პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

9 ივლ. 2016, 21:32:48

საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილია 2016 წლის 28 იანვარს თურქეთში ქ.დუზჯეში საქართველოს მოქალაქეების განზრახ მკვლელობის ფაქტი და ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან ქ.მარნეულში მცხოვრები ელნურ ანტესოვი, ვუგარ გულიევი და აზადე ომაროვა.

საქართველოსმ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"2016 წლის 29 იანვარს, თურქეთის სამართალდამცველების მიერ ქ.დუზჯეში ერთერთ საცხოვრებელ სახლში ნანახი იქნა საქართველოს მოქალაქეების - ემმა შარიფოვას და სახიბ გასანოვის, ასევე თურქეთის მოქალაქის ელნაზ შარიფოვას გვამები.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გარდაცვლილების ოჯახის წევრების მომართვის საფუძველზე, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო. დაიკითხნენ გარდაცვლილების ოჯახის წევრები, თურქეთის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილი იქნა საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები და ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიებით დადგენდა, რომ ელნაზ შარიფოვა, ემა შარიფოვა და მისი შვილიშვილი სახიბ გასანოვი სამუშაოდ იმყოფებოდნენ თურქეთში, ქ.დუზჯეში და ფინანსურად ეხმარებოდნენ მარნეულში მცხოვრებ ოჯახის წევრებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ მათ გააჩნდათ გარკვეული ფინანსური დანაზოგი, რომელსაც ინახავდნენ ქ.დუზჯეში მათსავე საცხოვრებელ სახლში. 2016 წლის 6 იანვარს მათთან სტუმრად ჩავიდა ქ.მარნეულში მცხოვრები აზადე ომაროვა, რომელიც მანამდეც არაერთხელ სტუმრობდა ამ უკანასკნელებს და სარგებლობდა მათი ნდობით. 2016 წლის 26 იანვარს თურქეთში ასევე გაემგზავრა მარნეულში მცხოვრები, საქართველოს მოქალაქე ელნურ ანტესოვი, რომელსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა აზადე ომაროვასთან და მისგანვე გახდა ცნობილი ზემოაღნიშნულ პირთა საცხოვრებელი ადგილი. თურქეთში ჩასვლის შემდეგ, ელნურ ანტესოვი, ქ.სტამბულში შეხვდა მის მეგობარს ვუგარ გულიევს, რის შემდეგაც 28 იანვარს გამთენიისას, ისინი აზადე ომაროვას დახმარებით მივიდნენ ემა და ელნაზ შარიფოვების საცხოვრებელ სახლში. ვინაიდან ბრალდებულებისთვის წინასწარ იყო ცნობილი თანხის არსებობის შესახებ, მისი დაუფლების მიზნით, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინეს სამი პირის მკვლელობა. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილებს სხეულზე აღენიშნებოდათ ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი სახის ჭრილობები. მკვლელობის შემდეგ ბრალდებულები დაეუფლნენ გარდაცვლილების კუთვნილ პერსონალურ კომპიუტერს, მობილურ ტელეფონებს, ასევე სხვა ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

2016 წლის 29 იანვარს, მკვლელობის მომდევნო დღეს ბრალდებულებმა დატოვეს თურქეთის ტერიტორია და სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში წარმოებული გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მიღებულ იქნა სასამართლოს განჩინება ელნურ ანტესოვის, ვუგარ გულიევის და აზადე ომაროვას დაკავების შესახებ. მთავარი პროკურატურის და შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, 2016 წლის 8 ივლისს დაკავებულ იქნა სამივე ბრალდებული.

გამოძება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით ან უვადოდ", _ აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

გამოძება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით ან უვადოდ", _ აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • "თანხა წაღებულია, ხატებმა რა დაუშავეს, არ ვიცი"- კახეთში ეკლესია გაძარცვესგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გაძარცვეს და დაარბიეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ტაძრის სტიქაროსნის, უჩა ქემაშვილის თქმით, მძარცველები სავარაუდოდ ფანჯრიდან შევიდნენ. „მძარცველები სავარაუდოდ ფანჯრიდან შემოვიდნენ, რადგან ჩამტვრეულია, მრევლის მიერ შემოწირული და ასევე, გაყიდული სანთლების თანხა წაღებულია. ხატებმა რა დაუშავეს, არ ვიცი, დამტვრეულია დიდი ნაწილი“, _ ამბობს სტიქაროსანი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო ... ...
  • თურნავა: გვაქვს რესურსი, რომ ვიზიტორები განვათავსოთ როგორც მესტიაში, ასევე დანარჩენ საქართველოშიეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მესტიის მუნიციპალიტეტში შექმნილი ვითარების შესახებ ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რომ ეპიდემიის აფეთქების ამ მორიგი კერის ლოკალიზება და გაუვნებელყოფა რაც შეიძლება სწრაფად, შედარებით უმტკივნეულოდ მოხდეს. „კორონავირუსი არსად გამქრალა და ეპიდემია არ დაგვიმარცხებია. ჩვენ ვისწავლეთ ეპიდემიის ეფექტური მართვა. მესტიაში უკვე შევარჩიეთ 20 სასტუმრო, აღვრიცხეთ ვიზიტორები და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საკარანტინო სივრცეებში მათი გეგმაზომიერი გადაყვანა მოხდეს. საკარანტინო სივრცეები მოეწყო როგორც უშუალოდ მესტიის მუნიციპალიტეტში, ასევე დანარჩენ საქართველოშიც. გვაქვს ამისთვის საკმარისი რესურსი,“ - განაცხადა თურნავამ. თურნავას განცხადებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საგანგებო მუშაობის რეჟიმშია გადასული. მასთან ერთად, პროცესში აქტიურადაა ჩართული მთის კურორტების განვითარების კომპანიაც. მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია იმ პროტოკოლების და წესების დაცვა, რაც ეპიდემიოლოგებმა მოამზადეს. საუბარია, სოციალური დისტანციაზე, პირბადის გამოყენებასა და სხვა უამრავ ... ...
  • ვახტანგ გომელაური - საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით ყველაფერს ვაკეთებთ, ომს ვერ დავიწყებთშინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლება ოკუპაციის შედეგების საპასუხოდ, მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მეგობრების, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. სხვას ვერაფერს გავაკეთებთ, ვერ დავიწყებთ ომს. ვინც ჩვენ მაგას გვეუბნება, რატომ არაფერს არ აკეთებს ხელისუფლება, ზუსტად ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და კითხვას თუ დაუსვამთ მათვე, რატომ მოხდა 2008 წლის ომი, ძალიან კარგი იქნება. ასევე, უფრო კარგი იქნება, კითხვა რომ დაუსვათ - 2008 წლის ომის შემდეგ ჩვენი გმირების გვამები ისევ მინდორზე, ტყეებში რომ ესვენა და თბილისში კონცერტები იყო გამართული, რატომ ხდებოდა? რას ზეიმობდნენ? ვიდრე ჩვენ გვკითხავენ რამეს, უფრო კარგი იქნება, ეს კითხვა რომ დაუსვათ მათ“, - განაცხადა ვახტანგ ... ...
  • შს მინისტრი: ბაჩალიაშვილის საქმეში თუ საჭირო იქნება, გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთვებაშინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამომძიებლები მუშაობენ და თუ საჭირო იქნება, გამოძიების ფედერალური ბიურო  ექსპერტიზის მიმართულებით ჩაერთვება. „ბაჩალიაშვილის საქმეზე მე ღიად ვერ ვისაუბრებ. გამოძიება მიდის, თუმცა მე ვფიქრობ, მალე დასრულდება. თუ საჭიროება იქნება, გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთვება სავარაუდოდ ექსპერტიზის მიმართულებით, თუ დაგვჭირდება, თუმცა ჯერჯერობით გამომძიებლები მუშაობენ“, - განაცხადა ... ...
  • ვახტანგ გომელაური - ახალქალაქში მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, დამნაშავეების იდენტიფიცირება მოხდებაშინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, პირი, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა, დაკავებულია. მისივე თქმით, გამოძიება გრძელდება და შემდგომი დაპირისპირების მონაწილეების იდენტიფიცირება მოხდება. „გამოძიება მიმდინარეობს. პირი, ვინც ჩაიდინა მკვლელობა, დაკავებულია. დანარჩენის იდენტიფიცირება მოხდება“, - ვახტანგ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...