"მე თუ წავალ, არავის არ დავტოვებ აქ, ყველას მოეტყ... დედები და ცოლები!" _ ტყიბულის პოლიციის უფროსის სკანდალური წარსული

სამართალი

"მე თუ წავალ, არავის არ დავტოვებ აქ, ყველას მოეტყ... დედები და ცოლები!" _ ტყიბულის პოლიციის უფროსის სკანდალური წარსული

2016 ივნ 1 20:22:07

ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ზესტაფონის სამმართველოს უფროსმა პავლე ბუბულაშვილმა და ტყიბულის სამმართველოს უფროსმა ზაზა ჩუბინიძემ ერთ –ერთ რესტორანში შელაპარაკების ნიადაგზე ერთმანეთი ხელჯოხებით სცემეს. დამტვრეულია ავეჯი და რესტორნის ინვენტარი _ ამ ინფორმაციას kutaisitoday.com ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით  ადგილზე რამდენიმე გასროლაც მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ზესტაფონის და ტყიბულის სამმართველოს უფროსები კადრების დაქვემდებარებაში არიან გადაყვანილი და ამ ფაქტზე გენერალური ინსპექცია სამსახურებრივ შემოწმებას აწარმოებს.

ზაზა ჩუბინიძე 2013-2014 წლებში იმერეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად მუშობდა.

მის შესახებ "გურია ნიუსის" არქივში ბევრი საინტერესო მასალა ინახება _ ადამიანების გინება, კაბინეტში იარაღის სროლა,  საქმეების "ნასედკების" დახმარებით შექმნა _ ამ ყველაფრის შესახებ "გურია ნიუსს" არაერთი მასალა აქვს გამოქვეყნებული. 

უფრო მეტიც, ზაზა ჩუბინიძეს გენერალური ინსპექციის დასკვნის თანახმად, სისტემაში მუშაობა, ჯერ კიდევ, 2006 წელს აეკრძალა.

ამის მიზეზი კი "გურია ნიუსის" სტატია გახდა. 2006 წლის ნოემბერში, ზაზა ჩუბინიძემ, რომელიც იმ დროს ოზურგეთის პოლიციის უფროსის სავარძელს იკავებდა, ჩვენს გამოცემასთან საუბარში ოზურგეთელებს შეურაცხყოფა მიაყენა:

_ ვინმეს თუ ჰგონია მაგით ძირს გამომითხრის, ძალიან შემცდარა. ამ დამპალ ოზურგეთში დამპალმა ოზურგეთლებმა არაფერი იციან. უამრავი ძებნილი დავიჭირე და ძებნის მაჩვენებლით რესპუბლიკაში პირველი ვარ. ეტყობა ვიღაცას მაგრად აეწვა ტრ..... თანამდებობის პირები იფარავენ დამნაშავეებს(?!).

ოზურგეთში თანამდებობის პირებს იმათ ვეძახი, ვისაც განყოფილებები თუ სამმართველოები აბარია, ოზურგეთს მოვუტყ... ამ დამპლებს არაფერი არ უნდა გაუკეთო, ღორები არიან, არ მოსწონთ საქმეს რომ ვაკეთებ და იმიტომ მებრძვიან. ჩემი დედის მტყ... ვიყო, აგერ წმინდა გიორგის ხატია და იმაზე დავიფიცებ, მე რომ აქედან წავალ, ვინმე თუ დავტოვო.

ყველაზე მაქვს კომპრომატები. დეკემბრამდე მაცადეთ და ნახავთ, რაც მოხდება. მე წავალ და ბოზისშვილი ვიყო, აქ ამბებს დავატრიალებ, არავის რომ არ გაუგია! მე თუ წავალ, არავის არ დავტოვებ აქ, ყველას მოეტყ... დედები და ცოლები!" _ ამბობდა მაშინ ჩუბინიძე.

პოლიციის უფროსის ეს "კომენტარი" "გურია ნიუსის" 2006 წლის 2 ნოემბრის ნომერში სრულად გავიდა. იმავე წლის 7 ნოემბერს კი, საქართველოს პარლამენტის წევრმა, კოტე ბერიძემ ოზურგეთის საკრებულოს მიმართა და ამ სტატიის განხილვა მოითხოვა:

_ პოლიციის უფროსის თანამდებობრივი შეთავსების თუ შეუთავსებლობის საკითხი, რა თქმა უნდა, საკრებულოს კომპეტენციას არ განეკუთვნება, მაგრამ თქვენ ხართ ხალხის მიერ არჩეული საკრებულო, რომელსაც ენდობა საზოგადოება ოთხი წლის განმავლობაში და თქვენ პასუხისმგებელი ხართ ოზურგეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ამიტომ, გთხოვთ, ეს საკითხი განიხილოთ. მე არ გეუბნებით მიიღოთ რაიმე გადაწყვეტილება, მაგრამ კარგი იქნება თუ ამ სიტუაციაზე იმსჯელებთ.

თუმცა, ჩვენ აქ ერთი მხარის _ ჟურნალისტის მოსაზრება გვაქვს და მან, რამდენადაც ვიცი, ამ პიროვნების გამონათქვამები მოიყვანა გაზეთში. ამ საკითხის რეაგირების გარეშე დატოვება, ჩემი აზრით, არ შეიძლება. მიუხედავად იმისა თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ თქვენ, მე, საქართველოს პარლამენტის წევრი ვაცხადებ, რომ ამას მივცემ შესაბამისს რეაგირებას. აქ ის საკითხი კი არ დგას როგორია ან როგორი არ არის პოლიციის უფროსი, აქ დგას პირდაპირ ვიტყვი _ ხელისუფლები ავტორიტეტის საკითხი, რომლის ნაწილსაც ჩვენ წარმოვადგენთ. მინდა ამაზე მოვახდინოთ რეაგირება, _ ამბობდა ბერიძე.

პოლიციის უფროსის აღნიშნულ კომენტარს საკრებულოს წევრებიც გამოეხმაურნენ:

_ პრესაში თითოეული ოზურგეთელი მოქალაქის მიმართ ასეთი შეურაცხყოფისთვის, პოლიციის უფროსს, ვფიქრობ, სერიოზული პასუხი უნდა მოეთხოვოს. ჩვენ ჯერჯერობით ბეჭედი არ გაგვაჩნია, რომ მიმართვა გავუგზავნოთ შინაგან საქმეთა მინისტრს. მინდა თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ ამ თემაზე, ანუ იმაზე, რა გააკეთა ამ ადამიანმა და საერთოდ, რაც ხდება ჩვენს რეგიონში ძალოვნებთან დაკავშირებით, _ აღნიშნა საკრებულოს იმდროინდელმა თავმჯდომარემ ვლადიმერ სურგულაძემ.

_ ჩემთვის შეურაცხყოფაა, რაც "გურია ნიუსში" წავიკითხე. ერთი რამ მაინტერესებს _ თუ არსებობს ამ მასალის აუდიო ჩანაწერი. ძალიან საინტერესოა ასევე, ჟურნალისტის და პოლიციის უფროსის მოსვლა საკრებულოში და მათთან გასაუბრება. თუ ის დადასტურდა, რაც გაზეთში წერია, ჩემი აზრით, ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი, რომლითაც შეურაცხყოფილი იქნება თითოეული ჩვენთაგანის ოჯახი. აჯობებს, ჯერ მოვისმინოთ ეს ყველაფერი და შემდეგ გავაკეთოთ განცხადებები, _ აღნიშნა საკრებულოს დეპუტატმა, ოთარ რევიშვილმა.

ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ საკითხზე განსხვავებულ აზრს გამოთქვამდა, ოპოზიციის წარმომადგენელი, ლელა ნაცვალაძე იყო:

_ ძალიან კარგია, როდესაც ვეხმაურებით ასეთ წერილებს, მაგრამ "გურია ნიუსში" პირველი არ არის ასეთი შემთხვევა. მე არ ვამართლებ იმ პიროვნებას, ვისი პირიდანაც ასეთი სიტყვები წამოვიდა და ეს აუცილებლად განსჯის საგანი უნდა გახდეს, მაგრამ საკრებულოს, მე მგონი, არ აქვს ამის უფლება. პოზიცია დავაფიქსირეთ და გამოძიებისთვის არსებობს შესაბამისი ორგანოები, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს გასარკვევი. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როდესაც პიროვნებებს, რაიონს ეხებიან. მაპატიეთ, ბოლომდე არ წამიკითხავს და არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ძალიან ბევრ შემთხვევაში, გაზეთ "გურია ნიუსში" იწერება ისეთი ინფორმაციები, რომლებიც ნამდვილად არ არსებულია და რომელიც მოგონილიც არის. აუდიო ჩანაწერები წაღმა რომ აქვთ, უკუღმა ბეჭდავენ ამ გაზეთში. ამიტომ, ჩვენ თუ მივყევით ყველა ჟურნალისტის და განსაკუთრებით, ნატო გოგელიას კალამს, საკრებულოსა და რაიონის საქმეს ვერ გავაკეთებთ ნაღდად, _ მიაჩნდა ნაცვალაძეს.

თუმცა, ასე არ უფიქრია იმ დროინდელ უმრავლესობას. კოტე ბერიძემ ეს საკითხი პარლამენტის სხდომაზეც დააყენა და გამოიძიება დაუყოვნებლივ დაიწყო. როგორც ყოველთვის, "გურია ნიუსმა" გენერალურ ინსპექციას, რომელიც პირადად ვანო მერაბიშვილის დავალებით ჩამოვიდა ოზურგეთში, ჩუბინიძის სრული ჩანაწერი გადასცა.

ამ ჩანაწერს სხვა ფაქტებიც დაემატა _ კერძოდ ის, რომ ნასვამი ჩუბინიძე თანამშრომლების გინებით ირთობდა თავს (არსებობდა პოლიციელების შესაბამისი ჩვენებები) და გაბრაზებულ გულზე, კაბინეტშიც კი ისროდა (მაშინ, გენერალურმა ინსპექციამ მის კაბინეტში იარაღის ნატყვიარებიც გადაიღო).

"ნაციონალური" ხელისუფლების დროს, ეს იყო პირველი და უკანასკნელი ფაქტი, როცა გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას მყისიერი რეაგირება მოჰყვა. ამ ჩანაწერის და ფაქტების წარდგენიდან ათ დღეში, ზაზა ჩუბინიძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გენერალური ინსპექციის დასკვნით კი, შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობა აეკრძალა.

სწორედ იმ პერიოდში ჩაატარა "გურია ნიუსმა" ჟურნალისტური გამოძიებების სერია სათაურით "მოწმე განათხოვრებით". მოპოვებული მტკიცებულებებით და ფაქტებით, ასევე გამომძიებლების კაბინეტში გადაღებული ფოტოებით ირკვეოდა, რომ ჩუბინიძის მმართველობის დროს, პოლიცია იყენებდა მოწმეს, ვინმე გიორგი გაბიტაძეს, რომელიც ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტებით, 38 სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებდა პოლიციის მოწმედ _ ხან ოზურგეთში, ხან ლანჩხუთში, ხან კიდევ ჩოხატაურში! ამ მოწმის ჩვენების საფუძველზე კი, ბევრ ადამიანი დაისაჯა.

როგორ მოახერხა სისტემაში დაბრუნება ჩუბინიძემ, ჩვენთვის უცნობია. ვერც 2013 წელს, როცა იგი ქუთაისის სამხარეო პოლიციის უფროსად დაინიშნა და ვერც ახლა, ამის გარკვევა ვერ შევძელით. ძალოვან უწყებაში ამაზე კომენტარს არ აკეთებენ.

აღსანიშნავია, რომ ჩუბინიძის იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის პოსტზე დანიშვნიდან მალე, "გურია ნიუსმა" იმდროინდელ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ჰკითხა ფლობდა თუ არა იმ ჩინოვნიკების წარსულის შესახებ ინფორმაციას, რომლებიც თანამდებობაზე ინიშნებოდნენ.

ნაწყვეტი ინტერვიუდან:

_ ბატონო ბიძინა, ცოტა ხნის წინ, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ "დღეს უამრავი დამნაშავე დადის დაუსჯელი და მაღალ თანამდებობებზეც მოხვდნენ". ამ საკითხზე ჩვენ წინა ინტერვიუშიც ვისაუბრეთ, თუმცა, არაფერი შეცვლილა _ დღემდე, მაღალ თანამდებობებზე ის ადამიანები ინიშნებიან, რომელთა მისამართით უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. კონკრეტული გვარ-სახელებით რომ ვისაუბროთ, სულ ცოტა ხნის წინ, იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსად დაინიშნა ზაზა ჩუბინიძე, რომელიც "ნაციონალების"' დროს, თანამდებობიდან იმიტომ გაათავისუფლეს, რომ ადამიანებს აგინებდა, კაბინეტში იარაღს ისროდა, საქმეებს "ნასედკების" დახმარებით ქმნიდა... ამ ყველაფრის მტკიცებულებების შემდეგ, რომელიც "გურია ნიუსმა" ჯერ კიდევ 2006 წელს გამოაქვეყნა, ის თანამდებობიდან გაუშვეს და სისტემაში მუშაობა აუკრძალეს. თქვენმა ხელისუფლებამ კი ძალიან მაღალი პოსტი ჩააბარა. ამას ყბადაღებულ კოჰაბიტაციასაც თუ დავუმატებთ, ბევრ კითხვაზეა პასუხი გასაცემი...


_ მე კონკრეტულ პიროვნებებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გეტყვით ჩემს დამოკიდებულებას _ ვერც პოლიციაში, ვერც პროკურატურაში, ვერც სასამართლოში დიდი რაოდენობით კადრები ვერ შეიცვლება. ეს შეუძლებელია. რაც შეეხება კოჰაბიტაციას, მე ამის შესახებ რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება. უმრავლესობასთანაც მქონდა შეხვედრა და დამატებით მოვუწოდე საზოგადოებას, რომ უნდა მოვახერხოთ და ჩავაცხროთ ხელჩართული ბრძოლის ის მუხტი, რაც არის. რა თქმა უნდა დამნაშავეები დაისჯებიან, თუმცა, ამას დროს დასჭირდება.


_ თუმცა, ადამიანები, რომელთა მისამართით, როგორც გითხარით, ბევრი კითხვა არსებობს, თქვენს ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებზე ინიშნებიან...


_ ჩვენ უნდა შევეცადოთ და გადავიტანოთ აგრესიის მუხტი. სიძულვილის მუხტი საზოგადოებაში უნდა ჩაცხრეს. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და უმცირესობიდანაც, მათ რიცხვში, შევინარჩუნოთ აბსოლუტური უმრავლესობა _ ვისაც სურვილი გაუჩნდება, რომ ჩადგნენ საკუთარი სამშობლოს სამსახურში და არა ისე, გაუგებრად, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ერთმანეთი ვლანძღოთ. ეს დამოკიდებულება მინდა, რომ თქვენც გაიზიაროთ, ჩემმა საყვარელმა გურიამაც. გურულები პოლიტიკოსები არიან ყველანი. ძალიან გთხოვდით და გეტყოდით _ იმდენი ადამიანია გამოყენებული არჩევნების დროს, პოლიტიკური ბატალიების დროს, რომ შეიძლება საუკეთესო ვერ გამოვძებნე, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, რომ ჩვენ, პირველად, უნდა მოვახერხოთ და ჩავატაროთ ღირსეული არჩევნები. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სახელმწიფო რესურსი მხოლოდ ერთ კანდიდატს მოხმარდეს. აი, ამაზე უნდა გადავერთოთ და ამაში თქვენც, მედიაც უნდა ჩაერთოს _ ეს არის ჩემი თხოვნა. თუმცა, სხვა საკითხები, რომლებიც თქვენ გაწუხებთ, აუცილებლად იქნება შესწავლილი და გათვალისწინებული _ ივანიშვილის პოზიცია 2013 წელს.

ამ ინტერვიუდან რამდენიმე თვეში ჩუბინიძე დააქვეითეს და თბილისის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი,  ტყიბულის პოლიციის უფროსად დანიშნეს და ზემოთ აღნიშნულ ინცინდენტამდე ამ თანამდებობაზე მუშაობდა.

ამავე პერიოდში ჩვენ იმის გადამოწმებასაც შევეცადეთ ვინ ლობირებდა სკანდალური წარსულის მქონე ჩუბინიძეს და რამდენად სწორი იყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის ნათესავი იყო. თუმცა, ანზორ ჩუბინიძემ ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ ზაზა ჩუბინიძესთან მხოლოდ გვარი აკავშირებდა.

კითხვებზე პასუხის გაცემა მაშინ ზაზა ჩუბინიძემ არ ისურვა. ის ახლაც დუმს და სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.  მიუწვდომელი აღმოჩნდა პავლე ბუბულაშვილიც.

ამავე თემაზე: ბიძინა ივანიშვილი: "სიძულვილის მუხტი საზოგადოებაში უნდა ჩაცხრეს"

"ნასედკების" დახმარებით შეკერილი საქმეები: ეპიზოდი II _ კახა რუსიძის საქმე

"ნასედკების" დახმარებით შეკერილი საქმეები და ციხეში გატარებული წლები

სისტემაში მუშაობა აკრძალული კადრი სამხარეო პოლიციის სამმართველოს უფროსად ინიშნება

საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე: "პასკვილები ჩემი მოგონილია საერთოდ"

რა კავშირშია ბადრი პატარკაციშვილი ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის დაკავებასთან




 ახალი ამბები
  • ერთად დავეხმაროთ ძმებს დედის გადარჩენაში _ მაიასთვის დავამარცხოთ ლეიკემიაქართველი ძმების _ ნიკა და რატი ქართველიშვილების შესახებ საზოგადოებამ კარგად იცის _ ისინი, დედის გადასარჩენად მოქალაქეებს ტაქსის სერვისს სთავაზობენ. მათ დედას, მაიას ლეიკეიმია აქვს და ძმები ასე ცდილობენ მისი მკურნალობის თანხის შეგროვებას. ამჟამად, ძმები ბათუმში არიან და როგორც გვითხრეს, სეზონის დასრულებამდე ზღვისპირა კურორტზე იმუშავებენ. ნიკა ქართველიშვილის თქმით, დედის ოპერაცია, რომლისთვისაც საჭირო თანხა ჯერ არ აქვთ, 5 სექტემბერს არის დაგეგმილი. "გარკვეული თანხა მოგვიგროვდა, თუმცა, ჯერჯერობით, მთლიანი თანხის შეგროვება ვერ მოვახერხეთ. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს თანხა შევაგროვოთ. როგორც იცით, თბილისიდან ადამიანები დასასვენებლად არიან წასულები და მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ, რომ მე აჭარაში წამოვსულიყავი და აქ გამემგრძელებინა ჩვენი საქმიანობა. დედასთან ყოველდღიურად გვაქვს კონტაქტი. ის საბრძოლო განწყობაზეა, შემართებით არის, ჩვენი იმედი აქვს... თავიდან არ ვეუბნებოდით, რომ ასე ვცდილობთ ფულის შეგროვებას, თუმცა შემდეგ სადღაც უნახავს რეპორტაჟი ჩვენს შესახებ და ძალიან მადლიერია ყველა ადამიანის, ისევე, როგორც ჩვენ მადლიერები ვართ, მათი ვინც კი ამ ხნის განმავლობაში გვეხმარება“, _ - განაცხადა ნიკა ქართველიშვილმა. ძმები ქართველიშვილების დახმარების სურვილის შემთხვევაში მათი აბანკო რეკვიზიტებია: თიბისი ბანკი GE28თB7739345064300013 საქ.ბანკი GE95BG0000000161310779 მიმღები: რატი ქართველიშვილი პ/ნ 01019072195.მაგთის და ბილაინის აბონენტებისათვის: ... ...
  • გვაქვს ფული და "რუსთავი 2"-ზე უკეთესი შენობა, აწი ხვეწნას არ ვაპირებ - ნიკა გვარამიარუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის გუნდს მიმართავს. მისი თქმით, მას ჰყავს ინვესტორები და აქვს ფული, ასევე, რუსთავი 2-ზე უკეთესი შენობა. "მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი ყველას ვუთხარი: ვაკეთებ ამბიციურ ტვს, ინვესტორები - არის, ანუ ფული გვაქვს, შენობა - რ2ზე უკეთესი, ტექნიკაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. კრიტიკული და საუკეთესო არხი ცხვება. მთავარი ხალხი, ვინც რ2ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ. აწი ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი - ივანიშვილის ტვა. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და შვილებს რა ვაჭამო არ მოიმიზეზოთ. მოკლედ, იყავით ჩვენთან ერთად და მოიპოვეთჩვენთან ერთადთავისუფლება ps ბოლო ოთხი სიტყვა მთავარი არხის სლოგანია pps ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვისაც უნდა პატასალია - რჩება, ვისაც თავისუფლება - მოდის. as simple as that", _ წერს ... ...
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 14:20 საათზე დაფიქსირდა. პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან იყო. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა ... ...
  • ჟურნალისტების პროტესტი - კურიერი ეთერში არ გადის“რუსთავი 2-ის” ეთერში საინფორმაციო გამოშვება “კურიერი” დღეს ეთერში არ გასულა. ეთერში მხატვრული ფილმები გადის. გავრცელებული ინფორმაციით, 3 საათზე რ2 ის გენერალურ დირექტორს, მაყურებლისთვის უნდა მიემართა, თუმცა, ბოლო მომენტში, პაატა სალიამ გადაწყვეტილება შეცვალა. ახალი ამბები არცვებ გვერდზე ქვეყნდება. ამ ფორმით ჟურნალისტები პაატა სალიას საკადრო წმენდას აპროტესტებენ. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის გარეშე დარჩენილმა თანამშრომლებმა უარი თქვეს გასულიყვნენ გადაღებაზე. ისინი ასევე აპროტესტებენ საინფორმაციოს ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურას და ნინო შუბლაძესთან შეხვედრას არ აპირებენ. "რუსთავის 2"- ს ჟურნალისტები ტოვებენ, გუშინ, 20 აგვისტოს, წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხის დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს, ტელეკოპანია დატოვეს პატა იაკობაშვილმა, გიგლა თუმანიშვილმა, ეკა გაგუამ და მაია ლომიძემ. ჟურნალისტებმა რუსთავი 2 მას შემდეგ დატოვეს, რაც რამდენიმე მათგანი არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ  გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე "ინტერესთა კონფლიქტის" მოტივით ... ...
  • 23 და 25 აგვისტოს „Black Sea Arena“ -ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება (R) 23  და 25 აგვისტოს, ჯუზეპე ვერის ფესტივალის ფარგლებში, ოპერა  „აიდა“ და „გალა“-ზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით   დამატებითი მატარებელი  ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და  „Black Sea Arena“ -ს  ბაქანზე   გაჩერდება.     მატარებელი   შემდეგი განრიგით იმოძრავებს: 23-25/ 08/2019    თბილისი-Black Sea Arena- ბათუმი- Black Sea Arena-  თბილისი   #884/883 გასვლა- თბილისი ჩასვლა-Black Sea Arena ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი გამოსვლა-Black Sea Arena ჩამოსვლა- თბილისი 12:40 17:25 18:23 23:50 0:38 5:15  ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 23 და 25 აგვისტოს მატ№802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 24 და 26 აგვისტოს მატ№811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები   „Black Sea Arena“-ს  ბაქანზეც  ექნებათ.  ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.  “საქართველოს რკინიგზა” ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ! (R)   ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...