკვაძემ,  ელენა ეგოროვამ, ლალი თავართქილაძემ და შორენა ... ...
  • კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი ოპოზიციის წარმომადგენლებს ინდივიდუალურად ხვდებიანამერიკისა და ევროკავშირის ელჩები ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს ხვდებიან. შეხვედრა კელი დეგნანის რეზიდენციაში ინდივიდუალურ რეჟიმში მიმდინარეობს. პირველი აუდიენცია „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერთან ამ წუთებში იმართება. შალვა ნათელაშვილი ამბობს რომ ოპოზიცია პოზიციას არ იცვლის და არსებულ რეალობაში პარლამენტში არ შედის. „პოლიტიკურ კრიზისს რომელიც ქართულმა ოცნებამ შექმნა,მხოლოდ ახალი არჩევნები განმუხტავს“, _ განაცხადა ნათელაშვილმა შეხვედრის დაწყების წინ. მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბრიდან მართავს. დიალოგის მესამე რაუნდის თარიღი, ჯერჯერობით, ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...