სააპელაციო სასამართლომ გია სოსანაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა

სამართალი

სააპელაციო სასამართლომ გია სოსანაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა

2016 ივნ 24 20:00:46

დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი სოსანაშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6  ნოემბერს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.

განაჩენის თანახმად, სასამართლომ ბრალდებული გიორგი სოსანაშვილი  დამნაშავედ სცნო 2015 წლის 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში,  შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში, ისეთი საშუალებით, რაც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ჩადენილი მსხვერპლის საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ბ" და "ვ" ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, იური ვაზაგაშვილი იყო საზოგადოებრივი მოძრაობა ,,გადაარჩინე სიცოცხლე"-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრი.აღნიშნული საზოგადოების მიზანი იყო საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა, ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება, საჯარო მოხელეთა მიერუფლებამოსილების გადამეტების, ბოროტად გამოყენებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ გადამეტებული ძალის  გამოყენებისადმი საზოგადოებრივიკონტროლის ხელშეწყობა, დაზარალებულის უფლებების დაცვა და სამართლიანობის აღდგენა ყველა სფეროში. 2014 წლის ბოლოს და 2015 წლის დასაწყისში იურივაზაგაშვილი გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქტივობით და საჯარო გამოსვლებში სისტემატიურად მოითხოვდა მისი შვილის - ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობისსაქმის ობიექტურად გამოძიებასა და დამნაშავე პირების დასჯას. საჯარო გამოსვლებში ი. ვაზაგაშვილი აცხადებდა,  რომ გეგმავდა საზოგადოებრივი მოძრაობის უფრომეტად გააქტიურებას და საპროტესტო აქციების გამართვას, რაც გიორგი სოსანაშვილში იწვევდა განსაკუთრებულ გაღიზიანებას. იგი ნათლად ხედავდა, რომ ი.ვაზაგაშვილის საზოგადოებრივი აქტიურობის შედეგად შესაძლოა დამდგარიყო მისთვის პატივსაცემი პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.გიორგი სოსანაშვილმა  კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ზურაბ  ვაზაგაშვილის შვილის საფლავზე  იური ვაზაგაშვილის მოკვლის მიზნით დაამონტაჟა ასაფეთქებელი მოწყობილობა. 2015 წლის 20 იანვარს, ახლობლის დაკრძალვაზე, სოფელ ყარაფილაში ჩასული იური ვაზაგაშვილი მივიდა საკუთარი შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე, სადაც სასაფლაოზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი სოსანაშვილი ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2015 წლის 7 თებერვალს, მკვლელობის ჩადენიდან მოკლე დროში.

პროკურატურის მიერ მოპოვებული და სასამართლოში წარდგენილ  მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე დღეს კიდევ ერთხელ უტყუარად დადასტურდაგიორგი სოსანაშვილის მიერ ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით, იური ვაზაგაშვილის განსაკუთრებული სისატიკით მკვლელობის ფაქტი.




 ახალი ამბები
  • ევროპული საქართველოს ლიდერებმა პარლამენტის გვერდითა შესასვლელს ბოქლომი დაადეს (ვიდეო)ევროპული საქართველოს ლიდერებმა პარლამენტის გვერდითა შესასვლელს ბოქლომი დაადო. ბოქლომი გადაეცემა ხალხს, თქვა ... ...
  • გიგი უგულავა: ჩვენ გვაქვს უფლება, მოღალატე პარლამენტს მუშაობის საშუალება არ მივსცეთ"ჩვენ არაფერში არ გვჭირდება ეს შენობა, არც კანცელარიის შენობა, არც მერიის და არცერთი სახელმწიფო უწყების. 20 ივნისს მათ ცილი დაგვწამეს, რომ ჩვენ ამ შენობის აღებას ვაპირებდით. არა მეგობრებო, პარლამენტი არის ადგილი, სადაც ადამიანები ლაპარაკობენ, ამ შენობაში ადამიანები აღარ დარჩნენ, ამიტომ ჩვენი ადგილი აღარ არის. მე ძალიან მიხარია, რომ გამოასეირნეს სპეცრაზმი და გაძეძგეს. რა თქმა უნდა ყაზარმაში ჯდომას კვირა დღეს ჯობია კობახიძის და თალაკვაძის ჯდომა. ამიტომ მოგესალმებით მანდ, იჯექით კარგად, თქვენ არავინ არ შეგაწუხებთ. მაგრამ იცოდეს ივანიშვილმა, რომ პირველი - იქ, სადაც მან დასცა ლახვარი საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, მოქალაქეების თავისუფალ არჩევანს, იქ მეტ არჩევანს ვეღარ გააკეთებს, არცერთი ქართული ოცნების დეპუტატები ამ შენობაში აღარ შევა, არც ერთი კარიდან. შევახსენებ თავმჯდომარეს, ვერც გვირაბით ვერ შეხვალ, ვიცი, სადაც ამოდის ეგ გვირაბი. ჩვენ კონსტიტუციას ვიცავთ, ჩვენ გვაქვს უფლება არ მივცეთ მოძალადე მოღალატე პარლამენტს მუშაობის საშუალება და ეს იქნება პირველი ნაბიჯი, მას შემდეგ რაც ამ პირველ ნაბიჯს განვახორციელებთ წავუყენებთ პირობას და პირობა არის ერთადერთი სწორი გამოსავალი. როდესაც ქვეყანაში არის მორალური კრიზისი, გამოსავალია რიგგარეშე პროპორციული არჩევნები, მარტო ერთხელ გაიხსნება პარლამენტის კარი და გაიხსნება, როდესაც ჩავიბარებთ ივანიშვილის კაპიტულაციას. არ იქნება პარლამენტი საკმარისი, შემდეგი იქნება კანცელარია, საკრებულო, მერია, სხვა ქალაქები და რაიონული ცენტრი. "ქართული ოცნების" არცერთი წარმომადგენელი, არცერთ სახელმწიფო უწყებაში არ შევა, სანამ არ დაინიშნება რიგგარეშე პროპორციული არჩევნები. რამდენი პოლიცია და სპეცრაზმიც გინდათ მოიყვანეთ, დააყენეთ ჩვენს გვერდით, იმიტომ რომ პოლიცია ჩვენ ვართ, ხალხი ჩვენ ვართ, სიმართლე ჩვენს მხარეზეა," - განაცხადა გიგი ... ...
  • "ვუთხრათ არა!"- აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას წითელი ბარათი უჩვენესთბილისში, რესპუბლიკის მოედანზე "პატრიოტთა ალიანსის" აქცია დაიწყო. აქ შეკრებილმა ადამიანებმა ხელისუფლებას პროტესტის ნიშნად წითელი ბარათი ... ...
  • "აქციაზე ალკოჰოლურ სასმელებს არიგებენ" _ აქციის ორგანიზატორებიაქციის ორგანიზატორების განცხადებით, უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები ალკოჰოლურ სასმელებს არიგებს. აქციის ორგქნიზატორები მონაწილეებს მოუწოდებენ, რომ არ აიღონ ალკოჰოლური სასმელი, რადგან ეს არის ... ...
  • გიორგი ვაშაძე: “არ ვიშლებით _ რუსთაველის გამზირი ჩაკეტილი იქნება”“მინდა მოთხოვნები გავაჟღერო და თქვენ ხელის აწევით მოგვცეთ მანდატი, რომ სწორედ ეს მოთხოვნები იყოს უცვლელი და ულტიმატუმი წავუყენოთ მთავრობას: პირველი _ ვადამდელი პროპორციული არჩევნები; მეორე _ მთავრობის გადადგომა და დროებითი მთავრობის შექმნა, რომელიც ჩაატარებს ვადამდელ არჩევნებს; მესამე _ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ვინც 20 ივნისს დააკავეს", _ განაცხადა აქციაზე გიორგი ვაშაძემ. მისივე თქმით, ოპოზიციას გამარჯვების გეგმა აქვს. "ჩვენ გვაქვს გამარჯვების გეგმა, რა უნდა გავაკეთოთ დღეს, ხვალ და ზეგ იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ: პირველი _ არ ვიშლებით და რუსთაველი იქნება ჩაკეტილი; მეორე _ გამოვაცხადებთ კონკრეტულ სტრატეგიას, როგორ ვაფართოებთ წინააღმდეგობის არეალს; მესამე _ ბიძინა ივანიშვილო, იცოდე არ მოგასვენებთ, სანამ არ მოვიპოვებთ გამარჯვებას! კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში იქნება პიკეტირებები, დაუმორჩილებლობა", _ აღნიშნა ვაშაძემ აქციაზე ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?